Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა და ყოვლად-ქებულისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი 

მათე მოციქული

მღდელი: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.  

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 3

მოციქულო წმიდაო მათე მახარებელო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

ტროპარი, ხმაი 4

მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა, დამტევებელი მეზვერეობისა, გულსმოდგინედ შეუდეგ, რომელი გამოუჩნდა კაცთა მსახურებისათვის ქუეყანასა ზედა, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაი სოფელსა ხმამაღლად, ამისთვის პატივსვჰსცემთ პატიოსანსა სახსენებელსა შენსა, მათე ღმრთისმეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოანიჭოს სულთა ჩუენთა.     

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: ზღვისა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაი, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯუარისა სახედ ძალი იგი ამალეკისაი უდაბნოსა დასცა.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ, ქრისტე, რომელი სწყალობ ყოველთა კაცთა ბუნებათა, განანათლე გონებაი ჩემი, რაითა ღირსად ვაქებდე წმიდასა მათეს, მოციქულსა შენსა და მახარებელსა

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაადგრა შენთანა სული სახიერი, წმიდაო, და მოსცა პირსა შინა სიტყუაი ღმრთივგანბრძნობილი, აღმომდინარე უხუად და უქადაგე სახარებაი ყოველთა კიდეთა სოფლისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოგემადლნეს რაი ღმრთისა მიერ, ნეტარო, სიტყუანი საღმრთონი, დაუტევე საზუერეი შენი და შეუდეგ რაი ქრისტესა, ისწავენ განგებანი მისნი და სრულებითა მიუთხრენ სოფელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიდგომილ იქმენ უთესლოდ ნებითა მამისაითა, სძალო, სულისაგან წმიდისა, ქალწულო, იშვა უდედოდ მამისაგან და აწ ქუეყანასა ზედა შენგან უმამოდ გამოჩნდა ღმერთი.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: იხარებს ეკლესიაი შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოი ჩემი ხარ შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ მიერ იხარებს დღეს ერი მორწმუნეთაი, ნეტარო მათე, რაჟამს ესმა საღმრთოი სახარებაი ქრისტეის მხსნელისაი.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მორჩილ ექმენ ქრისტესა და ვიდრე სიკუდილამდე აღირჩიე შენ ძვირის ხილვაი მისთანა და მოციქულთა თანა მკვიდრ იქმენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, მათე მოციქულო, კადნიერად სდგა წინაშე ქრისტეისა, გვითხოე ჩუენ შენდობაი აღურაცხელთა ცოდვათა ჩუენთაი

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მხოლოი ხარ მიზეზი ყოვლისა კეთილისაი, ღმრთისმშობელო, რომელმან ბუნებათა უაღრეს გვიშევ მზრდელი ყოველთაი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელს შინა მან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ – 40-გზის. დიდებაიაწდა

წარდგომაი, ხმაი 8

ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა განისმა ყოვლად წმიდათა სიტყუათა შენთა ჭეშმარიტებაი, მოციქულო უფლისაო, ყოვლად ქებულო მათე, და ღმრთისმეცნიერებაი ხმა მაღლად ჰქადაგე რაი ყოველთა, წარმართთა უმეცრებაი მეცნიერებად შესცვალე, და კერპთა საცთური განაბნიე, და ნათელი მეცნიერებისაი გამოუბრწყინე რაი ბნელსა შინა მყოფთა, ევედრე აწ ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ლამპარსა ბრწყინვალესა და მოწაფესა, ვითარცა თუალით მხილველსა სიტყვისა საღმრთოსასა, ყოველნი გაქებთ შენ, უფლისა მოციქულო მათე, რამეთუ მადლი ბადეთა შენთა განჰფინე და სიტყვიერნი თევზნი მოინადირენ რაი ბრძანებითა, წარმართთა მათ მონადირებულთა წარუძეღუ სარწმუნოებად  ძალითა სულისათა, ზეცისა მესაიდუმლეო, ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.   

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა ყოვლად უბიწოი სძალი შემოქმედისაი, ვითარცა უქორწინებელი დედა მხსნელისაი, ვითარცა შემწყნარებელი არსებით ნუგეშინისმცემელისაი, ყოვლად საგალობელო, მე უსჯულოებასა შინა მყოფსა შემეწიე და სიბოროტისა მისგან მიხსენ მე, და ნათლისა სამკვიდრებელსა კეთილითა საქმითა სრულმყავ, ნათლითა შემოსილო უხრწნელო, და განმარინე ვნებათა ღრუბლისაგან, და მაღლისა ზიარებასა ღირს მყავ, ნათელსა დაუღამებელსა ვედრებითა შენითა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: სიტყუამან ხორცნი შეისხნა ქალწულისაგან და ბუნებაი განაღმრთო, ერთი გუამი ორითა ბუნებითა ვიხილეთ, ღმერთად და კაცად ვიცნობთ მას.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ, მახარებელო მათე, მოგცა ქრისტემან მადლი საღმრთოი სიმართლედ, რომლისა მიერ სწამე ვნებაი ხორციელებრი, და ღმრთაებრივი აღდგომაი.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაუტევე შენ საზუერეი და სიბოროტეი მედგართა ჰურიათაი, ურჩებაი სჯულისაი, და უქადაგე კაცთა სასუფეველი ღმრთისაი

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლმან საღმრთომან გიწოდა, ხოლო შენ ხმაეც და ჭურ იქმენ სიწმიდისა, და ქადაგ სახარებისა კიდეთა სოფლისათა, მათე ღმრთივსულიერო.

მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საშინელ და დიდებულ არს მიდგომილებაი შენი, ღმრთისა დედაო, ქალწულო ამისთვის ჩუენ, ყოველნი, ღმრთისმშობელად აღგიარებთ.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებლი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანისგცემთ შენ.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ, უფალო, პირველ აღირჩიე მეგობარნი, შენ განაგე მათეს ზედა, ვითრმედ ღირს არს იგი ქადაგებად სახარებისა.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ, ნეტარო მათე, გვიქადაგე სახარებაი, შენ ღირს იქმენ მადლსა ზეცით სულისაგან საღმრთოისა, და აწ ჰსუფევ ქრისტეს თანა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ მოიღე ზეცით სანატრელო მადლი საღმრთოი, შენ დაუტევე სოფელი წოდებითა საღმრთოითა, და მოციქულ ექმენ ქრისტესა

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, საჭურველი ხარ უძლეველი, ღმრთისმშობელო, წყობასა მტერთა ჩუენთასა შეუძრველად დამიცვენ მოსავნი შენგან შობილსა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გალობით, ხმითა სიხარულისაითა გაქებს შენ ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმიდნა რაი იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გუერდსა საღმრთოსა წმიდასა.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ღმერთ არს, მიგანიჭა შენდობაი, ჭეშმარიტო მოციქულო, რამეთუ წინაისწარ უწყოდა კეთილი გულის სიტყუაი შენი, ნეტარო, მათე დიდებულო

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შემდგომად ქრისტეს ამაღლებისა ნუგეშინისმცემელი სული ხილვითა ცეცხლისა ენათაითა მოგივლინათ მოციქულთა, რაითა მის მიერ თქუენ ზედა მოფენილი იგი მადლი მიუთხრათ წარმართთა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ვარდი ეკლთა შორის აღმოსცენდი, ბრძენო, რამეთუ მიიცვალე შენ საზუერისა მისგან მახარებელად და დასწერენ საღმრთონი იგი სიტყუანი, ნეტარო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უაღრეს, უზეშთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლადღებაი დამბადებლისაი და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომაი ქალწულადვე.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.  

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,            

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვისუფალო, შეგვიწყალენ – 12-გზის. დიდებაიაწდა…  

კონდაკი, ხმაი 4

უღელი იგი მეზუერეობისაი განაგდე, და უღელსა მას სიმართლისასა შეეყავ, და გამოსჩნდი რჩეულად ვაჭრად, ვინაიცა ქადაგე სიტყუაი ჭეშმარიტებისაი, და დახსნილნი სულნი აღადგინენ მოსწრაფედ, და გამოგვიწერე ჩუენ დღეი იგი სასჯელისაი.

იკოსი

რაჟამს იგი მეზუერეობისა მისგან დაუსაბამომან სიტყუამან მოწაფედ თვისად გიწოდა შენ და ზიარებაი სასუფეველისაი აღგითქუა, სანატრელო მათე, მაშინ ყოველივე ამაოი მეყსა შინა დაუტევე და მხურვალედ შეუდეგ მწოდებელსა შენსა, და პირველ იქმენ სოფელსა მახარებელ სახარებისა, და გამოგვიწერე ჩუენ დღე იგი სასჯელისაი

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით

წარდგომაი სახარებისა, ხმაი 8: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

მას ჟამსა შინა წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. და იყო ჯდა რაი იგი ინახით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს ინახით იესუის თანა და მოწაფეთა მისთა თანა. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაისათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათეს ვედრებითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მდგომარე ხარ ცათა შინა წინაშე მეუფისა ღმრთისა მოციქულთა თანა, წმიდაო მათე, მეოხ გუეყავ მაქებელთა შენთა ქრისტეს მიმართ, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი ჩუენი და მოანიჭოს ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა; სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი ყოველსა სოფელსა და დიდი წყალობაი სულთა ჩუენთა.  

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომაისი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი და თადეოზისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდისა ძლევაშემოსილისა მოწამისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექუსი ათასთა გარეჯელთა ბერთა, და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთაიოვანე და გიორგიიოანე ბეთანიელთა, ექვთიმესა, და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: რომელმან დაიცვნა ყრმანი  აბრამეანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი იგი მოსრნა სახუმილისა ალითა, ხოლო ყრმანი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიტყუანი გამოუთქუმელნი და სუფევაი შენი, უფალო, განუცხადა მორწმუნეთა მათე მახრებელმან და ღაღატყო: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოცემული მამათაგან წესი ბნელისაი დაუტევა საზუერესა თანა მათე, და ღირს იქმნა ჭეშმარიტთა სიტყუათა სიტყუად ესრეთ: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მდგომარე ხარ ცათა შინა წინაშე მეუფისა ღმრთისა მოციქულთა თანა, ღირსო, მეოხ გუეყავ ქრისტეს მიმართ, რაითა გვიხსნნეს მანქანებათაგან ეშმაკთაისა და ბოროტებისაგან კაცთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამებისა, მორწმუნენო, მოვედით დღეს სარწმუნოებით და ერთობით ვადიდებდეთ ერთარსებასა ღრმთეებისასა და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ხელთა განპყრობითა დანიელ მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა და სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უშიშად უქადაგე რაი სახარებაი ცხორებისაი პართთა, წარმოვლე კიდენი პალესტინისანი და ფრიად ჰბრძვე რაი შიმშილსა, და წყურილსა, მრავალთა ძვირთა და განსაცდელთა მხნედ დაითმენდი, და სიტყვითა და საქმითა აკურთხევდი უფალსა.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საკვირველითა მით ბადითა ქადაგებისაითა მოინადირებდი რაი  მრავალთა სულთა, ქრისტეს მიმართ აღიყვანებდი წყლითა და სულითა, და აღუშენებდი რაი ეკლესიათა და დაუდგენდი მღდელთა, დაუცხრომელად ქადაგებდენ და აკურთხევდენ უფალსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოიღე რაი ქრისტეისგან ძალი, ვითარცა მოწაფემან მისმან, სენთა და ვნებათაგან გუემულთა, გინა თუ ეშმაკთაგან ტანჯულთა სიტყვითა და ხელის შეხებითა გამოიხსნიდი ვნებათაგან, და სიხარულითა აკურთხევდენ უფალსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა ნათესავთა შორის შენ მხოლოი გამოსჩნდი, ღმრთისმშობელო ქალწულო, რაჟამს დაიტიე ღმრთეებაი დაუტევნელი ყოველთაგან, და არა შეგწუა შენ ცეცხლმან მიუახლებელმან, არამედ დაგმარხა უბიწოდ ქალწული ქალწულადვე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკუეთა შენგან, მთაო გამოუკუეთელო, ქალწულო, ქრისტე, შემაერთებელი ბუნებათაი, ამისთვისცა სიხარულით ჩუენ, მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წარმართმა და უღმრთომან ერმან ბოროტი იზრახა შენთვის, რამეთუ  ცეცხლი შეგინთეს და გტანჯეს რაი ძელსა ზედა მიმსჭვალული, სულსა შენსა უფალსა ლოცვითა შეჰვედრებდი 

წმიდაო მოციქულო მათე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საცნაურისა სიკეთისა გვირგვინი დაიდგ, მოციქულო, და სასუფეველისა შუენიერი სამკაული შეიმოსე, მარჯვენისაგან მაღლისა და ბრწყინავ ანგელოთა თანა წინაშე საყდართა მაღლისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მიუწდომელმან ბუნებამან დამბადებელმან, წმიდამან სამებამან გყო შენ სწორ მოციქულთა თანა ზიარ ზეცისა სასუფეველისა, ღირსო, და მოგანიჭა მადლი მოსავთა შენთა ხსნისა და შეწევნისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

დედად ღმრთისა ჩუენისა აღგიარებთ, და წმიდად ქალწულად გქადაგებთ, უხრწნელო, და გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა, ძესა შენსა, რაითა გვიხსნნეს მრავალსახეთა მტერისაგან.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ხისა მიერ ადამ უფლისა მოწაფესა, საიდუმლოისა მადლთა მეტყუელსა, რომელმან დაგვიწერა სიბრძნით სახარებაი ქრისტეისი, მათეს ღმრთივდიდებულსა, შევამკობდეთ ყოველნი და პატივსვჰსცემდეთ ქებითა და შესხმითა, ხოლო ქრისტესა ღმერთსა ვევედრნეთ ერთობითა: მომიხსენე, მხსნელო, სასუფეველსა შენსა.

გიწოდა რაი ქრისტემან ღმერთმან მოწაფედ თვისად, გულსმოდგინედ შეუდეგ, ღმრთისმეტყველო მათე, და იქმენ რაი მახარებელ მოსლვისა მის მისისა და მიმოსდევ რაი ყოველთა შორის წარმართთა,   აწ ჩუენცა გიგალობთ, ვითარცა ქადაგსა ჭეშმარიტებისასა და განმანათლებელსა სოფლისასა, და გევედრებით, ვითარცა კეთილსა შუამდგომელსა წინაშე ღმრთისა, რაითა მძლავრებასა შინა დამონებულთა და ნაკლულევანებითა ფრიად შეკრულთა კეთილად განგუემარჯოს და ლოცვაი ჩუენი აღიწიოს წინაშე მისა.

ქრისტეს კუალთა შედგომილი თუალითმხილველ იქმენ რაი სასწაულთა მისთა, ყოველთა უქადაგე სახარებაი, და დაშრიტე რაი ურწმუნოებაი, საქმითა მართლმადიდებლობისაითა გამოსჩნდი და აღრაცხილსა თავთა მოციქულთა თანა და მახარებელთა კრებულისა, გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, და გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა

სძალი ქრისტეისი, ეკლესიაი განაშუენე სახარებითა, ვითარცა გვირგვინითა, და აწ ხსენებასა შენსა, მათე ღმრთისმეტყველო და მახარებელო, დღესასწაულობს ბრწყინვალედ, და გვიწესს რაი სამწყსოსა თვისსა ხსენებასა შენსა, აწ ჩუენცა პატივს გცემთ და გევედრებით: გაქუს აწ კადნიერებაი წინაშე მაცხოვრისა, რომლისათანა მარადის იყოფვი განსჯად ყოველთა კაცთა, ვითარცა აღგითქუათ ათთორმეტთა მათ მოციქულთა, რაითა აღმოგვიყვანოს ჩუენცა სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნეს ცილისწამებათაგან, სნეულებათა და სულთაწარმწყმედელისა უსასოებისგან.

მსახურ ქრისტეისა და მოწაფე იქმენ, ნეტარო მოციქულო მათე, მოქმედ სასწაულთა ურიცხუთა და განმგონებელ უარეს ბუნებათა სიტყუად ჭეშმარიტსა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი დიდი, შეგვაწყნარე ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ყოვლისმპყრობელსა ღმერთსა

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                     

დიდებაი

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                               

აწდა

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.         

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლადუფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაიაწდა…  

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღუაწლითშემოსილო ქრისტეს მოციქულო და მახარებელო მათე, ქადაგო ყოვლადწმიდისა სამებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო; უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო და წყაროო მოწყალებისაო; ზესთამბრძოლო ქართველთა ერისაო და მხურვალეო მეოხო ჩუენო და შესავედრებელო წინაშე მაცხოვრისა და მხსნელისა ჩუენისაო!

ჰოი, წმიდაო მოციქულო და მახარებელო მათე, გახარა მადლმან ღმრთისამან, სიბრძნეი იგი სულიერი, და ახარებდი რაი სასუფეველსა მისსა ჰურიათა და წარმართთა, რომელიიგი სხუათა მოციქულთა სიტყვით ასწავეს, შენ აღწერით მოგვეც და უპირველეს ხორციელად შობაი ქრისტეისი გუახარე, განცხადებაი და ნათლისღებაი და მოციქულთა მოწოდებაი, ზეშთა ბუნებისა იგი საკვირველებანი და სნეულთა განკურნებანი, ეშმაკეულთა გუემულებისაგან განთავისუფლებანი და პურთა კურთხევანი, ზღუასა ზედა სლვაი და მთასა ზედა თაბორსა ფერისცვალებაი, ხოლო განცხადებულად მოასწავე რაი მეორედ მოსლვისათვის მისისა, სიტყვით გამოხატე საიდუმლოისა მის სერობისათვის, და ვითარიგი შემდგომად განცემაი იქმნა, წარმოთქვი დასჯილი იგი პილატეს მიერ განსჯაი და მართალთა განსჯად მომავალისა მის დასჯაი, ამისსა შემდგომად დაფლვაი და აღდგომაი, და გალილეას მოციქულთა იგი გამოცხადებაი, რაჟამსიგი ჰრქუა მიცემად ხელმწიფებასა ყოველსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და ესრეთ ყოველი საქმე საღმრთოისა განგებულებისაი შემოკლებულად გამოჩნდების რაი სიტყუათა მათ შინა შენთა, იქმოდი სასწაულთა ქრისტეის სახელითა, და სულგრძელებითა თავს ისხენ რაი მისთვის ტანჯუაი და დაწვაი ცეცხლსა შინა, აწ ჩუენცა შეგვეწიე უფლისა მიმართ, რაითა მოგუმადლოს სინანული მსგავსი ნინეველთაისა და მოგვანიჭოს სიბრძნეი, სიმხნეი და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, დიდო მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო მათე, წადიერებითა შეუდეგ რაი იესუ ქრისტესა, საღმრთოითა ბრძანებითა მიივლინე შორიელთა მათ ქუეყანათა, და ახარე რაი სასუფეველი, ჯუარცუმაი ქადაგე და აღდგომაი მაცხოვრისაი, და ნათლად დაბნელებულთა იწოდე, და შეცდომილთა წინამძღუარ ექმენ რაი ცხორებისა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტთა საქმეთა ჩუენთათვის და გვიხსნას სიყმილისაგან, სრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ

მღდელი: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ

ერისკაცი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულისა მათე მახარებლისაითა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევასა ზედა ხატისასა:

მრავალთა ერთა შორის უშიშითა გონებითა ქადაგებდი რაი მაცხოვარსა ქრისტესა, ღმრთისმეცნიერებად მოიყვანებდა, და შეაერთებდი რაი ჭეშმარიტებასა, აწ  ჩუენცა ვიხსენებთ ქრისტესთვის მოციქულობასა და მოწამეობასა, და წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილნი გევედრებით მეოხებასა მისა მიმართ, რაითა მძვინვარეთა სენთა და ურვათაგან დაგვიფაროს და დაგვიცვას ყოვლისაგან საცთურისა და ვნებისა.

ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე მტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით მომადლებულო, მოციქულთა თანა, მეოხ გვეყავ ცხოურებისათვის სულთა ჩუენთაისა.

 

მიქაელ მოდრეკილის უძველესი საგალობლის გამოყენებით შეადგინა 

თინათინ მჭედლიშვილმა 

 

Exit mobile version