პარაკლისი ღირსისა ანტონ მარტოდმყოფელისა

 

ღირსი ანტონ მარტოდმყოფელის პარაკლისი

 

მღდელმანკურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

ხატად ღმრთის შექმნილმან, წმიდაო, არა უდებჰყავ პატივი ხატისა ქრისტეისი, თვინიერ ხელისა კაცთაისა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რაი ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოითა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთუელი ყოველთაი, და მოუძღუანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის

დიდებაიტროპარი (იგივე) აწდა

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ისრაელი მონაქმნილი გამოიხსენ, უფალო, მკლავითა შენითა მტკიცითა, ამისთვისცა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოქალაქობასა მას ზეცისა უხორცოთასა აღხედ რაი კიბითა მით სიმდაბლისაითა, ღირსო, ანგელოსთა თანა უგალობ ზეცათა მეუფესა, რომელსაცა ევედრე აწ შეწყალებად სულთა ჩუენთა.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღმობრწყინდი რაი შუამდინარესა, ნეტარო, გუამი შენი განკაფე მარხვითა, და სული შენი განსწმიდე რაი ლოცვითა მხურვალითა, აღივსე მადლითა საღმრთოითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხარებს აწ ერი ჩუენი, წმიდაო, მოგვისუენე რაი კეცის ხატი მაცხოვრისაი, რომელი იგი საუფლოისა ხატისა თანა პატივიცემებოდა სწორებითა, და ქუეყანაი ჩუენი დაიფარე მადლითა მისითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უზესთაეს ბუნებათა შენგან განკაცებულსა ღმერთსა, ევედრე დედოფალო, ყოველთა ურვათა და ვნებათაგან გამოხსნად მონათა შენთა.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არავინ არს წმიდაი ვითარ უფალი და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ, რომელსა ვუღაღადებთ: არავინ არს წმიდაი შენებრ, უფალო.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, ახოვნითა სულითა განხვედ უდაბნოდ, და დაემოწაფე რაი იოანეს, ყოვლითა სიკეთითა სრულქმნილსა, არა დასცხრებოდით დიდებად ღმრთისა.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღმრთისმშობლისა მიერ წოდებული მოძღუარი შენი იოანე მოწაფეთა თანა წარმოემართა რაი წილხუედრსა მისსა ქუეყანასა, იღუწიდი შენ ედესას სადიდებელად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჟამსა მას ნესტორიანთა შესაკრებელსა შინა დასვენებულიყო რაი ხატი უფლისაი, ხელთუქმნელი კეცსა ზედა, ფარულად წარმოიღე ივერიას, რაითა განამტკიცებდე საზეპუროსა ერსა ჩუენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰშევ და ქალწულადვე ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად, ღმრთისა დედა იქმენ, სანატრელო მარიამ, რომელსა ევედრე სულთა ჩუენთათვის.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო ანტონ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

ზეცისა შუებათათვის დასთრგუნე რაი სიყუარული სოფლისაი, ვითარცა გონიერი ვაჭარი, ეძიებდი კეთილსა მარგარიტსა, და ჰპოვე რაი, მიეც ყოველივე, და მხოლოი იგი მოიყიდე, ნეტარო, და ურიცხვნი განამდიდრენ, ამისთვის ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა, ღმერთშემოსილო მამაო ანტონ მარტყოფელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ წმიდასა ხსენებასა შენსა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა მე, ქრისტე, სმენაი და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დააკლდი და კაცთა შორის გამოჩნდი ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა, მრავალმოწყალე.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიყუარულითა მოძღვრისა თვისისაითა, ისწრაფდი მიმთხვევად მისა, და წინა გიძღოდა ანგელოსი გზასა მას ქართლად მყვანებელსა, რაითა უქადაგებდე და განამტკიცებდე მაზდეანთაგან ცთუნებულთა.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მიეახლე რაი მოძღვარსა შენსა იოანეს, ამბორსუყოფდა ხატსა უფლისასა, და წარგგზავნიდა რაი ქადაგებად, ღირსო, მრავალთა მოიმუშაკებდი და განავრცობდი სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჯერეთ მიიწიე რაი იყალთოს წინაშე ზენონისა, მერმე ალავერდსა წარმოუდეგ იოსებსა, და სიყუარულითა მიემთხვივნეთ რაი ურთიერთსა, ღირსნო, დაუცხრომელად მსახურებდით ზეცათა მეუფესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვერ შემძლებელ ვართ ქებად შემსგავსებულად სიწმიდისა შენისა, ღმრთისა დედაო, რამეთუ ზესთა იპოვა ცნობათა ჩუენთა დიდებულებაი შენი, ყოვლადწმიდაო.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, მაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაემკვიდრე რაი ხევსა მას ლოპოტისასა, წმიდაო, მრავალნი მიიზიდნე ბაძვად შენდა, აწ ჩუენცა მოგვეც გულისხმისყოფაი შეცოდებათა ჩუენთაი, და გვიხსენ ეშმაკის საცთურთა და კაცთა ზაკუვისაგან.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღუშენე რაი სავანეი სამწყსოსა შენსა, მამაო, თვით დაემკვიდრე უდაბურთ მათ სანახებსა და მარადის ილოცვიდი წინაშე საუფლოისა მის ხატისა და ავედრებდი ქართველთა ერსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განხდა რაი ხმაი სიწმიდისა შენისაი, მრავალნი მოისწრაფდენ შენდა, გარნა განევლტე დიდებასა, სანატრელო, და გამოქვაბე რაი კლდეი მთათა მათ აკრიანთა, დაეყუდე მუნ სადიდებლად ღმრთისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე, უბიწოო, რამეთუ სიტყუაი ღმრთისაი უშევ, ღირსო, ხორცითა სოფელსა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შეუდეგ რაი კუალსა მას იოანე ნათლისმცემელისასა, საზრდელსა პოებდი მდელოთაგან, და წყალსა წვიმისაგან შეკრებულსა ნაპრალთა შინა, და ლოცვითა დღითიდღედ მსახურებდი ღმერთსა.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეგარდამო მსმენელ იყო უფალი ლოცვისა შენისა, და მოგივლინა რაი ირემნი მსახურებად შენდა, რძესა იხუმევდი საზრდელად, ღმერთშემოსილო, და მადლობდი ყოვლადმოწყალესა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აჰა, მთავარი მის დაბისაი მოვიდოდა ნადირობად, და დევნა უყო რაი ირემთა, დამფრთხალთა მოივლტეს შენდა, და იხილე რაი დაკოდილი ნუკრი მათი, წმიდაო, შეუდეგ კუალსა მათსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან გვიშევ ხორცითა სიტყუაი, სიტყვისა მიერ, სძალო უსძლოო, იხსენ წყალობით მახეთაგან მტერისაითა სულნი ჩუენნი.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო ანტონ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 2

მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველსა ერსა ათორმეტრიცხუნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი და უდაბნოისა შუენიერებანი, ხოლო შორის მათთა ბრძენი ანტონი, იდიდებოდენ დღეს ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისუენა ხატი წმიდაი ხელთუქმნელი, მფარველად ერისა ღმრთისმოყუარისა და სასოდ ყოვლისა სოფლისა.

იკოსი

რაჟამს გესმა ხმაი უფლისაი, ერჩდი მას მოსწრაფებით, და შეუდეგ რაი ღირსად, მისდევდი მცნებათა მისთა, და შიშველ იქმენ რაი ნივთთაგან მსოფლიოთა, მოცალე იქმენ ყოველთაგან ზრუნვათა მისთა, ხოლო განხუედ რაი უდაბნოდ, ღმერთშემოსილო, შეეყავ დიდსა მნათობსა იოანესმოძღვარსა შენსა, და მისთანა მზრახველობითა ზრახუასა ღირსიქმენ წმიდითა გონებითა სასურველისა შენისასა, რომლისა თანა ოხად ნუ დააცადებ ღმრთისა მიმართ, ღირსო მამაო ანტონ, დაფარვად ერისა ღმრთისმოყუარისა და სასოდ ყოვლისა სოფლისა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსანარს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკაისი

მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა და ერი იგი მოწაფეთა მისთაი და სხვისა ერისა სიმრავლეი ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალიმით და ზღვის კიდით, ტვიროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისა და განკურნებად სნეულებათაგან მათთა. და ურვილნი იგინი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თვალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა ანტონ მარტყოფელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ხატ სიწმიდისა გამოსჩნდი, მამაო საწადელო, და სიტყუათა შენთა ელვითა და სულისა ბრწყინვალებითა განიოტებდი რაი არმურსა ცოდვისასა, საზრდელი უკუდავებისაი მიეც მორწმუნეთა, მართალი სარწმუნოებაი, რომლითაცა გამოჰზარდენ მრავალნი სულნი, ღმერთშემოსილო ანტონ, და სათნო ეყავ ღმერთსა, რომლისა წინაშე ღმრთივბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ ხარ, ღირსო, და გვითხოვე, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებელობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისაქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ანტონ მარტყოფელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელთანი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გიხილა რაი შორის ირემთასა მთავარმან, განგიჩინა ხელისა მოკვეთაი, ვითარცა გრძნეულსა, გარნა თვით განუხმა ხელი მეშანთესა, და ისმინე რაი ვედრებაი მისი, ჯუარის დასახვითა განკურნე მეყსეულად, აწცა ნუ დააცადებ ოხასა მაქებელთათვის შენთა.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

განცვიფრებული მთავარი აღგითქუმიდა რაი აღსრულებასა წადილთასა, ითხოვე ქუამარილი, რაითა დაალოკო ფურთა, აწ ჩუენცა გვიხსენ ბოროტისაგან განზრახვისა, ნეტარო, და განგვარინე ყოვლისაგან ძვირისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიმხნითა წინაგანეწყვე რაი ავაზაკთა ზედა მოსლვასა, ძალითა ჯუარისაითა გამოჩნდი მძლედ მათდა, აწ ჩუენცა შეგვჭურვე ძალითა თვისითა უძლეველითა, ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიბრძნემან ყოველთა დამბადებელმან, იშენა სახლი თვისი შენგან, ქალწულო, და მოწყალებითა განაახლა ბუნებაი პირველქმნილისაი, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, ღმრთისა მამისა სიტყუამან.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან, მაყვლოვანით სახედ გამოაჩინა და ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სათნოებისათვის შენისა და სიმდაბლისა უფლისაგან მოიღე ნიჭნი კურნებისაი და ეშმაკთა განსხმისაი, და მრავალნი მოისწრაფდენ შენდა, რაითა დაგემორჩილონ მადლითა სულიერითა აღსავსესა.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მწყემს იქმენ რაი სამწყსოისა მის პირმეტყუელისა, გამოჰზარდენ იგინი მეცნიერებითა, და აღუშენე რაი სავანეი, თვით აღირჩიე მარტოდ მყოფობაი, წმიდაო ბერო, და აღაგე სუეტი მწვერვალსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მარადის იღუწიდი რაი სადიდებელად ღმრთისა, ჟამითიჟამად ხვიდოდი სავანესა მას აღსასრულებლად ღმრთისმსახურებისა, და განსწავლიდი ძმათა ლოცვად და ბრძოლად ბოროტისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმანცა ანგელოსისა სიტყუა შეიწყნარე და ღმერთი მხოლოი გვიშევ და ნათელი სოფელსა გამოუბრწყინვე, დედაო ღვთისაო, ყოველნი გაკურთხევთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან წინასწარ მოასწავა, შობა უხრწნელად მომცემელისა სჯულისასა მთასა ზედა სინასა, ცეცხლით მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებთ.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაეყუდე რაი გოდოლსა, ახოვანო, მაღლით მოჰფენდი გარემოთა მისთა ზედა მადლსა მას ლოცვათა შენთასა. აწ ჩუენცა გვიხსენ ყოველთა ვნებათაგან და აღგვავსე საღმრთოითა მღვიძარებითა.

ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გემცნო რაი ჟამი აღსრულებისა შენისაი, მუხლდადგმითა ილოცვიდი წინაშე ხატქმნულისა მის კეცისა, და სამწყსოსა შენსა ავედრებდი ქრისტესა, მამაო, ვითარცა მხსნელსა და მაცხოვარსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეჰვედრე რაი სული შენი უფალსა, ანგელოსთა მისთა აღგიყვანეს ზეცათა იერუსალეიმსა, და ძმათა მათ წარგასვენეს პატივითა, და დაგფლეს სავანესა მას, წინაშე ღმრთისმშობლის ხატისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, ქალწულო, გექმნა სახეი მაყვალი აღგზებული, რომელი ცეცხლისა მისგან დაიცევ შეუწველად, რამეთუ უხრწნელად დაიტიე ცეცხლი ღმრთეებისაი და ჰშევ უვნებელად.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ეჰა, რაბამ დიდებულ არს სახსენებელი შენი, ჰოი, მონაზონთა დიდებაო და წესო მარტოდ მყოფთაო ანტონ მესვეტეო, რამეთუ ხატი იგი საუფლოი დაუტევე რაი ერსა ჩუენსა, სასწაულთმოქმედებდა განცხადებულად, და ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მიემთხვევეოდა სათხოვარისა კეთილად აღსრულებასა, გარნა აწ მიფარულ არს თუალთაგან ჩუენთა, რაითა უკანაისთა ჟამთა კუალად გამობრწყინდეს, ვითარცა წინაისწარმეტყველეს მამათა, და ყოველნი აღგუძრას დიდებად ღმრთისა.

ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ვარსკულავო უდაბნოისაო და  მნათობო კახეთისაო, ღირსო მამაო ანტონ სანატრელო, წმიდაისუეტი“ შენი მაუწყებელარს მარტოდმყოფობისა და დაყუდებისა შენისა, და ხმა მაღლად ჰქადაგებს რაი შრომათათვის მას ზედა აღსრულებულთა, „მარტყოფი“, ეწოდა სავანესა შენსა, და შეგრაცხეს რაი წმიდანად ეკლესიისა ჩუენისა, ნაწილთა შენთა წმიდაი სამარხოი, ვითარცა წყაროი დაუწყვედელი, უხუად აღმოადინებს მადლსა და წყალობასა.

ვითარცა საწუთოსა ამას მოგცა ქრისტემან მადლი სასწაულთაცა საქმედ, ეგრეთცა დიდებულებაი ნიშთა შენთაი უფროის აღემატა  შემდგომად სიკუდილისა შენისა, ჰოი, განშორებულთა თუალო და მონაზონთა სიქადულო ანტონ, და სიხარულითა მოვისწრაფით რაი წმიდასა მას ადგილსა მკვიდრობისა შენისასა, სადა აწ დაუნჯებული არს ნაწილთა შენთა წმიდაი ლუსკუმაი, და მხურვალედ მისდა შევრდომილნი გევედრებით შენ სულთა და ხორცთა კურნებასა.

ჰოი, საჩინოთა მამათა შორის განბრწყინვებულო, და უდაბნოთა ქალაქმყოფელო მოღუაწეო ანტონ მარტყოფელო, რომელი ეგე შეერთებულ ხარ წმიდასა მწყობრსა მამათასა ასურეთით მოსრულთა ქუეყანასა ჩუენსა და მოძღუარსა შენსა იოანეს, ზედაზნისა მთასა ზედა მოღუაწესა, აწ მამობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარეთ მფარველსა ერისა ჩუენისასაყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რაითა თანაწარგუხადოს ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი და ღირს გვყოს მარადის დიდებად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                           

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუხლთმოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, მოწესეთა სამკაულო და ქალაქმყოფელო უდაბნოისაო, ღირსო მამაო ჩუენო ანტონ მარტყოფელო, მოწაფეო და თანამზრახუელო წმიდისა იოანე ზედაზნელისაო და ახალო მოციქულო და მაჩვენებელო გზისა მის კეთილად მსახურებისაო; მღდელთა გვირგვინო და სიქადულო კახეთისაო; ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო; მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ღმრთისა მიმართ მეოხო და შესავედრებელო ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, განშორებულთა შორის ქებულო და ბერთა სიქადულო, წმიდაო მამაო ჩუენო ანტონვითარცა ძუელ ოდესმე მოუძღუანე ქართველთა კეცისა ხატი იგი ხელთუქმნელი, მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეისი, და მიაახლე ბრწყინვალებასა მას საღმრთოსა, ეგრეთვე აწ მამობრივითა მეოხებითა შენითა შეგვეწიე წინაშე ჯვარცმულისა, კუალად გამოგვიჩინოს ხელთუქმნელი ხატი იგი ყოვლად ძლიერი და საკვირველი, რაითა დაიცვას მამული ჩუენი ურიცხუთა მტერთაგან და შეჰკრიბოს ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეული ერი ქართველთაი, ხოლო ჩუენ დაგვიფაროს ყოვლისაგან წვალებისა და მოგვანიჭოს ცხორებისა სიწმიდეი და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაიყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი ეკლესიისა ჩუენისანი, და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.

ჰოი, ღმრთისა სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო ანტონ მესვეტეო, ვითარცა ღუაწლითა დიდითა დაშუერ ერისათვის ჩუენისა სულიერად წინაშე ღმრთისა, წარმართობისაგან სრულიად ხსნად და განრინებად ყოვლისაგან უსჯულოებისა, ეგრეთვე აწ გვითხოე ქრისტეის მიერ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთა მოტევებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, სიწმინდითა მოქალაქეობაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოსთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). 

გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ანტონ მარტყოფელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მთხვევასა ზედა ხატისასა ვჰგალობთ:

ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლად სანატრელო მამაო ანტონ, და ზეცით მოიღე რაი მადლი სათნოებისაი, ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოთა მოქალაქეობითა, და სათნოეყავ რაი ზეცათა მეუფესა, ღირსო, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაითა გვიხსნნეს სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისა და ვნებულებისაგან.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანისმცემელთა და სურვილით ამბორისმყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ანტონ მარტყოფელისასა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანამეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა