სავედრებელი პარაკლისი მიძინებისათვის ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი.

უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა. დასაწყისი ლოცვები უფალო, შეისმინე ლოცვისა (ფს. 142)

დიდებაი… აწდა … ალილუია 3 გზის; ღმერთი უფალი თავისი მუხლებით

ტროპარი მარიამობისა

შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედაი ეგე ცხორებისაი, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

დიდება ტროპარი (იგივე) აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩვენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.  მიწყალე მე, ღმერთო… (50 ფს)

გალობაი  1,  უგალობდითსა, ხმაი  4  გუერდი 

ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან გარდაცვალა ყოვლად უხრწნელი დედაი თვისი ქალწული და ესე გამოაჩინა ყოველთა უზსთაეს ზეცისა ძალთა და ნათლითა ღმრთეებისაითა ესე შეამკო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

მოვედით, ასულნო სიონისანო, დედასა თანა მეუფისასა მოისწრაფეთ, ზეცისა უსხეულოთა კრებულნო, ქუეყანისათა თანა და უგალობდეთ მიძინებასა ამას დედოფლისა ჩუენისასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

შენ, ქერობინთა და სერაბინთა უმაღლესო, ვითარ გიგალობდეთ, ქალწულო, რამეთუ კუალად ქალწულადვე ეგე შემდგომად შობისა და არავე განიხრწნეს ხორცნი შენნი საფლავსა შინა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

 დიდების-მეტყუელებასა და ქებასა შევსწირვიდეთ, მორწმუნენო, ქრისტესა, რომელმან გარდაცვალა დედაი თვისი და განადიდა სახსენებელი მისი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ეჰა, სასწაულნი უზეშთაესნი, გონებათა ჩუენთანი დედისა ღმრთისანი, რამეთიუ გეთსამანია სამოთხედ შეიცვალა დადგმითა მის შორის კიდობნისა ღმრთისაითა, რომელიცა აღტაცებულ იქმნა – ზეცისა კამარათა სასუფეველად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კიდობანსა საღმრთოსა დამტევნელსა სჯულისა მომცემელისასა, წარმხდელსა ყოველთა უსჯულოებათა ჩუენთასა, გამოუთქმელისათვის უფსკრულისა საღმრთოისა წყალობისა მისისა, მარადის ყოვლად უბიწოსა ერთხმობით უგალობდეთ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ და ამაღლდა რქაი ჩემი ღმრთისა მიერ ჩემისა, რომელმან განადიდა დღეს სახსენებელი მშობელისა თვისისაი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

მოიწია რაი ჟამი ხორცთაგან განსლვისა შენისა, კრებული მოციქულთაი მსხდომარეი ღრუბელთა ზედა, ქალწულო, კიდით ქუეყანისაით სიონდ მოიწივნეს მსახურებად შენდა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

შემოკრბეს რაი ღმრთისმეტყუელნი საღმრთოითა ეტლითა სიონსა შინა ყოვლად უბიწოსა დაძინებასა შენსა, აქუნდა ქნარი  იგი დავითისი ღმრთისმეტყველთა თავსა – იოანე მახარებელსა და ხმა ტკბილად შეგასხმიდა და ანგელოსებრ გალობდა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

მოიწინეს რაი წარყვანებად სულისა შენისა დასნი უხორცოთანი, უბიწოო, სძალო წმიდაო, არა მიეც სული მოლოდებისათვის ძისა და ღმრთისა. მას ევედრე აწ, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, 

ილოცვიდეს რაი მოციქულნი შენ თანა, გამოჩნდა ურიცხვი სიმრავლეეი ანგელოსთაი და უფალი მჯდომარეი ქერობინთა ზედა ძალითა დიდითა. რომელსაცა აწ ჩუენცა შეუვრდებით და ვითხოვთ განძლიერებასა ერისა ჩუენისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვერ შემძლებელ-არს გონება გულის-ხმის-ყოფად უაღრეს გონებისა შობასა, საკვირველისა შობისა შენისასა, ღმრთისმშობელო, ყოვლად უბიწოო, ამისთვის გევედრები შენ, გონებაი ჩემი მადლიერ ჰყავ მარადის დიდებად შენდა.

  1. გვიხსენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა ივერიის კარისასა.
  2. მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დახსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასი და ყოვლადუსამღუდელოესისა (მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

  • იბაკო – გნატრის შენ ყოველი თესლები, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ შორის დაუტევნელმან ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან დატევნაი ნებსით საათნო იჩინა, და ნეტარ ვართ ჩუენცა რომელთა მეოხად შენ გვივი, და დღე და ღამე გუფარავ ჩუენ, და კუერთხსა მორწმუნეთა მეფეთასა განამტკიცებ, ამისთვის მთავარანგელოსისა ხმასა გიღაღადებთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მთად ჩრდილოდ წინათვე გიხილა შენ ამბაკომ, წმიდაო ყოვლად უბიწოო, ამისთვისცა ხმობდა: ღმერთი სამხრით მოვიდეს და წმიდაი იგი მთისაგან ჩრდილოისა მაღნარისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

ნათელი გამობრწყინდა შენ ზედა მოსლვითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა. და შეგივრდეს და თაყუანის-გცეს ყოველთა ძალთა ცისათა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

გეტყოდა რაი უფალი უბიწოსა დედასა თვისსა: `ბუნებისაებრ თანამდებისა მოჰკუდი სოფელსა შინა, აწ გადიდო შენ მარადის! ჩემ თანა”, შენ სიხარულით მიუგებდი: „გევედრები შენ, კაცთმოყუარეო, რაითა მარადის იხსნიდე მოყუარეთა ჩემთა“.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

 აღაპყარ, წმიდაო, ხელნი თვისნი, და ვითარცა დედამან რქვი ძესა შენსა: „უფალო, მეუფეო ხილულთა და უხილავთაო, რომელი განჰკაცენ ჩემ მიერ, შეიწყალენ ყოველნი, რომელნი აღმიარებენ მე ღმრთისმშობელად!”

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

კრებული უსხეულოთაი ზეცით მოიწია დღეს მის თანა, რომელი ჰშევ შენ და საუფლოთა მათ ნებთა შეიწყნარა სული შენი, ვითარცა მშობელისა და წარიყუანეს შესხმით სასუფეველსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიტყვაი, რომელი განხორციელდა მრავლითა სახიერებითა, ჰშევ შენ იგი გამოუთქმელად, რომელსა ევედრე, უბიწოო, ხსნად ყოველთა ხორციელთაგან ვნებათა და ბიწთა და ყოველთაგან იწროებათა სოფლისათა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ღამითგან ავიმსთობთ, უფროისად გიგალობთ შენ, ქრისტე ღმერთო, და გევედრებით შენ, კაცთმოყუარე, მაცხოვნენ ჩუენ მეოხებითა მშობელისა შენისაითა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

დედათა სიქადული და ქალწულთა გვირგვიინი და სასოი მამათაი და ყოვლისა კეთილისა წინამძღუარი განხვედ ხილულსა მის აგებულებისა ამაოისაგან და მიიცვალე უხილავთა საღმრთოთა კეთილთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

ქებულსა და დიდებულსა გარდაცვალებასა დედისა და ქალწულისასა უსხეულონი აგრილობდეს შიშით ფრთითა მათითა და უღაღადებდეს: „გიხაროდენ, ღირსო, სასუფეველსა”!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

დედაკაცი ეგე მომკუდარი უზეშთაეს ბუნებისა დედად ღმრთისად აღგიარეს, შენ წმიდათა მოციქულთა, და შიშით ზარგანხდილნი შემურვიდეს გუამსა შენსა, ვითარცა სადგურსა ღმრთივ-შემწყნარებელსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ენითა ცეცხლისაითა სოფლისა განმანათლებელნი, ვითარცა რაი სანთელნი ენთებოდეს გარემოის გუამსა მას წმიდასა დედოფლისა მათისასა და გალობდეს შემურვისა გალობასა წმიდასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა მხოლომან ანგელოსთა სიხარულმან, ღმრთის სახარულევანო, სიხარულითა აღავსე მწუხარე გონებაი ჩემი და მცონარებითა დანთქმული.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღაღად-ვყავ სულთქმით დაუდუმებელად მოწყალისა მიმართ ღმრთისა, და ისმინა ჩემი მთით წმიდით მისით და აღმოიყვანა განხრწისაგან ცხოვრებაი ჩემი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

შეგრაგნიდეს რაი ღმრთისმეტყუელნი სამკვიდროითა მით წესითა, გარემოის დგეს ქერაბინნი გუამსა შენსა უბიწოსა, უხილავისა ღმრთისა სიტყვისა სიწმიდითა დამტევნელსა და ხმითა ტკბილითა ადიდებდეს და გალობდეს მის ზედა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

განუმზადეს საფლავი გუამსა ღმრთისა შემმწყნარებელსა და წარიღეს რაი დაფლვად სამარესა, ვითარცა მკუდარი, ღმერთმან დაიცვა პატივი კიდობნისაი მის სულიერისაი დიდებითა საღმრთოითა, რომელსა შინა სიტყუაი ხორციელ იქმნა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

შურისგებაი მიეწიფა ხელთა მათ კადნიერთა, ბოროტად მოშურნისა და ურწმუნოისა მგმობარისაითა, და საღმრთოითა რისხვითა მიიღეს რაი მოკუეთაი, კუალად ეგნენ მხარსა-ვე ზედა მისსა, შემდგომად სინანულისა და ცრემლით ვედრებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოციქულთა და მოწაფეთა ეტვირთა ცხედარი შენი, და წარემართნეს რაი გეთსამანიად, წინა-უძღოდა ხატი მაცხოვრისაი და  მგზავრ ღაღადებდეს მიცვალებისა გალობასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დამკვიდრებულმან საშოსა შინა შენსა სიტყვამან, დედაო უბიწოო, ოდესმე კაცთა შორის დამკვიდრებული იგი ხრწნილება გარდასვლისა, ვითარცა მხოლომან ღმერთმან, გარე განსდევნა სახიერებითა წყალობისაითა.

  1. გვიხსენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა ივერიის კარისასა.
  2. მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დახსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის  ქალწულისა  მარიამისა,  და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ. გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                  

  გუნდი: ამინ.

  • კონდაკი, ხმაი 8 – მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაი, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაი ეგე ცხორებისაი, ცხორებად მიგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოი მარადის ქალწულისაი.

იკოსი – დღეს დიდი სიხარული არს ცათა შინა ანგელოსთა მიერ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ქუეყანაი დაუტევე და ზეცისა ძალთა უზესთაეს გამოსჩნდი, რომლისათვისცა ანგელოსნი განკვირვებულ იყვნეს, ვითარ-იგი არა მიეც სული შენი, ვიდრემდე არა მოვიდა შობილი შენი და წარგიყვანა შენ შეერთებად ანგელოსთა და ძალთა ზეცისათა. მარიამ, დედაო და ქალწულო, ითხოვე სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.

მღდელმან: მოხედენ. სიბრძნით. წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,  გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა. 

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

  • სახარებაი ლუკასი 

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: დიდების-მეტყუელებასა და ქებასა შევსწირვიდეთ, მორწმუნენო, ქრისტესა, რომელმან გარდაცვალა დედაი თვისი და განადიდა სახსენებელი მისი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა. აწ მოვედით, ერნო ქართველთანო, ერთობითა ვღაღადებდეთ და მივსცეთ დიდებაი მაცხოვარსა და მხსნელსა ჩუენსა, რომელმან მშობელი თვისი მოანიჭა საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზღუდედ და მცველად.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისითა და ჯუარისა მცხეთისაითა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაითა და ღმრთივბრწვინვალისა სუეტისა ცხოველისაითა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაითა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისა და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისმძლეთა მეფთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.        

გუნდი: ამინ.               

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სამთა ყრმათა სახუმილსა შინა სამებისა ძლიერებითა ცეცხლისა ალი დაშრიტეს და გალობით იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

ვითარცა მიიწივნეს გესმანიად, მიუძღუანნეს საფლავსა ხორცნი შენი, უბიწოო, და საფლავსა ზედა დაგისვენეს ხატი მაცხოვრისაი, მას ევედრე აწ, დედაო ღმრთისაო, რაითა გვიხსნნეს ყოვლისაგან საფრხისა და ბოროტისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

ღამე იგი განათიეს რაი ლოცვითა და გალობითა და დღესა მას მესამესა მიერულათ და ჟამსა ცისკრისასა განჰკრთეს ძალისაგან საშინელად ძრვასა ქუეყანისასა, რამეთუ ხორცნი შენნი, ღმრთისა დედაო მარიამ, ზეცად აღიტაცნეს უხილავად.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ. 

ზესკნელნი ძალნი ანგელოსთანი განკვირვებულნი შიშით ურთიერთას იტყოდეს: „აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და შევიწყნარეთ მშობელი ცათა და ქუეყანის შემოქმედისა და გალობით ვადიდებდეთ პატიოსანსა და უხრწნელსა გუამსა, რომელმან უფალი ჩუენი დაიტია“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რაი სადა ხილულ არს მშობელი და კუალად ქალწული, არცაღა გუამი მკუდრისაი ზეცად აღსლვად სამარისაგან, არამედ ბუნებათა წარჰხედ შენ ძისა შენისა მიერ, ღმრთისმშობელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან ესე დავაბნელე სული უკრძალველობისა მიერ, განანათლე, უბიწოო, ნათლისა მშობელო, და აღანთე ლამპარი გულისა ჩემისაი, რაითა გულსმოდგინებითა კეთილითა გადიდებდე შენ.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: რომელი ანგელოსთაგან მაღალთა შინა დიდებულ არს ღმერთი დაუდუმებელად, ცანი ცათანი, ქუეყანაი და მთანი და ბორცვნი, და ყოველი ნათესავი კაცთაი, გალობით აკურთხევდით მას, ვითარცა შემოქმედსა და მხსნელსა და უფროისად ამაღლებდით ყოველსა შინა უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

ერთი ათორმეტთაგანი მოციქული არა იყო მიცვალებასა შენსა, და მოელოდეს რაი ყოველსა ჟამსა, ჰინდოეთსა ნათელს-სცემდა იგი ძესა მეფისასა და სულმან წმიდამან რქუა: „წარვედ გესმანიად, მიიცვალების დედაი მხსნელისა შენისაი“. და მას ზედა დადრკა ღრუბელი ნათლისაი და აღიტაცა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

მოიწია თომა-ცა ძრვასა მას ქუეყანისასა, და ესმოდა რაი გალობაი იგი ზეცისა ძალთაი, ტკბილი და საწადელი, ეწადა, რაითა მო-მცა-ეღო კურთხევაი შენი, კურთხეულო დედოფალო, და მიემთხვიეს ცხოველს-მყოფელსა საფლავსა შენსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

შეისმინეს რაი ბრძანებითა სულისა წმიდისაითა, პეტრე და იაკობ, ძმამან უფლისამან განაღეს საფლავი შიშითა დიდითა და ვითარცა შთახედნეს მოციქულთა, არა პოვეს გუამი შენი, უბიწოო, არამედ იხილვიდეს სახუეველთა ცარიელთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მაშინ განიკვირდეს და ცნეს მოციქულთა, ვითარმედ ამისთვის იქმნა თომაისი ნელიად მოსლვაი, რაითა მიზეზითა მისითა იქმნა განღებაი საფლავისაი და უწყებაი გუამისაი წმიდისა დედოფლისა სულით და ხორცით ზეცად მიცვალებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძალი და გალობაი ჩემდა არს შენგან შობილი, ყოვლად უბიწოო, რომელსა წადიერად ევედრე, ქალწულო, რაითა განვსძლიერდე ვნებათა მიერ მე განრღვეული ესე და ვჰქმნე საცხოვრებელნი ბრძანებანი მისნი.

გალობა  9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა სინასა გიხილა მაყუალსა შინა მოსე, შეუწველად მუცლადმღებელი საშოსა შინა საღმრთოისა ცეცხლისა, ხოლო დანიილ გიხილა შენ მთად გამოუკვეთელად და ძირისაგან დავითისა კვერთხად აღყვავებულად გიღაღადა შენ ისაია.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

ხორცითა საფლავისაგან უჩინოდ აღიტაცე და მკვიდრ იქმენ რაი ზესთა ხრწნილებისა, იდიდები კრებულისაგან ცათაისა, ვითარცა უმაღლესი შემდგომად ღმრთისა, აწ ჩუენცა მათ თანა გადიდებთ, რამეთუ მეოხ ხარ დაცხრომელად.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

მარიამ უსძლომან და უქორწინებელმან დედამან აღავსნა სიხარულითა ანგელოსნი და კაცნი ევმანუველის შობითა და მიცვალებითა მის თანა. და გვაჩუენა ჩუენ ღმრთისად მიმყვანებელი გზაი იგი ხსნისაი და ცხორებისაი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

აწ მოვედით, მორწმუნენო, ერთობით ვღაღადებდეთ და მივსცეთ დიდებაი უფალსა, რომელმან ღირს გუყვნა შუენიერად დღესასწაულსა მშობელისა თვისისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეუფეო საუკუნეთაო, მოეც გულისხმისყოფაი გონებასა ჩემსა დაბნელებულსა, რაითა ღირსად აღმოვთქუა ქებაი ერისა ჩუენისა საკუთარისა მფარველისა და ყოვლად წმიდისა დედისა შენისა მიძინებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი საცხოვრებელ განათლებად ჩემდა გამოსჩნდი, მშობელო ნათლისაო, განსდევნე სულისა ჩემისა ბნელნი ესე ბოროტნი ღრუბელნი, რაითა ძედ დღისა ვიქმნე და ვიქმოდე ღირსთა, მეოხებითა შენითა და გალობისმეტყველებისა მიერ გნატრიდე შენ ღირსად.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება (ან იკითხება)

ანგელოსთა მიცვალებაი ყოველადწმიდისაი იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.

ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი ცხორების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

მღდელმან აკმიოს (მკითხველი კითხულობს)

ნეტარ არს დაძინებაი შენი, მშობელო ღმრთისა სიტყვისაო, რამეთუ გონებათაგან მოუგონებელთა კეთილთა, თუალით უხილავსა ნათელსა, სადაცა თვით ღმერთი არს, მუნ დამკვიდრებულ ხარ და აწ ნუ დამივიწყებ მოსავთა შენთა.

აწ გევედრებით მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს: დაიცევ სამწყსოი შენი და განაძლიერე მორწმუნე ერი, რომელი შენ გხადის შემწედ და აღგიარებს დედად მხსნელისა და ქებით ადიდებს პატიოსანსა მიძინებასა შენსა.

მივიწინეთ გონებითა აწ გეთსამანიად და ყოველნი სარწმუნოებით ვხმობდეთ ღმთისმშობელისა მიმართ: „რომელი მიიცვალე ძისა და ღმრთისა – მეუფისა შენისა ნათელსა საღმრთოსა სამარადისოსა, აწცა ნუ დამივიწყებ წინაშე მისსა ხსნად ჩუენდა მძვინვარეთა მტერთაგან, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და მამული ჩუენნი აღგვიდგინე პირველსავე დიდებასა.

დღესასწაულსა მიძინებისა შენისასა სიხარულითა აღვასრულებთ, დედაო მხსნელისაო, და ვითხოვთ შენგან, ყოვლად უხრწნელო: ნუ დააცდებ ჩუენსა მოწყალებასა, რამეთუ ჩუენ ვართ ერნი შენნი და ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი და სახელსა შენსა ვხადით და ვითხოვთ შენ მიერ ცხოვრებასა და დიდსა წყალობასა სულთა ჩუენთათვის.

დღეს დედისა უფლისა კრებასა მიცვალებისასა სიონს შინა უგალობენ ერნი მღდელთა თანა, მოსაყდრენი მეფენი და მსახურნი მათნი მთავარნი ადიდებენ დღესასწაულსა ამას მისსა ყოვლად მბრწყინვალესა და ჩუენცა მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთისა გქადაგებთ, სახიერო დედოფალო, ყოვლად უბიწოდ და სამწმიდა არსობისა გალობითა უფალსა უღაღადებთ:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი