Menu
  • მთავარი
  • ბიბლიოთეკა
    • კალენდარი
    • ლოცვანი და პარაკლისები
    • წმინდანთა ცხოვრება
    • ქადაგებანი და ეპისტოლენი
    • დღესასწაულები
    • მსახურებანი
    • Lives of Saints
  • სიახლენი
  • შესაწირი
    • საკვირაო მართლმადიდებელი სკოლა კანადაში
  • დაგვიკავშირდით
    • მოსახსენიებელი წიგნაკი
    • ჩვენი მისამართი
  • გალერეა
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი პატრიარქი
    • ეპარქიის მმართველი
    • ჩვენი ეკლესია

[email protected]

+1 647 868 0089
შესაწირი

ეპარქიის მმართველი

ყოვლადუსამღვდელოესი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა

 

მეუფე საბა, ერისკაცობაში ლაშა ინწკირველი დაიბადა 1981 წლის 22 ივნისს ოზურგეთის რაიონში.

1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით მან ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში.

სტუდენტობის პერიოდში ის დაინტერესდა მონასტრული ცხოვრებით და მორჩილებას გადიოდა მახერას მამათა მონასტერში, კვიპროსზე.

2000 წელს სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად კათოლიკოს-პატრიარქის ილია 2-სა და  მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა- კურთხევით ის სერბეთში გაემგზავრა .

2001-2007 წლებში სწავლობდა ბელგრადის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის უნივერსიტეტში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. საქართველოში

2008 წელს დაბრუნდა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის მორჩილად აკურთხა, უწოდა სახელი ლაშა-გიორგი და ასევე დანიშნა ეპარქიის მდივნად.

2009 წლის 29 ივნისს მორჩილი ლაშა-გიორგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი – საბა. ამავე წლის 5 ივლისს ბერი საბა ეკურთხა ბერ-დიაკვნად.

2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ბერ-დიაკონი საბა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

2010 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ის აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და ჩააბარა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო პენსილვანიის შტატში.

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის 2011 წელს 22 მაისს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, მღვდელ-მონოზონ საბას  იღუმენობა მიანიჭა.

2013 წელს ის დანიშნა ბრუკლინში ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვრად.

2013 წლის  9 თებერვალს მამა საბა აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

2013წლის 13 ოქტომბერს მას მიენიჭა მანტიისა და კვერთხის ტარების უფლება.

2014 წლის 3 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად.

2014 წლის 22 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტი საბა ეპისკოპოსად იკურთხა.

Category

  • დღესასწაულები
  • ლოცვანი
    • დაუჯდომელი
    • პარაკლისები
  • მარხვანი
  • მსახურებანი
  • ქადაგებანი
  • წმინდანთა ცხოვრება

Archives

  • January 2023
  • December 2022
  • November 2022
  • October 2022
  • September 2022
  • August 2022
  • July 2022
  • June 2022
  • May 2022
  • April 2022
  • March 2022
  • February 2022
  • January 2022
  • March 2021
  • February 2021
  • January 2021
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ტორონტოში
Copyright © 2021. All rights reserved | Updated by Iveron Icon in Toronto