მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი (380)

მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი (380) (I) — 22 ივნისი – ძველი სტილით / 05 ივლისი – ახალი სტილით

მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი (380) მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი ერთგულად იცავდა 325 წელს ნიკეის I მსოფლიო კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს, რის გამოც არიანელები გააფთრებით დევნიდნენ. მათ წმიდა მღვდელმთავარი არაერთხელ გააძევეს კათედრიდან და საპყრობილეში გამოამწყვდიეს….

Read More

წმიდა ტიხონი ამათუნტელი ეპისკოპოსი

წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი ამათუნტელი ეპისკოპოსი — 16 ივნისი – ძველი სტილით / 29 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა ტიხონი, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. მშობლები ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ შვილს და საფუძვლიანად ასწავლიდნენ წმიდა წერილს. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის…

Read More

წმიდა მოციქული სტეფანე

წმიდა მოციქული სტეფანე — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მოციქულ სტეფანეს პავლე მოციქული ახსენებს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეში (1 კორ. 16,15-18). იგი წერს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი,…

Read More

ნეტარი აგვუსტინე

ნეტარი აგვუსტინე — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

ნეტარი ავგუსტინე, დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი, დაიბადა 354 წლის ნოემბერში, ჰიპონიის მახლობლად, სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ ტოგასტაში. მამამისი – პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე…

Read More

ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი პახუმი დიდის მოწაფე იყო. მან ახალგაზრდობაშივე ისეთი დიდი სულიერი გამოცდილების დაგროვება მოასწრო, რომ მოძღვარმა ხენოვოსის კინოვიის იღუმენობა მიანდო. ერთხელ პახუმიმ ბერებს ღირსი ორტისის შესახებ უთხრა, იგი ოქროს სასანთლესავით ბრწყინავსო უფლის სახლში….

Read More

წმიდა ნიფონტ ათონელი

წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) — 14 ივნისი – ძველი სტილით / 27 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი ნიფონტ ათონელი ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა, სადაც მრავალი წლის მანძილზე მოსაგრეობდა ღირს…

Read More

წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი

წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+847) — 14 ივნისი – ძველი სტილით / 27 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი მდიდარი სიცილიელების ვაჟი იყო. ღვთის ნებით, მან ჯერ ისევ ახალგაზრდამ, კუნძულ ქიოსზე მდებარე მონასტერს მიაშურა და საკუთარი სახსრებით განაახლა იგი. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის (ხს. 2…

Read More

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში მეფობდა იუდეველთა მეფე ოზია, მათგან გამოყოფილ, ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარ ისრაელთა…

Read More

წმიდა მოწამე აკვილინა

წმიდა მოწამე აკვილინა (+293) — 13 ივნისი – ძველი სტილით / 26 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მოწამე აკვილინა (+293) კეთილმორწმუნე ფინიკიელთა ოჯახში იზრდებოდა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მშობლები ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ შვილს. აკვილინასაც გულწრფელად უყვარდა ღმერთი, ეცოდებოდა სულიერ ნათელს მოკლებული თანატოლები და ურჩევდა მათ, შესდგომოდნენ ქრისტეს. მეფისნაცვალ ვოლუსიანეს…

Read More

ღირსი ანა და ძე მისი იოანე

ღირსი ანა (+826) და ძე მისი იოანე — 13 ივნისი – ძველი სტილით / 26 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი ანა და ძე მისი, იოანე, ბიზანტიაში ცხოვრობდნენ. ანა კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძრის მოძღვრის ასული იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ძესთან, წმიდა იოანესთან ერთად, ევფემიანეს სახელით, მამათა ერთ-ერთ სავანეში დაემკვიდრა, ოლიმპოს…

Read More