ყოვლადუსამღვდელოესი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა
მეუფე საბა, ერისკაცობაში ლაშა ინწკირველი დაიბადა 1981 წლის 22 ივნისს ოზურგეთის რაიონში. 1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით მან ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში. სტუდენტობის პერიოდში ის დაინტერესდა მონასტრული ცხოვრებით და მორჩილებას გადიოდა მახერას მამათა მონასტერში, კვიპროსზე. 2000 წელს სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად კათოლიკოს-პატრიარქის ილია 2-სა და მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა- კურთხევით ის…