დღესასწაულები
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მსახურებების განრიგი ტორონტოში
12 საუფლო დღესასწაული.
ათორმეტთაგან მოძრავი დღესასწაულები
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში – ბზობა ბაიაობა
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი – აღდგომიდან მე-40 დღე
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
სულთმოფენობა, წმინდა სამების დღე
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ათორმეტთაგან მოძრავი დღესასწაულები
უძრავი დღესასწაულები
7 იანვარი – შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
14 იანვარი – წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა, მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან იესუ, ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ ვითარცა კაცმან. დიდება სახიერსა განზრახვასა შენსა, დიდება განგებულებასა შენსა, დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე.
19 იანვარი – ნათლისღება-განცხადება უფლისა ღმრთისა და მოცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
15 თებერვალი – მირქმა – მიგებება იესუ ქრისტესი
გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
7 აპრილი – ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოჲსა გამოცხადებაჲ, რამეთუ ძე ღმრთისაჲ ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ჴმამაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
12 ივლისი – პეტრე პავლობა
თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ , მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათაი.
19 აგვისტო – ფერისცვალება იესუ ქრისტესი
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
28 აგვისტო – მარიამობა – მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
21 სექტემბერი – ღმრთისმშობლობა – შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
27 სექტემბერი – ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
4 დეკემბერი – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.
———————————————————————————————————————————————————————————————-
ათორმეტთაგან უძრავი დღესასწაულები
დიდი დღესასწაულები
კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.
მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
ვნების კვირა
- დიდი სამშაბათი. იგავი ათი ქალწულის და სიფხიზლის შესახებ
- დიდი ოთხშაბათი
- დიდი ოთხშაბათი. იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღე
- დიდი ხუთშაბათი. საიდუმლო სერობის ხსენება.
- დიდი პარასკევის ცისკარი 12 სახარების საკითხავი
ბრწყინვალე შვიდეული
მარხვანი