ბონიფანტე ტარსელი

01 იანვარი. სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოწამისა ბონიფანტე ტარსელისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოწამისა ბონიფანტე ტარსელისა

 

მღდელმანკურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნეებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

წარგზავნილმან წმიდათა ნაწილთათვის, შენითა მით უაღრესითა წინა აღრჩევითა ჭეშმარიტად ივნე ქრისტესთვის უმტკიცესად, ყოვლადქებულო, და უკუნ-იქეც სახითა წმიდათა ნაწილთაითა სარწმუნოებისათვის წარმგზავნელისა შენისა, წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა.

დიდებაი… (იგივეაწდა…              

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმესა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარაზენთაი და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბრწყინავს სახსენებელი შენი, ჰოი, ქრისტესთვის წამებულო ბონიფატე, ვითარცა ბრწყინვალებაი მზისაი, და საღმრთოთა მადლთა ნათლითა განანათლებს რაი სულთა მოსავთა შენთასა, განსდევნის არმურსა ცოდვათა და ვნებათასა.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იხილენ რაი ეშმაკისა მახენი, ბოროტად განფენილნი ქუეყანასა ზედა, ტრფიალებითა საღმრთოითა უშიშად შეხვედ ასპარეზსა მას შინა ღუაწლისასა. აწ ჩუენცა დაგვიფარენ  ბოროტთა ეშმაკთა და უკეთურებათაგან მისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ამა სოფლის საცთურისა სიმტკიცენი ძლიერად დააკვეთენ, და ახოვანითა სულითა მოშურნე ექმენ ღუაწლთა წმიდათასა, აწცა დაგვიცევ მოსავნი შენნი ანუ მახლობელნი ჩუენნი (სახელები), და გვიხსენ საფრხისაგან ეშმაკისა და საცთურისაგან სოფლისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი დანიელ პირველვე მთად ქადაგა, კარავსა სიწმიდისასა, და ფიცართა სჯულისასა, და წმიდასა წმიდათასა, და ტაბლასა პურისა მის საღმრთოისასა, ვითარცა ქალწულსა, გალობით უგალობდეთ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ კაცთმოყვარე.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სოფლისა ამაოებასა შინა შთაფლული შეგაცდუნა რაი სიძვითა შუენიერებამან ქალბატონისა შენისამან, ღმერთმან მადლითა თვისითა შეგაგონათ და განგიღოთ კარი სარწმუნოებისა.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არცა განფიცხდა გული შენი ცოდვათა შინა, და გულსმოდგინებითა მსახურებდი რაი მწირთა და მოგზაურთა, ქურივთა და ობოლთა იფარვიდი და მდიდართა ასწავებდი გულმოწყალებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სუროდა რაი ვნებათა მონებისაგან გამოხსნაი აღლაიდას, ვერღა შეუძლო სიყუარულისათვის შენისა, და თვისსა მამულსა შინა მარტვილთა დაკრძალვითა ეწადა აღჭურვაი სულიერითა საჭურველითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან-იგი არა დააცალიერნა მამულნი წიაღნი, თავი თვისი ზეშთა ბუნებისა დაამდაბლა და იქმნა ძედ შენდა, ძე ღმრთისაი, უბიწოო.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაიაწდა…       

 

წარდგომაი, ხმაი 1

გსუროდა რაი დიდებისა საუკუნოისად, ყოვლად ქებულო ბონიფანტე, იჯმენ ცოდვისაგან და შეუდეგ ქრისტესა, ხოლო ჯუარითა შეჭურვილი განხვედ რაი ღუაწლთა და წყობათა მიმართ, ტკივილნი მწარენი დაითმინენ უშიშითა გონებითა, და უჭირველსა მას შუებასა მიიცვალე, ღმერთშემოსილო, და ღირს იქმენ მოღებად ზეცისა ნიჭთა და გვირგვინთა, ამისთვის ვაქებთ ხსენებასა შენსა, და გევედრებით: გვიხსენ ბრალთაგან მეოხებითა შენითა, წმიდაო, და ჭირთაგან და კაცთა უკეთურთა ბოროტისყოფისაგან.

სხუაი წარდგომაი, ხმაი 4

მსხურპლად უბიწოდ ნებსით შეწირულად თავი თვისი შესწირე ჩუენთვის ქალწულისაგან განკაცებულისა ღმრთისა, წმიდაო, და სამართლად პატივცემულ იქმენ მის მიერ, რამეთუ შეგამკო შენ გვირგვინითა საღმრთოისა დიდებისაითა, მოწამეთა სამკაულო ნეტარო ბონიფანტე.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: სიყუარული  წყალობისა ძეთა კაცთაისა ჯუარსა ზედა აღმაღლდი და დადნეს ჰურიანი, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, სასოი და ძალი ჩემი.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარგავლენდა რაი აღლაიდა წმიდათა ნაწილთა მოძიებად, წინაისწარმეტყუელე აღსასრული შენი და რქვი: „უკუეთუ ნეშტსა ჩემსა მოგიტანენ, ნაცვლად ქრისტეს მოწამეთა ნაწილთა, მიიღებ პატივითა?“.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგეახლა რაი ცხოველსმყოფელი მადლი მაცხოვრისაი, ხორცთა ზრახუასა ზეშთა ექმენ განახლებითა საღმრთოითა, და მტკიცედ რქვი გულსა თვისსა: „კმა არს მონებაი ცოდვისაი“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მიიწიე რაი ტარსუს, წმიდაო, მსწრაფლ იწყე მოძიებაი მარტვილთაი, და იხილენ რაი ტანჯვიაი მათი, მოთმინებასა მათსა ჰნატრიდი და ნუგეშის-სცემდი ქრისტეს აღმსარებელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულებაი დაბეჭდილი შემდგომად შობისა განიცადე, ქალწულო, და წმიდით წიაღით შენით შობილსა მას სიტყუასა ადიდებდი სულითა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა, და მიხსნენ ბნელისაგან, ჩუენ ცოდვილნი, და მოწყალებაი შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგვივლინე.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გკითხვიდეს რაი მტარვალნი, თუ ვინაი იყავ, აღიგზე შურითა საღმრთოითა, წმიდაო, და რქვი: „მე ქრისტეანე ვარ“, და უშიშად ამხილებდი უმეცრებასა მათსა.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განგიჩინა რაი უსჯულო მთავარმან შოლტითა გუემაი და სიკუდილი ტანჯვითა, ყოველივე ახოვნად დაითმინე, ყოვლად ქებულო ბონიფანტე, და მძლე ექმენ მთავარსა ბნელისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ფოცხუთა მიერ დაბძარულსა ფრჩხილთა აღმოგფხურიდენ რაი მახვილითა, მწარედ განკაფული ღაღადებდი: „მეუფეო, დაიცევ სული ჩემი ღონეთაგან ეშმაკისაითა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მწიკულისაგან ვნებათაისა განწმიდე სული ჩემი, ქალწულო, და მაცხოვნე, გევედრები, რომელმან ჰშევ ღმერთი მაცხოვარი, ხორცითა ზეშთა ცნობისა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღაღადებდა წინაისწარმეტყუელი იონა უფსკრულით გამო, და მოასწავა სახე სამ დღე დაფლვისაი და იტყოდა: მიხსენ განხრწნისაგან, იესუ, შენ, მეუფეო ძალთაო.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ენება რაი სიმტკიცისა შენისა დახსნაი მძლავრსა მას უწყალოსა, ბრპენი აღდუღებული შთაგასხა პირსა, გარნა დახსნდა სიცბილი მისი, ცუარითა საღმრთოითა ეგე რაი უვნებელად.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვერღარა გავნეს რაი უსჯულოთა, წარგკვეთეს წმიდაი თავი შენი, ნეტარო, და გარდამოდინდა რაი სისხლი და სძე, ქრისტესა აღიარებდა სასწაულითა ამით ახოვან-ქმნილი ურიცხვი ერი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოჰკვედ რაი ქრისტესთვის წადიერებითა, მხნეო, მის მიერ მოგენიჭა მადლი ყოველთა ცუდთა ჩუეულებათა ოტებისაი, და ვნებათა მძლავრებისაგან მომკუდართა კურნებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარვე გამოგსახა მაყვალმან მოტყინარემან, უბიწოო, ხოლო ყოვლადვე არა შემწვარმან, რამეთუ შენ ცეცხლი ღმრთეებისაი გვიშევ და არა შეიწუ.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12გზის. დიდებაიაწდა    

   

კონდაკი, ხმაი 4

განწმედილად და უბიწოდ გიჩინა შენ თვით მნებებელობით, რომელსა ქალწულისაგან შენთვის შობაი ეგულების, გვირგვინშემოსილო, წმიდაო ბრძენო ბონიფანტე!

 

სხუაი კონდაკი, ხმაი 4

ჰრომითგან აღმოსავალსა წარემართე რაი მოღებად ნაწილთა მარტვილთასა, სჯულიერისა სარწმუნოებისათვის ვნებულთა, აჩუენე ახოვანებაი შენი და ქრისტეს აღსარებითა თავს-ისხენ სატანჯველნი, რომლისა მიერ მოიღე ძლევისა პატივი ვნებათათვის შენთა, წმიდაო ბონიფანტე, და გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად, და მოწყალედ საკვირველად.

 

იკოსი

ძვირთა სიღრმეთა შინა შთავრდომილი აღგამაღლა რაი მრავალმოწყალემან თავსა მაღალთა კეთილთასა და დიდებულსა წამებათა ღუაწლთასა, ვითარცა წყობათა შინა სახელოვანი, შემძლებელ ხარ დახსნად სიბორგილესა ეშმაკთასა, რამეთუ არარაი არს ესრეთ საყუარელ და საწადელ მისა, ვითარ შუებაი და მთრვალობაი, რამეთუ წყაროი არს ესე ყოველთა ბოროტთაი, ამისთვის საწუთოისა ბნელისაგან დამწუხრებულნი გევედრებით, წმიდაო ბონიფანტე, აღლაიდას თანა შეეწიე სიმთრვალითა და ყოველთა წარწყმედელთა მათ ვნებათაგან შეპყრობილთა (სახელი), რაითა სინანულითა აღძრულნი მოიღებდენ ღმრთისა მიერ მადლსა, კურთხევასა და წყალობასა.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით

წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: საკვირველარს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმანმათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა მოწამისა ბონიფანტეისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: შენდა მომართ იხარებენ შვილნი ეკლესიისანი, ქრისტეს ახოვანო მხედარო ბონიფანტე, რომელი არცაღა დაივიწყებ ცოდვილთა, აღამაღლე აწ ლოცვანი ჩუენნი წინაშე ზეციერისა საკურთხეველისა, და გვითხოვე ქრისტეს მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი; მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა; სიმტკიცე მორწმუნეთა და აღმაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისაქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა ღუაწლისამძლისა მოწამისა ბონიფანტესითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.    

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                        

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: აბრამეანთა ყრმათა ბაბილოვნისა ცეცხლი სარწმუნოებითა მოაუძლურეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გეძიებდენ რაი მეგობარნი შენნი, ნეტარო ბონიფანტე, თავწარკვეთილი გპოეს სტადიონსა მას და მიაახლეს რაი წმიდაი თავი შენი ტანსა შენსა, განახუენ თუალნი და უმზერდი მათ სიტკბოებითა.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მრავალვნებული ნეშტი შენი წარიხუნეს რაი ჰრომსა, ნეტარო, ანგელოზმან ახარა აღლაიდას: „აჰა, მიიღე ყოფილი ყმაი შენი, და აწ ძმაი ჩუენი სულიერი, და განუსვენე კეთილად“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გიხილა რაი ტვირთი შუენიერი ქრისტეს მხევალმან აღლაიდა, ღაღადყო: „მონაი წარგავლინე, და ბატონსა შეგიწყნარებ, მხსნელსა ჩემსა ბოროტთა მონებისაგან“, და გევედრებოდა დაცვასა და მეოხებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

გევედრების შენ ერი შენი, დედაო ღმრთისაო, განგვარინენ ჩუენ ყოვლისაგან რისხვისა და მძლავრებისა, და საუკუნოისაგან დასჯისა, ყოვლად წმიდაო დედოფალო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენი, რაჟამს-იგი შეაცურიე, სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით დღესა საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მამულსა თვისსა აღგიშენა რაი ტაძარი ბრწყინვალე ნეტარმან დედაკაცმან, მას შინა დაასუენა წმიდაი ნეშტი შენი, და მომკუდართა ვნებათა მძლავრებისაგან ჰკურნებდი საკვირველად.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გალობითა და ლოცვითა ზეშთა ექმნებოდა აღლაიდა ყოველთა ვნებათა წინაშე წმიდათა ნაწილთა შენთათა, და მრავალთა მიიყუანებდა რაი ღმრთისა მიმართ, მოიღო მის მიერ მადლი ეშმაკთა განსხმისაი და ჭირვეულთა შეწევნისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შენთანა დაეფლა რაი ნეტარი აღლაიდა შემდგომად სიკუდილისა, ღმრთივბოძებულითა მადლითა აღასრულებდით მრავალთა ნიშთა და კურნებათა, და შერაცხილ იქმნა იგიცა წმიდათა დასთა თანა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიტყუაი ღმრთისაი მხოლოი დაუსაბამოი განკაცნა შენ მიერ, ვითარცა უწყის და ღმერთ ყო ბუნებაი კაცთაი და გალობენ: ქალწულო, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ევა ოდესმე ურჩებითა წყევაი სოფლად შემოიღო, ხოლო შენ, ღირსო, წმიდა ქალწულო ღმრთისმშობელო, მორჩისა მუცლადღებითა უთესლოდ აღმოუყვავილე სოფელსა კურთხევაი, ამისთვისცა ყოველნი გადიდებთ.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარ მეოხად და მხსნელად გპოვეს თქუენ, მთხრებლსა მას შინა შთაცვინულთა, ბოროტისა მტერისა განზრახვითა, აწ ჩუენცა ნუ დაგვიტევებთ თვინიერ შეწევნისა, სანატრელნო, და გვიხსენით ყოვლისაგან ვნებისა და საფრხეთაგან ბოროტისა.

წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შემწედ გპოვეს რაი მემთრვალეთა და ბილწითა გულის-თქუმითა განცოფებულთა, ღირსად ჩინებულნო, თქუენდა მოივლტიან მხურვალედ შეწევნისა სასოებითა, აწ გულსა შინა მათსა (სახელები) დანერგეთ შიში და მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა მძლე ექმენ ვნებასა და განეშორე თაფლუჭისა შუებასა, ეგრეთვე აწ უსჯულოებათა და ცოდვათა შინა შთაფლულთა (სახელები) ზუაობაი და სილაღე დაამდაბლე, ყოვლად ნეტარო ბონიფანტე, და განათავისუფლე ყოველთა მანკიერთა ზნეთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განმანათლე ნათლითა შენითა, ბნელითა ცოდვისაითა შეპყრობილი ესე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, და საღმრთოთა მცნებათა ბრძანებისა სლვად ღირს მყავ მე, სძალო ღმრთისაო, რაითა ქებით გიგალობდე შენ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს

მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

არა ჰრიდე ჰასაკსა მას შენსა სიჭაბუკისასა, ყოვლად ქებულო ბონიფანტე, არამედ შეურაცხ-ყავ ქადებაი იგი მძლავრისაი სახელისათვის ქრისტესა და შერთული კრებულსა მას მოწამეთასა ჰსუფევ წინაშე მისსა, აწ მეოხ გვეყავ ღმრთისა მიმართ, განაშოროს მახლობელნი ჩუენნი (სახელები) ლაღობისაგან და მთრვალობისა, რაითა სიწმიდითა აღასრულნონ დღენი ცხორებისა მათისა.

ხედვიდა რაი ერი უსჯულოი შენზედ გამობრწყინვებულსა ძალსა ღმრთისასა, შეიტკბობდა ქრისტეს ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა და გევედრებოდა მფარველობასა და შეწევნასა, აწცა დახსენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ხორცთა სალმობანი ოხითა შენითა, და გამოგვაჩინე სათნომყოფელად ღმრთისა ჩუენისა.

ვითარცა გესლი გუელისაი მოსწამლავს და მოაკუდინებს კაცსა, ეგრეთცა სიხარბითა სასუმელისა სმაი და ბანგისა ხუმევაი მოსწამლავს გულსა და სულსა კაცისასა, და მოაკუდინებს სიყუარულსა ღმრთისა და მოყუასისასა, ამისთვისცა მომთრვალენი და ყოველთა ბოროტთა ვნებათაგან ღელვაგვემულნი (სახელები), შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა, რაითა თავი გუელისაი შეჰმუსროს, რომელი განგმირავს მათ გესლითა ცოდვისაითა, და გულისხმა-მოგებულნი განეშორნენ ბილწთა მათ ჩვეულებათა თვისთა.

ვითარცა ხარ მეოხი ურცხვენელი, და მკურნალი მომწოდებელთა შენთაი ჭირთა და სალმობათა შინა, ეგრეთცა წმიდანი ნაწილნი შენნი, ყოვლად ნეტარო ბონიფანტე, წყაროი არს კურნებისაი, და საძვალე შენი მდინარე ნიშთა საკვირველთა, რომელსაცა მიახლებულნი და სურვილითა შევრდომილნი გათავისუფლდებიან ყოველთაგან სენთა და ვნებათაგან, წმიდაო, და იხსნებიან მრავალსახეთაგან სალმობათა და მანქანებათაგან ეშმაკთასა.

ეჰა, საქმე საკვირველი, ვითარ სიღრმესა ბოროტთასა პირველ ურწმუნოებითა დანთქმული მყის თავსა სათნოებათასა აღმაღლდი, წმიდაო, და მოიხუენ დაუჭნობელი გვირგვინი ძლევისაი, აწ მარტვილებრივითა კადნიერებითა შეგვავედრე მარიამ ღმრთისმშობელსა, რაითა განჰბანოს გულნი ჩუენნი ვნებათაგან ბიწიანთა, და ღირს-გვყოს მარადის ქებად და გალობად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმანრამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.   

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაიაწდა…       

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო, დიდო მოწამეო ბონიფანტე, და ყოვლად ქებულო მართალო აღლაიდა, უღირსებისაგან ღირს-ქმნილნო და ქრისტეს სამწყსოსა შერთულნო, მეოხად მიგავლენთ მისა მიმართ, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და არღა განაშოროს მოწყალებაი თვისი შვილთაგან თვისთა, არამედ ბრძოლათა შინა ვნებათასა განგვაძლიეროს და განგვარინოს საუკუნოისაგან სასჯელისა.

ჰოი ღუაწლითშემოსილო, ახოვანო მხედარო ქრისტეს ღმრთისაო ბონიფანტე! მოსავთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ნუ უგულებელს-ყოფ ვედრებასა ჩუენსა, და მემთრვალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და ვნებათა ბილწებითა და ცოდვათა გულისთქუმითა წარტაცებულნი (სახელები) აღმოიტაცე სიღრმეთაგან წარწყმედისაითა, რაითა შეეხოს მათ განმაცხოველებელი მოქმედებაი სულისა წმიდისაი და ელტვოდეს გონებისა და ცნობის მიმხდელთა ჩუეულებათა. კუალად მიითუალე სულთქუმაი და ცრემლი დედათა, დათა, და პატიოსანთა მეუღლეთაი, ქმართა ზედა თვისთა მგოდებელთაი და ყრმათა შეჭირვებულთაი, და წინაშე ხატისა შენისა შევრდომილთა მართლმორწმუნეთა ქრისტეანეთაი, რაითა ლოცვაი და მხურვალე ვედრებაი მათი შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა, რომელი უბოძებს ყოველთა მოსავთა მისთა ხსნასა სულისა და ხორცისასა, და შევედრებულთა შენთა იფარავს ბოროტისა მანქანებისაგან და მარადის იცავს ბრძოლათაგან ეშმაკისაითა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი) და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლენ ქრისტესმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლად დიდებულო, მხნეო მოწამეო ბონიფანტე და ყოვლად ნეტარო აღლაიდა! ვითარცა გაქუთ კადნიერებაი დიდი, იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაი, სიმართლისმოყუარებაი, მრავალშვილიანობაი, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაი. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა თქუენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

 

ერისკაცი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოწამისა ბონიფანტესა და მართლისა აღლაიდაისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ხატის მთხუევასა ზედა:

ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, კრძალვით შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა, რომელი უშურველად აღმოაცენებს სიმტკიცესა, მადლსა და წყალობასა, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, ვინაითგან სისხლი დასთხიე ქრისტეს სიყუარულითა, ნეტარო, კადნიერებაი გაქუს წინაშე მისსა, და გვითხოვე, რაითა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთა წარწყმედელთა ვნებათა და განსაცდელთა.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა მოწამისა ბონიფანტესა და მართლისა აღლაიდას ლოცვითა წარგვივიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა