08 ნოემბერი. დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი

წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს – რომისპროკონსულს თესალონიკში – სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრისმცნებების ერთგულებით აღზარდეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311) მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარისგანსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა – თესალონიკის ოლქისპროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვამომხდური ბარბაროსებისგან და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა.

დანიშნულების მიღების შემდეგ თესალონიკში დაბრუნებულმა დიმიტრიმ, მართლმორწმუნეთა დევნისნაცვლად ქრისტიანობის დაუფარავ ქადაგებასა და წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და კერპთმსახურებასთანშეურიგებელ ბრძოლას შეუდგა. როცა გალერიუსმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. შავიზღვისპირეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი მხედრობითურთ თესალონიკზეგაევლო და სასტიკად გასწორებოდა იქაურ ქრისტიანებს. დიმიტრის იმპერატორის განზრახვა ადრევეშეატყობინეს და მანაც წინასწარი თადარიგი დაიჭირა: მის მსახურს, ლუპეს მთელი ქონების გლახაკებისთვისდარიგება უბრძანა: „მიწიერი საუნჯე მათ განუყავი, ჩვენ კი ზეციური ვეძიოთო“, თავად კი მოწამეობრივიაღსასრულის მოლოდინში მარხვასა და ლოცვას მიეცა.

როცა უსჯულო გალერიუსი ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარადგინეს მის წინაშე. წმიდანმაცახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება. გააფთრებულმათვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში ჩააგდო. ნეტარს უფლის ანგელოზი ეცხადებოდა, ნუგეშსსცემდა და წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, ამასობაში კი გალერიუსი ამაზრზენ გლადიატორულსანახაობებს მართავდა და ტკბებოდა იმის შემყურე, თუ როგორ ამარცხებდა ორთაბრძოლებში ქრისტიანებსმისი საყვარელი ძალოსანი, გერმანელი ლიუსი და ფიცარნაგიდან მეომართა მახვილებზე აგდებდა. ახოვანიჭაბუკი, თესალონიკელი ქრისტიანი ნესტორი საპყრობილეში მივიდა დიმიტრისთან და ბარბაროსთანშებრძოლებაზე კურთხევა სთხოვა. უფლის რჩეულის კურთხევითა და ლოცვით მან დაამარცხა უღმრთოგერმანელი, ისევე გადააგდო ფიცარნაგიდან, როგორც თავად აგდებდა მართლმორწმუნეებს და მეომართამახვილებზე ჩამოაცვა. განრისხებულმა გალერიუსმა ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათნესტორი (ხს. 27 ოქტომბერს), შემდეგ კი დილეგში მცველები გაგზავნა ამ ღვაწლზე ნესტორისთვისკურთხევის მიმცემი წმიდა დიმიტრის მოსაკლავად.

306 წლის 26 ოქტომბერს, განთიადისას მიწისქვეშა საპყრობილეში გამომწყვდეულიწმიდანის საკანში მხედრები შეიჭრნენ და უფლის რჩეული მხეცურად მოკლეს. ნეტარის ერთგულმა მსახურმა ლუპემ შეაგროვა თავისი ბატონის სისხლი დაიმპერატორის ნაბოძებ ბეჭედთან ერთად შეინახა.

ბეჭდითა და წმიდა დიმიტრის სისხლით განწმენდილი სხვა სიწმიდეებით ნეტარილუპე შემდგომ მრავალ კურნებას აღასრულებდა. წმიდა დიდმოწამე დიმიტრისცხედარი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ თესალონიკელმა ქრისტიანებმაფარულად წაასვენეს იგი და მიწას მიაბარეს.

წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლისსათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილასახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა. წმიდა დიმიტრის თაყვანისმცემლებს არაერთხელ უცდიათ მისი ნაწილებისკონსტანტინოპოლში გადასვენება, მაგრამ დიდმოწამე ღვთის საკვირველი განგებულებით ყოველთვისავლენდა თავის ნებას – მშობლიური თესალონიკის მფარველად და მცველად დარჩენილიყო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.