ხსენების დღე 7 (20) მაისი
2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მეფე ბაგრატ III (978-1014) წმინდანად შერაცხა. იგი თითქოს განგებამ მოუვლინა რამდენიმე სამეფო–სამთავროდ დანაწევრებულ, შინაპოლიტიკურ ბრძოლებითა და ურიცხვი მტრის შემოსევებით დასუსტებულ საქართველოს. მან შეძლო ქართული მიწების გაერთიანება და საფუძველი ჩაუყარა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის საქართველოს.
VII ს–ის II ნახევრიდან კავკასიაში მკვიდრად მოიკიდეს ფეხი არაბებმა. ისინი პირველად 643-645 წ.წ. შემოიჭრნენ საქართველოში ჰაბიბ იბნ მასლამის სარდლობით. ქართლს არ შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია არაბთა უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ჰაბიბმა თბილისი აიღო, საამირო დააარსა და საქართველოს დედაქალაქი არაბეთის ხალიფის ნაცვლის ძალაუფლებას დაუქვემდებარა, თუმცა არაბებმა დასავლეთ საქართველოსა და კახეთის მთიანეთში ფეხი ვერ მოიკიდეს. მათი უზარმაზარი სახელმწიფო გადაჭიმული იყო ევროპაში, აზიაში და აფრიკაში და იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი გახდა. VIII ს–ის ბოლოს დაიწყო მისი დასუსტება, რაც საქართველოზეც აისახა – დაიწყო სამეფო–სამთავროების ჩამოყალიბება. IX-X ს–ში საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებობდა რამდენიმე დამოუკიდებელი სამეფო–სამთავრო. ესენია: აფხაზეთის სამეფო; კახეთის სამთავრო; ტაო–კლარჯეთის–ქართველთა სამეფო; ჰერეთის სამთავრო; თბილისის საამირო. IX საუკუნის დასაწყისში მათ შორის იწყება ორსაუკუნოვანი ბრძოლა ჰეგემონობისათვის. პირველობისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა პოლიტიკურად და სტრატეგიულად, ასევე გეოგრაფიული მდებარეობით საყურადღებო რეგიონს, შიდა ქართლს, რომელსაც X საუკუნის დასაწყისიდან `აფხაზთა~ მეფეები ფლობდნენ.
VIII ს–ის II ნახევარში საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებით ისარგებლეს დიდების მოყვარე ერისთავებმა: აფხაზეთისამ – ლეონ მეორემ, და კახეთისამ – გრიგოლმა… ლეონიმა 786 წელს თავი გამოაცხადა აფხაზეთისა და იმერეთის მეფედ, დაიპყრო ბედია და ქუთაისი; საყდარიც გაჰყო და აფხაზეთში ცალკე კათალიკოსი დაადგინა. დიდმა ფეოდალმა გრიგოლმა ისარგებლა ქართლის ერისმთავარ ჯუანშერ არჩილის ძის გარდაცვალების (787წ.) შემდეგ შექმნილი სიტუაციით, კახეთი დამუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა და მთავარი ანუ ქორიკოზი (ქორეპიკოპოსი) გახდა კახეთისა, კუხეთისა და გარდაბანისა. ბრძოლა აუტეხა საქართველოს მეფეს აშოტს და კახეთს შეუერთა ქვეყანა ქსნამდის, რომ უფრო გაძლიერებულიყო, გრიგოლი დაუმეგობრდა ჰერეთის (საგარეჯო–ქიზიყის) მფლობელს, რომელიც ამ ხანსვე გამეფდა. მეფეები ისხდნენ აგრეთვე ტაოსა და არტანუჯს. ამავე დროს საქართველოში იყო კიდევ ორი მეფეთ–მეფე – ერთი იყო გურგენი, ძე ბაგრატ რეგვენისა, მამა ბაგრატ III-ისა, და მეორე კი დავით III (შემდგომ კურაპალატი), მფლობელი ტაოსი, ბასიანისა, თორთმანისა და შავშეთისა – კაცი ფრიად მხნე, და ახოვანი. მან ვითარცა ძლიერი ნების პატრონმა, გულადმა მეომარმა და შორსგამსჭვრეტელმა პოლიტიკოსმა ყველას პატივისცემა დაიმსახურა და სახელი გაითქვა. მან იშვილა თავისი ნათესავი (ბიძაშვილის შვილი) ბაგრატი, რომლის დედა, გურანდუხტი იყო ასული აფხაზთა მეფე გიორგი მეორისა (გიორგის გარდა ბაგრატის დედის გურანდუხტისა, ჰყავდა ოთხი ვაჟი – ლეონი, დემეტრე, თეოდოსი, და ბაგრატი, მათგან ორი – თეოდოსი და ბაგრატი მამამ ადრევე გაგზავნა ბიზანტიაში, რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ხდომაი (მატიანე ქართლისაი). გიორგის შემდეგ გამეფდა მისი უფროსი ძე ლეონ III და რადგან მას ვაჟი არ ჰყავდა, ტახტი მისმა ძმამ, დემეტრემ დაიკავა. მამის მიერ ბიზანტიაში გაგზავნილმა თეოდოსიმ პრეტენზიები წამოაყენა, სამცხეში ჩავიდა, სადაც მას ადგილობრივმა აზნაურებმა აღმოუჩინეს დახმარება, მაგრამ დამარცხდნენ. თეოდოსი დემეტრეს ჩაუვარდა ხელში, რომელმაც სვეტიცხოველში ფიცი დადო კათალიკოსის, მღვდელმოძღვართა და დიდებულთა თანდასწრებით, რომ დაინდობდა ძმას, მაგრამ როდესაც თეოდოსი მასთან მივიდა, დემეტრე მეფემ „დაივიწყა შუამდგომლობა ღმრთისა და კაცთა და შემართა ფიცთა გატეხა: შეიპყრო თეოდოსი და დასწუნა თუალნი“. დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ თეოდოსი, დასუეს მეფედ და მისით დასრულდა აფხაზთა ერისთავ ლეონ I-ისა და ქართლის ერისმთავართა (მეფეთა) ჩამომავლების მეფობა)
X საუკუნის 70-იან წლებიდან გახშირდა შინა–ფეოდალური ბრძოლები, რომლებმაც უფრო მეტად დაასუსტეს ქვეყანა. დაძაბულობამ განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს მეფობის პერიოდში (975-978 წწ.). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც ბრძოლა დაიწყეს ქართლისათვის. სწორედ ამ დროს საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულმა მოღვაწეებმა, რომელთა მოთავე იყო ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე, ყურადღება შეაჩერეს მცირეწლოვან ბაგრატ გურგენის ძის პიროვნებაზე, რადგან იგი მიიჩნიეს გაერთიანებული ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ხელმძღვანელის ყველაზე უფრო შესაფერის კანდიდატად; ბაგრატი სამი სამეფოს პირდაპირ მემკვიდრედ ითვლებოდა, (იგი) იყო რა „ქართველთა მეფის“ ტიტულის მქონე ბაგრატ II ბაგრატიონის (რეგვენად წოდებულის) შვილიშვილი და მეფეთა–მეფის გურგენის შვილი, ეგრის–აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და დავით III კურაპალატის შვილობილი და გაზრდილი. 975 წელს იოანე მარუშისძემ „წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა: აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი; ანუ დაიმჭიროს თვით ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი“. დავითს მოეწონა იოანე მარუშიძის ეს წინადადება და 975 წ. თავისი ჯარითურთ ქართლისაკენ გამოეშურა, თან ბაგრატი მოიყვანა და ქვახვრელთან დადგა. ეს რომ კახელებმა გაიგეს, ქართლს თავი მიანებეს, ხოლო იოანე მარუშის ძე მიეგება და გადასცა დავითს უფლისციხე, მან კი ბაგრატს უბოძა და ქართლში გააერისთავა, თუმცა იგი „მას ჟამსა იყო… ჯერეთ ასაკითა თვისითა უსრულ“, ანუ ჯერ კიდევ სრულწლოვანი არ იყო, და „თანა–განმგებლად“ და მზრუნველად მისივე მამა, ტაოს ჩრდილოეთი ნაწილის მფლობელი მეფე გურგენი დაუნიშნა.
ტაოში დაბრუნების წინ დავით მესამემ შეკრიბა ადგილობრივი აზნაურები და გამოუცხადა: „ესე (ბაგრატ) არს მკვიდრი (ანუ მემკვიდრე) ტაოისა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი, და ვარ მოურავი მისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი“, ხოლო როდესაც ბაგრატის გამეფებით უკმაყოფილო ქართლის აზნაურებმა კახელთა დახმარებით შეიპყრეს ბაგრატი და მისი დედ–მამა, დავით III-მ ისინი გაათავისუფლა და უფლებები აღუდგინა. ბაგრატი მშობლებით უფლისციხეში დამკვიდრდა და იქიდან `იწყეს მართვა ქართლისა~.
იოანე მარუშის ძის გეგმა და ნატვრა, რომ ბაგრატი გაერთიანებული საქართველოს მეფე გამხდარიყო, მალე განხორციელდა – აფხაზეთში უსინათლო თეოდოსის წყალობით ისე აირია საქმეები, რომ დიდგვარიანმა აზნაურებმა იოანე მარუშის ძის თაოსნობით, „გამოითხოვეს ბაგრატ დავით კურაპალატისაგან“, მაგრამ იგი ფრთხილად მოიქცა – მძევლები ჩამოართვა, და რადგან ბაგრატი „განსრულებულ იყო ჰასაკითა“ ( 16 ან 17 წლისა) 978 წელს „შთაიყვანეს აფხაზეთს, დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა…“. ჭაბუკ მეფეს გვირგვინი დაადგეს ქუთაისში, ტაძარში, რომლის საფუძველზეც შემდეგ ააგო ბაგრატის საკათედრო ტაძარი. გურანდუხტ დედოფალი კი აღმოსავლეთ საქართველოს საქმეების განსაგებლად უფლისციხეში დარჩა.
ახლად გამეფებული ბაგრატი მაშინვე არ შესდგომია ქვეყნის მოწესრიგებას, ჯერ საქმის მდგომარეობისა და ცხოვრების ვითარების გაგება იყო საჭირო. ამიტომაც არის, რომ მხოლოდ „ვითარ გარდახდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად“; შეუძლებელი იყო ერთსა და იმავე დროს ორი მეფე ყოფილიყო გამგედ, მით უმეტეს რომ უსინათლო თეოდოსი თვითნება მოხელეების სათამაშოდ იყო ქცეული, და მისი მოქმედება ხელს უშლიდა ბაგრატის მტკიცე პოლიტიკას. 980 წელს მან ბიძა ტაოს გაგზავნა დავით კურაპალატთან და თვითონ ქართლისა და აფხაზეთის ერთადერთ ბატონად იქცა და ორივეგან წესრიგის დამყარებასა და დიდებული აზნაურების თავაშვებულობის ალაგმვას შეუდგა, ხოლო როდესაც მან საქმეების მოსაწესრიგებლად აღმოსავლეთ საქართველოში გადასვლა მოინდომა, ქართლის დიდგვარიანმა აზნაურებმა ტბელებმა, ძამელებმა, ფხვნელებმა, ფავნელებმა და კორინთელებმა, რომლებიც მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდნენ ბაგრატ მეფის დედას, და „თვითეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა“, არ მოისურვეს თავიანთი უსაზღვრო უფლებების შეზღუდვა. აჯანყებული ქართლის აზნაურები ქავთარ ტბელის წინამძღვრობით ბაგრატს საზღვარზე „მოღრისის თავს“ დაუხვდნენ, რომ გზა შეეკრათ და აღმოსავლეთ საქართველოში არ გადმოეშვათ, მაგრამ მან უკან არ დაიხია, შეება თავხედ აზნაურებს და დაამარცხა. შემდეგ უფლისციხეში მივიდა (980 წელს), დედამისს ციხე და ქართლის გამგეობა ჩამოართვა, რომ თავგასული აზნაურობა თავის ძლიერ ხელში მოექცია და მორჩილებაში ჰყოლოდა. შიდა ქართლის საქმეების მოგვარების შემდეგ ბაგრატი კვლავ დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა და იმ დროიდან აფხაზეთის ანუ დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს შუაგულის, ქართლის ადმინისტრაციული მართვა–გამგეობის გააერთიანება დაიწყო. მემატიანე საგანგებოდ აღნიშნავს მეფის მიერ გატარებული ცვლილებების შესახებ. ურჩთა და მოღალატეთა ნაცვლად მეფემ „განადიდა ერთგულნი“–ო. სამეფო კარსა და ადგილებზე მეფეს „მისანდობელი თვისი“ ჰყავდა დანიშნული და ამიტომაც უფრო აქტიური ქმედებები დაიწყო ხელისუფლების კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „…ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თვისისა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა“, – გვაუწყებს „მატიანე ქართლისა“.
988 წლისთვის მეფეს დასავლეთ საქართველოში ურჩთა წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დასრულებული ჰქონდა, თუმცა ქართლში დარჩენილი იყო კიდევ ერთი უძლიერესი ფეოდალი, კლდეკარის ერისთავთ–ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფეს არ ემორჩილებოდა. მისი სამფლობელო თრიალეთიდან მოყოლებული მანგლისის ხეობამდე იყო გადაჭიმული: თრიალეთი, ატენის, სკვირეთის და მანგლისის ხეობანი. ბაგრატმა ამ დიდგვაროვანის დამორჩილება დააპირა და ლაშქრის შეკრებას ბრძანა, თუმცა მისმა მოწინააღმდეგეებმა დავით კურაპალატს ჩააგონეს ბაგრატს შენი მოკვლა უნდაო, და შვილობილის წინააღმდეგ აამხედრეს. ბაგრატს მამამისი დაუდგა გვერდზე, ხოლო ბაგრატ II ქართველთა მეფეს (937-994), გურგენის მამას და ბაგრატის პაპას „ეშინოდა ძისა თვისისა გურგენისაგან წაღებასა მეფობისასა“, და დავით კურაპალატს მიმხრობია. მათ დასახმარებლად მოუწვევია სუმბატ სომეხთა მეფე, რომელიც „წასულა მთელის თავის მხედრობითა და ძმითურთ გაგიკით, ამას გარდა თანა ჰყოლია კარის მეფე აბასი“.
ბაგრატ მეფისა და მამამისის წინააღმდეგ იდგა შეერთებული მხედრობა ქართველთა, გვასპურაკანელთა, სივნიელთა და ალბანთა. დავით კურაპალატმა მთელი ჯარი გურგენის წინააღმდეგ გაგზავნა, ბრძოლა მოხდა `გარდათხრილთა თავსა შავშეთისასა~ და ძლეული გურგენი გაიქცა და წეფთის ციხეში შეიხიზნა. ლაშქრით თრიალეთს მისული ბაგრატი კი სოფ. კარუშეთში დადგა და ბრძნული წინდახედულებით სისხლისღვრა თავიდან აიცილა: მარტოდმარტო წარუდგა თავის მამობილს და საქმის ნამდვილი ვითარება აუწყა, რომ მის ერთადერთ მიზანს კლდეკარის ერისთავთ–ერისთავის თვითნებობის ალაგმვა წარმოადგენდა. დავითმაც დაუჯერა შვილობილს და უთხრა: „…მითავისუფლებიხარ რატის ზედა, დაიმორჩილე ვითაცა სახით გწადიან“–ო.
ეს ის დროა, როდესაც დამოუკიდებლად არსებობს კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო, თბილისი და ქვემო ქართლის ნაწილი არაბ ამირას ემორჩილება, სამხრეთ–დასავლეთ საქართველო ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელთა ხელშია. მის ერთ ნაწილს ჯერ ბაგრატ III –ის პაპა ბაგრატ II ფლობს, შემდეგ კი ბაგრატის მამა გურგენი, მეორე ნაწილს კი ტაოს მეფე დავით III კურაპალატი, ხოლო კლდეკარის საერისთავო დამოუკიდებლობას აცხადებს. 989 წლის ზამთარში ბაგრატ მეფე მოულოდნელად კლდეკარის ციხეს მიადგა. რატი რატის ძე ბაღვაში მეფეს დანებდა, გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი), შვილი – ლიპარიტი მეფეს შეავედრა და თვითონ „დაჯდა მამულსა თვისსა არგვეთს“. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა როგორც მოხელე–ერისთავს.
ამავე პერიოდში მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც თითქმის საუკუნის მანძილზე განსაზღვრა საქართველო–ბიზანტიის ურთიერთობა. 987-989 წწ. ბიზანტიაში იფეთქა ბარდა ფოკას აჯანყებამ. დავით კურაპალატი მეამბოხეთა მხარეზე დადგა. ფოკას მოულოდნელმა სიკვდილმა 989 წელს კეისარი ბასილი განსაცდელისაგან გადაარჩინა, გარისხებული კეისარი აჯანყების მონაწილეებისა და მათ მომხრეთა დასჯას შეუდგა. დავით კურაპალატმა იმპერატორის რისხვის თავიდან ასაცილებლად პირობა დადო, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამეფო მემკვიდრეობით ბიზანტიას გადაეცემოდა (დავით III-ის სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის შინა თუ გარე ბრძოლებში. 979 წელს იგი დაეხმარა იმპერატორ ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში (მამა იოანე თორნიკის შუამავლობის შედეგად). ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა `ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი” ანუ ტაოს სამხრეთ ნაწილის გარდა (ჩრდილოეთის ნაწილი გურგენ მეფეთ მეფეს ეკუთვნოდა), რომელიც მას მემკვიდრეობით ეჭირა, სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს, მას იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გაპირობებული 988 წელს მისი ლაშქრის ბრძოლა ბასილ II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე). მიუხედავად ამ მარცხისა, დავით III განაგრძობდა ბრძოლას ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიან მფლობელთაგან. მასთან ერთად იბრძოდნენ მისი მოკავშირეები – ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები – ანისის მეფე გაგიკ I, ვანანდის მეფე აბასი. 990 წელს დავითმა მაზანკერტი აიღო, ხოლო 997 წელს ალყა შემოარტყა ხლათს. 998 წელს დავით მესამის წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ მან დაამარცხა მომხდურნი. მტრისგან გათავისუფლებულ მიწა–წყალზე იგი თავის ქვეშევრდომ ქართველებსა და სომხებს ასახლებდა. იმდროინდელი ისტორიკოსები დიდი ქებით იხსენიებენ მას. სომეხი მემატიანე ასოღიკი მაგ. მოგვითხრობს, რომ ბაგრატ III-ის წყალობით მთელ აღმოსავლეთის, მეტადრე სომეხთა და ქართველთა, მშვიდობიანობისა და აღშენების ხანა დამყარდა, მან დააწყნარა ყველა ქვეყნებში მედგარი ომები, სძლია ყველა მეზობელ ერებს და ყველა მეფეები მას თავის ნებით დაემორჩილნენო.
994 წელს „გარდაიცვალა ბაგრატ II რეგუენი ქართუელთა მეფე“, და მის უფროს ძეს გურგენს უწოდეს „მეფეთა მეფე~.
1001 წელს გარდაიცვალა დიდი დავით კურაპალატი (სუმბატი, ცხოვრებაი და უწყება, 65). მას როგორც ჩანს, იმედი ჰქონია, რომ საკუთარ მამაპაპეულ სამფლობელოს მაინც დაუტოვებდა თავის შვილობილს. ქართლის აზნაურთა წინაშე მან ბაგრატი ტაოს მემკვიდრედ გამოაცხადა, მაგრამ, გაიგო თუ არა ბასილ კეისარმა მხცოვანი კურაპალატის გარდაცვალების ამბავი, ტაოსაკენ გამოეშურა; მას მიეგებნენ მეფე ბაგრატი და მეფეთა–მეფე გურგენი, თუმცა მემკვიდრეობის მიღების ნაცვლად კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, ხოლო მეორეს – მაგისტროსობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა, რადგან იმიერტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოახერხა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა–წყლის ხარჯზე ე.წ. „იბერიის თემი“, საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა.
ბაგრატ III ამიერითგან იყო აფხაზთა მეფე და ქართველთა კურაპალატი, რადგან ამ დროს ქართველთა მეფე მამამისი გურგენი იყო. კურაპალატობა მაგისტროსობაზე უფრო მაღალ საკარისკაცო პატივად ითვლებოდა. ამიტომ კეისრის საქციელი უცნაური იყო და ქართველი მემატიანის სიტყვით ბოროტი განზრახვით უნდა ყოფილიყოს ნაკარნახევი „რათამცა ვითარ მტერი ყუნა ერთმანერთისა მიმართ მამა–ძენი ესე და მით ღონითა იძმაცვა“, მაგრამ ბასილმა თავის საწადელს ვერ მიაღწია: „გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკვითა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ვერას–ღონის ძიებითა“. გულნაწყენი გურგენი შეურაცხყოფისათვის შურის საძიებლად იმავე 1001 წელს თავისი მხედრობითურთ ბიზანტიელთა ხელში მყოფ ტაოს შეესია და ოლთისის ციხეს მიადგა, მაგრამ ვერ აიღო, და კეისრის შეთავაზებულ დაზავებას დათანხმდა, თუმცა დავით III-ის მემკვიდრეობის გამო შემდგომშიც ხანგრძლივი ომები მიმდინარეობდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის.
1008 წელს, გურგენ მეფეთ–მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III –მ პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტული.
ქართული მატიანე ბაგრატ III-ს „დიდ მეფედ“ მოიხსენიებს. მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა ქვეყნის გაერთიანების გზაზე. თავისი განზრახვის აღსასრულებლად იგი ზოგჯერ უკიდურეს ზომებსაც მიმართავდა – მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა. სუმბატ არტანუჯელი და მისი ძმა გურგენი პატიმრობაში გარდაიცვალნენ (1011-1012 წ) მათმა შვილებმა ბაგრატმა, სუმბატის ძემ, და დემეტრემ, გურგენის ძემ, გაპარვა მოახერხეს, კონსტანტინეპოლში გაიქცნენ და ბასილ კეისარს შეეფარნენ.
არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური რუკა საკმაოდ აჭრელდა. X საუკუნის დასაწყისში რეგიონში ორ ათეულამდე სამეფო, სამთავრო და საამირო ჩამოყალიბდა. თანდათანობით, ძლიერმა პოლიტიკურმა ერთეულებმა შეიერთეს სუსტები და XI საუკუნის დასაწყისისათვის რეგიონში დარჩა – „აფხაზთა და ქართველთა“, „რანთა და კახთა სამეფო“, განძის, ანუ „არანის“ საამირო და ანისის სამეფო. მათ გარდა რეგიონში არსებობდნენ შედარებით მცირე პოლიტიკური ერთეულები, რომლებსაც მოკრძალებული ამბიციები ჰქონდათ და სხვადასხვა სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკებში ერთიანდებოდნენ.
როდესაც ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა, ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს, დავითს შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომლებიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა „უკეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი“. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა. ბაგრატის წავლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთის დასაპყრობად. იმ დროისათვის აქ უკვე კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატმა ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში „წლითი წლამდის“ მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ–ჰერეთის შემოერთება დაასრულა და საკუთარი საზღვარი კიდევ უფრო აღმოსავლეთით გადასწია. ამ მოვლენამ ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა წარმოქმნა კავკასიაში. თუ აქამდე განძის საამირო და „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“ უშუალო მეზობლები არ იყვნენ, ამიერიდან ამ ორ პოლიტიკურ ერთეულს საერთო საზღვარი გაუჩნდა. განძის ამირა ფადლონი აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა კახეთ–ჰერეთის მიმართ. ეს პოლიტიკა არც ბაგრატ III-ის მიერ კახეთ–ჰერეთის შეერთების შემდეგ შეუცვლია, და კვლავ აგრძელებდა მარბიელ ლაშქრობებს. ბაგრატს არ შეეძლო უყურადღებოდ დაეტოვებინა ფადლონის ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ განძის წინააღმდეგ ლაშქრობა მის ინტერესებში არ შედიოდა. მას ჯერ კახეთ–ჰერეთში ჰქონდა საქმეები მოსაგვარებელი და დაუგეგმავ, ნაუცბათევ ლაშქრობას შეეძლო კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოეწვია; მეორე მხრივ, მეფე კარგად ხვდებოდა, რომ ამირას ამ მარბიელი ლაშქრობების აღკვეთის გარეშე კახეთ–ჰერეთს საბოლოოდ ვერ შეიერთებდა. ეს რომ მომხდარიყო, მოსახლეობას აშკარად უნდა დაენახა ერთიან საქართველოში ცხოვრების უპირატესობა. თუ ცენტრალური ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდა, ერთი მხრივ, ჯერ კიდევ ახლადშემოერთებულ პროვინციებში ახალი მმართველობის მიმართ უკმაყოფილება გაჩნდებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, მეფის ოპონენტ ფეოდალებს ახალი მიზეზი მიეცემოდათ, რათა ცენტრალური ხელისუფლების სისუსტეზე აპელირება მოეხდინათ. როგორც ჩანს, განძის ამირას ამ ქმედებაზე ბაგრატ III-ის ასეთი მყისიერი რეაქცია სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მეფეს სურდა სამაგალითოდ დაესაჯა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კახეთსა და ჰერეთს ავიწროებდა და ამით, უპირველესად, ადგილობრივებისათვის ეჩვენებინა, რომ მათ ძლიერი პატრონი გამოუჩნდათ.
ბაგრატმა კავშირი შეკრა ანისის მეფე გაგიკ I-თან და მასთან ერთად ილაშქრა განძაში. კოალიციურმა არმიამ ალყა შემოარტყა ციხე–ქალაქ შამქორს (ახლანდელი აზერბაიჯანი) და დანებება შესთავაზეს, თუმცა შამქორელებმა უარი შეუთვალეს მოკავშირეებს. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მოგვიანებით ბაგრატ III-ის განრისხების მიზეზიც, რომელიც ბოლო მომენტამდე მომხრე იყო ციხე–ქალაქის ძალით აღებისა. მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი~ ქალაქის მესვეურთა სიჯიუტე გატყდა. ქართველები და სომხები მეორე დღეს იერიშისათვის ემზადებოდნენ. შესაძლებელია ეს დღე გადამწყვეტიც აღმოჩენილიყო, მაგრამ, ღამით ბაგრატ III-ის ბანაკში ფადლონის მოციქული მივიდა და ზავი ითხოვა. შეთანხმების პირობები მხოლოდ შამქორის ციხე-ქალაქის მომავალს არ მოიცავდა. არანის გამგებელმააღუთქვა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურება~, გაუკუეთა ხარაჯა და დაუწერა თავისთავითა ლაშქრობაი მტერთა მისთა ზედა~. მემატიანის მიხედვით, ზავის პირობები ასე გამოიყურებოდა: ფადლონი აღიარებდა საქართველოს მეფის უზენაესობას, კისრულობდა ხარაჯას და თანახმა იყო საქართველოს მხარეზე ებრძოლა, ანუ აღიარებდა სამხედრო მოკავშირეობას. მიუხედავად ამისა, მეფე კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა, თუმცა საკუთარმა დიდებულებმა თუ კოალიციის საერთო სარდლობამ გადააფიქრებინეს ქალაქის გარემოცვა და იერიში. მათ მეფე დაითანხმეს ზავის პირობები მიეღო. ბაგრატ III-ს დათმობაზე წასვლა მაინცდამაინც არ ახასიათებდა, მაგრამ არსებული რეალობა აიძულებდა თავისი გეგმებისათვის გადაეხვია. ბოლოს და ბოლოს, ბაგრატ III-მ ფადლონის ზავის პირობები მიიღო.
დასრულდა ქართველური ტომებისაგან ერთიანი ერის ჩამოყალიბების პროცესი და მკვიდრი საფუძველი დაედო ქვეყნის მომავალ ძლიერებას, მის დიდ სულიერ აღმავლობას. ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ საქართველოს გაერთიანების საქმე მტკიცე ხასიათისა და შეუდარებელი ნების პატრონის ხელში იყო, რადგან ბაგრატ მეფე: „დაუღალავად მუშაობდა სამეფოს კეთილდღეობისათვის და არას დროს გარკვეულ გზას არ გადაუხვევდა, არც დაბრკოლების წინ შედრკებოდა და უკან დაიხევდა“. სწორედ X ს–ში გაჩნდა ტერმინები ქართველი~ დასაქართველო~. ბაგრატ III-ის სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან მტკვარ–არაქსის შესართავამდე აღმოსავლეთით, ხოლო სამხრეთით ვანის ტბამდე. „ქართლის ცხოვრებისა“ და ბაგრატიონთა XI ს–ს მემატიანის, სუმბატ დავითის ძის თანახმად, ბაგრატ III-ის თვითმპყრობელობას დაემორჩილა მთელი კავკასია ჯიქეთიდან კასპიამდე და კავკასიონიდამ სამხრეთამდე. მისივე ცნობით „დაიპყრა ყოველი კავკასია თვით–მპყრობელობითა ჯიქეთიდგან ვიდრე გურგენადმდე, ხოლო ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ყო, სომხითსა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთა თვის მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თვისითა უფროს სახლეულთა თვისთაცა და ბერძენთა მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე“.
ბაგრატ მეფის მფლობელობის გარეშე დარჩენილი იყო თბილისი, რომელსაც კვლავ არაბი ამირა მართავდა, შულავერ–ბოლნისის ხეობა და ტაშირი, მაგრამ ჯერ შესაფერისი პოლიტიკური პირობები არ იყო. ტაშირი და „ქართველთა ველი“, ბოლნის–დმანისის ხეობანი სომეხთა ხელში იყო და დავით გურგენის შვილს ეპყრა ქ. სამშვილდე მან თავის საჯდომად აქცია და ქ. დმანისიც აიღო, თუმცა გაგის ციხის მფლობელი, დემეტრე მარზპანი, ქართველებს მიემხრო, ხელმეორედ მოინათლა და თავისი შვილი, ტაშირის „მამფალი“ ჰვინენეს ვანში დაადგინა, მაგრამ დავით გურგენის ძემ განდევნა გაგიდან. 1001 წ. იგი მისმა ბიძამ გაგიკ სომეხთა მეფემ დაიმორჩილა.
გორგასლის მსგავსად ბაგრატმაც გააერთიანა ზემო და ქვემო იბერია, ამიტომ ის, ქართლის ცხოვრების თანახმად „მეორმოცდათერთმეტე მეფე, ბაგრატ, ძე გურგენ მეფეთ–მეფისა. ბაგრატოანი“ `და თავისი დიდებით, ძალით და გონებით ქართველ მეფეთა შორის ერთადერთი იყო მსგავსი ვახტანგ გორგასლისა (იგულისხმება VI-XI ს.ს.).
პოლიტიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოსი – „აფხაზეთის“ სამეფოსი – გადმოტანილი იქმნა საკუთრივ აფხაზეთიდან ქუთაისში, კოლხეთის მხარეთა ამ ძველ ქალაქში. საქართველოს გაერთიანების შემდეგ ქუთაისი ხდება სრულიად საქართველოს დედაქალაქი და ასეთად რჩება იგი დავით აღმაშენებლის ეპოქამდე, როდესაც დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში იქნა გადმოტანილი.
„ქვემო“ და „ზემო“ იბერიის პოლიტიკურ გაერთიანებას ერთიანი საქართველოს სამეფოს საზღვრებში მოჰყვა სულიერი გაერთიანებაც – ორი საკათალიკოსოსაგან (ქართველი ერის ორი ავტოკეფალური ეკლესიისაგან და აგრეთვე ჩრდილო კავკასიის, კასპიისზღვისპირეთისა და სომხეთის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანების შედეგად) შეიქმნა ერთი საპატრიარქო – საქართველოს საპატრიარქო (ქართლი VIII ს–ის დამდეგს ეწოდებოდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს, არამედ დასავლეთ საქართველოსაც მდინარე კლისურამდე და შავ ზღვამდე. „ქართლი“ იგივე იბერიაა, ამიტომ, როცა მის ერთ ნაწილში შეიქმნა ახალი ეკლესია, მას უწოდეს ეკლესია „ქვემო იბერიისა“, რათა განესხვავებინათ იგი მეორე, აღმოსავლეთ ნაწილში მყოფი „ზემო იბერიის“ საკათალიკოსოსაგან.). შექმნისთანავე მის პირველ პატრიარქად ბაგრატმა დასვა თავისი ნათესავი და მისივე აღზრდილი, დიდებულთა შვილი მელქისედეკ I, რომელსაც მის იურისდიქციისქვეშა ტერიტორიის სიდიდის გამო `აღმოსავლეთის პატრიარქად~ მოიხსენებს ტყობა–იერდის წარწერა.
პატრიარქად დადგინებისთანავე მელქისედეკი მაშინვე გაემგზავრა კონსტანტინეპოლში საომპერატორო კარზე ბასილი II-სთან, ჩანს იმისათვის, რომ კონსტანტინოპოლს ეცნო ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსება. „კათალიკოსი ქართლისა ხელქვეით არა არს პატრიარქთა და არა იკურთხიან პატრიარქთაგან… რამეთუ თავისუფალ არს და მოციქულთა მაგიერი და მოციქულთა ტახტსა ზედა მჯდომი და პატრიარქი, თავი ყოველთა ეკლესიათა: – წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტიცხოველი… და ამას სამწყსო და ხელქვეით ქართლი, რანი და კახეთი, ოსეთი… პონტოს ზღვიდან დარუბანდის ზღუამდე“. აქედან ჩანს, რომ „წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტიცხოველი“ ეწოდება ერთიანი საქართველოს ეკლესიას, ერთიან ქართულ ეკლესიას ასევე ეწოდებოდა „წმინდა მცხეთა“ ან „მცხეთის სამოციქულო ეკლესია“. იმ ხანებში სამოციქულო ეკლესია ეწოდებოდა მხოლოდ ავტოკეფალურ, დამოუკიდებელ ეკლესიას. ამ მოლაპარაკებაზე მეფე ბაგრატ III ჩასულა, რათა საიმპერატორო კარს ეღიარებინა ქართული ეკლესიის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად _ საპატრიარქოდ გაერთიანება და პირველი პატრიარქი ქართული ეკლესიისა – მელქისედეკ I. ამ ვიზიტის დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრისთვის კათალიკოს პატრიარქის ტიტულის დამტკიცება. ქართული ეკლესიის პირველმა მამათმთავარმა ბასილი კეისრისაგან მიიღო მატერიალური დახმარება და შეწირულობანი მცხეთის სვეტიცხოვლის მშენებლობისთვის, სოფლები ბიზანტიის ტერიტორიაზე და მრავალი სიწმინდე და ძვირფასი საეკლესიო ნივთი.
კათალიკოს–პატრიარქი მელქისედეკ I საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მეთაურობდა 1010-1030 წლებში, მეფეების: ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის მეფობის დროს. იგი რამდენიმეჯერ ეწვია ბიზანტიას. მას დიდი პატივისცემით იღებდნენ ბასილი ბულგართმმუსრველი (970-1125); კონსტანტინე VII (1025-1028); რომანოზი (1028-1034) და ჩუქნიდნენ მრავალ სიწმიდეს. მაგ. იმპერატორ კონსტანტინეს მისთვის უბოძებია `ოქროს ხატი~, ბასილის II-ს ოქრო–ვერცხლითა და თვალ–მარგალიტით შემკული ღმრთისმშობლის ხატი, ხოლო რომანოზს მისთვის ოქროქსოვილი შესამოსელი უბოძებია. პატრიარქმა ისინი სვეტიცხოველს შესწირა. მას მრავალ შესაწირავს უძღვნიდა მეფე ბაგრატიც. „მოვახსენე გამზრდელსა ჩემსა ბაგრატ კურაპალატსა და შეუვალნად გამიხადნეს“ – წერს წმინდა მელქისედეკი (მისი კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17/X; მისი ხსენების დღედ დაადგინეს ძვ.სტ. 01/10 _ ახ. სტ. 14/10.)
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა ქართულ ეკლესიას. რომელიც გადასახადებისაგან გაათავისუფლა. მცხეთის სვეტიცხოველი და ქალაქი მცხეთაც თითქმის, ხელახლა გააშენა, გაალამაზა, განაახლა და შეამკო. მემატიანე სწერს: ,,ბაგრატს მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისა, და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტიცხოველი ყოვლითა სამკაულობითა, ოქროითა და ვერცხლითა, თვალითა და მარგალიტითა, …მოსჭედა კანკელი და კარნი საკუთხეველისანი ოქროითა და ვერცხლითა, შექმნა წმ. სამარტვილო ოქროითა, ვერცხლითა, თვალითა და მარგალიტითა, შექმნა ძელი ცხოვრებისა–ორ თვალითა და მარგალიტითა, დაასვენა ყოველთა წმიდათა ნაწილნი აუარებელნი, მოჭედილნი ხატნი თვალითა და მარგალიტითა შემკულნი, წიგნნი, მოჭედილ–მოუჭედელნი, რომელ თვითონ აღაწერინა, ჯუმლად 25-ნი, თვით ტაძარს აუშენა ბჭე, სტოა და დახურა სახურავი“.
წმინდა ბაგრატი მესამე და მისი მამობილი დავით კურაპალატი იყვნენ მფარველნი მწერლობისა და მათ დროს აშენდა აგრეთვე ათონის ქართველთა ლავრა, საცა მოღვაწეობდნენ იოანე, მისი შვილი ეფთვიმე მთარგმნელი, იოანე–თორნიკე, არსენი ნინოწმინდელი და მრავალი დიდებული მამულიშვილი. მათი ბრძანებით ათონის მთიდან ჩამოჰქონდათ ექვთიმე ათონელის თარგმნილი საღვთო წიგნები. მეფე ბაგრატმა დიდი დახმარება აღმოუჩინა აგრეთვე იერუსალიმის ქართულ მონასტრებს და მათში მოღვაწე ბერებს. მისი სახელი იდიდებოდა არათუ მარტო საქართველოში, არამედ საბერძნეთს, ათონს, სიონს, პალესტინასა და სომხეთს.
მემატიანე გვამცნობს – ღმრთისმოყვარე მეფე ბაგრატს სიზმრად ორი ახოვანი მხედარი გამოსცხადებია ჯვრითა და ხმლით ხელში, თავიანთი ვინაობა მოუხსენებიათ და ხარების დანგრეული ეკლესიის აღდგენა უთხოვიათ. სულიწმინდით აღძრულმა ბაგრატმა წამებული გმირების დავით და კონსტანტინეს სამარხზე ააშენა მშვენიერი ეკლესია, და მასში დიდმოწამე წმინდანები შავი ლუსკუმით (კუბო) დაასვენა; მათ მოსახსენებელად 2 (15) X დაწესდა.
წმინდა მეფემ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეაკეთა და ხელახლა ააშენა მრავალი დაზიანებული ეკლესია. მის მეფობაში აიგო კაცხის და ხცისის ტაძრებიც. მან არ დაივიწყა აფხაზეთი და 999 წელს ოჩამჩირიდან 25 კმ–ის დაშორებით, სოფელ ბედიის ცენტრში ააშენა დიდებული ბედიის ტაძარი, რომელიც `შეამკო ყოვლითა სამკაულითა~. გუდაყვის საეპისკოპოსო მოშალა და მის მაგიერ აქ დასვა მაკურთხეველი–ბედიელი. ბედიის სიმდიდრითა და შემკულობით განცვიფრებული მემატიანე სწერს: ,,უკეთუ ვისმე ენების განცდად და გულისხმის ყოფად სიმაღლისათვის და დიდებისა მეფობისა მისისა (ბაგრატისა), პირველად განიცადოს სამკაული ბედიის ეკლესიისა და მისგან გულისხმა ჰყოს და სცნას, რომელ არავინ სხვა მეფე ყოფილ არს მსგავსი მისსა ქვეყანასა ქართლისა და აფხაზეთისასა“.
1103 წელს წმინდა ბაგრატმა ქუთაისში საძირკველი ჩაუყარა ღვთისმშობლის მიძინების ანუ სიონის ბრწყინვალე ტაძარს, რომლის განსრულების შემდეგ აკურთხებინა ,,განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოზნი, მღვდელ–მოძღვარნი, ყველა მონასტრების წინამძღვარნი, ყველა დიდებულნი, ზემოთნი და ქვემონი, მამულის და სამეფოისა მისისა მყოფნი და სხვათა ყოველთა სახელმწიფოთანი“. ამ ტაძარს შემდგომში „ბაგრატისა“ ეწოდა. მას „თარიღი აზის არაბულის ციფრებით“ 223 (1103 წ.). დიუბუა დე მონპერემ ამ ტაძრის თარიღიანი წარწერა გადაიღო და აჩვენა პარიზის ,,აზიის საზოგადოებას“. ამ საზოგადოების მიერ შეკრებილ ცნობებით აღმოჩნდა, რომ ქართველებს უფრო ადრე სცოდნიათ ციფრების ხმარება, ვიდრე თვით არაბებს. მათი აზრით საქართველოში ინდოეთიდგან შემოვიდოდაო ციფრები და ინდოეთში კი მათი ხმარება IX ს–ში იცოდნენო. ყველა ცხრა ციფრი ასევე ხმარებულია ქართულს დავითნში, რომელიც გადაწერილია 974 წელს.
მეფე ბაგრატის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება მრავალძალის ეკლესიის აგებაც. 1010-1014 წწ. რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია–მონასტრებით, ციხე–სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია–მონასტერი. ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა. მასთან ერთად ტაძრის აშენებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რაჭის პირველმა ერისთავმა რატი ლიპარიტის ძემ და მისმა შთამომავლებმა, რომელთაც ტაძარს მიუშენეს კარიბჭეები, შეამკეს ხატები და შეწირეს დიდი ქონება. შუა საუკუნეებში ტაძარი ნიკორწმიდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო.
სახელოვანი მეფე და კურაპალატი ბაგრატ III – ეკლესიათა მაშენებელი, „გლახაკთა მოწყალე და სიმართლის მომქმედი ყოველთა კაცთათვის… …მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ…“ და 52 წლის იყო „მხცითა მშვენიერითა შემკული“ ბაგრატ მესამე, როდესაც ტაოში, ციხესა ფანასკერტისასა, მყოფი გარდაიცვალა 1014 წელს მაისის შვიდს, დღესა პარასკევსა. იგი მისი სურვილის თანახმად ზვიად ერისთავთ–ერისთავმა აფხაზეთში წაასვენა და მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში (რომელიც შექმნა „საყდრად საეპისკოპოსოდ“) დაკრძალა. ამ ფაქტმა განსაზღვრა შემდგომში ამ ტაძრისა და ბედიელი მღვდელმთავრის მნიშვნელობა ქვეყანაში. ,,ხელმწიფის კარის გარიგების” მიხედვით, ბედიელი სამეფო საფლავის მფარველი იყო, რაც საპატიო მოვალეობას წარმოადგენდა. ბედიის ტაძრის კედლებზე 2012 წ–მდე შემორჩენილი იყო მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახული იყო ქტიტორი – ბაგრატ III (ეკლესიის მოდელით ხელში) და დადიანთა გვარის წარმომადგენლები, ალბათ, ადგილობრივი ფეოდალის ოჯახი, თუმცა აფხაზთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ბედიის მონასტერში 2012 წ ბაგრატის ფრესკა და ქართული ორნამენტები და წარწერები წაშალეს.
წმინდა ბაგრატ მესამის შემდეგ გაერთიანებული საქართველოს ტახტზე ავიდა მისი მცირეწლოვანი ძე გიორგი I (1014-1027), რომელიც „მატიანე ქართლისას” ავტორის ცნობით თორმეტი წლის, ხოლო სუმბატ დავითის ძის თანახმად 16 წლისა იყო [გამეფებისთანავე მეფე გიორგიმ ისარგებლა ბიზანტიის ვერაგი იმპერატორის, ბასილი მეორის წინააღმდეგ ბულგარელების აჯანყებით და დაიკავა ძველი ქართული მიწები. 1019 წელს ბასილი II –მ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადაო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ბიზანტია–საქართველოს ომი 1021-1023 წლებში. 1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დასთანხმებოდა. იმიერ–ტაო ისევ ბიზანტიას დარჩა, ტახტის მემკვიდრე უფლისწული ბაგრატი კი სამი წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. [გიორგი I შემდეგ გაერთიანებულ ქართულ სამეფოს განაგებდნენ: ბაგრატ IV (1027-1072); გიორგი II (1072-1089); დავით IV აღმაშენებელი (1089-1125); დემეტრე I (1125-1155; 1155-1156); დავით V (1155); გიორგი III (1156-1184); თამარი (1184-1213); გიორგი IV ლაშა (1213-1223); რუსუდანი (1223-1245); დავით VI ნარინი (1247-1293); დავით VII ულუ (1247-1270); დემეტრე II თავდადებული (1270-1289); ვახტანგ II (1289-1293); დავით VIII (1293-1299, 1300-1308); გიორგი VI (1308-1313); გიორგი V ბრწყინვალე (1299, 1314-1346); დავით IX (1346-1360); ბაგრატ V (1360-1393); გიორგი VII (1393-1407); კონსტანტინე I (1407-1411); ალექსანდრე I დიდი (1411-1442); ვახტანგ IV (1442-1446) და გიორგი VIII (1446-1466).]
მეფე ბაგრატ მესამეს ჰყოლია ორი მეუღლე და პირველი ყოფილა მართა დედოფალი, რომლისგანაც შესძენია, ერთი ასული – დიდი სახელმწიფო მოღვაწის ფერის ჯოჯიკის ძის მეუღლე, და ერთიც ძე გურგენი, რომლის მონაზვნობის სახელი იყო ბასილი. ხახულის ლავრაში მოღვაწე ბასილი ბაგრატის ძე დიდი მეფის ღირსეული შვილი იყო. 1019 წელს ხახულის ლავრაში ჩასული გიორგი (მთაწმიდელი) მას „დიდს“, „ღმერთშემოსილს“, „მოძღვარს და განმანათლებელს ქუეყანისა ჩუენისას” უწოდებს. მისი სიტყვით, ბასილი ბაგრატის ძე „მსგავსებითა და ღირსებით წმიდათა მოციქულთა სწორი” იყო. ის ყოფილა ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, მთარგმნელი და რიტორი. წმინდა ექვთიმე მთაწმიდელის საგალობელი მას კი უკვე ათონის ქართველთა სავანეში დაუწერია. საქართველოს ეკლესიის სამკაულად წოდებულ წმინდა ბასილს ეკლესია იხსენიებს 27 მაისს ძვ. სტ (9 ივნისს ახ. სტ).
ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა მისია, რომელიც დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მისმა „ბრძნულმა და წინდახედულმა მმართველობამ ვაჟკაცურმა გულადობამ და შორსგამჭვრეტელმა პოლიტიკამ საქართველო გააერთიანა და მის ძლიერებას მკვიდრი საფუძველი დაუდო” – მემატიანეს სიტყვით რომ ვთქვათ: „ვითარცა ხელოვანმან მენავეთ–მოძღუარმან განაგო ყოველი საქმე” საქართველოსი. ბაგრატ III-ის სრული ტიტულატურა იყო „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი“. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
20 May. Life and Labors of the Holy and Pious King Bagrat III, Kuropalates, Unifier of Georgia.