წმინდა დიონისე არეოპაგელი

სავედრებელი პარაკლისი და ღვაწლი წმინდა დიონისე არეოპაგელისა

წმინდა დიონისე არეოპაგელი ათენის I ეპისკოპოსი და სამოცდაათაგანი მოციქული (I) ხს. 4 (17) იანვარი (70 მოც. ხსენების დღეს)   წმინდა დიონისე არეოპაგელი ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის დასაწყისში, ათენში, წარჩინებულთა ოჯახში დაიბადა. მან შესანიშნავი ელინური განათლება მიიღო და შემდგომში სასწავლებლად ეგვიპტეში გაემგზავრა. ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”. ათენში დაბრუნებული დიონისე უზენაესი სამსჯავროს, არეოპაგიის, წევრად ანუ მოსამართლედ აირჩიეს (არეოპაგს უწოდებდნენ ათენის უზენაეს სამსჯავროს, რომელიც შედგებოდა უმაღლესი მოხელეებისა და სიბრძნით განთქმული ადამიანებისგან. იგი ღია ცის ქვეშ,…

Read More

იოანე ნათლისმცემელი

20 იანვარი. კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი

იოანე ნათლისმცემელი   მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება…

Read More

იოანე დამასკელი

17 დეკემბერი. წმინდა იოანე დამასკელი (VIII)

წმინდა იოანე დამასკელი ტროპარი მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო იოანე, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღუდელთმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩვენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა…

Read More

იოანე ოქროპირი

26 ნოემბერი. წმიდა იოანე ოქროპირი – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)

წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება   წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ…

Read More

წმიდანი ასი ათასი მოწამენი

13 ნოემბერი. წმიდანი ასი ათასი (100 000) მოწამენი

წმიდანი ასი ათასი (100 000) მოწამენი თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227) ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და…

Read More

იოანე ნათლისმცემელის შობა

იოანე ნათლისმცემელის შობა

დღეს ეკლესია უდიდესი წინასწარმეტყველის – იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. ჩვეულებრივ, წმინდანთა სადიდებელ დღესასწაულებს ეკლესია ადგენს მათი გარდაცვალების, ან მათი განდიდების დღეს, რადგან წმინდანის ცხოვრება არის გზა, აღსავსე მწუხარებით, არის მოწამეობა და ჯვარცმა, ხოლო სიკვდილი…

Read More

გაბრიელ ბერი

02 ნოემბერი. წმინდა მამა გაბრიელი სალოსი და აღმსარებელი

ტროპარი ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე…

Read More

იოსებ ალავერდელი

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570)

15 (28) სექტემბერი   წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს…

Read More

სამასი არაგველი

ღვაწლი და თავდადება კრწანისის ბრძოლაში მოწყვეტილთა წმიდათა სამასთა არაგველთა და სასულიეროთა და საეროთა პირთა, სპარსთა მიერ თბილისში მოკლულთა (1795)

სამასი არაგველი 24 სექტემბერი (ძვ.სტ. 11 სექტემბერი) ტროპარი იყვენით რაი უძლეველ გონებითა და მოუდრეკელ სულითა, ჰოი, წმიდანო სამასნო არაგველნო, დასდეთ თავი მეფისათვის და მამულისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და დაგვამტკიცოს კლდესა მას ზედა მცნებათა თვისთასა. ტროპარი ქებით შეგამკობთ უსჯულოთა მიერ ტფილისს ვნებულთა – მხედართა, სამღდელოთა და ერთა, და შემწედ მიგავლენთ წინაშე ღმრთისა, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი, და ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს ზედა მოსლვათაგან მტერისა.     1794 წელს სპარსეთის ტახტზე მრავალწლიანი, დაუნდობელი შინაომების შემდეგ ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი აღამაჰმად–ხანი ადის. მან მთელს კავკასიაზე მოინდომა ბატონობა, თუმცა ქართლ–კახეთის სამეფო…

Read More

ზაქარია და ელისაბედი

18 სექტემბერი. ზაქარია და ელისაბედი – იოანე ნათლისმცემლის მშობელნი

18 სექტემბერი. წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი – იოანე ნათლისმცემლის მშობელნი. წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა….

Read More