აღსარება

აღსარებისათვის მომზადება მომიტევე მე უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, ყოველნი შეცოდებანი ჩემნი აურაცხელითა მოწყალებითა შენითა და ვედრებითა ყოვლად წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა მარიამისათა და წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, წმიდათა მამათა და მოძღვართა, მოციქულთა და მოწამეთა და ყოველთა წმიდათა შენთათა. მომიტევე მე უფალო, ყოველივე რაოდენიცა ვსცოდე ყოველ საგრძნობელით ჩემით დედის მუცლით ჩემითგან აქამომდე. ბუნებასა შინა და გარეშე ბუნებასა შინა ქმნილნი: სიტყვითნი, საქმითნი, ცნობითნი, უმეცრებითნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, ღამითნი და დღისითნი, მღვიძარებითნი და მძინარებითნი, ყოველ ჟამითნი და ყოველ წამითნი შეცოდებანი ჩემნი. მომიტევე მე უფალო ყოველივე რაოდენიცა ვსცოდე: აღსარების წინა ლოცვები  (ამის შემდეგ ადამიანი ჩამოთვლის ცოდვებს, მაგრამ … Continue reading აღსარება