ხსენების დღე 7 (20) მაისი 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მეფე ბაგრატ III (978-1014) წმინდანად შერაცხა. იგი თითქოს განგებამ მოუვლინა რამდენიმე სამეფო–სამთავროდ დანაწევრებულ, შინაპოლიტიკურ ბრძოლებითა და ურიცხვი მტრის შემოსევებით დასუსტებულ საქართველოს. მან შეძლო ქართული მიწების გაერთიანება და საფუძველი ჩაუყარა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის საქართველოს. VII ს–ის II ნახევრიდან კავკასიაში მკვიდრად მოიკიდეს ფეხი არაბებმა. ისინი პირველად 643-645 წ.წ. შემოიჭრნენ საქართველოში ჰაბიბ იბნ მასლამის სარდლობით. ქართლს არ შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია არაბთა უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ჰაბიბმა თბილისი აიღო, საამირო დააარსა და საქართველოს დედაქალაქი არაბეთის ხალიფის ნაცვლის ძალაუფლებას დაუქვემდებარა, თუმცა არაბებმა დასავლეთ საქართველოსა და კახეთის მთიანეთში ფეხი ვერ მოიკიდეს. მათი … Continue reading ცხოვრება და ღვაწლი წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა ჩუენისა და კურაპალატისა ბაგრატ მესამისა საქართველოს გამაერთიანებელისა — 7 მაისი – ძველი სტილით / 20 მაისი – ახალი სტილით
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed