პირველშეწირულის ლიტურგია

პირველშეწირულის ლიტურგია   საეკლესიო განწესების მიხედვით, პირველშეწირულის წირვა მხოლოდ დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება, ასევე ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. პირველშეწირულის ლიტურგია, თავისი შინაარსით, საღამოსთვის შესასრულებელი ღვთისმსახურებაა, რის გამოც მსახურების ძირითად ნაწილს მწუხრის ლოცვები შეადგენს, რომლებსაც ჩვეულებრივი ლიტურგიის ნაწილი მოებმის. პირველშეწირულის წირვისათვის საჭიროა ძღვენი წინა კვირას მომზადდეს, ე.ი. კვირას, წირვაზე, ერთი ტარიგის ნაცვლად დამატებით მზადდება კიდევ ორი, რომლებიც (ჩვეულებრივ, იმავე კვირის) ლიტურგიაზე არ გამოიყენება, არამედ ინახება წმინდა ტრაპეზზე – სანაწილეში. პირველშეწირულის მსახურებაზე ძღვნის ხელახალი შეწირვა აღარ ხდება, რადგან მოიხმარენ (წინა კვირას მომზადებულ) „პირველ შეწირულ“ ტარიგს. ამიტომ ამ ლიტურგიაზე ლოცვები გარკვეული თავისებურებებით აღესრულება. დიდი მარხვის სადაგ დღეებში (მხედველობაშია ორშაბათი, … Continue reading პირველშეწირულის ლიტურგია