ძველქართულად მსგეფსი ნიშნავს შვიდეულს, კვირას. დღეისათვის კი მსგეფსად მხოლოდ ის შვიდეულები იწოდება, როდესაც ოთხშაბათ-პარასკევი მარხვა არ არის.
ზოგადად მსგეფსის დღეები ხანგრძლივ მარხვებს ან წინ უძღვის ან მოჰყვება ხოლმე.
მოგეხსენებათ, დიდმარხვას ანუ სააღდგომო მარხვას წინ უძღვის სამკვირიანი მზადება: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღები შვილის კვირა და ყველიერის კვირა. ამ სამი კვირიდან 2 მსგეფსია: უძღები შვილის კვირა – ყველანაირი საკვებით და ყველიერის კვირა – მხოლოდ თევზით, რძის პროდუქტით და კვერცხით.
დიდმარხვის დასრულების ანუ აღდგომის შემდგომ (ბრწყინვალე შვიდეულის) კვირასაც მსგეფსია.