Menu
  • მთავარი
  • ბიბლიოთეკა
    • წმინდანთა ცხოვრებანი
    • საეკლესიო დღესასწაულები
    • ლოცვანი, პარაკლისები, დაუჯდომლები
      • ფსალმუნნი დავითისა
    • კალენდარი Calendar
    • დღესასწაულების კალენდარი. Calendar of Feasts
    • წლიური კალენდარი. Annual Calendar.
    • წმინდა წერილი
    • მსახურებანი
    • ქადაგებანი და ეპისტოლენი
      • ღირსი იოანე სინელი – კიბე ანუ კლემაქსი
    • წმინდა ადგილები
    • Lives of Saints
    • გალერეა
  • სიახლენი
  • შესაწირი
    • ტორონტოს ეკლესიის შესაწირი
    • საკვირაო სკოლის მშენებლობა კანადაში
  • დაგვიკავშირდით
    • ნათლობის რეგისტრაციის ფორმა Baptism request form
    • მოსახსენიებელი წიგნაკი
    • ჩვენი მისამართი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი პატრიარქი
    • ეპარქიის მმართველი
    • ჩვენი ეკლესია
  • კულტურის ცენტრი “ივერიონი”
    • საზაფხულო ბანაკი ივერიონის რეგისტრაციის ფორმა
    • საკვირაო სკოლა ივერიონის რეგისტრაციის ფორმა
    • “ივერიონის” ცეკვის ჯგუფის რეგისტრაცია
    • “ივერიონის” საკრავების ჯგუფის რეგისტრაცია
    • “ივერიონის” სიმღერის ჯგუფის რეგისტრაცია

info@georgianchurch.ca

+1 647 868 0089

პასექის ჟამნი

ბრწყინვალე შჳდეულში, ნაცვლად ლოცვანში მითითებული დილა-საღამოს ლოცვებისა, იკითხება პასექის ჟამნი

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების-შინათა ცხოვრებისმიმნიჭებელი (3-გზის).

 

აღდგომაჲ ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა-ვყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუაჲ ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტჱს, ღმრთისა ჩუენისა, აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისაჲ. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცუმაჲ თავს-იდვა ჩუენთჳს და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა (3-გზის).

იბაკოჲ, ჴმაჲ 4

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული და ანგელოზისაგან ესმა ჴმაჲ საწადელი: ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა? იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი, წარვედით და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკუდილი მოკლა მჴსნელმა ჩუენმან და აღდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისაჲ და მაცხოვარი კაცთა ნათესავისაჲ.

კონდაკი, ჴმაჲ 8

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთაჰჴედ, უკუდავო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

ტროპარი

საფლავად ჴორცითა შეხუედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი, და სამოთხეს ავაზაკისა თანა და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ, გარეშემოუწერელო უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ცხოვრებაშემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოჩნდი მჴსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთაჲ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და გამოჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყაროჲ ჩუენისა აღდგომისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ღმრთისმშობელისაჲ:

ზეგარდმო განწმედილ იქმენ, ღმრთისა სამკჳდრებელო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღმრთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლადუბიწოო დედოფალო.

უფალო შეგჳწყალენ 40-ჯერ

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უფალო შეგჳწყალენ 3-გზის

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

გააზიარეთ:

Like this:

Like Loading...

Category

  • დღესასწაულები
  • ლოცვანი
    • განგებანი
    • დაუჯდომელი
    • პარაკლისები
    • ფსალმუნნი
  • მარხვანი
  • მსახურებანი
  • რეგისტრაცია
  • საკვირაო სკოლა
  • ქადაგებანი
  • წიგნები
  • წმინდა წერილი
  • წმინდანთა ცხოვრება

Archives

  • February 2026
  • January 2026
  • December 2025
  • November 2025
  • October 2025
  • September 2025
  • July 2025
  • June 2025
  • May 2025
  • April 2025
  • March 2025
  • February 2025
  • January 2025
  • December 2024
  • November 2024
  • October 2024
  • September 2024
  • August 2024
  • July 2024
  • June 2024
  • May 2024
  • April 2024
  • March 2024
  • February 2024
  • January 2024
  • December 2023
  • November 2023
  • October 2023
  • September 2023
  • August 2023
  • July 2023
  • June 2023
  • May 2023
  • April 2023
  • March 2023
  • February 2023
  • January 2023
  • December 2022
  • November 2022
  • October 2022
  • September 2022
  • August 2022
  • July 2022
  • June 2022
  • May 2022
  • April 2022
  • March 2022
  • February 2022
  • January 2022
  • March 2021
  • February 2021
  • January 2021
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ტორონტოში
Copyright © 2021. All rights reserved | Updated by Iveron Icon in Toronto
%d