fbpx

დეკანოზი თომა – Archpriest Thomas

2014 წელს მეუფე საბას კურთხევით, ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი თომა ბეკურიშვილი.

ემიგრანტთა ხვედრი არასოდეს ყოფილა მსუბუქი. განსაკუთრებით მძიმეა იგი ქართველი ადამიანისათვის, რომელიც ფიზიკური გადარჩენის მიღმა, სულიერი საზრდოს და ურთიერთობების მუდმივ ძიებაშია. ამჟამად ტორონტოში 300-400 ქართული ოჯახია. ჩვენი სათვისტომო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა ჩრდილოეთ ამერიკაში, და ძირითადად, ეკონომიკური მიგრანტების ჯგუფს მიეკუთვნება.

რწმენის შესანარჩუნებლად, ქართველები აქამდე სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსხვავებულ ენებზე ლოცულობდნენ. ამჟამად, მამა თომას ლოცვითა და შრომით ტორონტოს პატარა ანგლიკანურ ეკლესიაში, რომელსაც დღეისათვის ვქირაობთ საერთო ძალებით, სრულდება ქართული მართლმადიდებლური მსახურება და აღევლინება უძველესი ქართული ლოცვა და გალობა. 

აქვე გახსნილია საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, ისტორიასა და საღმრთო რჯულს.

 

https://www.facebook.com/mamao.thoma/