პარაკლისი ღმრთისმშობლის ხატისა „დაურღვეველი კედელი“

სავედრებელი პარაკლისი

ყოვლადწმიდა  ღმრთისმშობლის

ხატისა „დაურღვეველი კედელი“

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

გუნდი: ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდვილნი ესე და მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ: ჰოი, დედოფალო, წყალობით შემწე მეყავ ჩუენ, რამეთუ წავრწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, არამედ ნუ გარე მაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასოი და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი, ხმაი 4

დაურღვეველად ზღუდედ და ყოვლადძლიერად საფარველად მოგვიგიე შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელი ეგე მყის განაქარვებ წყუდიადსა ჭირთა და ცოდვათასა, ამისთვის მხურვალედ გიღაღადებთ: მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე და სულთა ჩუენთა ხსნაი და განათლებაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი  8

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, და ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

მფარველად სულთა ჩუენთა მოგუმადლე რაი წმიდაი ხატი შენი, ვითარცა კედელი მისავლტოლველი, აწ ყოველთა ჭირთაგან განგვარინე მოსავნი შენნი და მგალობელნი:

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

ვითარცა ხარი შენ შუამდგომელი და მწე ჭირვეულთაი, ეგრეთვე წმიდასა ამას ხატსა შენსა „კედელსა დაურღვეველსა“, ღმრთისა მიერ აქუს მადლი ხსნისა და შეწევნისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

საკვირველად ჰნათობს ხატი ესე შენი, დედოფალო, და ყოველსა ქუეყანასა განფენს რაი გამოუთქუმელთა მადლთა შენთა, ვიშუებთ ჩუენ მისა მიმართ სულითა და ვადიდებთ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭირთა შინა და განსაცდელთა შეყენებული, მოხედვასა შენსა და ზრუნვასა ღირს-მყავ, ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან და მოწყალემან.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თაო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

წმიდაი ხატი შენი „ორანტა“ გამოსახეს რაი სოფიისა ტაძარსა, ნიშად უძლეველობისა შენისა სიტყუანი ფსალმუნისანი გამოწერეს გარემო მისსა: `ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას დილითი-დილად~.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

ქრისტეანეთა დედად სახელ-გდებთ შენ, ქალწულო, და თაყუანის-ვჰსცემთ წმიდასა ხელმანდილსა შენსა, იხილვების რაი სარტყელსა ზედა შენსა მეწამულსა, და მით აღხოცავ ცრემლთა ყოველთა მწუხარეთა და ტანჯულთასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ანგელოზთა გუნდნი ცათა შინა, და კაცთა ნათესავი მოუკლებელად უგალობენ ნათელ-ცისკროვანსა ხატსა შენსა, რომელი კუალად ბრწყინავს შუენიერებითა, და განანათლებს სურვილით პატივისმცემელთა მისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფიცხელთა სალმობათა, და ვნებათაგან ბოროტთა განვიცდები, შენ შემეწიე, ქალწულო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რამეთუ საუნჯედ ყოველთა კეთილთა და კურნებათა უკურნებელთა სალმობათასა გიცნობთ კრებულნი მორწმუნეთანი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

მხურვალეო მეოხო და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისაო და ყოვლისა სოფლისა მისავლტოლველო, გულსმოდგინედ გევედრებით შენ, დედოფალო ღმრთისმშობელო, მოსწრაფე იქმენ და ყოველთა ჭირთაგან განგვარინე, მხოლოო მსწრაფლ-შუამდგომელო.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

ენება რაი ხატისა მის შენისა განდიდებაი უფალსა, ხილვასა შინა უჩვენა გაბრიელ ბერსა ქალაქი მთასა ზედა, და გზაი ვრცელი, რომელსა შედგომილნი დაინთქმოდენ ეშმაკისა ბადესა.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

კუალად იხილვიდა რაი ბერი იგი იწროსა მას ბილიკსა, და ცადმდე აღწევნილსა კედელსა, რომელ იფარვიდა წარმწყმედისაგან მას ზედა მავალთა, აქებდა და მადლობდა ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მაშინ მოეხსენა ბერსა მას სიტყუანი შესხმისანი: „გიხაროდენ, დაურღვეველო კედელო სასუფევლისაო“, და გიგალობდა, ვითარცა მფარველსა ყოვლისა სოფლისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასოებად, სიმტკიცედ და ზღუდედ ხსნისა მოგვიგიე შენ, ყოვლადსაგალობელო, რამეთუ შენ მიერ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთა განვერნებით.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

უშიშად იწყო რაი სლვაი ბერმან იწროსა მას გზასა ზედა, დაცულმან კედლითა, უვნებელად მიწევნული საუფლოსა მას ქალაქსა სიხარულითა წარსდგა წინაშე ღმრთისა საყდრისა.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

განსთქუა რაი საღმრთოი იგი ჩუენებაი ბერმან, `დაურღვეველად კედლად~ სახელ-სდვა დიდებულსა მას ფრესკასა შენსა, მოზაიკითა გამოსახულსა სოფიისა ტაძარსა და აქებდა ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

წმიდაი ხატებაი ეგე შენი ჰგიეს რაი ზღუდედ და მცველად მიურულებელად, ეშმაკისა მახეთა და ყოველთა ცოდვათაგან იცავ გზასა მას სასუფეველისასა მოსწრაფეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განკურნე, სძალო, სულისა ჩემისა უძლურებაი, და ღირს მყავ მოხედვასა შენსა, და მომანიჭე მე სიმართლე ვედრებითა შენითა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

საკვირველთმოქმედი ხატი შენი მიუბოძე რაი სლავთა ნათესავთა, გამოჩნდა იგი მფარველად კიევისა და მხსნელად ყოველთაგან სენთა და ზედა მოსლვათაგან მტერისა.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

ვერცა დრო-ჟამთა დინებამან, და ვერცა მსახურალმან ხელმან მხდომისაგან, ვერა შეუძლეს ვნებად კედლისა მის, ჰოი, უსძლოო ქალწულო, რომელსა ზედა გამოსახულ ხარ დიდებულად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უწყებისაებრ გარდამოცემათა, ვიდრედმდის სიწმიდე ეგე შენი დაცულ არს უვნებელად, მკვიდრნი ქალაქისა მის, დაცულ არიან საფარველისა ქუეშე ცად-აღპყრობილთა ხელთა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სნეული მდებარე ვარ ცხედარსა ზედა სალმობათასა, და არა არს კურნებაი ხორცთა და ძვალთა ჩემთა, ქალწულო, რომელმან შევ მკურნალი სენთაი, აღმადგინე ხრწნილებისაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. 

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

შემწე და ნავთსაყუდელი ხარი შენ ღელვა-გვემულთაი, და კედელი დაურღვეველი, და მეოხი კეთილადშემწყნარებელი მისა მიმართ, რომელი შევ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ლოცვასა ჩუენ ცოდვილთასა, არამედ მოსწრაფე იქმენ შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი სარწმუნოებითა გიღაღადებთ: გიხაროდენ, დაურღვეველო კედელო სასუფეველისაო!

სხუაი კონდაკი, ხმაი 6

ჰხედავ შენ ჭირთა და მწუხარებათა ჩუენსა, და უწყი რაი ურვაი ჩუენი, შეგვეწიე ვითარცა უძლურთა, და განაქარვე იგი ნებისაებრ შენისა, რამეთუ შენ გესავთ და შენ მიერ ვიქადით, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და ნურასადა გვრცხვენის.

იკოსი, ხმაი 6

ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახვასა, ყოვლადწმიდაო დედოფალო, არამედ შეიწირე ლოცვაი მონისა შენისაი, რამეთუ გარე-შეცვულ ვარ ურვათა მიერ და ვერა დავითმენ ისართა ეშმაკთასა, არა მაქუს საფარველი და არცა მისავლტოლველი, მარადის ვიძლევი და არცა მაქუს სხუაი ნუგეშინის-ცემაი, თვინიერ შენსა, დედაო მაცხოვრისაო, სასოებაო და შუამდგომელო მორწმუნეთაო, ნუ უგულებელ-ყოფ მდაბალსა ამას ვედრებასა ჩემსა, არამედ მოზღუდვილ-მყავ მადლითა შენითა და წარმიმართე ცხორებისა მიმართ წარუვალისა.

მღდელი:  მოხედენ. სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                              

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა. 

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახიდ თვისად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: სასოებითა შევრდომილნი წმიდასა ამას ხატსა შენსა `კედელსა დაურღვეველსა~, გვაკურთხე და შეგვაწყნარე ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა მოჰმადლოს ყოველსა სოფელსა მშვიდობაი და ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი, და სულთა ჩუენთათვის სიმრავლე წყალობისაი და მოტევებაი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა, და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისა; თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, ბიძინა დაჭრილისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა; ძლიერებითა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა `დაურღვეველისა კედლისა~, და ყოველთა სიწმიდეთა შენთაითა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.   

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონსა შინა არა მსახურეს ხატსა ოქროისასა, და მით სახუმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

გაქუნდა რაი საღმრთოი მადლი შორის შენსა, ბუნებისა ძალნიცა გმორჩილებდენ, და მოსავთა შენთა მოზღუდვიდი სტიქიონთაგან და განსაცდელთა, აწ ჩუენცა გვიხსენ ყოვლისაგან ძვირისა და ბოროტისა, რაითა ვაკურთხევდეთ უფალსა.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

სასწაულთმოქმედი ხატი შენი იქმნა რაი ყოველთათვის, ვითარ წყაროი მადლისა და კურნებისაი, ურიცხვი ერი მოივლტოდა შევრდომად მისა, და ცხორებასა მათსა გავედრებდენ, ღმრთისმშობელო, ვითარცა მფარველსა და წინამძღუარსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდაი ხატი შენი გამოჩნდა რაი ზღუდედ უბრძოლველად, განამრავლეს პირნი მისნი, დედოფალო, და მათ მიერ იქმ სასწაულთა მრავალფერთა: სნეულთა ჰკურნებ, სულთა არა წმიდათა განხდი და ყოველთა აღძრავ დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხორცთა სენისაგან, და სულთა ცოდვისა განჰკურნენ, ღმრთისმშობელო, მოსავნი შენნი, და რომელნი საფარველსა ქუეშე შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ, ყოვლადწმიდაო, სულთა და ხორცთა ჩუენთა მკურნალი და მაცხოვარი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

ხილვად საკვირველ არს დიდებული ხატი ესე შენი, ქალწულო, განაოტებს რაი წყუდიადისა სულთა, და ცოდვათა შინა შთაფლულთა აღმოიტაცებს ნათელსა შინა ღმრთისასა.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

ვითარცა ხდომათა და ჭირთაგან მოზღუდვიდი ერსა, მოსავსა შენსა, ეგრეთცა შეჭურვე ნათესავი ჩუენი საღმრთოითა მადლითა და იხსენ ყოველთა უსჯულოებათა და ვნებათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჟამსა მას საშინელისა ომისასა გხედვიდენ რაი ხელაღპყრობით მლოცველსა მახლობელად ბრძოლათასა, სიკუდილისაგან განარინებდი მრავალთა, და უკუნ-აქცევდი მტერთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განსაცდელთა კვეთებასა იოტებ, და ვნებათა ზედა მოსლვასა დახსნი, ღმრთისმშობელო, სასოო განწირულთაო, ამისთვის გაკურთხევთ შენ, უბიწოო, და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ, გამოხსნილნი შენ მიერ, ქალწულო უბიწოო, და წესთა თანა ანგელოსთასა გადიდებთ.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

ნეტარ ხარ შენ, ქალწულო, და კურთხეულ არს წმიდაი ხატი შენი, რომლისა მიერ ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა და ბოროტთა საცთურთაგან იხსნი ქრისტესმოყუარეთა ერთა.

ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ!

ვითარცა სლავთა ნათესავთა იცევდი საფარველითა ხატისა შენისაითა, ეგრეთცა წილხვედრი შენი ქართველთა ერი ზიარ-ჰყავ მადლსა მისსა, და ცხორებაი ჩუენი წარმართე კეთილად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ნუ უგულებელს-გვყოფ მოქენეთა შეწევნისა შენისათა, სძალო ღმრთისაო, და მოგვანიჭე ზეციერი წყალობაი, რაითა დავხსნიდეთ ყოველსა ძალსა უხილავთა და ხილულთა მტერთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძვირისხილვისა ადგილსა, და სნეულებისა სარეცელსა დაცემული ესე აღმადგინე, მეოხებითა შენითა, და განმკურნე ლმობილი და წყლული მონა შენი, ქალწულო კურთხეულო, სასოო განწირულთაო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი კითხულობს:

ვუწყით რაი საკვირველი ეგე ძალი ხატისა შენისაი, სარწმუნოებითა ვუგალობთ სახიერებასა შენსა, და გევედრებით: ვითარცა უშვილოთა მიჰმადლებ შვილიერებასა, და მეუღლეთა შეამტკიცებ და დაადგინებ ღმრთისმოსაობასა ზედა, ეგრეთვე აწ ისწრაფე ხსნად ჩუენდა ყოველთაგან ჭირთა და სავნებელთა.

სიმტკიცედ და ზღუდედ შეუძრველად ექმნები რაი ხატისა შენისა მიმართ შევრდომილთა, აწ ჩუენცა მოგვზღუდე ყოველთაგან, უბიწოო, რომელნი ბოროტსა ზრახვენ ჩუენთვის, სახლეულთა და მოყუასთათვის ჩუენთა, და მექმენ ჩუენ ციხედ დაურღვეველად, დამფარველად სამკვიდრებელისა, და სამშობლო-ქუეყანისა ჩუენისა, ყოველთა ძვირთა და ვნებათაგან.

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩუენგან, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ ძლევად ურიცხუთა მტერთა და შინაგანმცემელთა ჩუენთა, გარნა შენ შემძლებელ ხარ განრინებად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და ზედამოსვლისაგან მტერისა.

გვივი რაი მფარველად და შემწედ ურცხვენელად, ჰოი, დედაო ღმრთისა მაღლისაო, განაცხოველენ სულნი და ხორცნი ჩუენნი და დაამტკიცენ გონებანი ჩუენი მართლმადიდებლობასა, რაითა შეუგინებლად დავიცვათ წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემული სარწმუნოებაი, და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ღმერთსა ვუგალობდეთ:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.     

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადკურთხეულო ქალწულო, წმიდაო ღმრთისმშობელო, დედოფალო ჩუენო ყოვლადსახიერო; ობოლთა მისავლტოლველო და ჩვილთა დამფარველო; მონაზონთა განმამტკიცებელო, ჭაბუკთა გულისხმიერ-მყოფელო და მეუღლეთა განმაბრძნობელო; სნეულთა მკურნალო, შეცთომილთა განმსწავლელო, ურვეულთა ნუგეშინისმცემელო და სულთა ჩუენთა მტერთაგან მომზღუდველო!

ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, რომელმან დაურღვეველად კედელად და მცველად მიურულებელად მოგუმადლე წმიდაი ხატი ეგე შენი მორწმუნეთა, აწ უვნებელად დაგვიცევ ჩუენ საფარველსა ქუეშე სიწმიდისა მისისასა, და შეგვაწყნარე მხოლოდშობილსა ძესა შენსა და ღმერთსა, აღმომიყუანოს ჩუენ უფსკრულთაგან ცოდვათასა, და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსვლათაგან მტერისა, უცნაურისა სიკუდილისა და გარემოდგომილისაგან ბოროტისა, და მოგვანიჭოს სიმტკიცე სარწმუნოებისაი, მხნეობაი სულისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და მომავალსაცა მას საუკუნესა ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა ნათელსა შინა ძისა და ღმრთისა შენისასა, რამეთუ მეუფებაი მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ. 

მღდელი: ჩამოილოცავს… 

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა,  შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

ძრწოლით აღვიარებთ საშინელსა ძლიერებასა ხატისა ამის შენისასა, ჰოი, დედოფალო ჩუენო უბიწოო, და შევრდომით გევედრებით, ვითარცა ზღუდესა ჩუენსა და საფარველსა, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა, და უვნებელად დაგვიცევ ყოველთა ბოროტთა ვნებათა და საცთურთაგან.

ყოვლადსახიერო დედოფალო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, გვიხსენ ყოველთა ჭირთა, სნეულებათაგან და განსაცდელთა.

 

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა