Categories
ქადაგებანი

სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, 

მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. 

ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი, 

არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი 

(მათ. ვ,იდ.)

ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი. ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რამოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა და შფოთსა, არ ეტყვისა იგი მათ: შვილნო ჩემნო, უკეთუ გსურთ იყვნეთ ჩემთვის საყვარელ, გიყვარდეთ თქვენცა ერთსა მეორე; შეურიგდით ურთი-ერთსა და მიუტევეთ შეცოდებანი ერთმა მეორესა. ეგრეთვე უნდა ვიფიქროთ მამასა ზედა ჩვენსა ზეციერსა.

მოახლებულ-არიან დღენი დიდისა მარხვისანი: ვალისამებრ ჩვენისა, წმიდათა ამათ დღეთა შინა ჩვენ უნდა მოვინანოთ ცოდვანი ჩვენნი და მივიღოთ წმიდა საიდუმლო. გარნა უწინარეს ზიარებისა, შენ, ძმაო ჩემო, მიხვალ რა მოძღვართან და აღუარებ ცოდვათა შენთა, მოელი მისგან, რათა სახელითა იესო ქრისტესითა მოგცეს შენ შენდობა. ხოლო რომლითა პირობითა მოგიტევებს შენ იესო ქრისტე ცოდვათა შენთა? უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი. მოძღვარსა შენსა ვერ ძალ-უძს განტევება ცოდვათა შენთა, უკეთუ არ აღასრულე ეს დიდი პირობა. თუ ყოფილ-იყო სხვა რომელიმე უსაჭიროესი და უდიდესი პირობა, მაცხოვარი გვეტყოდა, თუ საკმაო ყოფილ-იყო მხოლოდ მარხვა, გრძელი ლოცვა, მრავალი მეტანიის ყრა, მისაღებლად ღვთისაგან ცოდვათა შენდობისა, წინათვე გვეტყოდა ამას უფალი. გარნა ნაცვლად ამათ ყოველთა, ერთსა ამას პირობასა ახსენებს. აწ გსურსა, რათა ღმერთმან მოგიტეოს ცოდვანი შენნი? შენც მიუტევე მოყვასსა შეცოდებანი მისნი; გსურსა შეგირიგოს ღმერთმან? შეურიგდი შენცა მოყვასთა შენთა.

ან კი რა მიზეზი და რა საფუძველი გაქვს, რომ არ მიუტეო კაცსა შეცოდებანი მისნი? თუ შენ იყო ერთი სრული და ანგელოზთა მსგავსი კაცი, თუ თვით შენ არაოდეს არავისთვის არ გიწყენია, მაშინ კიდევ შეგეძლო სიმართლით არა მიტევებად მოყვასთა შეცოდებათა მათთა; გარნა რას ვიტყვი? მაშინ უმეტესად უნდა იყო მიმტევებელი და მოწყალე ყოვლისა კაცისათვის: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უბიწო და უმანკო, ადვილად და მოწყალებით მიუტევებს ყოველს ცოდვილს კაცსა; ხოლო შენ თვითონაც ხარ ცოდვილი, თვითონაც უთუოდ მრავალ-გზის აწყინე და შესცოდე მოყვასთა შენთა, მაშასადამე შენთვისაც საჭირო არს, რომ მოგიტეონ მოყვასთა შეცოდებანი შენნი; აწ შენცა მიუტევე გულ-წრფელად ყოველთა შეცოდებანი მათნი.

ჩვენ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ჩვენ აქა მყოფთა და აქ მცხოვრებთა უმეტესად უნდა გვახსოვდეს და ვასრულებდეთ ამ მცნებასა, მისთვის, რომელ ჩვენ ნამეტნავად ვართ მიდრეკილნი მტრობისა და შურის-ძიებისადმი და ამასთანავე, მიზეზნი ჩვენის განხეთქილებისა და ურთიერთ-შორის უკმაყოფილებისა თითქმის ყოველთვის არიან ფრიად წვრილნი და მცირე ფასისანი. საუბედუროთ, თვით ხასიათითა ვართ ჩვენ გულ-ფიცხელნი, ადვილად დავემდურებით და ხშირად უსაფუძვლოდ და ემიზეზოდ გადავემტერებით ერთი მეორესა. ჭეშმარიტად, ძმანო, შეწუხდება და შერცხვება კაცს, ოდეს წარმოიდგენს, რა მცირე და უბრალო მიზეზი საკმაო არს ზოგჯერ, რათამცა დაარღვიოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული. ყოვლისა კაცისათვის და ყოვლისა საზოგადოებისათვის მშვიდობა, ერთობა და სიყვარული არის ესოდენ ძვირფასი საუნჯე, რომელ ადამიანმა ყოვლითა ღონის-ძიებითა უნდა დაიფაროს და შეინახოს იგი; გარნა ჩვენ საუბედუროდ ერთისა მცირისა მიზეზისათვის მზად ვართ მოვახდინოთ დიდი შფოთი და დავივიწყოთ სიყვარული. ვინ იტყვის, რომ სხვაგან არსად არ იყოს ცილობა და უკმაყოფილება კაცთა შორის? გარნა სხვათა ქვეყანათა შინა ცილობა და განხეთქილება დამოკიდებულ-არს ფრიად მძიმეთა მიზეზთა ზედა; ამასთანავე ცილობა და განხეთქილება განათლებულსა საზოგადოებასა შინა არაოდეს არ გათავდება სიძულვილითა და შურის-ძიებითა, ვითარცა ვხედავთ ჩვენში ხშირად. სხვათა ქვეყანათა შინა მხოლოდ მას ცდილობენ, რომ სამართალმა უსამართლობას აჯობოს, ხოლო აქ ცდილობენ, რომ კაცმა კაცს აჯობოს; იქ ჰაზრი ჰაზრთან ჰბრძვის და საქმე საქმესთან, აქ კაცი  კაცთან, გვარი – გვართან; იქ ცილობა მოხდება ჭეშმარიტისა და უმჯობესის წესის ძიებისაგან, აქ თავხედობისაგან და თავისმოყვარებისაგან; აქ ცილობა და უკმაყოფილება ყოველთვის დაბოლოვდება მხოლოდ სიძულილითა და მტრობითა, იქ იმას ფიქრობენ, რომ მხოლოდ ცილობითა და ბრძოლითა გამოაჩინონ უმჯობესი ჰაზრი და წესი; აქა მცირე რაიმე უკმაყოფილება საუკუნოდ განაშორებს კაცსა კაცისაგან.

ნუ იქმნება, ძმაო, ეს ცუდი წესი საუკუნოდმდე ჩვენ შორის; უკეთუ ქრისტიანენი ვართ, მივეახლნეთ ქრისტესა. ქრისტე არ არის მუნ, სადაცა ჰსუფევს უთანხმობა და შური.

მომიტევეთ და შემინდევით მე, ძმანო ჩემნო, ყოველი, რაიცა ვისმე ვსცოდე სიტყვით ანუ საქმით. შეგინდობ და მოგიტევებ ყოველთა, ვინც რაიცა მცოდა და ვინც რაიცა მაწყინა სიტყვით ანუ საქმით. გლოცავ თქვენცა მიუტეოთ და შეუნდოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი სიტყვითნი და საქმითნი; ხოლო უფალი იესო იყოს საზოგადო ჩვენი შემწყნარებელი და მლხინებელი ყოველთა შინა ცოდვათა ჩვენთა.

ამინ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

22 მაისი, ყველიერის ხუთშაბათი. ღირსი შიო მღვიმელი (VI)

ღირსი შიო მღვიმელი

 

ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა.

კონდაკი:ცხოვრება შენი ღმრთის-მსახურებით წარმართე, და ჯვრისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შეუნიერებაო შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა, და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევიტკბობთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენ-თვის.

 

ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.

ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო.

ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო.

შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.

საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.

დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე, და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში განიცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაირ საცდურს სძლია. ღირს მამას წმიდა ელია თეზბიტელის (ხსენება 20 ივლისს) მსგავსად ფრინველები უზიდავდნენ საზრდელს.

შიომღვიმის მონასტერი

ერთხელ, მთელი ღამის მხურვალე ლოცვის შემდეგ, განთიადისას, მთელ ხევს საკვირველი ნათელი მოეფინა და წმიდა შიოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმიდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. ყოვლადწმიდა ქალწულმა განსაცდელთა შინა გაძლიერება აღუთქვა წმიდა ბერს და საზრდოდ თოვლის მსგავსი რამ მისცა. შემდგომ ამისა ღირსი შიო მეტი გულმოდგინებით მოღვაწეობდა იმ ხევში მარტოდმარტო.

ერთხელ სარკინეთის მთებში სანადიროდ წავიდა ფარსმან მეფის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი ევაგრე (ხსენება 4 თებერვალს), აქ მან ღირსი მამა გაიცნო და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ.

გამოჩენილი სპასპეტის უდაბნოში წასვლა მალე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ღირს შიოსთან და ევაგრესთან მრავალი მლოცველი მოდიოდა. ბევრმა მათგანმა ღირს ევაგრეს მიბაძა და უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ეკლესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.

როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმიდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს და მიიღეს მისგან კურთხევა. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი დაზიანებული ჰქონდა ისრისაგან. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა.

ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა: „უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ“. მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებელად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული (ხსენება 30 ნოემბერს) სახარება შესწირა.

როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე ამჯერად უდაბნოში კათოლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხა.

შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.

წმიდა შიო მღვიმელის საფლავი

წმიდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმიდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისგან ითხოვა, ეს მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა – ამის შემდეგ ერთგულად მწყემსავდა სახედრებს.

ერთხელ წმიდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა, ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმიდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერცხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.

ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა.

ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“.

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

 

Categories
დღესასწაულები

February 25th. Icon of the Mother of God “Iveron”

Iveron Icon

The audacity of those who hated the Icon of the Lord and the might of the godless came to Nicaea, and those who were sent there inhumanly tortured a widow who devoutly revered the Icon of the Mother of God; / but by night, she and her son cast the Icon into the sea, crying out: “Glory to you, O pure one, for the impassable sea has given you its shoulders. Glory to your straight way, O you who alone are incor­rupt.”
During the reign of Emperor Theophilus (829-842) the Byzantine Empire raged with the heresy of iconoclasm. In accordance with the emperor’s command, thousands of soldiers pillaged the empire, searching every corner, city, and village for hidden icons.

Near the city of Nicaea there lived a certain pious widow who had concealed an icon of the Most Holy Theotokos. Before long the soldiers discovered it, and one of them thrust his spear into the image.

But by God’s grace his terrible deed was overshadowed by a miracle: blood flowed forth from the wound on the face of the Mother of God.

The frightened soldiers quickly fled.

The widow spent the whole night in vigil, praying before the icon of the Most Holy Theotokos. In the morning, according to God’s will, she took the icon to the sea and cast it upon the water. The holy icon stood upright on the waves and began to sail westward.

Time passed, and one evening the monks of the Iveron Monastery on Mt. Athos beheld a pillar of light, shining upon the sea like the sun (ca. 1004). The miraculous image lasted several days, while the fathers of the Holy Mountain gathered together, marveling. Finally they descended to the edge of the sea, where they beheld the pillar of light standing above the icon of the Theotokos. But when they approached it, the icon moved farther out to sea.

At that time a Georgian monk named Gabriel was laboring at the Iveron Monastery. The Theotokos appeared to the fathers of the Holy Mountain and told them that Gabriel alone was worthy to retrieve the holy icon from the sea. At the same time, she appeared to Gabriel and told him, “Enter the sea, and walk out upon the waves with faith, and all will witness my love and mercy for your monastery.”

The monks of Mt. Athos found Gabriel at the Georgian monastery and led him down to the sea, chanting hymns, and censing with holy incense. Gabriel walked out upon the water as though upon dry land, took the icon in his arms, and obediently carried it back to shore.

While the monks were celebrating a paraklesis of thanksgiving, a cold, sweet spring miraculously gushed forth from the ground where the icon stood. Afterwards they took the icon to a church and set it down in the sanctuary with great reverence.

But the next morning one of the monks came to light a lamp and discovered that the icon was no longer where they had left it; now it was hanging on a wall near the entrance gate. The disbelieving monks took it down and returned it to the sanctuary, but the next day the icon was again found at the monastery gate. This miracle recurred several times, until the Most Holy Virgin appeared to Gabriel, saying, “Announce to the brothers that from this day they should not carry me away. For what I desire is not to be protected by you; rather I will overshadow you, both in this life and in the age to come. As long as you see my icon in the monastery, the grace and mercy of my Son shall never be lacking!”

Filled with exceeding joy, the monks erected a small church near the monastery gate to glorify the Most Holy Theotokos and placed the wonder-working icon inside. The holy icon came to be known as the “Iveron Mother of God” and, in Greek, Portaitissa. By the grace of the miraculous Iveron Icon of the Theotokos, many miracles have taken place and continue to take place throughout the world.

 

 

 

 

 

Exit mobile version