Menu
  • მთავარი
  • ბიბლიოთეკა
    • წმინდანთა ცხოვრებანი
    • საეკლესიო დღესასწაულები
    • ლოცვანი
      • ფსალმუნნი დავითისა
    • კალენდარი Calendar
    • წმინდა წერილი
    • მსახურებანი
    • ქადაგებანი და ეპისტოლენი
      • ღირსი იოანე სინელი – კიბე ანუ კლემაქსი
    • წმინდა ადგილები
    • Lives of Saints
    • გალერეა
  • სიახლენი
  • შესაწირი
    • ტორონტოს ეკლესიის შესაწირი
    • საკვირაო სკოლის მშენებლობა კანადაში
  • დაგვიკავშირდით
    • ნათლობის რეგისტრაციის ფორმა Baptism request form
    • მოსახსენიებელი წიგნაკი
    • ჩვენი მისამართი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი პატრიარქი
    • ეპარქიის მმართველი
    • ჩვენი ეკლესია
  • კულტურის ცენტრი “ივერიონი”
    • საკვირაო სკოლის რეგისტრაციის ფორმა
    • “ივერიონის” ცეკვის ჯგუფის რეგისტრაცია
    • “ივერიონის” საკრავების ჯგუფის რეგისტრაცია
    • “ივერიონის” სიმღერის ჯგუფის რეგისტრაცია

[email protected]

+1 647 868 0089

ლოცვა ეშმაკის მანქანებისა და კრულებისაგან თავდასახსნელად

ლოცვა ეშმაკის მანქანებისა და კრულებისაგან თავდასახსნელად

(გამოკრებული და დამუშავებული წმ. მარინეს ლოცვათაგან).

ჵ, უფალო კაცთ-მოყუარეო, შენ იცი უძლურებაჲ კაცთაჲ, არამედ გევედრები, განმაძლიერე მე წინა-აღმდგომთა შენთა მიმართ და ეშმაკისა, რაჲთამცა ვსძლო მას ძალითა შენითა და დავთრგუნო იგი და შენდა დიდებასა შევსწირვიდე, ძლევის-მომნიჭებელო, უკუნითი უკუნისამდე, ამინ

* * *

უფალო უხილავო, რომელმან დაამყარე ქუეყანაჲ და ზღუასა საზღუარი დაუდევ, რაჲთამცა არა გარდაჰჴდეს ბრძანებასა შენსა, და კრულნი განჰჴსნენ და ეშმაკი შეჰკარ, რომელმან დასთრგუნე ჴელმწიფებაჲ დიდისა მის ვეშაპისაჲ, შენვე, უფალო, ნუ უტეობ მჴეცსა ამას ძლევად ჩემდა, არამედ მომეც ძალი, რაჲთამცა ვსძლო მბრძოლსა ჩემსა და მიჴსენ მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ ხარ უფალი ჩემი და შენდა ჰშუენის დიდებაჲ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

* * *

უფალო ღმერთო, რომელმან განაწესენ ყოველნი ხილულნი და უხილავნი, და პირისაგან შენისა ძწიან ყოველნი საუკუნითგან, და ეშინის ყოველთა არსთა, რომელი უსასოთა სასოჲ ხარ, ნათელო ჭეშ­მარიტებისაო,Mმოიხილე ჩემდა, შემიწყალე მე და განჴსენ კრულებაჲ ჩემი, რამეთუ სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს, და ნუ დამაგდებ მე, და ნუცამცა წარწყმდების სული ჩემი, და ნუცა შეძრწუნდებინ გონებაჲ ჩემი ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, არამედMდაამტკიცე სარწმუნოებაჲ ჩემი და მეოტ ყავ და განაგდე ჩემგან ცოდვაჲ და მახარე მე დიდებითა შენითა საუკუნოდ. ამინ.

* * *

უფალო, მაღალთა შინა მკჳდრო, მიწყალე მე, და ნუ წარსწყმედ უშჯულოთა თანა სულსა ჩემსა და ნუცა კაცთა მოსისხლეთა და მომრუშეთა თანა ცხორებასა ჩემსა, და ნუცა განმაგდებ მე და მისცემ სულსა ჩემსა შეგონებად, და ნუმცა დაითრგუნვის სარწმუნოებაჲ ჩემი, ქრისტე, და ნუცამცა იცვალების გულის-სიტყუაჲ ჩემი შენგან, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა შთააგდებ სარწმუნოებასა ჩემსა მწჳრესა* (*მწჳრე – წუმპე, მყრალი ტლაპო) და უყსა, და ნუმცა შეიძრვიან ფერჴნი ჩემნი სიმტკიცისაგან მტერისა მიერ, კეთილის-მოძულისა ეშმაკისა, არამედ გევედრები: მოავლინე მაღლით შენით წმიდით სული მადლისაჲ, რაჲთამცა განვმტკიცნე ძალითა შენითა და დავთრგუნო იგი, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცთური ყოველთა კაცთაჲ, და შენდა შევსწირვიდე მსხუერპლსა ქებისასა და აღსარებისასა, ძლევის-მომნიჭებელო, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

* * *

შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, და ნუცამცა მეცინის მე მტერი ჩემი, და ყოველთა რომელთა დაგითმონ შენ, ნუ ჰრცხუენებინ. მოიხილე ჩემდა და მიჴსენ მე ჴელთაგან უშჯულოჲსათა, და ნუმცა დაითრგუნვის სული ჩემი. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, რამეთუ სახელისა შენისათჳს მომადგეს მე ძაღლებ მრავალ, და კრებულმან უკეთურთამან მომიცვა მე. ხოლო შენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე, მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისაჲთა _ სიმდაბლჱ ჩემი; განმაძლიერე მე, უფალო, და მომეც სული ცხოველი, რაჲთამცა აღვიდეს ლოცვაჲ ჩემი წინაშე შენსა ზეცად, მოავლინე, უფალო, შემწჱ ჩემი ზეცით წმიდით შენით, რაჲთამცა მძლე ვიქმნე მტერისა ჩემისა მიმართ, რომელი მბრძავს მე, და დამიფარე ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათა­გან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

* * *

დასცხერ ჩემგან და ნუ მბრძავ, ჵ, ბოროტო ნათესავო, მაზრზენელო და მკლველო კაცთაო, რამეთუ მე ღმერთი მაქუს მცველად ცხორებისა ჩემისა; დასცხერ ჩემგან, რამეთუ ქრისტე შემწე ჩემდა არს, ძჱ ღმრთისაჲ. მე ვარ მონაჲ (მჴევალი) მისი, რომლისაჲ სახელი კურთხეულ არს საუკუნოდ. ამინ.

* * *

გაქებ და გადიდებ, წმიდაო მეუფეო უკუდაო, კლდეო შეურყეველო, გოდოლო მტკიცეო, გჳრგჳნო მარგალიტისაო, კუერთხო სიმტკიცისაო, მენავეთ-მოძღუარო ჴელოვანო, საყდარო განსასუენებელო, ლოდო პატიოსანო, სასოო მორწმუნეთაო, დასაბამო სიბრძნისაო, მეუფეო ურიცხუთა ანგელოზთაო, მფარველო და მცველო ძლიერო, ნუსადამცა სარწმუნოებაჲ ჩემი შეიძრვის, არამედ მოველი სულსაცა შენსა წმიდასა სულისა ჩემისა აღნთებად, რაჲთა დავთრგუნე მაშინებელი ჩემი და ვპოვო კადნიერებაჲ ძლევისაჲ, და ვიშვებდე და გმადლობდე შენ, მეუფეო საუკუნეო, რომელსა მხოლოსა გშუენის დიდებაჲ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვა ეშმაკის წინააღმდეგ

დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

გააზიარეთ:

Like this:

Like Loading...

Category

  • დღესასწაულები
  • ლოცვანი
    • განგებანი
    • დაუჯდომელი
    • პარაკლისები
    • ფსალმუნნი
  • მარხვანი
  • მსახურებანი
  • რეგისტრაცია
  • საკვირაო სკოლა
  • ქადაგებანი
  • წიგნები
  • წმინდა წერილი
  • წმინდანთა ცხოვრება

Archives

  • June 2025
  • May 2025
  • April 2025
  • March 2025
  • February 2025
  • January 2025
  • December 2024
  • November 2024
  • October 2024
  • September 2024
  • August 2024
  • July 2024
  • June 2024
  • May 2024
  • April 2024
  • March 2024
  • February 2024
  • January 2024
  • December 2023
  • November 2023
  • October 2023
  • September 2023
  • August 2023
  • July 2023
  • June 2023
  • May 2023
  • April 2023
  • March 2023
  • February 2023
  • January 2023
  • December 2022
  • November 2022
  • October 2022
  • September 2022
  • August 2022
  • July 2022
  • June 2022
  • May 2022
  • April 2022
  • March 2022
  • February 2022
  • January 2022
  • March 2021
  • February 2021
  • January 2021
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ტორონტოში
Copyright © 2021. All rights reserved | Updated by Iveron Icon in Toronto
Go to mobile version
 

Loading Comments...
 

    %d