ქართული კულტურის ცენტრი “ივერიონი” კანადაში
ქართული კულტურის ცენტრმა კანადაში დაიწყო ჩამოყალიბება 2010 წლის დასაწყისიდან. ეს ის წლებია როდესაც პირველად დაფუძნდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ტორონტოში და მასთან გაიხსნა საკვირაო სკოლა. ამ სკოლაში ასწავლიდნენ ქართველ იმიგრანტ ბავშვებს, ქართულ ენას, ისტორიას, საღმრთო სჯულს და გალობას.
საკვირაო სკოლაში აღსაზრდელები მიიღებიან 5 წლიდან . გაკვეთილები ტარდება ყოველ კვირას 12:00 საათზე, წირვის დასრულების შემდეგ ეკლესიაში. სასწავლო მასალა მომზადებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისათვის.
საკვირაო სკოლაში ასწავლიან პროფესიონალი მასწავლებლები:
- ლელა შუბითიძე
- თათია სულაბერიძე
- ირმა ლიპარტელიანი
- მარიამ ჯავახიშვილი
- დეკანოზი თომა
2018 წელს ჩამოყალიბდა ანსამბლი “ივერიონი” , რომელსაც ხელმძღვანელობენ ზვიად აფთარაშვილი და ანანო სეფიაშვილი. ასევე “ივერიონის” ანსამბლს მოწვეული ყავს სუხიშვილების პროფესიონალი მოცეკვავე ზურა კანტროშვილი.
“ივერიონი”-ს ჯგუფი ხშირად ახორციელებს გასტროლებს, კონცერტებს და საქველმოქმედო ღონისძიებებს. ასევე გასტროლების დროს იგეგმება ექსკურსიები. მრავალი წარმატებული გასტროლები ჩატარდა კანადის ქალაქებში: ტორონტო, მონრეალი, ოაკვილი, მილტონი და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ შტატებში: ფილადელფია, ნიუორკსა და პენსილვანიაში.
ბავშვები მიიღებიან 5 წლის ასაკიდან. წინ კიდევ ბევრი წარმატებული გასტროლები და მოგზაურობები ელოდებათ ქართველ ემიგარნტ ბავშვებს!
კულტურის ცენტრი ივერინოის ღონისძიებები
2019წ. 20 იანვარი.