ლოცვა ეშმაკის მანქანებისა და კრულებისაგან თავდასახსნელად
(გამოკრებული და დამუშავებული წმ. მარინეს ლოცვათაგან).
ჵ, უფალო კაცთ-მოყუარეო, შენ იცი უძლურებაჲ კაცთაჲ, არამედ გევედრები, განმაძლიერე მე წინა-აღმდგომთა შენთა მიმართ და ეშმაკისა, რაჲთამცა ვსძლო მას ძალითა შენითა და დავთრგუნო იგი და შენდა დიდებასა შევსწირვიდე, ძლევის-მომნიჭებელო, უკუნითი უკუნისამდე, ამინ
* * *
უფალო უხილავო, რომელმან დაამყარე ქუეყანაჲ და ზღუასა საზღუარი დაუდევ, რაჲთამცა არა გარდაჰჴდეს ბრძანებასა შენსა, და კრულნი განჰჴსნენ და ეშმაკი შეჰკარ, რომელმან დასთრგუნე ჴელმწიფებაჲ დიდისა მის ვეშაპისაჲ, შენვე, უფალო, ნუ უტეობ მჴეცსა ამას ძლევად ჩემდა, არამედ მომეც ძალი, რაჲთამცა ვსძლო მბრძოლსა ჩემსა და მიჴსენ მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ ხარ უფალი ჩემი და შენდა ჰშუენის დიდებაჲ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
* * *
უფალო ღმერთო, რომელმან განაწესენ ყოველნი ხილულნი და უხილავნი, და პირისაგან შენისა ძწიან ყოველნი საუკუნითგან, და ეშინის ყოველთა არსთა, რომელი უსასოთა სასოჲ ხარ, ნათელო ჭეშმარიტებისაო,Mმოიხილე ჩემდა, შემიწყალე მე და განჴსენ კრულებაჲ ჩემი, რამეთუ სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს, და ნუ დამაგდებ მე, და ნუცამცა წარწყმდების სული ჩემი, და ნუცა შეძრწუნდებინ გონებაჲ ჩემი ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, არამედMდაამტკიცე სარწმუნოებაჲ ჩემი და მეოტ ყავ და განაგდე ჩემგან ცოდვაჲ და მახარე მე დიდებითა შენითა საუკუნოდ. ამინ.
* * *
უფალო, მაღალთა შინა მკჳდრო, მიწყალე მე, და ნუ წარსწყმედ უშჯულოთა თანა სულსა ჩემსა და ნუცა კაცთა მოსისხლეთა და მომრუშეთა თანა ცხორებასა ჩემსა, და ნუცა განმაგდებ მე და მისცემ სულსა ჩემსა შეგონებად, და ნუმცა დაითრგუნვის სარწმუნოებაჲ ჩემი, ქრისტე, და ნუცამცა იცვალების გულის-სიტყუაჲ ჩემი შენგან, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა შთააგდებ სარწმუნოებასა ჩემსა მწჳრესა* (*მწჳრე – წუმპე, მყრალი ტლაპო) და უყსა, და ნუმცა შეიძრვიან ფერჴნი ჩემნი სიმტკიცისაგან მტერისა მიერ, კეთილის-მოძულისა ეშმაკისა, არამედ გევედრები: მოავლინე მაღლით შენით წმიდით სული მადლისაჲ, რაჲთამცა განვმტკიცნე ძალითა შენითა და დავთრგუნო იგი, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცთური ყოველთა კაცთაჲ, და შენდა შევსწირვიდე მსხუერპლსა ქებისასა და აღსარებისასა, ძლევის-მომნიჭებელო, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
* * *
შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, და ნუცამცა მეცინის მე მტერი ჩემი, და ყოველთა რომელთა დაგითმონ შენ, ნუ ჰრცხუენებინ. მოიხილე ჩემდა და მიჴსენ მე ჴელთაგან უშჯულოჲსათა, და ნუმცა დაითრგუნვის სული ჩემი. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, რამეთუ სახელისა შენისათჳს მომადგეს მე ძაღლებ მრავალ, და კრებულმან უკეთურთამან მომიცვა მე. ხოლო შენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე, მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისაჲთა _ სიმდაბლჱ ჩემი; განმაძლიერე მე, უფალო, და მომეც სული ცხოველი, რაჲთამცა აღვიდეს ლოცვაჲ ჩემი წინაშე შენსა ზეცად, მოავლინე, უფალო, შემწჱ ჩემი ზეცით წმიდით შენით, რაჲთამცა მძლე ვიქმნე მტერისა ჩემისა მიმართ, რომელი მბრძავს მე, და დამიფარე ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
* * *
დასცხერ ჩემგან და ნუ მბრძავ, ჵ, ბოროტო ნათესავო, მაზრზენელო და მკლველო კაცთაო, რამეთუ მე ღმერთი მაქუს მცველად ცხორებისა ჩემისა; დასცხერ ჩემგან, რამეთუ ქრისტე შემწე ჩემდა არს, ძჱ ღმრთისაჲ. მე ვარ მონაჲ (მჴევალი) მისი, რომლისაჲ სახელი კურთხეულ არს საუკუნოდ. ამინ.
* * *
გაქებ და გადიდებ, წმიდაო მეუფეო უკუდაო, კლდეო შეურყეველო, გოდოლო მტკიცეო, გჳრგჳნო მარგალიტისაო, კუერთხო სიმტკიცისაო, მენავეთ-მოძღუარო ჴელოვანო, საყდარო განსასუენებელო, ლოდო პატიოსანო, სასოო მორწმუნეთაო, დასაბამო სიბრძნისაო, მეუფეო ურიცხუთა ანგელოზთაო, მფარველო და მცველო ძლიერო, ნუსადამცა სარწმუნოებაჲ ჩემი შეიძრვის, არამედ მოველი სულსაცა შენსა წმიდასა სულისა ჩემისა აღნთებად, რაჲთა დავთრგუნე მაშინებელი ჩემი და ვპოვო კადნიერებაჲ ძლევისაჲ, და ვიშვებდე და გმადლობდე შენ, მეუფეო საუკუნეო, რომელსა მხოლოსა გშუენის დიდებაჲ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა