პარაკლისი ღირსისა ზაბულონისა და ღირსისა სოსანასი

სავედრებელი პარაკლისი

ღირსისა მამისა ზაბულონისა და ღირსისა დედისა სოსანასი

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

 დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

გუნდი: ამინ.

მღდელი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. (2 გზის).

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

ფრიად იღუაწეთ რაი უფლისათვის და სარწმუნოებისათვის მისისა, ღირსად სანატრელნო ზაბულონ და სოსანა, სახელი თქუენი მზეებრ განჰბრწყინდა ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ ასული თქუენი ნინო მოვიდა ქართლსა,  ვითარცა კრავი უბიწოი შორის მხეცთა, და განსდევნა რაი საცთური კერპთა მაცთურთაი, მოციქულებრ უქადაგა ქართველთა წმიდაი სამებაი და წარმართნი ღირს ჰყვნა მოქცევად ღმრთისა, ერთობითა იხარებთ რაი წინაშე მისა, და ევედრებით ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

დიდებაი… ტროპარი (იგივე); აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ქუეყანასა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ბრწყინვალედ შემკობილთა სათნოებათა მადლითა, გვიშვეს ნინოი განმანათლებელი ჩუენი, სოსანა ღმრთისგონიერმან და ზაბულონ ყოვლად ღირსმან, და წინაშე ღმრთისა იღუწიან ჩუენ ყოველთათვის.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

თქუენ მიერ შობილისაგან, ღირსნო მეუღლენო, საჭურველი უძლეველი მოგვეცა ჩუენ, ჯუარი ქრისტესი, რომლისა მიერ დავსთრგუნავთ ჩუენ საფრთხეთა ბოროტთა და ვადიდებთ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იქმენით რაი ჭეშმარიტად შვილსა ზედა სახარულევან, რომლისა მიერ განათლდა ერი ჩუენი, აწ მისთანა იხარებთ დიდებითა, ღირსნო, და აღგვძრავთ ქებად თქუენდა და დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იქმნა ორღანოი მადლთა შენთაი, ქალწულო ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწული, და წილხუდომილთა შენთა განმანათლებელი ნინო, ამისთვის აღვსძრავთ მას და კეთილმორწმუნეთა მშობელთა მისთა შენდა მომართ მეოხად ჩუენდა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თაო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღმოსცენდი რაი მდიდართა და წარჩინებულთა მშობელთაგან კაბადოკიას, იყავ თანაზიარი და ნათესავი წმიდისა მოწამისა გიორგისა, აწ ერთობითა გვითხოეთ ქრისტეს მიერ ხსნაი ბოროტის მახეთაგან და მკვიდრ ყოფად სასუფეველსა მისსა.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი ძლიერ და განთქუმულ ბრძოლათა შინა და წყობათა, წარხვედ ჰრომედ წინაშე მეფისა მსახურებად, და განითქვი რაი ბრძოლათა შინა, მარადის აღიარებდი ქრისტესა, ვითარცა ღმერთსა, მას ევედრე, გვიხსნნეს გარე მოდგომილთა ურიცხვითა მტერთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოგანიჭა რაი მეფემან პატივი დიდი სიმხნისათვის შენისა, განგაწესა მხედართმთავრად ერისა მისისა, აწ მოხედე  მწუხარებასა ჩუენსა, და შეგვავედრე უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, რაითა ყოველნი ურვანი ჩუენნი შეცვალნეს კეთილად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღვემართენით შენ მიერ გამოხსნილნი, ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რაჟამს სათნო იჩინე დედაკაცისა მიერ განბანაი ჩუენი და ემბაზითა სრულ-ქმნად მეცნიერებად ძისა შენისა ნინოის მიერ ღირსისა!

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

მოქალაქობდენ რაი კეთილად, ორთა მათ პატიოსანთა მეუღლეთა, ზაბულონ და სოსანა მადლი ჰპოვეს წინაშე ღმრთისა, და გვიშვეს ჩუენ ღირსი ქალწულ-მოციქული ნეტარი ნინო, მოაქცივნა რაი ქართველნი, ჯუარითა ცხოველითა, და ერი ჩუენი მიჰგვარა ქრისტესა, და აწცა ერთობითა იღუწიან დაუცხრომელად წინაშე მისსა, ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იშევ რაი კაბადოკიას დიდებულთაგან მშობელთა, ოდეს აღესრულნეს, ძმისა შენისა თანა წარხვედ იერუსალემს, ღირსო სოსანა, და შეუვრდით განმაცხოველებელსა საფლავსა.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იყვენით რაი სავსენი საღმრთოითა მადლითა, თავნი თვისნი შეჰვედრნეთ უფალსა, მზრდელსა მას და მწყალობელსა ობოლთა და ქურივთასა, და დაუცხრომელად მსახურებდით ქრისტესა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძმაი შენი მიიწია რა ჰასაკსა, დიდისა ღუაწლისათვის მიემთხვია პატრიაქობასა, ხოლო შენ ჰმსახურებდი აღდგომისა ტაძარსა, ღირსო სოსანა, და მორჩილებდი სარა ბეთლემელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საცთურთაით დახნილნი შენ მიერ, ღმრთისმშობელო, წილად ხუდომილნი შენნი ქართველთა ერნი ნინოის ღირსისა მიერ ქადაგებითა ვხმობთ შენდა მომართ, ჰოი, მაცხოვარებაო ჩუენო, გუაცხოვნენ შეწევნითა მშობელთა მისთაითა, ქრისტეს ღმრთისა დედაო!

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარე.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იქმნა რაი განდგომილებაი ფრანგთაი, განხვედ შენ, მხნეო ზაბულონ, ბრძოლად მათდა და სძლე რაი შეწევნითა ქრისტესითა, მთავარი და წარჩინებულნი მათნი შეკრულნი მიჰგვარე მეფესა.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მოგაგო რაი პატივი მეფემან, ვითარცა უძლეველსა, განუჩინა სიკუდილი ტყუეთა, გარნა იწყეს მათ ტირილად და გევედრებოდენ, რაითა ვიდრე სიკუდიდმდე ნათელ-სცე სახელითა ღმრთისა შენისაითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განზრახვაი მათი აუწყე პატრიაქსა მას ჰრომისასა, და ნათელს-ცა და აზიარნა რაი საიდუმლოთა ქრისტესთა, სიხარულითა თაყუანი-სცეს მათ წმიდათა თავთა მოციქულთა საფლავთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სენით, ჩემ ზედა მდებარით, აღვემართე, რაჟამს მომეც მე მკურნალი, ღმრთისმშობელო, ვიხსენ საცთურთაით ნინოის მიერ ღირსისა, კერპთა წილ ბილწთა გიძნობ სასოსა ჩემსა, გიხმობს ერი ქართველთაი, ღმრთისა დედაო!

გალობაი 6, ღაღადყავსა

სძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ, ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განიყუანეს რაი სასიკუდინედ ტყუენი, სიხარულითა მოელოდენ ამიერ სოფლით გარდაცვალებასა, გარნა ლმობიერ იქმნა გული შენი, ზაბულონ, და შეწყალებაი მათი ითხოე მეფისაგან.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განუტევნე რაი კაცნი იგი, წმიდაო, თანა წარყევ ქუეყანად მათდა, და წარიხუნე რაი მღდელნი, ყოველთა ნათელ-სცეს, და დაუდვეს სჯული და წესი ქრისტეანობისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმრთისმოშიში ეგე და სიბრძნითა სრული წარხვედ რაი იერუსალემს, გიხილა პატრიარქმან მამაი და განმანათლებელი ფრაგთაი, და რჩევითა სარა ბეთლემელისაითა მოგცა დაი თვისი ცოლად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარიამ, ქრისტეს ძისა ღმრთისა მშობელო, შენ მიერ დახსნილნი ძვირთაით სამწყსონი შენნი, და ნინოის წმიდისა მიერ განსწავლულნი ვაქებთ მშობელთა მისთა, რამეთუ შვეს განმანათლებელი ჩუენი, და გნატრით შენ, ვითარცა სთქუ!

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ. გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

კონდაკი

ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოებაი და მრავალნი ევნებოდენ ქრისტესთვის, კეთილმორწმუნეობითა ბრწყინევდით თქუენ, ნეტარნო მეუღლენო, იქმენით რაი აღმსარებელნი ჭეშმარიტისა ღმერთისანი და მრავალთა მომაქცეველნი, ხოლო შემდგომად დაუტევეთ ყოველი მონაგები თქუენი, და შეუდეგით რაი ღმერთსა, დაემკვიდრე შენ უდაბნოსა შინა, ღირსო ზაბულონ, და შენ, სოსანა, დაგადგინეს მსახურებასა უძლურთა დედათასა, და აწ შობილისა თქუენისა თანა – ნინოისა – იხარებთ სასუფეველსა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან:  მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება მათესი

მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს ერი მრავალი გალილეაით და ათქალაქით და იერუსალემით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით. და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ, და მიუხდეს მას მოწაფენი მისნი. და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუ-ფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისა-თვის, რამეთუ იგინი განძღნენ. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ თქუენ, რაჟამს გყვედრიან და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა.

გუნდი: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა ზაბულონისა და სოსანაისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ერთ სულ და ერთ გონებაი, და სწორ სათნოებითა იყუენით, პატიოსანნო მშობელნო განმანათლებელის ჩუენისანო, ზაბულონ და სოსანა სანატრელნო, და მადლი ჰპოვეთ რაი წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრებით აწ ვედრებად ჩუენთვის მისა მიმართ მშვიდობით დაცვად ეკლესიათა და გამოხსნად განსაცდელთაგან, რომელნი ხსენებასა თქუენსა აღვასრულებთ, რაითა მლხინებელ გუექმნეს ქრისტე ცოდვათა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედო-ფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულუსა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა იოანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყველისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთ-მთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისაითა და წმიდისა დიდებულისა და ღუაწლის-მძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა წამებულთა, წმიდა მოწამე 6000 გარესჯელ ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა; წმიდათა დაკეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფე მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, გიორგი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა; ღმრთივ-გაბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქრთველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარესჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდისა ზაბულონ და სოსანასითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                    

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონსა შინა არა მსახურეს ხატსა ოქროისასა, და მით სახუმილსა შეითხივნეს, და შეცვარულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

წარიყვანე რაი მეუღლე შენი, მხნეო ზაბულონ, მამულსა შენსა, თქუენგან იშვა მხოლოი იგი ნეტარი ნინო, რომელსაცა აღზრდიდით ღმრთისმოშიშებითა მსახურებასა შინა გლახაკთასა, და ხმობდით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იქმნა რაი ასული თქუენი ათორმეტისა წლისა, განყიდეთ ყოველი მონაგები თქუენი, ნეტარნო, და მიიწიენით რაი იერუსალემად, სიმდიდრე თქუენი განუყავით გლახაკთა, ღაღადყვეს რაი სიხარულითა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღიღე რაი პატრეარქისგან კურთხევაი, რაითა იჯმნა საწუთოისგან, ამბორისყოფითა შეიტკბე და ეტყოდი ასულსა შენსა: „აჰა, დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ შენ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იგავთა მიერ მოსწავებულმან ცხადად ეგვპტისა ბომონნი დასცენ და ძირითურთ აღმოჰფხურენ, ღმრთისმშობელო მარიამ, და ნინოის მიერ ქართლისა კერპნი წარწყმედად მისცენ, კურთხეულ ხარ შენ, ჰოი, ქალწულო!

გალობაი 8, აკურთხევდითსა

სძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გაქუნდა რაი შური ელიაისი და იოვანესი, ჰოი, ზაბულონ ბრძენო, განვლე იორდანე, და დამკვიდრდი უდაბნოსა შინა, აწ ჩუენცა მოგვეც გული გონიერი, განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დიაკონისად გაკურთხა პატრეარქმან, ღირსო სოსანა, და მსახურად უძლურთა დედათა დაგადგინა, ხოლო ასული შენი შეჰვედრა სარა ბეთლემელსა, განსწავლიდა რაი საღმრთოითა სჯულითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ზეგარდამო ჰხედვიდა რაი დედაი ღმრთისაი ღუაწლსა თქუენსა, მისცა სიმხნე ასულსა თქუენსა, ნეტარნო მეუღლენო, და ქრისტეს სარწმუნოებაი განჰფინა წილხვედრსა თვისსა ქუეყანასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არსთა მოქმედისა ქრისტეს ღმრთისა დედაო, არს-ქმნილი შენგან საუკუნოდ ცხორებად, ქართველთა ერი დაჰმარხე ვედრებითა ნინო ნეტარისაითა და ბარბაროზნი დაუმორჩილენ მორწმუნესა მეფესა!

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამოი, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იტვირთეთ რაი უღელი ქრისტეს ღმრთისაი, ყოვლითა გულითა მას ჰმსახურებდით, კეთილმორწმუნენო, ნეტარნო მეუღლენო,  და მიგანვე მოიღეთ გვირგვინი დაუჭნობელი და ცხორებაი წარუვალი ზეცათა შინა.

წმიდანო ღმერთშემოსილნო ზაბულონ და სოსანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოი, ღმერთშემოსილნო, ნეტარნო მეუღლენო, რომელნი უფროის ამაღლდით წინაშე ღმრთისა, აღმოაცენეთ რაი ერსა შორის ჩუენსა განმფენელი ქრისტეს სარწმუნოებისა, კრებულსა მას თანა მოღუაწეთა და წმიდათასა შეგრაცხნათ ეკლესიამან ჩუენმან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარ ასულმან შენმან ქართველნი წარუდგინნა ქრისტესა, რაითა ადიდებდნენ, ეგრეთცა შენ ფრანგი მოაქცივნე, დაბნელებულნი კერპთაგან, მხნეო ზაბულონ, და შვილუსხენ ძესა მას მაღლისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ისმინე ჩუენი ლოცვანი, ღმრთისმშობელო, მეოხებითა ღირსისა ნინოისითა და მშობელთა მისთაითა, თანაწარგუხადენ ყოველნი განსაცდელნი და მომმადლე ჩუენ წყალობაი შენმიერი და ძლევაი მტერთა მოეც ერსა ჩუენსა!

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

იქადის კაბადუკიაი, ყოვლად ქებულნო მეუღლენო, რამეთუ მიერ აღმოსცენდით, ღირსო ზაბულონ და სოსანა სანატრელო, და იშუებს ეკლესიაი და გონივრად დღესასწაულობს ხსენებასა თქუენსა დღესა მას მეორესა, ნინოის ხსენებისასა, რამეთუ შრომისა ღუაწლითა ღირსად გამოსჩნდით და ქრისტესგან მოიღეთ მადლი შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიმეოხეთ წინაშე მისსა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ძვირისა და სალმობისა.

იხარებს აწ ერი ჩუენი, რამეთუ ახლად გამოგვიჩნდით ღირსნი მოღუაწენი, და სიხარულითა ვდღესასწაულობთ რაი წმიდასა ხსენებასა თქუენსა, მამაო ზაბულონ და ყოვლად ქებულო დედაო სოსანა, ვადიდებთ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელმანცა ნინოის მიერ გვიხსნნა საცთურისაგან, და გევედრებით: ერთობითა შეგვეწიეთ წინაშე ღმრთისა, ხსნად ჩუენდა კაცთა ბოროტებისაგან და საცთურისაგან ეშმაკისა.

მოვედით, ჰოი, მორწმუნენო, და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომელმანცა გამოაჩინნა ნეტარნი ესე და მხნენი მოღუაწენი, ზაბულონ და სოსანაი, რომელთაცა მოგვანიჭეს განმანათლებელი ჩუენი წმიდაი ნინო, რამეთუ მის მიერ ნისლი იგი კერპთაი განქარდა და მზე სიმართლისაი გამობრწყინდა – ქრისტე ღმერთი, რომელმანცა აცხოვნნა სულნი ჩუენნი, ვითარცა მოწყალე არს.

ჭეშმარიტად ნეტარ-ხარ, ღირსო მამაო ზაბულონ, რამეთუ იქმენ მამაი მოციქულთასწორისა ნინოისა, და ნეტარ არს წიაღი შენი, ღირსო დედაო სოსანა, რომელმან გვიშევ ერისა ჩუენისა მომაქცეველი ქრისტეს მიმართ, აწ ერთობითა მოგვხედეთ, რომელნი ვადიდებთ ხსენებასა თქუენსა, რაითა გვიხსნეს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.

ვითარცა ვაჭარმან გონიერმან, სიმდიდრე ესე ქუეყნისაი განაბნიე და უდაბნოსა მას სილტოლვითა უარჰყავ თავი თვისი, ხორცნი განჰლიენ მოღუაწებითა და ცოლისა და ასულისა შენისა თანა  მდგომარე ხარ შენ წინაშე ქრისტეს ღმრთისა, წმიდაო, აწ ერთობითა ევედრეთ მას და საყუარელსა დედასა მისსა, რაითა მოგუანიჭონ სიყუარული ერისა და მამულისაი, და აღგუძრან დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.        

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლად ქებულნო და ნეტარნო მეუღლენო, ზაბულონ და სოსანა სანატრელნო, მნათობნო ბრწყინვალენო და სარწმუნოებისა მტკიცენო სუეტნო, მხურვალედ მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლ-შემწენო და ყოველთა მორწმუნეთა ზღუდენო და საფარველნო!

ჰოი, დიდებულნო სათნონო ღმრთისანო, ღირსო მამაო ზაბულონ და ღირსო დედაო სოსანა, რომელნი ეგე სცხოვნდებოდით სიწმიდითა და ღმრთისმოსაობითა, ქუეყნიერი სიკეთე განსცვალეთ მსახურებად და მორჩილებად ქრისთეს, მხნელისა და მაცხოვრისა, აწცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაითა მადლი თვისი და წყალობაი განუახლოს დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და დაგვიცვას მტერისა საფრხისაგან, ძმათა შუღლისა და ეშმაკთა მძლავრებისაგან. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ და განამტკიცეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი. განაძლიერეთ ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, სათნოებათა სიმდიდრითა შემკულნო ზაბულონ და სოსანა, ვითარცა ყუდროდ ნავთსაყუდელად ექმნებით თქუენ ქართველთა ერსა, ასულისა თქუენისა მიერ მოქცეულსა და განათლებულსა, აწცა მოგვიხსენეთ წინაშე ღმრთისა, აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოისა გულისხმის-ყოფისაითა, რაითა არა გვეუფლოს განმხრწნელი იგი სული ამა საუკუნისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი თქუენ თანა ვუგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და დიდების-ვმეტყველებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელსა მხოლოსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანის-ცემაი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსთა ზაბულონისა და სოსანაისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატის მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ხმაი 4

ყოვლისა კეთილისა შემწენო და წარმმართებელნო ყოველთა მვედრებელთა თქუენთანო, ღირსნო ზაბულონ და სოსანა დიდებულნო, მოსავნი თქუენნი თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ხატსა თქუენსა და გევედრებით, რომელთა მოგენიჭათ ღმრთისაგან კადნიერებაი მეოხებად ცოდვილთა, აწ ისწრაფეთ და დაგვიფარეთ ყოველთაგან ვნებათა და ეშმაკთა საცთურთაგან, რაითა ღირს-ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა, და თქუენთანა ვადიდებდეთ უკუნისამდე ყოვლად-წმიდასა სამებასა.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა ღირსთა ზაბულონისა და სოსანაისა წარგვიიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

სავედრებელი პარაკლისი

დიდებულთა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი

მღდელმან: კურთხეულ არსი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმა 8

ვითარცა ვენახმან კეთილნაყოფიერმან, ივლიტა პატიოსანო, მწიფენი ნაყოფნი შესწირე მეუფესა – ღმერთსა ყოველთასა, ძე შენი კვირიკე ყოვლადქებული, მდიდრად შეამკევ რაი წამებითა, ამისთვის მოგმადლათ თქუენ მისაგებელი ღმერთმან ცათა შინა, სადაცა იშუებთ უკუნისამდე და მეოხ ხართ მოსავთა თქუენთა და მვედრებელთა.                                დიდებაი…

სხუაი ტროპარი

სეხნად მქადაგებელთა გამოსჩნდი, ჭეშმარიტად, ევნე რაი დედისა თანა, კვირიკე, დიდებულო ქრისტესო, და აღასრულე რაი სრბაი ღმრთისმოსავობისაი, გვექმენ სახედ სარწმუნოებრივისა ახოვანებისა, და დასთრგუნე რაი ყოველი ძალი მტერისაი, ზეცითგან მოიღე გვირგვინი დედისა თანა შენისა, ყოვლადქებულო მოწამეო, ევედრე აწ ქრისტესა ხსნისათვის ყოველთა, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა თქუენსა.                        აწდა…

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ზღუაი ვითარცა ხმელი განვლო ისრაელმან, და ეგვიპტისა ძვირთაგან განრინებული ღაღადებდა:  მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შემკულ იყავ სათნოებათა მიერ, ივლიტა დიდებულო, და უქცეველად ხვიდოდი გზასა მას ქრისტეს მცნებათასა, მას ევედრე, რაითა გვიხსნეს სიღრმეთაგან უმეცრებისა და ცოდვისათა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას სიყრმისასა გამობრწყინდი, კვირიკე დიდებულო, იწყე რაი მორბედებად ღუაწლსა მოწამებისასა, და მიემსგავსე წმიდისა ტრედისა მართუესა შუენიერსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მსგავსად ნაყოფიერისა ვენახისა გამოზარდე ტევანი საკვირველი, ჭეშმარიტად ახოვანი კვირიკე, წამებათა სიტკბოებითა, ივლიტა, და აწ ერთობითა სუფევთ წინაშე ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ სიკუდილი დაიხსნა და საწერტელი ჯოჯოხეთისაი შეიმუსრა, ყოვლად უბიწო დედაო, რამეთუ შევ შენ უკუდავი მეუფე, სიკუდილსა მიცემული ხორცითა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იწყო რაი დევნაი ქრისტეანეთაი, ხელთა ზედა გეტვირთა ყრმაი ძე შენი, ივლიტა, და წარსდეგ რაი სამსჯავროსა მას უშიშად, მთავარი იგი სიმდიდრეთა და საშუებელთა აღგითქუმიდა, უკუეთუ მსხუერპლსა შესწირვიდი კერპთა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განსძლიერდი რაი ძალისაგან მაღლისა, ვითარცა ახოვანი, მოაუძლურე ყოველი ძალი უღმრთოთა მათ კერპთმსახურთაი, ყოვლად ნეტარო, და ღაღადებდი: `მე ქრისტეანე ვარ, და არა თაყუანის-ვსცემ კერპთა მათ უსულოთა~.

 დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიტყუამან შენმან აღაბორგა მთავარი და უბრძანა წარტაცებაი კვირიკესი ხელთაგან შენთა, რაითა გგუემონ შოლტითა, ხოლო იგი დაისვა რაი მუხლთა ზედა, წმიდაი იგი ტირილითა შენდა მოივლტოდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა დაააცალიერა წიაღნი მამისანი სიტყუამან ხორცშესხმულმან, და წიაღსა შენსა დაემკვიდრა, ყოვლადუბიწოო, და ხორცითა ჰგიებდა და განაღმრთო რაი კაცებაი, თანა იზიარა დიდებასა და მაცხოვნნა ჩუენ მორწმუნენი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 2

მობაძავ იქმენ რაი ქრისტეს ვნებათაი, ძისა შენისა თანა წადიერად შესვი სასუმელი მისი, ივლიტა, და ზიარ და თანამემკვიდრე იქმენით რაი დიდებისა მისისა, ზეგარდამო მოიღეთ მადლი ეშმაკთა განსხმისაი და სენთა და ვნებათა კურნებისაი.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ყრმისა შუენიერებითა ლმობიერ-ქმნილი მთავარი ამბორს უყოფდა მას, გარნა იგი ესწრაფდა განრინებასა ხელთაგან მისთა და ხმობდა: „მეცა ქრისტეანე ვარ, განმიტევე დედისა თანა ჩემისა!“.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

კუერთხითა და შოლტითა დამუსრვიდენ ხორცთა შენთა უსჯულონი, ღმრთივსულიერო ივლიტა, გარნა ვერა შეარყიეს სიმტკიცე ზრახვათა შენთაი, დაუცხრომელად აქებდი რაი ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხილე რაი სისხლითა შეღებილი დედაი შენი, კვირიკე, ფრცხილებითა განაპობდი პირსა მთავრისასა, და განძვინებულმან დაგაკუეთა და გწიხნიდა რაი ფერხითა, აღმოუტევე სული მეყსეულად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წესნი ბუნებათანი ზესთა ბუნებათა ცვალებულ იქმნენ შობითა შენითა, ყოვლადწმიდაო, რამეთუ შევ შემოქმედი უზესთაეს სიტყვისა და გონებისა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორე პირისაგან შენისა, ნათელო მიუაჩრდილებელო, და დამფარა მე წყუდიადმან განუნათლებელმან, არამედ მომაქციე მე და მიძღოდე ნათლისა მიმართ მცნებათა შენთათა, გევედრები.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ლმობიერებითა სჭურეტდი ძესა შენსა, მოწამეობისა მიმღებელსა, ივლიტა, ვითარცა ტარიგი ნებსით დაკლული კრავსა ვნებულსა, და ჰმადლობდი ღმერთსა, რამეთუ უწინარეს შენსა დაივანა ნათელსა მას შინა დიდებისა მისისასა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განგძარცვეს სამოსელი, ყოვლად ქებულო ივლიტა, და გგვემეს რაი უწყალოდ არგნებითა, ხორციელისა კდემისა მძლეველმან საუკუნოითა სირცხვილითა შეჰმოსე მტერი იგი ახოვანებითა დათმენისა შენისაითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განაკვირვენ გონებანი უშჯულოთა მძლავრთანი, რაჟამს მოაუძლურე სიმძაფრე სატანჯველთაი, და არად შერაცხე ცეცხლი იგი და მახვილი, რამეთუ ქრისტე გაქუნდა სიქადულად, ყოვლად ნეტარო ივლიტა, და სიხარულითა მოუდრიკე ქედი მახვილსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიტყუამან ღმრთისამან, ღმერთმან, ხორცნი შეისხა შენ მიერ, ყოვლადწმიდაო, და განკაცნა მოწყალებისათვის თვისისა, და განმაღმრთო მე, განგდებული უსჯულოებისა გამო ჩემისა, მას ევედრე შეწყალებისათვის ყოველთაისა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

წარგკვეთეს რაი თავი, ივლიტა, შემუსრე თავი გველისაი, და მოკლებული საწუთოსა მას სიმდიდრესა, მემკვიდრე იქმენ ზეციერისა საუნჯისა, მიიღე რაი წარუვალი სუფევაი კვირიკეს თანა, აწ ჩუენცა გვიხსენით ყოვლისაგან ძვირისა და საცთურისა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არცა პატივისათვის, და არცა გინებითა და ჭირითა განეშორე სიყუარულსა ქრისტესსა, არამედ ღუაწლისა მიმართ მამაკაცებრივითა ახოვანებითა იხარებდი, ყოვლადქებულო ივლიტა, და დაამოწმე ქადაგებაი შენი ვნებათა მიერ და სიკუდიდ მიცემითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტრედად შუენიერად გამოსჩნდი, ღმრთივსანატრელო ივლიტა, და მართვისა შენისა თანა ზე-აღფრინდი რაი ყოველთა ზედა განფენილთა მახეთა გუელისათა, სავანეთა შინა ზეცისაითა განისუენეთ, ნეტარნო, სიბრძნითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვათა მიერ შენთა, უბიწოო, აღფხუერ ბოროტნი ზრახვანი სულისა ჩემისანი და გამომღებელ-მყავ ნაყოფისა კეთილისა, გევედრები, რამეთუ გვიშევ ჩუენ ყოველთა შემოქმედი ღმერთი და მაცხოვარი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                   

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: `ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა~.

სხუაი კონდაკი; ხმაი 2

მსხვერპლი სათნოი, ღმრთისად შეწირული და მოწამე სარწმუნოი ქრისტესი იქმენ რაი, ყოვლად-ქებულო კვირიკე, დედისა შენისა ივლიტაისა თანა თავს ისხენ ვნებანი, და მარტვილებრივითა კადნიერებითა დაუცხრომელად ევედრებით ქრისტესა ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.

იკოსი

დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებასა წინ-აღუდეგ რაი ღუაწლითა მით მამაკაცებრითა, სისხლთა დათხევაი ემბაზ გექმნა მომატყუებელ საღმრთოისა ნათლისა, ჰოი, ივლიტა სანატრელო, და ძისა შენისა თანა სოფელსა შინა ბრწყინავ რაი ნათლითა სასწაულთაითა, მიჰფენთ კაცთა ზედა მადლთა დაუწყვედელთა, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნებით ყოველთა მორწმუნეთა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4.

საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდათა დიდებულთა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტაისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: თავს-იდევ რაი ვნებანი და სიკუდილი სარწმუნოებისთვის შენისა, დიდებულო ივლიტა, ძე შენი, ვითარცა ძღუენი შესწირე ქრისტესა, მას ევედრეთ აწ, რაითა უვნებელად დაგვიცვას ჩუენ საფრხეთაგან უხილავთა და ხილულთა მტერთაისა, მოსცეს მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა, დაამტკიცოს წმიდაი ეკლესიაი შეუძრველად, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ არს.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკისა, ეფთვიმისა და გიორგისაითა, წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: ივლიტაისა და კვირიკესითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.          

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჩვილმან ხორცითა და სრულქმნილმან გონებითა, წმიდაო კვირიკე, დააკუეთე მთავარი იგი უსჯულოი, და ღაღადებდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განიძარცვე სიზრქე ხრწნილებისაი, ღმერშემოსილო ივლიტა, და აღირაცხე რაი ახოვანთა მათ ბანაკთა ქრისტეს მოწამეთასა, ძისა შენისა თანა ღირს იქმენ საუკუნოისა დიდებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღუარითა მით სისხლისაითა დაშრიტეთ ცეცხლი უღმრთოებისაი, ქრისტეს მოწამენო, და ყოვლითა გულითა ღაღადებდით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწოდებასა შენსა შედგომილნი გნატრით ნათესავნი ყოველნი, ყრმააო, რომელ გამოგვიჩნდი დედად კურთხეულისა ღმრთისა, და სანატრელ-ყავ ყოველნი მოსავნი მისნი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის, გულისწყრომითა და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განკვირვებულ ვართ, წმიდაო მოწამეო კვირიკე, რამეთუ სამისა წლისა ყრმაი, არა შეუშინდი უსჯულოთა, და ამხილე რაი ღმრთივსაძაგელი მსახურებაი მათი კერპთა მიმართ, ტანჯვანი დაითმინე დედისა თანა შენისა ქრისტეს სახელითა, და ხმობდით დაუცხრომელად: აღგამაღლებთ შენ, უკუნისამდე.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განძლიერებულ იქმენ რაი სულისა მიერ წმიდისა, ორმაგად კეთილი განასრულე ღუაწლი, ჰოი, ივლიტა, და ძისა შენისა თანა მოიკალ აღსარებისათვის ქრისტესა, აწ გვითხოვე მისგან, რაითა არა განგვსჯოს უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ დაგვიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა და მოგვანიჭოს მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მოყუასისა და მამულისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შუებითა განსცხრებოდა ქალაქი იკონია, მისგან აღმობრწყინდით რაი ორნი ლამპარნი – ივლიტა და კვირიკე სანატრელნი, და იქადოდა ქალაქი ტარსუ პატიოსანითა ხსენებითა თქუენითა, რამეთუ მას შინა განასრულეთ მარტვილობაი, და აკურთხეთ რაი სისხლითა თქუენითა, ღირს იქმენით ძლევისა გვირგვინისა, და უკუნისამდე ადიდებთ და უგალობთ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განკაცნა ღმერთი ყოვლადუბიწოთა სისხლთაგან შენთა, ყრმააო, უსიტყველთა ვნებათა სიღრმესა შთასრულნი განგვაღმრთე მეცნიერებითა ღმრთისაითა, რომელსა აღვამაღლებთ უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მოწამემან, ვითარცა ტარიგმან, მსგავსად კრავისა ხელთა ზედა ტვირთულითა შვილითა, უვნებელად განვლე შორის მგელთასა, და ერთობითა იშუებთ რაი ზეციერსა სავანესა, თქუენდამი მონიჭებულისა საღმრთოისა ძალისა მხილველნი, გევედრებით, რაითა მოგუანიჭოთ სული სიწმიდისა და კაცთმოყუარებისაი.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ყრმამან უმანკომან საჭურველითა ჯუარისაითა შემუსრე თავი ძუელისა მის გუელისაი, რომელსა აღღებულ აქუნდა პირი ვიდრე ცადმდე, და მოქადეობდა რაი ყოვლისა ქუეყანისა შემუსრვასა, დაამხუე იგი, კვირიკე, და ყოვლითურთ აღსპე სიმხნითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იშუებს აწ მხარე იგი ოდიშისაი, ჰოი, კვირიკე სანატრელო, და იქადის მუზეუმი ზუგდიდისაი მწიაღებელი უხრწნელისა ხელისა შენისა, რომელი უშურველად აღმოუდინებს მადლთა და კურნებათა ყოველთა სარწმუნოებითა მიმთხვეულთა, და სიხარულსა აზიარებს ყოველსა სოფელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განანათლენ, ჰოი, კარო ნათლისაო, ვნებათა მიერ დაბრმობილი სული ესე ჩემი, უკეთურთა მიერ ზრახვათაგან დაბნელებული და ბოროტად შეჭირვებული, და აღმომიყვანე მე ძვირთაგან, ჭირთა და ურვათაგან, რაითა გადიდებდე შენ, სასოებასა მორწმუნეთასა და სიმტკიცესა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა,  ქუეყნიერი სიკეთე განსცვალეთ შერთუად სიმრავლესა მოწამეთასა. რომელთა თანა პატივს-გცემთ თქუენ, ივლიტა კვირიკეს თანა, და გევედრებით: გვიხსენით საცთურისაგან სულთა განმხრწნელისა და სრვისაგან, და ძრვისა და დაცემისაგან, და ღირს მყვენით მკვიდრ ყოფად თქუენ თანა, ნეტარნო, სასუფეველსა.

დიდ არს ღუაწლი შენი, რომელი-იგი ბუნებითა დედათაითა ქმენ ახოვნად და განსაკვირვებელად ყოვლისავე გონებისა, ჰოი, სანატრელო დედათა შორის ივლიტა, და ძისა შენისა თანა განაქიქე რაი უსჯულონი და სიცბილი ეშმაკისაი, აწ ჩუენცა დაგვიფარეთ მახეთაგან მისთა და მძლავრებისაგან კაცთაისა და ეშმაკთაგან ბოროტად გუემულნი მოაქციე ცნობად ჭეშმარიტებისა.

დედისა შენისა მოიხილე ჩუენ ცოდვილთა ზედა, ყოვლად ქებულო კვირიკე, რომელნი სარწმუნოებითა გიგალობთ, ვითარცა რჩეულთა მსახურთა ზეციერისა მეუფისასა და გევედრებით: გვიმეოხეთ წინაშე მისა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოველთაგან სენთა, სულიერთა და ხორციელთა და მოგვანიჭოს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

ეჰა, კეთილსა ღუაწლსა შენსა, ყრმა მოწამეო კვირიკე, ვაშა ძლევისმოყუარებასა შენსა, ღმრთივსანატრელო ივლიტა, რამეთუ მბრძოლნი ხართ უძლეველნი და შესავედრებელნი ერთგულთა მეუღლეთა, და მსწრაფლ მკურნალნი სნეულთა ყრმათა და მხურვალენი მეოხნი წინაშე ღმრთისა, მას ევედრეთ, რაითა დაამხოს მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, წმიდანო, და დაარღვიოს ბოროტ-მანქანებაი ღმრთისმბრძოლთა და მწვალებელთაი.

მარტვილებრივითა კადნიერებითა თქუენითა, ნეტარნო მოწამენო, ნუ დასცხრებით მეოხებად ყოვლადწმიდისა მიმართ ღმრთისმშობლისა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განაშორებს მეოხებასა სამწყსოსა თვისსა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა მისა მიმართ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ორებაო წმიდაო, მრავალვნებათა დამთმენელნო ქრისტეს მოწამენო, ვარსკულავნო ელვარენო, ეკლესიისა საფუძველსა სიწრფოებითა დამყარებულნო და სოფლისა სასწაულებითა განმანათლებელნო, ღმრთისმოსავთა მეუღლეთა მფარველნო და მცველნო ყრმათა ჩუენთაო; ობოლთა და ქურივთა ხელის-აღმპყრობელნო და მეოხნო ყოველთა უძლურთა, განწირულთა და მხურვალედ მომწოდებელთა თქუენთაო!

ჰოი, კვირიკე ყოვლადნეტარო, სამისა წლისა ყრმაო მოწამეო, დედისა ივლიტას თანა მოგიწოდთ შეწევნად ჩუენდა, რაითა მხურვალითა შუამდგომელობითა თქუენითა ღმრთისა მიმართ განგვარინნოთ ყოვლისაგან ურვისა და სალმობისა, და გვითხოოთ მოტევებაი ცოდვათაი, რაითა არა შეპყრობილ ვიქმნეთ მახეთა მიერ ეშმაკისათა და არა შთავვარდეთ საცთურთა შინა, რამეთუ ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა და შთააგდო ჯოჯოხეთსა, ხოლო მოვიხსენებთ რაი წმიდათა მათ ვნებათა თქუენთა, მძლე ექმენით რაი მტერისა ძლიერებასა, გევედრებით, მრავალშემძლებელითა ლოცვითა თქუენითა განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი (ილია), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი, ხოლო მოსახელენი და მვედრებელნი თქუენნი გარე-მოზღუდეთ ეშმაკის საცთურთაგან და უვნებელად დაიფარეთ ყოველთაგან სენთა და განსაცდელთა, რაითა ადიდებდენ იესო ქრისტესა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა და მაცხოვარსა, და ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, და თქუენსა მხურვალესა შუამდგომელობასა.

ჰოი, ბრწყინვალენო და დიდნო სამკაულნო მოწამეთანო, ივლიტა – უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო, და ყრმაო კვირიკე – მტკიცეო სარწმუნოებასა შინა! აწ მოგუხედეთ მოსავთა თქუენთა და იმეოხეთ წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობითა ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი,  და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).  გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა დიდებულთა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტაისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

წადიერებითა ამბორს ვუყოფთ წმიდასა ხატსა თქუენსა, ჰოი, ნეტარნო მოწამენო, და გევედრებით: რომელთა მოღებულ გაქუთ ქრისტეს მიერ წარმოუცალიერებელი მადლი კურნებათაი მოწამეობითა აღბეჭდულისა სარწმუნოებისათვის თქუენისა, აწ გვითხოვეთ მისგან, რაითა დაგვიფაროს გარდახდომისაგან სჯულისა და ყოველთა სენთა და ვნებათაგან უვნებელად დაგვიცვას.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდათა დიდებულთა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტაისითა, წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა