პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის,
ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.
(უკეთუ გენებებათ შეძინება ანუ ჩართვა რომელიმე წმიდანის პარაკლისისა, ასეთ შემთხვევაში ჯერ ითქმის ტროპარი წმიდანისა ერთგზის, შემდეგ ითქმის დიდება–აწდა და ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ… – სრულიად).
გალობა I
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიხსნა და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით (ითქმის მხოლოდ ეს სამი სიტყვა და არა სრულიად ტროპარი).
განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესი განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყვა ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ცანი ყოვლად ღირსებით მხიარულ იქმენინ დღეს და ქვეყანა იშვებდინ, დღესასწაულობს ყოველი სოფელი ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს (ორგზის).
(ვისაც ენებება რომელიმე წმიდანის პარაკლისის ჩართვა, აქ და ყოველი სძლისპირ–ტროპართა შემდეგ უნდა ჩაურთოს წმიდანის შესაბამისი საგალობელი ოთხ მუხლად).
გალობა III
მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაი და ქუეყანა, ქვესკნელი და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვძლიერდით (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
გუშინ შენთანა ჯვარს ვეცმოდი, ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავეფლვოდი, შენ მადიდე, მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა (ორგზის).
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად–წმიდაო ღმრთისმშობელო, რამეთუ ჩვენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლად–ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩვენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩვენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა მართლმადიდებელთა ივერიელთა და მეუფებისა მისისათვის.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასითა (და მაღალყოვლადუსამღუდელოესისა მიტროპოლიტისა ან მთავარეპისკოპოსისა, ან ყოვლად უსამღუდელოესისა ეპისკოპოსისა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს მონა (ან მხევალი) თჳსი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მისისანი და იჴსენ იგი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა, და მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.
გუნდი:უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა IV
საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩვენთანა და გვიჩვენენ ჩვენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინვალედ მეტყველი ესრეთ, ცხოვრება არს ყოვლისა სოფლისა, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოისა ითქვა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან, პასექსა ჩვენთვის, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელ ედვა (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩვენი, გვირგვინი ქრისტე, ნებსით ყოველთათვის დაიკლა პასექად წმიდა მყოფელად და კვალად შვენიერად საფლავით სიმართლისა იგი მზეი აღმოგვიბრწყინდა ჩვენ (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
წინაშე აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით, მამაი ღვთისა, ხოლო ჩვენ – ერი ღვთისა, იგავთა აღსრულებისა ხედვითა საღმრთოდ ვიშვებთ, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი (ორგზის).
გალობა V
აღვიმსთვოთ ჩვენ ცისკარსა მსთვად და მირონთა წილ გალობა მივუძღვანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე ყოველთად აღმობრწყინვებული (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
უზომო იგი მოწყალება რა შენი ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს, ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყველვიდეს პასქად საუკუნოდ (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ლამპარშემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით გამომავალსა სიძესა და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა ცხოვრებისა პასექსა (ორგზის).
გალობა VI
შთახედ შენ ქვესკნელთა ქვეშე ქვეყანისათა, და შეჰმუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი და სამდღე მკვდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღსდეგ დაფლავით (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
დაიცვენ ბეჭედნი აღუტეხელად, ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწნენ შობასა, და განმიხვენ ბჭენი სამოთხისანი (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
მაცხოვარ, ცხოველი და დაუკლველი მსხვერპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თვისი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ ყოვლით ნათესავითურთ, რაჟამს აღსდეგ საფლავით (ორგზის)
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად–წმიდაო ღმრთისმშობელო, რამეთუ ჩვენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლად–ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩვენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩვენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი:
დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.
იკოსი:
უპირატესი მზისა, მზე შთაჰხდა ოდესმე საფლავსა შინა, რომელსა ცისკარს მსთუად ეძიებდეს ვითარცა დღისი, მენელსაცხებელნი დედანი და ურთიერთარს იტყოდეს: მოვედით, ჰოი, მეგობარნო და ვსცხოთ ნელსაცხებელი ხორცთა დაფლულთა, მდებარესა საფლავსა შინა. გვამისა ადამ დაცემულისა აღმადგინებელთა, წარვიდეთ და მივისწრაფოდ ვითარცა მოგვნი და თაყვანისვსცეთ, და მივუძღვანოთ სუნნელი, შესამურავი ვითარცა ძღვენი, არა სახვეველითა, არამედ სუდარითა წარგრაგნილსა და ტირილით ღაღადვჰყოთ: აღსდეგ, ჰოი, მეუფეო, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაი.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედეთ.
მღვდელმან: მშვიდობაჲ ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისათანა.
დიაკონმან: წარდგომაჲ ფსალმუნი დავითისი.
ესე არს დღე უფლისა, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა.
მუხლი: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
(გუნდი სათანადო წესით იმეორებს წარდგომას)
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა.
(გუნდი სათანადო წესით იმეორებს წარდგომას)
დიაკონმან: ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება. მღვდელმან: მშჳდობა ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: ლუკაჲსაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მღვდელმან: მოხედენ.
(კითხულობს სახარებას)
სახარება ლუკასი:
მას ჟამსა შინა, აღსდგა რა იესუ მკვდრეთით, და დადგა შორის მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მშვიდობა თქუენთანა! ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაიმე იხილეს, და თავადმან ჰქრუა მათ: რასა შეძრწუნებულ ხართ, და რასათვის გულისსიტყვანი მრავალნი მოვლენან თქუენთანა; იხილენით ხელნი ჩემნი და ფერხნი, რამეთუ თავადი მე ვარ, ხელი შემახეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ხორც და ძვალ არა ასხენ, ვითარცა ესე მხედავთ, რამეთუ მასხენ. და ესე რა თქუა, უჩვენა მათ ხელნი და ფერხნი მისნი, და ვიდრე იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკვირველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქვს რა აქა ჭამადი? ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი, და სჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდი თქუენ, ვიდრე იგი ვიყავღა თქუენთანა, ვითარმედ ჯერ არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა, და წინასწარმეტყველთასა, და ფსალმუნთასა ჩემთვის. მაშინ განუხვნა მათ გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა და ჰრქუა მათ: რამეთუ ესრეთ ჯერ იყო და ესრეთ წერილ არს ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა, და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევება ცოდვათა ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალიმით, რამეთუ თქვენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა, და აჰა ესერა მე მოგივლინო თქვენ აღთქმა იგი მამისა ჩემისა, ხოლო თქვენ დასხედით ქალაქსა ამას იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით. და განიყვანნა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე, და აღიპყრნა ხელნი თვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუსსა მათდა მიმართ, განეშორა მათგან, და აღვიდოდა ზეცად, და იგინი თაყვანისსცემდნენ მას, და მოიქცენენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა, მარადის აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ამინ.
(ამის შემდეგ, უკეთუ ლოცულობდეთ წმიდინის პარაკლისს, წაიკითხეთ წმიდანის სახარებაც).
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ სიმრავლენი ბრალთა ჩემთანი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ სიმრავლენი ბრალთა ჩემთანი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
უვი შენ, ყოვლადუხრწნელო, დიდსა მას მთასა ათონისასა დიდად შესავრდომელად და შენითა გულმოწყალებითა გამომჴსნელად, რამეთუ შენ მიერ ჴსნილ არს იგი ყოვლისაგან იწროებისა, ხოლო პორტაიტისაჲ მღჳძარეჲ რეცათუ ისათნოვა მონასტერმან ივერთამან დიდებულმან, არამედ, ჰოჲ ღმრთივმიმადლებულო, მოგუეც ჩუენ ყოველთა მადლი შენი და ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა, ქალწულო, ჩუენგან. ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ შენ მონანი შენნი.
მღვდელმან: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლ-მადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლის მცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღუდელ მთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლის-მძლეთა მოწამეთა, წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისა და ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანნაჲსითა, (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ მრავალ მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ 12-გზის;
მღვდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა VII
რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო ვითარ მოკვდავმან და ვნებითა მოკვდავსა უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
დედანი ღვთივ–განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკვდავად გეძიებდეს, აღდგომილსა და ცხოველსა თაყვანისგცეს და პასქა ესე საიდუმლოისა მოწაფეთა ახარეს (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დღეს ვდღესასწაულობთ დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, უგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა (ერთგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად კრება არს მაცხოვარებისასა ესე ღამე, და ყოვლად ნათლით შემოსილ დღე აღდგომისა წინამახარებელი, ვინა საფლავისაგან ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა (ერთგზის).
გალობა VIII
ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
მოვედით, ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინვალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
აღიხილენ თვალნი გარემოს, სიონ, და იხილენ, რამეთუ, აჰა, მოვიდეს შენდა ვითარცა მნათობნი დასავალით, ჩრდილოით და აღმოსავალით შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ (ერთგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
მამაო ყოვლისა მპყრობელო და სიტყვაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გვამით განყოფილო, ზესთა არსთაო და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათლვღებულვართ და შენ გაკურთხევთ მარადის (ერთგზის).
გალობა IX
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ჰოი, საღმრთო, ჰოი, ყოვლად–საყვარელი, ჰოი, ტკბილი ხმა, რომლითა აღმითქვა უტყველად ჩვენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, რომელი გვაქვს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშვებთ მარადის (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ჰოი, პასექო დიდო და დიდებულო, ქრისტე, ჰოი, სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა (ორგზის).
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ივერიისად (ქართულად) წოდებული ღვთისმშობლის ხატის
ტროპარი: იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.
ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.
ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლაწმიდაო.
კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგსალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.
ანგელოსი ჰღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ. ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით, და მკვდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა
მღვდელმან აკმიოს
მკითხველმან: შეიწყნარენ, დედაო უბიწოო, საგალობელნი ესე, რომელთაცა ტაძარსა შინა შენსა შენდა შევწირავთ კეთილმოშიშებითა, და მომეც ჩუენ მადლი ღირსებით თაყუანისცემად ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, პორტაიტისასა:
მოიწია უცხოგუარად ხატი შენი მთასა ათონისასა და მიეცა იგი, ვითარცა საუნჯჱ, მონასტერსა ივერთასა, უბიწოო ღმრთისმშობელო, ამისთჳსცა ქებისვმეტყუელებთ საკჳრველებათა შენთა.
იხარებდე პორტაიტისაო, სიხარულო ანგელოზთაო და შეწევნაო ივერთა მონასტრისაო, რჩეულო მეოხო და მზრუნველო ყოვლისა სოფლისაო, ღმრთისმშობელობითო დამფარველობაო, ღმრთივდატჳფრულო სუეტო საჩინოო.
შენისა ჩუენდამო მეოხებისა სუეტად საჩინოდ, ღმრთივდატჳფრულად ჰგიეს ხატი შენი, ღმრთისმშობელო. ამისთჳსცა ყოველი ათონი გიგალობს და გადიდებს შენ, პორტაიტისაო!
დაიფარე მონასტერი შენი ყოვლისაგან რისხჳსა და სავნებელისა, ქალწულო, და ცოფისაგან მჴდომისა, და ჟამსა განსჯისასა დაუსჯელად დაგჳცევ ჩუენ, ღმრთისმშობელო, შენდა მონდობილნი.
წინამძღუართა ათონისა მთისათა, მღდელთმთავართა და მოღუაწეთა, აღმსაარებელთა, მწყემსთა და ღირსთა, მონაზონთა სიმრავლესა, გალობით პატივს-ვცემდეთ.
ყოველნო მჴედრობანო ანგელოზთანო, წინამორბედო უფლისაო, ათორმეტნო მოციქულნო, ყოველნო წმიდანო, მეოხ-გუეყვენით ჩუენ, ღმრთისმშობელისა თანა, რაჲთა ვცხონდეთ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდება საუკუნითგან უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხნები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, და გჳჴსენ ჩუენ განსაცდელთაგან, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა რომელნი-ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა .
მღვდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით კაცთმოყუარე, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხოვრებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე, ყოველნი ქალაქნი, და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, რათა მოწყალე გვექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვა, მარად დღე ჩუენზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).
მღვდელმან: შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღვათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო,გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სითყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობითვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგ წყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისაჲთა, გვაკურთხენ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა იყოს ტაძარი), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე), და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
გუნდი: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).