სავედრებელი პარაკლისი წმიდათა მენელსაცხელეთა დედათა მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა.

მღდელიკურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა. ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. 

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. 

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 

ტროპარი ხმაი 2

მენელსაცხებლეთა დედათა, წინაშე უფლის საფლავისა წარდგომილთა ანგელოზმა უღაღადა: „ჯერ-არს ნელსაცხებელი შემურვად მკუდართა, რამეთუ ქრისტე უცხო არს ხრწნილებისაგან, და თქუენცა ღაღადყავთ: `აღდგა უფალი, და მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი

ტირილითა მიისწრაფდით რაი დედანი ღმრთის მოშიშნი საფლავად ნელსაცხებელითა, შემურვად უხრწნელთა ხორცთა უფლისათა, სიხარული აღდგომისა მისისაი გახარათ ანგელოზმან  და გრქუათ: „უთხართ მოწაფეთა, ნუღარა ხართ თქუენ მწუხარეი, აღდგა ქრისტე მკუდრეთით“, და წარხვედით ხარებად მოციქულთა და ღაღადყავთ: „გიხაროდენ, უფალი ადგა მკუდრეთით, რომელმან განანათლა სოფელი“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: შემწყნარებელ იქმენ მოსეს გალობისა, სულო, და ღაღადყავ: მფარველო და მწეო ჩემო, მხსნელ მექმენ მე, შენ ხარ ღმერთი ჩემი და განგადიდო შენ.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

ღმრთისმოსავთა მენელსაცხებლეთა ხსენებასა აღვასრულებთ, ქრისტე, მოწაფეთა შენთასა, და ვუგალობთ ბრწყინვალესა მას აღდგომასა შენსა.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის  

აღდეგ რაი საფლავით, უძლეველი ბრძოლასა ქრისტეი მეუფეი, თანა-აღადგინე ძლეული და დაცემული ბუნებაი კაცთა ნათესავთაი და შეჰმოსე უხრწნელი შუენიერებაი ხორცთა მათ განხრწნადთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემდგომ აღდგომისა მის შენისა, ქრისტე, მოვიდა ანგელოზი ნათლისაი ზეცით, გარდააგორვა ლოდი და დაჯდა მას ზედა, რაითა ახაროს აღდგომისა სიხარული გლოვით მოსრულთა დედათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

პირველი იგი წყევაი დახსენ, უბიწოო, გამოზარდე რაი წიაღსა შენსა კურთხევაი ჩუენი და შევ ყრმაი, რომელ არს ღმერთი ჩუენი, ხორცითა მოსრული.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: უნაყოფოი გონებაი ჩემი ნაყოფიერ-ყავ, შემოქმედო და განმსწავლელო სულთაო, სახიერითა მით გულმოწყალებითა შენითა.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

 წინაუსწრეს ცისკარსა მარიამ მაგდანელმან და მარიამ წმიდამან ღმრთისმშობელმან და მოიწიეს საფლავად და იხილეს ანგელოზი მჯდომარე ლოდსა ზედა, ახარებდა რაი ქრისტეს აღდგომასა.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

მარიამ იაკობისა და იოანა და სხუანი მათ თანა განმზადებულნი დედანი საკუმეველითა და სურნელებითა ცისკარსა მსთუად მიისწრაფდენ საფლავად უფლისა, შემურვად ხორცთა მისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მიუთხრა რაი მოციქულთა მაგდანელმან, პოვნა კუალად დედანი, წარჰყვა რაი საფლავად დუმილით, არარასა იტყოდა, რაი-იგი იხილა, არამედ მოელოდა საქმით გამოჩინებასა ჭეშმარიტებისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კურთხეულ ხარ, უბიწოო ქალწულო, დავითის ძირთაგან აღმომორჩებულო, რამეთუ შენგან აღმოეცენა კუერთხი და ყვავილი, ქრისტე, რომელმან ჩუენთვის ხორცნი შეისხნა. 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. 

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაი, ხმაი 4

დღესა მას სიხარულისა აღდგომისა შენისასა, ქრისტე ღმერთო, დედანი მირბიოდეს საფლავად, ვითარცა თქუა დავით წინაიწარმეტყუელმან: `მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელთა მიაქუნდა ნელსაცხებელი, მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა სიხარული აღდგომისა შენისაი, მაცხოვარ, მარადის გაქებთ და გაკურთხევთ შენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიონი განშუენდების და იერუსალემი შეიმკვების და წმიდაი აღდგომაი აღივსების მადლითა, რამეთუ მეუფეი ჩუენი ქრისტე, ვითარცა სიძეი, ეგრეთ გამოვიდა საფლავით და მარიამ მაგდანელი წარავლინა მოციქულთა ხარებად, რაითა წარვიდენ გალილეად და იხილონ ადგომილი უფალი, რომელთა სიხარულით თაყუანის-სცეს, დავითის გალობასა ღაღადებდეს და იტყოდეს: „შენ გშუენის გალობაი, ღმერთო!~

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაამხო რაი სიკუდილისა სამეფოი აღდგომითა თვისითა ძემან შენმან, ჩუენცა თვის თანა აღგვამაღლა და განგვაღმრთო, ვითარცა ყოვლადძლიერმან ღმერთმან, ამისთვის დაუცხრომელად ვუგალობთ მას, და გადიდებთ შენ, მარიამ ღმრთისმშობელსა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: წინაი-იხილა რაი ქალწულისაგან შობაი შენი წინასწარმეტყუელმან, ქადაგებდა და იტყოდა: სმენაი მესმა შენი, ქრისტე, და შევძრწუნდი, რამეთუ მომავალ ხარ კეთილჩრდილოვანისა წმიდისა მის მთისაგან.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

წმიდანიცა იგი დედანი შიშით მიიწინეს რაი საფლავად ღმრთისა, ანგელოზმან შეაძრწუნნა მცველნი იგი, დათხეულნი ქუეყანასა, და პირითა მხიარულითა მიხედნა დედათა და ყოველივე შიში განაქარვა გულთაგან მათთა.

მიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

„ნუ გეშინინ, – გრქუა თქუენ ანგელოზმან, – არამედ გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ საქმე გიქმნიეს ღირსი გვირგვინისაი. ნუ გეშინინ! ერთისა უფლისა მონანი ვართ მეცა და თქუენცა, და ვადიდებთ ერთსა მეუფესა და ღმერთსა“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

„ვუწყი, ვითარმედ ეძიებთ იესუს ჯუარცუმულსა – ეტყოდა სიხარულით უხორცოი – არა არს აქა, არამედ აღდგა, ვითარცა თქუა, რამეთუ ვერ დააყენეს საკრველთა მათ საფლავისათა და ბეჭედთა რკინისათა აღდგომაი მეუფისაი“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინაი შეუძლოს ქებაი დიდებისა შენისაი, უბიწოო, ვინაი გამოთქვას ქუეყნიერთაგან, რამეთუ განუხრწნელად შევ ცხორებისდამდებელი ღმერთი, მრავალთა ცოდვათა საკრველთა განმხსნელი, რამეთუ რაიცა ენებოს, აღასრულებს.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განაბნიე წყუდიადი სულისა ჩემისაი, მაცხოვარ,  ნათლითა მცნებათა შენთაისა, მხოლოო მეუფეო სოფლისაო.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

 ხმაი ანგელოზისაი გახარებდათ აღდგომასა: „საფასეი მოუკლებელი აღდგომილ არს ქრისტე და აჰა, საფლავი ცალიერ არს“.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

„მომავლინა მე, რაითა გახარო თქუენ აღდგომაი მისი, გრქუათ ანგელოზმან, – ძრწოლაი შეედვა მეკარეთა ჯოჯოხეთისათა, კარნი განახუნეს და ვერვინ იკადრეს დაყენებად მის თანა აღდგომილთა“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჭეშმარიტად ღირს იყვნეს ხარებასა მას ანგელოზისასა წმიდანი იგი დედანი – მარიამ-კლეოპა და სალომეი, და მართა და მარიამი, რამეთუ ესევითარი აჩუენეს სიმხნეი და სარწმუნოებაი მხურვალეი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით მორწმუნენო, ვუგალობოთ ბუნებათა განმაახლებლისა უთესლოითა შობითა ზესთა ბუნებათასა მშობელსა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ცოდვათა სიღრმესა დანთქმულ ვარ და ღელვა-გუემულ სოფლიურისა ზღვისა ჯურღმულსა შინა, გარნა აღმომიყუანე, ვითარცა იონაი, სიღრმითგან ვნებათაისა და მაცხოვნე მე.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

მიგაქუნდათ რაი ნელსაცხებელი, დედანო, ანგელოზი გეტყოდათ: „ქრისტე აღდგა საფლავისაგან, ვითარცა ღმერთ არს, ხოლო თქუენ წარვედით, და ახარეთ მოციქულთა აღდგომაი უფლისა და მოძღურისა მათისაი“.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

„იხარებს ცაი და ქუეყანაი მკვიდრითურთ და მგლოვარეი არს ჯოჯოხეთი, შეიმუსრა რაი საწერტელი სიკუდილისაი და ნაყოფი ცხორებისაი აღყავილნა“ – გეტყოდათ ანგელოზი მწუხარეთა მათ დედათა და აღგავსოთ სიხარულითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სახედ ელვისა მნათობი, ცეცხლის ფერი უსხეულოი სამოსლითა ბრწყინვალითა ლოდსა ზედა მჯდომარეი გეტყოდათ დედათა, რომელნი სურვიელად გეძიებდენ, მხსნელო: გიხაროდენ, აღდგა უფალი, წარვედით და ახარეთ მგლოვარეთა მისთა მოწაფეთა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიაღსა შენსა, ვითარცა ვენახმან, განუხრწნელად შეიწყნარე ტევანი უხრწნელებისაი, უბიწოო, და მისგან გარდამოედინების ვითარცა ღვინოი, წყაროი უკუდავებისაი, მომადლებად ჩუენდა საუკუნოისა ცხორებისა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. 

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                         

გუნდი: ამინ.

კონდაკი ხმაი 2

მენელსაცხებლეთა უბრძანე, რაითა იშუებდენ, აღხოცე რაი აღდგომითა შენითა ცრემლნი პირველისა მის დედისა ჩუენისა ევაისი, ქრისტე ღმერთო, ხოლო მოციქულთა უბრძანე, რაითა ჰქადაგონ: „აღდგა მაცხოვარი საფლავით“!

იკოსი

ოდეს მიიწინეს დედანი, საღმრთოჲსა მისგან განმზადებულნი ნელსაცხებლითა, საფლავსა შენსა, ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მცველთაგან ზრუნვიდეს. იხილეს ანგელოზი მჯდომარჱ ელვარჱ კარსა საფლავისასა. ჴმისაგან შეძრწუნდეს და დაცჳვეს პირსა ქუეყანისასა, მისგანვე სმენითა ნუგეშინის-ცემითა აღივსნეს ადგომისათჳს მკუდრეთით მაცხოვრისა უკუდავისა, რომელცა იხილეს და ახარებდეს მათ თანა. ჩუენცა გუაცხოვნენ, კაცთმოყუარე, ადგომითა შენითა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

უფალი სუფევს შუენიერებაი შეიმოსა

მუხლიშეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეიცვა

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელი: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარებაი მათესი

მწუხრსა მას შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაი იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. და აჰა ძრვაი იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაი გარდამოხდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაი მისი, ვითარცა ელვაი, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღვის თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდათა მენელსაცხებლე დედათათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: დედანო ღმრთივ-განბრძნობილნო, კეთილსულნელითა მით მირონითა ეძიებდით რაი ქრისტესა, აღდგა პირველ თქუენისა მისლვისა, და ღმრთეებაი მისი უქადაგეთ ყოველთა და უღაღადეთ მოწაფეთა: „აღდგა საფლავით ცხორებაი ყოველთაი“. აწ გვითხოვეთ მისგან სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეეისა და მარინეეისითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; და წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                         

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ქერუბინთა მისგავსებულნი ყრმანი სახუმილსა შინა შუებითა ღაღადებდეს: კურთხეულ არს ღმერთი, რამეთუ მართლითა მსჯავრითა თვისითა მოაწია ჩუენ ზედა ესე ცოდვათათვის ჩუენთა, ყოვლადქებულ არს და ყოვლადდიდებულ უკუნისამდე. 

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

ხარებაი ანგელოზისაი გესმოდათ რაი, დედანო, მეუფეი ჩუენი ქრისტე გამოვიდა საფლავით და გრქუა: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით! – სიკუდილი ძლეულ არს, ეშმაკი დაცემულ, და მსახურნი მისნი სირცხვილეულ, ხოლო საფლავი ჩემი წამებს ძალსა ჩემსა“. 

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

იხილეთ რაი იესუ აღდგომილი საფლავით, მირბიოდით თხრობად მოციქულთა, და ახარებდით აღდგომასა ძისა ღმრთისასა, რამეთუ აღდგა, ქრისტე, მეუფეი უკუდავი, რომელმან დასთრგუნა სიკუდილი და განაახლა ადამ, და მოანიჭა მორწმუნეთა აღდგომაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მენელსაცხებლეთა ხარებაი მიჰმადლე აღდგომითა შენითა, სახიერ, და წარგზავნე იგინი, რაითა გქადაგონ, და არქუ მოციქულთა შენთა: „წარვედით და იქადაგეთ აღდგომაი ჩემი, რამეთუ განვაპე საკრველნი მრავალთა შეცოდებათაი“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარ დაიტიე წიაღსა შენსა, უბიწოო, ვითარცა ყრმაი, რომლისა წინაშე, ვითარცა ღმრთისა ძრწიან ყოველნი ძალნი ანგელოზთანი, არამედ ენება რაი ხსნაი ადამისა მოდგამისაი, წიაღსა შენსა დაემკვიდრა, რაითა იხსნას ადამ, განაქარვებს რაი ძუელსა მას წყევასა, ვითარცა  მწარესა სამსალასა. 

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწველი მაყვალი, მოსეს მიერ ხილული მთასა ზედა სინასა, წინასახე იყო ქალწულისა სასწაულისა, და აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა გიხილეს შენ დედათა, მეუფეი უკუდავი, მოკუდავთა მიერ სამარესა დადებული, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარცა ლიტონსა კაცსა, განხრწნად, არამედ აღსდეგ მკუდრეთით უკუდავი უფალი, რომელმან მოკუდავნი აღმოიყვანენ ნათლად.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

მგლოვარეთა მოციქულთა აღდგომისა შენისა ხარებაი ესმა მენელსაცხებლეთაგან, ქრისტე, და მხიარულ იქმნნეს უკუნისამდე, რამეთუ მკუდრეთით აღსდეგ, კაცთმოყუარე, და კაცნი თანა-აღადგინენ და აღდგომისა შენისა ყოვლადვე მადიდებელნი განგვაახლენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლარნაკი ნაწილთა თქუენთა ჰკურნებენ მიახლებულთა მათდა, წმინდანო მენელსაცხებლენო დედანო, და ჩუენცა ვსასოებთ შეწევნასა თქუენსა და გევედრებით, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინვეთ მიგებებად სიძისა და უკუნისამდე გალობად მისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიაღსა შინა შენსა, უბიწოო, მარადისცხოველი პური შეურევნელად შეერწყო არსებასა ჩუენსა და შევ მხოლოი ძეი და ღმერთი ორითა ბუნებითა.  

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მხოლოსა ღმრთისმშობელსა ვაქებდეთ, მორწმუნენო, რამეთუ ღმერთ მამისაგან გამობრწყინვებული უჟამოი სიტყუაი წიაღსა მისსა ხორცშესხმულ იქმნა უზესთაეს ბუნებათა.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

ვითარ ჰგონებდენ უსჯულონი იგი საფლავსა შინა ქრისტეს ღმრთისა დაფარვასა? რამეთუ აღდგომილი განეცხადა დედასა თვისსა და მოწაფეთა საშინელად, და ზიარ-ჰყვენ იგინი ანგელოზთა თანა, უფალო.

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

ყოველნი ანგელოზნი გარდამოსრულ იყვნეს ქუეყანად, რაითამცა მსახურეს უფალსა, და ეგრეთ სახედ ეჩუენნეს ანგელოზნი იგი დედათა, რავდენიცა იგი ბუნებაი შეუძლებდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უსხეულოთა ანგელოსთა თანა შეერთებულნი უგალობთ რაი ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვეწიეთ, დედანო სანატრელნო, რაითა ღირს-ვიქმნეთ უკუნისამდე დიდებად და გალობად მისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, კარო ღმრთისაო, გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, გიხაროდენ, სულმცირეო ღრუბელო, გიხაროდენ, მთაო წმიდაო, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო, ხსნაო მორწმუნეთაო.  

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი (ან ერისკაცი) კითხულობს:

ჰოი, საკვირველი უცხოი! პეტრე, თავი იგი მოწაფეთაი, შეშინდა ერთისა მხევლისა სიტყუათაგან და უარ-ყო უფალი პირველჯუარცუმისავე, და კარისა მცველნი იგი ქრისტეის საფლავისანი, რომელთა იხილეს ბრწყინვალებაი ანგელოზისაი, შეძრწუნდეს და დაცვივეს პირსა ქუეყანისასა, სირცხვილეულ იქმნნეს და განიბნინეს, ხოლო თქუენ შემდგომად დაფლვისა დაივიწყეთ ყოველივე უძლურებაი დედობრივი და მიიწიეთ რაი სიმხნითა  ხილვად საფლავისა, ტირილითა ეძიებდით გუამსა მას სამეუფოსა, სამ დღე კაცთაებრ მკუდრად შერაცხილსა, გარნა ღმრთეებით მჯდომარეი იყო იგი საყდართა მამისა თანა და სულითა შთაჰხდა ჯოჯოხეთისა ბჭეთა ტყუეთა განთავისუფლებად და პყრობილთა განტევებად.

მიხვედით და იხილეთ რაი ადგილი, სადა დადვეს მაცხოვარი ჩუენი, თაყუანის-ეცით მას, დედანო, რომელმანცა ეშმაკი სასიკუდინედ მოწყლა და სიკუდილი შემუსრა, ხოლო ადგილი იგი სამოთხისა უშუენიერესი და ყოვლისა სამეუფოისა ტაძრისა უბრწყინვალესი იერუსალეიმსა, დუმილით ქადაგებს ძალსა მას აღდგომილისასა, და ჩუენცა მოვისწრაფვით, რაითა მივემთხვივნეთ ბჭესა მას უხრწნელებისასა, და ქუაბსა, რომლითა მაცხოვარი ზეცად აღმაღლდა. და გევედრებით: შეგვეწიეთ წინაშე მისა, რაითა თქუენებრითა ერთგულებითა ვმსახუროთ და მარადის ვაქებდეთ ძალსა მისსა.

ანგელოზმან გაუწყათ მგლოვარეთა ღირსთა დედათა აღდგომაი მხსნელისაი მესამესა დღესა მკუდრეთით, და ახარეს რაი მოციქულთა შეურვებულთა, მათ მიერ განეფინა კიდეთა ქუეყანისათა სიხარული ქრისტეის აღდგომისაი, და აჰა, აწ ჩუენცა თაყუანის-ვჰსცემთ ღმერთსა აღდგომილსა და ოხითა თქუენითა ვევედრებით ხსნასა სულთა და ხოცთა ვნებათაგან.

აჰა, აწ მოგზაურ ვექმნნეთ გონებითა წმიდათა მენელსაცხებლეთა მათ დედათა წმიდასა ქალაქსა იერუსალეიმსა, რაითა ვიხილნეთ სასწაულნი ქრისტეს აღდგომისანი, ლოდი გარდაგორვებული, საფლავი ცარიელი, ტილონი და სუდარი მდებარენი, ანგელოზი მახარებელი, მათთვის გიხაროდენისა მღაღადებელი, და თავადი აღდგომილი, ძლიერი და ძლევაშემოსილი, შეუვრდეთ ფერხთა მისთა შეუხებელთა და ვევედროთ სულითა უკუდავსა მეუფესა, რაითა წარგვიმართოს გზასა მცნებათა თვისთასა და დაგვიცვას უხილავთა და ხილულთა მტერთა საფრხისაგან.

წმიდათა მენელსაცხებლეთა თანა იხილე რაი აღდგომილი ძეი შენი, ქალწულო, ეტყოდი: „აღდეგ და განაბნიენ მტერნი აღდგომისა შენისანი, ძლიერო, და შეკრიბენ  წარმართნი განბნეულნი ერად შენდა მოგებულად“,  აწ ჩუენცა შეგვეწიე და გვიხსენ საცთურისაგან ბოროტისა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ხმითა მაღლითა მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელირამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                          

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.   

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                    

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადკურთხეულნო დედანო, წმიდანო მენელსაცხებლენო, წინაშე ქრისტეს ჯუარისა უშიშად მდგომარენო, ვაქებთ სიყუარულსა და მოშურნეობასა თქუენსა მოძღურისათვის თქუენისა, რომლითა აღვსილნი წარხვედით სამარხოსა მისსა კეთილსულნელებითა, და მსთუად მოიწინეს რაი შემურვად დაფლულისა, გეჩუენათ ანგელოზი ლოდსა ზედა საფლავისასა გლოვით მისრულთა დედათა და გახარათ რაი აღდგომაი მაცხოვრისაი საფლავით,  გიბრძანათ ხარებაი მოციქულთაი, და ვითარცა მათ განფინეს სიხარული ქრისტეის აღდგომისაი კიდეთა ქუეყანისათა, ეგრეთვე კადნიერად ჰქადაგებდით თქუენ წინაშე ერთა, მეფეთა და მთავართასა მკუდრეთით აღდგომილსა ქრისტესა, და აწ გაქუთ რაი კადნიერებაი დიდი, შეგვეწიეთ წინაშე მისა, განგვამტკიცოს მაცხოვნებელითა ძლიერებითა ჯუარისა მისისაისა და დაგვიფაროს გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან, რაითა ჩუენცა გამოგვიბრწყინდეს მადლი ქრისტეისი,  მკუდრეთით  აღმდგარისა  ღმრთისა ჩუენისაი, და ღირს-ვიქმნეთ  შესვლად  მის მიერ განმზადებულთა ზეციერთა პალატთა შინა, რაითა თქუენ თანა ვადიდებდეთ  ყოვლადწმიდასა სამებასა: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.   

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.                   

გუნდი: დიდებაი.. აწდა

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და წმიდათა შენთა: იოსებ არიმათიელისა, ნიკოდიმოსისა, წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა

განათლდა რაი ეკლესიაი ჩუენი განშუენებული ღუაწლითა მით თქუენითა, მოციქულებრ მოღუაწენო წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა თქუენთა და გევედრებით შეწევნასა წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს ჩუენ და მოგვვანიჭოს ხსნაი ყოვლისაგან ბოროტისა

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათაისა ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა