01 ოქტომბერი. ხსენება წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა.

მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილი და შალვა და ელიზბარი XVII საუკუნე, უმძიმესი იყო ქართველი ერის ისტორიაში. თუ წინა საუკუნეებში მტრები საქართველოს დაპყრობით ანდა დახარკვით კმაყოფილდებოდნენ, ამ დროს სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა ყველაფერი იღონეს ქართველი ერის გასანადგურებლად და მიწის პირისგან აღსაგველად. სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დანაწილებულ ქვეყანას ყველა მხრიდან გაუთავებლად უტევდა მუსლიმანური სამყარო. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, ხოლო ლიხსიქითა ივერიას თურქეთი თავის ვილაიეთად თვლიდა. მოდიოდნენ და სისხლის გუბეებს აყენებდნენ, აოხრებდნენ, წვავდნენ, ბილწავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს. XVII ს-ის დასაწყისი ყველაზე მძიმე კახეთისთვის გამოდგა. ირანის ლომად წოდებულმა მრისხანე შაჰ-აბას I-მა ოთხჯერ დალაშქრა საქართველოს ეს მადლიანი კუთხე და თავის ნაკვალევზე ავლი და ნაცარიღა … Continue reading 01 ოქტომბერი. ხსენება წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა.