კურთხეულ არს–ი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამეიდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
გუნდი: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 8
ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყუანი შენნი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოებაი, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ, და სამეუფო იგი მღდელობაი განაშუენე, წმიდაო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებაი… (იგივე) აწდა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 2 – (ქმნილი იოანე დამასკელისა)
ძლისპირი: მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იხსნა ერი თვისი ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჯერ–იყო შესხმად შენდა, თქმულთა მიერ შენთა ბასილი, რომელთა ჰნებავს შემკობაი შენი ქებითა, არამედ შემნდობელ მექმენ აწ, მამაო, და მომმადლე მადლი შენი უხვებითა.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღძვრაი ხორცთაი დაიმორჩილე სიბრძნისმოყვარეობითა და გზაი იწროი განვლე, მიმყვანებელი ფართოებასა ზეცისა სუფევისასა, ვინაიცა მიიწიე სახელ–შემსგავსებულად, საყოფელად სამეუფოდ, წმიდაო ბასილი.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იქმენ გამომთქმელ გამოუთქმელთა, ნეტარო, მახვილითა სულისაითა, და ქრისტეს მეუფებისა ქადაგ ხმა მაღალ, და მღდელ ღმრთისმეტყველ, მამაო, და მოგვფინე ღმრთივ–ბრწყინვალეი ნათელი სამებისაი, სანატრელო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მზის თუალის სახედ გამოჰბრწყინდი, და განანათლენ რაი ყოველნი ცის კიდენი საღმრთითა მით ნათლითა, ეკლესიასა შინა ვითარცა ფინიკი აღჰყუავენ შენ მადლითა, და აღმაღლდა სახელი შენი, ღირსო ბასილი, ვითარცა ნაძვი ლიბანისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვინაი შემძლებელ–არს, მითხრობად ჯერისაებრ, მარიამ, მუცლადღებასა შენსა, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ღმერთი ხორცითა შენ მიერ გამოუჩნდა ნათესავსა კაცთასა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერენ მოსავნი შენნი, უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა, კაცთმოყუარე.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტეს შობასა თანა, გამობრწყინდა ხსენებაი შენი, მამაო, ვინაიცა გამოუთქმელნი საიდუმლონი სწავლითა შენითა საღმთოითა გამოაცხადენ.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოცულ–იყავ შენ შიშითა ღმრთისაითა, ნეტარო ბასილი, რომელ–არს თავი სიბრძნისაი, და სიყვარულითა საღმრთოითა აღტაცებულ–იქმენ ზესთა სიმაღლედ.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უზესთაეს იყავ ბრძენთა, წმიდაო მამაო, არათუ ქუეყანისა სიბრძნითა, არამედ უფროისად საღმრთოითა, და სოფელი განანათლე შენ, ნეტარო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ, საკვირველთმოქმედო მამაო, სიბრძნითა განაგენ რაი საქმენი შენნი, საქმით მიიცვალე ხედვად საღმრთოთა, და საქმეთა დაჰსცნენ ბუნებანი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მუცლად იღე შენ წიაღსა ღმერთი უთესლოდ და გვიშევ, ხორც–შესხმული გამოუთქმელად, რომელსა ძალნი ცათანი, თუალთ–შედგმად ვერ შემძლებელ–არიან.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 8
სიბრძნესა სიტყვისასა ისწავებდ შენ და წერილსა ჰსჯულისასა დაუტევებდ, ღმერშემოსილო, და ყოველთა უქადაგე რაი სიტყუაი ღმრთისაი, ფიცართა ზედა მადლისათა გამოსახენ საღმრთონი სწავლანი, და ამით თანა წარჰხედ ბნელსა ღრუბლისა მიერ ხორცთა დაფარვითა და სულითა განბრწყინდი, მნათობო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, პატივის–მცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ყოველთა წინამძღუარო უძლეველო, და ზღუდეო დაურღუეველო, ებანო სულიერო, სიბრძნითა მეტყუელო, და მთიებო საღმრთოითა ნათლითა შემკობილო, მნათობო ყოველთა ცის კიდეთაო და სიმტკიცეო სჯულისაო, აწ ჩუენცა, გსახავთ რაი მამად თვისად, ვითარცა ნათესავსა ჩუენსა, მკვიდრსა კაბადოკიისასა, გევედრებით მეოხებასა და შეწევნასა წინაშე ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა ხარი შენ უფსკრული კაცთმოყუარებისაი, შეიმოსე, მეუფეო, ხატი მონისაი და ხორცითა დაიცვითე და მოგვანიჭე ყოველთა კაცთა დიდი ეგე წყალობაი შენი.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა მათ შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეიმკობის დღეს ვითარცა ქრისტეს შობითა, ეგრეთვე ხსენებითა შენითა წმიდაი ეკლესიაი, ღმრთივსანატრელო ბასილი.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოღვაწე იყავ ღმრთისათვის, წმიდაო, ახოვნად და უოტებელად, რომელმან წამის–ყოფითა შეაძრწუნნის ყოველნი.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეზღუდე ეკლესიაი, ღმერთშემოსილო ბასილი, სარწმუნოებით, ვითარცა ციხეი გამოუღებელი, მტერთა მწვალებელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ცეცხლ შემწველ იყავ ბასილი, მწვალებელთათვის დაუშრეტელად, დაცულ და დამამხობელ ეკლესიათა მათთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გევედრებით შენ, უხრწნელო, რომელმან მუცლად იღე ღმერთი უთესლოდ, იღუწიდ მარადის მონათა შენთათვის.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო, და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლე ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუა ღმერთი არა ვიცით.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ორსა აღასრულებს დღეს, დღესასწაულსა ეკლესიაი მორწმუნეთა, ჩჩვილებრ წინა–დაცვეთასა უფლისასა, და სახსენებელსა მონისა მისისა ბრძნისა ყოვლად სანატრელისასა.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაემკვიდრა შენ თანა ნათელი მიუწვდომელი – ქრისტე ღმერთი, ღირსო ბასილი, და გყო შენ ლამპარ განმანათლებელ კიდეთა სოფლისათა, ამისთვის ვადიდებთ დღესასწაულსა შენსა.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იგავთა ჩუენებანი, და სახენი საღმრთონი მთასა სინასა, შენ მიერ განეცხადნეს მორწმუნეთა საუნჯეთა მათგან სულისა წმიდისათა, ნეტარო ბასილი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არცა სჯულისმდებელი მოსე, არცა პირველ სჯულისა იოსებ, იყვნეს შენებრ მზარდულ და განმყოფელ იფქლისა, დიდებულო ბასილი, რამეთუ შენ განუყოფდ ხორცსა საიდუმლოსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, რომელმან ჰშევ ღმერთი, დამბადებელი ყოველთაი, გიღაღადებთ, და ვიტყვით: გიხაროდენ, ქალწულო უბიწოო; გიხაროდენ, რომელმან წიაღსა დაიტიე ღმერთი დაუტევნელი.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამოზარდენ სულნი მომყმარნი გლახაკთანი უხვებით, ბასილი, და მშიერთა გულნი აღავსენ ყოვლითა კეთილითა საღმრთოისა სიხარულისაითა.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამოზარდე ერი მშიერი ზეცისა საზრდელითა, რომელ–არს სიტყუაი სულიერი, რომლისა მიერ მორწმუნენი აღავსენ კეთილითა.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოიგე რაი მოსწრაფებაი ფუტკრისაი, ღმრთივგანბრძნობილო ბასილი, შეკრიბე ყოველთაგან ყვავილთა სიტკბოებაი სათნოებათაი, და უხუად დაუუნჯ სოფელსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გული გეტყოდა, წმიდაო, განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, ამისთვისცა მოიგენ სიბრძნით, წარმავალთა წილ წარუვალნი იგი, ყოვლად სანატრელო ბასილი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იხსენ ჭირთაგან ერი შენი, ღმრთისმშობელო, რამეთუ ყოველნი შემდგომად ღმრთისა, შენ გევედრებით, ვითარცა მხსნელსა და ზღუდესა უბრძოლველსა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12–გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 4
გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განჰფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქუეყანასა ზედა და ჰბრწყინავ ზეცათა შინა, ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო, ღირსო ბასილი.
იკოსი
მართლცნობისა ბარძიმი, პირი სიბრძნისაი და აღსავალი სწავლისაი ბასილი დიდი ყოველთა განანათლებს ცნობად, მოვედით უკუე და დავსდგეთ სახლსა შინა ღმრთისასა და განგრილებულთა ამათ სულითა წმიდითა განვიცადოთ მხურვალედ შუენიერი იგი საკვირველებითა, და განათლებული შარავანდედითა ცხორებისათა, და მივემსგავსნეთ მისსა მას სარწმუნოებასა და სიმშვიდესა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაი, ხმაი 4: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.
მუხლი: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნეი და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი იოანესი
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი, ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაითა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდლით–დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი, იგინიცა ჯერ–არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მღდელმთავრისა ბასილი კესარიელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, დიდო ბასილი, და საღმრთოითა ხმითა მქადაგებელმან განახუენ რაი ზეცისა საიდუმლონი, სამწყსოი შენი მოზღუდე მოციქულთა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა და განამდიდრენ შენ მიერ გამოთქმულითა სწავლებითა, რაისთვისცა ღირს–იქმენ დამკვიდრებად საუკუნესა სუფევასა ცათა შინა, აწ გვითხოვე ქრისტეის მიერ სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა უსჯულოთა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა ბასილი დიდისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ–ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღრმა ჰყავ გონებაი შენი სიღრმითა სულისა წმიდისაისა, მიუწვდომელად, და აღმოიღე მარგარიტი მრავალ–სასყიდლისაი, რომელ–არს ღმრთისმეცნიერებაი, და განამდიდრე ყოველი სოფელი, და კაცთა ასწავე ღაღადებად, კურთხეულ–ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მამაი ობოლთაი, მსაჯული ქურივთაი და სიმდიდრეი გლახაკთაი, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი, და მდიდართა განმგებელი, კვერთხი მოხუცებულთაი და ჭაბუკთა მასწავლელი, და კანონი მონაზონთაი იყავ შენ, წმიდაო მამაო, სანატრელო ბასილი.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გაქუს რაი ხელმწიფებაი და ძალი ეშმაკთა ოტებისაი და უძლურთა კურნებისაი ღმრთისაგან, ყოველთა სენთაგან განგვარინე უძლურებათა და სალმობათა ღელვათაგან დანთქმულნი, დიდო ბასილი, და განაქარვე ურვაი ჩუენი ოხითა შენითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განსწმიდე გონება შენი ყოვლისაგან ნივთისა ვნებათაისა, და განიცადე, სურვილითა სულისათა ბრწყინვალებაი სულისა წმიდისაი, ვინაიცა სამებასა წმიდასა, წადიერებითა უღაღადებდი და იტყოდი: კურთხეულ–ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათო ჩუენთაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წინაითვე გიხილა მოსეი სინას მაყუალად მოტყინარედ, უბიწოო, რომელმან ეგე შეუწველად იტვირთე ცეცხლი ღმრთეებისაი, ბუნებით გამოუკვეთელი, შეერთებული სიზრქესა ხორცთასა ერთგვამად შეკრებულთა მათ ორთა ბუნებათა წმიდათა.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელმან მოსცა მადლი სოფელსა, წმიდაი ბასილი მასწავლელად, ნათელი ბრწყინვალეი, და საყვირი ღმრთისმეტყველი: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიწმიდითა დაემკვიდრა ბასილისა თანა ყოვლად ბრძნისა სული წმიდაი, და მის მიერ ასწავა მორწმუნეთა გალობად: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მცხინვარებაი სიტყუათა შენთაი განეფინა ყოველსა ქუეყანასა, ბასილი, და მეცნიერ–ჰყვენ ყოველნი გალობად სამებისა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შარავანდედი სიტყუათა განუტევნა სოფელსა შინა ბასილი, და ნათლითა მისითა ასწავა მხოლოისა სამებისა ბუნებისა პატივისცემაი, აკურთხევდით ყოველნი, საქმენი უფლისანი უფალსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი იშვა მამისაგან, წინა–საუკუნეთა უხრწნელი სიტყუაი ღმრთისაი, და უკანაისკნელ განკაცნა დედისაგან, აკურთხევდით ყოველნი, საქმენი უფლისანი უფალსა.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძეი ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებითა მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მისდევდი კრავი უმანკოი, კუალსა მწყემსთმთავრისასა, მიმყვანებელსა ცხორებად საუკუნოდ, რამეთუ მიეც თავი ღუაწლსა ეკლესიათათვის, წმიდაო მამაო, სანატრელო მღდელმთავართა შორის.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
კრებული მორწმუნე ქრისტეს ეკლესიისაი, განსწავლული მოძღურებითა სიწმიდისა შენისა, იხილა რაი წარმწყმედელმან, ვერა იტვირთა, და ზარდატეხილი დაეცა სულისა მიერ წმიდისა, რომელი მკვიდრ–არს შენ თანა, ღირსო ბასილი.
წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ორნი წმიდანი მოყუარულნი ურთიერთას სულიერად, ვითარცა ერთი სული სრული ორთა გვამთა შინა განყოფილნი, ბასილისი და გრიგოლისა, სამწყსოთა თვისთათვის ითხოვენ სამ–გვამოვანისა ღმრთისაგან უვნებელად დაცვასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოციქულთა კრებულსა, და ბანაკსა ქრისტეს მოწამეთასა და სამკვიდრებელსა მამათ–მთავართასა, და შუებასა, და სიხარულსა წინაისწარმეტყველთასა, ღირს–იქმენ, წმიდაო ბასილი, მქადაგებელო სამებისაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზესკნელისა წყლითა დამფარველი მხოლოი უფალი, აღმზიდველი ზღვისაი, ხოლო უფსკრულისა განმახმობელი, შენგან, წმიდაო, ხორცთა მიმღებელ იქმნა, და ბეთლემით ისწრაფის იორდანედ, ხორცითა ნათლისღებად.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
დაუსაბამო არსებაი, უხილავი სამებაი ერთარსებით ცნობილი, სწორი ძლიერებითა, მამაი, ძეი და სული წმიდაი ჰქადაგე, კრებულსა შორის ღმრთისმგმობართასა, ღმრთივგანბრძნობილო ბასილი, და ენითა ცეცხლისაითა შესწუენ ენანი მათნი, მეტყუელნი სიცრუვისა, და მორწმუნეთა ერსა აცურიე ცუარი მართლისა სარწმუნოებისაი, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა განგვიმრავლოს ჭეშმარიტნი მამანი და მოძღუარნი, ცოდვათა შესანდობელად, და დაგვიფაროს მონებისაგან ეშმაკისა და ტყვეობისაგან ვნებისა.
გნატრით შენ, მუშაკო კეთილო, დიდებულო ბასილი, შემკრებელო ერთა მათ მორწმუნეთაო და დამნერგველო იფქლისაო, აღმომაცენებელო ნაყოფთა სულიერთაო, მადლითა აღმავსებელო ეკლესიათაო და მტერისა ძალთა დამხსნელო ქრისტეს ძალითაო, აწ ვითხოვთ შენმიერსა შეწევნასა მისა მიმართ, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ძმათა შორის ბრძოლისაგან, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს მამული ჩუენი _ საქართველო _ პირველსავე დიდებასა.
გაქებთ შენ, ვითარცა თავსა და დასაბამსა ღმრთისმეტყუელებისასა, ყოვლად ქებულო ბასილი, საცნაურსა მას სანთელსა, ყოვლად მოუკლებელად მნათობსა ქრისტეს ეკლესიისასა, სჯულისა საზღვარსა და სარწმუნოსა ჭეშმარიტსა მღდელმოძღუარსა, და გევედრებით მეოხებასა ღმრთისა მიმართ, რაითა მტკიცედ და შეუძრველად დაიცვას ეკლესიაი, და ქრისტეის მადიდებელნი განამრავლოს მას შინა, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს ცხორებისა სიწმიდეი, შიში ღმრთისაი, სიმართლისა სიყუარული, და მხნეობაი სულისაი, რაითა არა გვეუფლოს მაცთური სული ამა საუკუნისაი.
ვითარცა დანიელ პირველ ლომთა დაუყვნა პირნი ჯურღმულსა მას შინა, ეგრეთცა შენ დაუყვენ პირნი მწვალებელთა სიტყვითა მით შენითა ღმრთივსულიერითა, ყოვლად ნეტარო, და მით დაუმტკიცე მართალი სარწმუნოებაი ეკლესიათა, აწ ჩუენცა შეგვავედრე ღმერთსა, ულხინოს ნათესავსა ჩუენსა, ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა განამტკიცოს, და დაადგინოს განუყოფელ სამწყსოდ თვისად, ხოლო ჩუენ მოგვმადლოს ზრახვათა სიწმიდეი, ყოვლად წარმწყმედელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი და დახსნაი მახეთაგან უხილავისა და ხილულისა მტერისა.
ქრისტე გაქუნდა რაი ზღუდედ უბრძოლველად, ჰოი, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ბასილი, ყოვლითა გულითა შეიყვარე დედაი მისი საყუარელი, და შეწევნითა მისითა სძლე რაი მძლავრთა მათ წინა–აღმდგომთა ღმრთისათა, აწ ჩუენცა გევედრებით, ღირსო, მოხედე მწუხარებათა, გარე–მოდგომილთა ჩუენდა, და ვითარცა გულმოწყალემან მეოხმან, შეგვაწყნარე ქალწულსა ღმრთისმშობელსა, ნუ განგვაშორებს მფარველობასა თვისსა წილხვედრთა მისთა, რაითა ერი ჩუენი, მთავრობაი, და მხედრობაი არცა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო–ყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12–გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდათა შორის დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო მღდელმთავარო ბასილი! სუეტო შეურყეველო სარწმუნოებისაო და ქადაგო ერთარსებისა ღმრთეებისაო; წყაროო წყლისა ცხოველისაო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ქრისტეს ეკლესიისაო; კესარიისა სიქადულო და დიდებაო კაბადოკიისაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო და შემწეო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ღმრთისა ჩუენისაო!
ჰოი, ყოვლად დიდებულო მღდელმთავარო ბასილი დიდო, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო, რომელი არა დასცხრებოდი მხილებასა მწვალებელთასა ბოროტისა სარწმუნოებისა მათისათვის, და წეს–განგებითა შენითა უზეშთაესითა და საღმრთოითა მოძღურებითა ჰნათობდი არა ხოლო თუ ეკლესიასა კესარია–კაბადოკისასა, არამედ უფროისღა ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა მიეც საზრდელი უკუდავებისაი, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეის მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ აღმოგვიყვანოს უფსკრულთაგან ცოდვათაისა, და მოგუანიჭოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა ყოველნი მკვიდრნი საქართველოისანი მართლმადიდებლობასა შინა განვმტკიცდეთ და ერთითა პირითა და ერთითა გულითა ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ვუგალობდეთ. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი, მართლმადიდებელნი მხედართმთავარნი და ქალაქ–მთავარნი, და ქრისტეს მოყუარე მხედრობაი, მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლად ტკბილო და მოწყალეო მღდელმთავარო ბასილი, დამცემელო ბილწთა მათ მწვალებელთაო და წინამძღუარო მართლმორწმუნეთაო, აწ მოხედე მწუხარებათა, გარე–მოდგომილთა ჩუენდა, და ვითარცა გულმოწყალემან მეოხმან, შეგვავედრე უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, რაითა მოწყალებისაებრ თვისისა მოგუმადლოს მშვიდობითი და უშფოთველი ცხორებაი, სიმრთელეი სულთაი და ხორცთა ჩუენთაი, კეთილნაყოფიერებაი ქუეყანისაი და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაითა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა შენითა, მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობით დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
გვაკურთხენ.
მღდელმან: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა ბასილი კესარიელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:
სრულ–ყავ რაი ანგელოსებრივი სრბაი შენი ქუეყანასა ზედა, დაუტევე ეკლესიანი ქრისტეისნი კეთილითა სარწმუნოებითა მოძღურებისა შენისაითა ნათლითა ბრწყინვალედ განათლებულნი, და განხვედ ამის საწუთროისაგან და მოღუაწებრივითა გვირგვინითა შემკული მიემთხვიე რაი ზეცისა დიდებასა, აწ ყოველნი პატივისმცემელნი შენნი ვისწრაფვით ამბორისყოფად ყოვლად პატიოსანისა ხატისა შენისა, და გევედრებით: რაითა გვექმნე მეოხად ღმრთისა მიმართ, სულთა ჩუენთა წყლულებანი განჰკურნოს და სიმრთელეი მოანიჭოს ხორცთა ჩუენთა.
დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მღდელმთავარისა ბასილი დიდისაითა, ღირს–მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა. ამინ!
პარაკლისში გამოყენებულია წმ. იოანე დამასკელის საცისკრო კანონი სადღესასწაულოს 1 (14) იანვრის ბასილი დიდის წეს–განგებიდან
გადაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა
