Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მეფისა და წინაისწარმეტყველისა დავით მეფსალმუნისა

დავით წინასწარმეტყველი მეფსალმუნნე

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მეფისა და წინაისწარმეტყველისა დავით მეფსალმუნისა და მგალობელთმთავრისა

მღდელი: კურთხეულ არს.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.  

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო, მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირსქმნილო, მეოხგვეყავ ჩუენ წინაშე ღმრთისა, წინაისწარმეტყუელო და მეფეო.               

დიდებაიტროპარი (იგივეაწდა

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულხარ.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დიდებულსა მეფესა და წინაისწარმეტყველსა, სინანულისა გალობათა შემოქმედსა მეოხად მოგიგებთ და გევედრებით, რაითა მოგვანიჭო სინანული და შენდობაი ცოდვათა ჩუენთაი, რომელნი მოაკუდინებენ ბოროტად გულსა ჩემსა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გალობანი საღმრთოთა მათ ფსალმუნთაი შეთხზნე რაი სულისა მიერ წმიდისა, ჰოი, კალამო ღმრთისაო დავით, დადევ იგი თხემსა ზედა ეკლესიისასა საძლეველად მტერისა, და განგვსწავლის ჩუენ დიდებად ღმრთისა და ძლევად ბოროტისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უპირველეს ყოვლისა შიშსა უფლისასა გუასწავებ ჩუენ ფსალმუნთა შენთა მიერ, მგალობელთმთავარო და მეფეო, რამეთუ განსდევნის ჩუენგან ცოდვასა და სიკუდილსა, და განგვიმზადებს საუკუნესა მას ცხორებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიხარული დიდი მოიწევის საღმრთოისა მისგან გალობისა, რომელსა დასაბამსა მას ფსალმუნთასა დასწერ ნეტარებასა კაცისასა, „რომელი არა ვალს გზასა უღმრთოთასა“, და განგუაშორებ სლვისაგან ცოდვილთაისა, და მიმიყვანებ სჯულსა უფლისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კუერთხი აჰრონისი რაი განედლდა, მოგასწავებდა შენ უხრწნელსა მას ნერგსა საღმრთოსა, რომელი აღმოსცენდი დავითისგან, უბიწოო, და აღმოგვიცენე ყუავილად ღმერთი ხორცშესხმული, მისა მიმართ მეოხგუეყავ, რომელიცა დიდებულ არს.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყვარე.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაღათუ უმრწემეს იყო საულ ნათესავსა შორის ისრაელთასა, სცხო მას უფალმან მეფედ ერსა ზედა თვისსა, ხოლო შენ ყრმაი იყავ, დავით, და მწყსიდი სამწყსოსა იესეს, მამისა თვისისასა, და უფალი იყო შენ თანა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მეფობდა რაი საულ ისრაელსა ზედა, გარდახდა ბრძანებასა ღმრთისასა და სულისა წმიდისა წილ ეუფლა რაი სული უკეთური, უბრძანა უფალმან სამოელსა, რაითა წარვიდეს ბეთლემსა და ძეთა შორის იესეისთა გპოვოს მეფედ და გცხოს ზეთი რქითა

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შემკულ იყავ რაი სიბრძნითა ზეცისაითა, გეცხო შენ ფარულად ბეთლემსა, რამეთუ განმზადებულ იყო მუნ ზეცისა იგი მეუფეი შობად, ვითარცა წინაისწარმეტყუელე: „ამისთვის გცხო შენ ღმერთმან საცხებელი სიხარულისაი უმეტეს მოყუასთა შენთა“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი ჭაბუკი ძლიერი და ბრძენი, მჭევრი სიტყვითა და შუენიერ ხილვითა, წარგადგინეს წინაშე საულისა, ვითარცა კეთილად მგალობელი უფლისაი, რამეთუ აჭირვებდა სული უკეთური მეფესა, და მოიღებდი ქნარსა, რაითა განუსუენო გალობითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თქუმულნი იგი წინაისწარმეტყუელთანი აღესრულა შენ ზედა, ქალწულო, რამეთუ სულმან წმიდამან აღუთქუა დავითსა: „ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა იგი საყდართა შენთა“, და ახლად ყრმად გვიშევ პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი დაუსაბამოი

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

პირი ხარი შენ ყოველთა მოყუარეთა და მოშიშთა ღმრთისათა, მეფეო დავით, რამეთუ მხნედ სასოებდი შეწევნასა მისსა და წინაისწარმეტყუელებდი ფსალმუნითა, გალობდი და იტყოდი მაცხოვრისათვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისა, ხორციელად ვნებათა მისთათვის და მეუფებისა მისისა და წარმართთა მისა მიმართ სარწმუნოვებისათვის, რომელი შემძლებელ არს ხსნად ყოვლისაგან ძვირისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთაგან, და ერი ჩუენიდაიცვას შეუძრყვნელად.                

დიდებაიაწდა

ცათა უვრცელესო და სერაბინთა უზეთაესო, ძუელითა სჯულითა მოსწავებულო და ახლითა მადლითა ღმრთისმშობელად თაყუანისცემულო უბიწოო მარიამ, გამოუთქუმელად მშობელო ღმრთისაო, მისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები, რაითა განანათლოს სულნი ჩუენნი და წარგვიმართოს ჭეშმარიტებისა მიმართ, რაითა განვისვენოთ ბოროტისაგან.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მთისაგან უხელოდ ლოდი გამოეკუეთე, ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ხსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღიძრნეს რაი უცხოთესლნი ისრაელსა ზედა, გამოხდა მხედარი ერთი ბუმბერაზი, და იწვევდა რაი ბრძოლად ისრაიტელთა, ზარგანხდილ იქმნა მეფეი საულ, ხოლო შენ მეაბჯრეიცა იყავ რა მეფისაი, განიზრახე ხსნაი ერისა შენისაი.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ნუგეშინისცემდი მეფესა და აღუთქმიდი ძლევასა გოლიათისასა ძალითა ღმრთისაითა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, რაითა შეგვჭუროს ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა სჯულისა და სიწმიდისათა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დიდითა სარწმუნოებითა განმტკიცებული განხვედ რაი წყობად თვინიერ ჯაჭვჭურისა, შესტყორცე ქვაი შურდულითა და ეც რაი შუბლსა მისსა, შთასტეხე ჩაფხუტი, და დაემხუა რაი პირსა ზედა თვისსა, აღმოჰხადე მახვილი, და თავი მოჰკუეთე გოლიათსა.   

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სძლე რაი უძლიერესი იგი მხედარი ფილისტიმელთაი, გამოაჩინე ძლევაი, ვითარცა ქრისტემან, დატკებნა რაი თავი გუელისაი, და თვისი იგი ძალი გამოაჩინა მას ზედა, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისა, რაითა დაგვიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობასა შენსა, უბიწოო, იწყეს აღსრულებად წინაისწარმეტყუელებისა, რამეთუ დავით, პირველმამამან შენმან, კიდობნად გქადაგა სიწმიდისად, აღმოსცენდი რაი ძირისაგან იესეისისა, ვითარცა თქუა ესაია, და აღმოგვიბრწყინვე ქრისტე, მზეი სიმართლისაი.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: დამხსნელი ბნელისა მის წესთა მათ წერილისა, პირველისა მის ჰსჯულისათა და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღუა ჩუენ ნათლად, ღმრთეებისა თვისისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამოჩნდა რაი ძალი ღმრთისაი შენ ზედა, განიხარა ყოველმან ისრაელმან, და ძემან საულისმან შეგიყუარა სწორად თავისა თვისისა, განიძარცუა რაი მშვილდკაპარჭი და ჯაჭვჭური, და ვითარცა მხსნელსა ისრაელისასა სიხარულითა შეგასხა

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაგადგინა რაი საულ ერისთავად ლაშქრისა, სძლევდი მტერთა მისთა, და შემდგომად ბრძოლისა მოგეგებვოდეს რაი მაქებარნი ღაღადებით: „დასცნა საულ ათასეულნი და დავით ბევრეულნი“, შურითა საეშმაკოითა ფრიად შეგიძულა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხედვიდა რაი მეფეი სიბრძნესა შენსა და ახოვანებასა, ფრიად ეშინოდა, და უკეთურებითა იღუწოდა სავნებელად შენდა, ხოლო ერი ისრაელისაი და იუდაისი გყუარობდა შენ, წმიდაო დავით, და შეგიყუარა მელქოლ, ასულმან საულისმან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ეწადა რაი ხელთა მათ უცხოთესლთასა შთაგდებაი შენი მეფესა, ზაკუვითა წარგგზავნა ბრძოლად მტერისა, და წარხვედ რაი მცირითა მით სპითა, ახოვანო, სძლე საკვირველად, და შეეუღლე ასულსა მეფისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვერ მისწუთების გონებაი ჩუენი ქებად შენდა უზესთაესო დიდებისაო, ასულო დავითისო, ღმრთისმშობელო ქალწულო, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა მოგიძღუნით ძღუენსა ქებისასა და გევედრებით: კეთილად წარმართე სლვაი ჩუენი, უსძლოო.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინასწარმეტყუელი აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კუალად მიიწია რაი სული უკეთური საულისად, მოიღე შენ ქნარი და გალობდი წინაშე მისა, გარნა აქუნდა ხელთა მისთა ჰოროლი, და ეწადა რაი განგმერაი შენი, მიჰრიდე პირისაგან მახვილისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაღათუ არა აქუნდა მიზეზი მტერობისაი მეფესა, წარმოგზავნა მხედარნი, რაითა მოგაკვდინონ სახლსა შინა თვისსა, გარნა გარდამოგსვა მელქოლ სარკმლითა და განივლტე ქალაქითგან.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ორგზის შთავარდა რაი მეფეი ხელთა შენთა, არცა რაი ბოროტი მიაგე, ვითარცა უფლისა ცხებულსა, და მის მიერ განძებული და უდაბნოს დამალული სიმდაბლითა დაითმენდი განსაცდელთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოწყლულ იქმნა რაი საულ ბრძოლასა შინა მტერთაისა, შვილნი მისნი და უმრავლესი სპაი მოწყდა, და თვით დაეგო რაი მახვილსა თვისსა, დიდად იგლოვდი მეფესაცა და იონათამს ძესა მისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძირისაგან იესეისისა აღმოცენებულო ქრისტეს დედაო, ყოველთა გამომზრდელსა უბიწოებით აწოებდი შენ, მას ევედრე აწ, რაითა განსდევნოს არმური უგუნურებისა ჩემისაი.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                 

გუნდი: ამინ.

კონდაკი ხმაი 4

განათლდა სულითა წმიდითა გული შენი, ტკბილად მგალობელო მეფეო დავით, და იქმენ რაი წინაისწარმეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, ხედევდი ყოველსა აწინდელსა ყოფადსა მას, და გვიქადაგე რაი ქუეყანასა ზედა მოსულაი მხსნელისაი, აღასრულა სიტყუაი შენი, ქალწულისაგან იშვა და დიდებულად მეფედ და ღირსად წინასწარმეტყველად გამოგაჩინა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,          

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: იოვანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება იოანესი  (. 10. 9-17)

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილისრაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერარიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა მეფისა და წინაისწარმეტყუელისა დავით ფსალმუნთა მგალობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: სიწმიდითა გულისათა და სიწრფოებითა ხვიდოდი რაი წინაშე ღმრთისა, მცნებათა მისთა იმარხვიდი და სიყუარულითა აღასრულებდი რაი ბრძანებათა მისთა, აწ ჩუენცა გვითხოვე შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, და ხსნაი ივერიისაი ზედამოსლვათაგან მტერისა, ჭეშმარიტებასა შინა დამტკიცებაი მკვიდრთა მისთა და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა და ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა და წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, და წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდისა მეფისა და წინაისწარმეტყველისა დავითისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.          

გუნდი: ამინ

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: მაყუალი მოტყინარეი და სახუმილი ქალდეველთა მათ შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაი, წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყვით: `კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო~.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მეფედ დაგადგინეს რაი ისრაელსა ზედა, ფსალმუნთმგალობელო, ხვიდოდი გზასა სიმართლისასა, და ვითარცა სჯულისმდებელი ასწავებდი: „შეწირეთ უფლისა მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით მას“, რამეთუ ღმერთი არს განმაძლიერებელი ყოველთა მოყვარულთა მისთა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიმართლითა შენითა და არა თუ ამპარტავანებითა თქუ ფსალმუნი ესე სამხილებელად უსჯულოთათვის და უღმრთოთა: „ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა“, რამეთუ უწყოდი შენ, წმიდაო, რამეთუ ღმერთი ჰბრძოდა შენ წილ, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა უვნებელად დაგვიცვას.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უმცხინვარეს მზისა აღმოუბრწყინდი რაი ისრაელისა ქუეყანასა, შეკრიბნე სპაი მთასა მას ზედა სიონისასა, და იერუსალეიმი, ქალაქი იებუსელთაი, შეჰრთე სამეფოსა შენსა, რაითა იქმნეს იგი დედად ყოველთა ქალაქთა ისრაელისათა, და აღაშენე და განაშუენე იგი აღსასრულებლად საღმრთოისა განგებულებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აღიძარ როკვად წინაშე კიდობანსა მას რჯულისასა, რომელსა ზედან წოდებულ იყო სახელი ღმრთისა ძალთაისა, რაჟამს შეაბრძანე იერუსალეიმსა, გაყვედრებდა ცოლი როკვასა მონათა თანა, და მიუგებდი: „ვიხარებ და ვროკავ წინაშე უფლისა ჩემისა, რამეთუ დამამტკიცა მთავრად ერსა თვისსა ისრაელსა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მწყობრი წინაისწარმეტყველთაი დღესასწაულობს ღმრთისა მიერ საკვირველებასა შენ შორის ქმნილსა, ღმრთისა დედაო, რამეთუ განხორციელებული ღმერთი შევ ქუეყანასა ზედა, ვინაი ანგელოსნი მწყემსთა თანა ძნობენ და მორწმუნენი მოგუნი იოსების თანა ღაღადებენ საკვირველებათა დავითისთა.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: „აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამხილა რაი ნათან ოდეს შეხვედ ბერსაბესა, დიდსა სინანულსა შინა შთავარდი, და ცრემლითა ღაღადებდი: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე ურჯულოებაი ჩემი“, და ღირს იქმენ შენდობისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეემთხვია რაი ცოდვაი კეთილმსახურსა მეფესა, სინანულისა მიერ შეიწყალე, ოდეს ღაღადყო: „სასტიკ არიან ცოდვანი ჩემნი ურიაისთვის და ბერსაბესა, და რაიცა ვქმენ წინაშე შენსა“, აწ მეცა მიხსენ, უფალო, ყოვლისაგან საცთურისა და ვნებისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საკვირველ არს სიმშვიდეი შენი, სანატრელო, რომლითაცა დაითმენდი უგუნურთა შვილთა და ქუეშევრდომთა მიერ შენ ზედა მოწევნულთა განსაცდელთა, და იტყოდი: „სწავლით განმსწავლა მე უფალმან ცოდვათა ჩემთათვის, და არა მიმცა მე სიკუდილსა“

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ძუელად მიეც ძალი წინაისწარმეტყუელსა მას შენსა მტერთა და ორგულთა ზედა, უფალო, ეგრეთვე აწ განაქარვე მზაკუვარებანი  უცხოთესლთა , გარემოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა და მოგუმადლე უშფოთველი და გონიერი ცხორებაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძირისაგან მეფისა დავითისა აღმოგვიცენდი შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულოდა გვიშევ სიტყუაი ღმრთისაი, რომელი პირველ საუკუნეთა იყო, და უვნებელად დაიცვა ქალწულებაი შენი შობასა შენსა უაღრეს ბუნებათა.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ხორციელ ქმნილი, მოსრული ჩუენდა საშოსაგან შენისა, ხორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთვის ღმრთისმშობელო, სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ორმეოც წელ მეფობდი რაი ისრაელსა ზედა, ფრიად სათნო იყავ თუალთა წინაშე ერისა მის შენისა, და მოწყალედ შეეწეოდი რაი ყოველთა შეწევნისა შენისა მოქენეთა, ნეტარო, არცა ვისა განუტევებდი თვინიერ ნუგეშინის ცემისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოუძლურდი რაი მხცოვანებასა შინა, ძეი შენი სოლომონ მეფედ დაადგინე, და ანდერძად დაუდევ რაი მსახურებაი ღმრთისაი და აღშენებაი სახლისა მისისაი, კეთილადმსახურებასა შინა აღესრულე, და სული თვისი ლოცვითა შეჰვედრე უფალსა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დიდითა პატივითა დაგკრძალეს რაი იერუსალეიმსა შინა, აღგამაღლა შენ უფალმან და მითვალულგყო დასსა წმიდათა მისთასა. და აჰა, აწ ჩუენცა მოვისწრაფით შევრდომად დიდებულსა მას საფლავსა შენსა და გევედრებით ხსნასა და შეწევნასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა დავით გევედრა: „შენ მხოლოსა შეგცოდე, უფალო, და ბოროტი შენ წინაშე ვყავ“. მსგავსად მისა ვღაღადებ: „უფალო, ღმერთო ჩემო, შეგცოდე უფროის ყოველთასა, გარნა ვედრებითა მისითა შემიწყალე და მაცხოვნე მე“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაუკვირდა მგალობელთმთავარსა, და სიძისა მიმართ იტყოდა: ,,დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოილითა~, და აწ სასუფეველსა ცათასა დედოფლად მდგომარე ხარ წინაშე მეუფისა, ქალწულო, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ

მღდელი აკმევს, მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

უმცხინვარეს მზისა აღმოუბრწყინდი რაი ისრაელისა ქუეყანასა, ღმრთისმოსაობისათვის შენისა მოგმადლა უფალმან ძლევაი ყოველთა მტერთა ზედა და მოშურნეთა, და დამონებისაგან უცხოთესლთაისა განარინებდი ერსა შენსა, აწ ჩუენთვისცა იმეოხენ წინაშე ღმრთისა, სიმხნეი, სიბრძნეი და მძლეველობაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინოს, და მძლე გვყოს ბოროტად მგმობელთა მისთა ზედა.

შეგვითხზნე რაი გალობანი სულშეზავებულნი და ნეტარებითა შემკულნი, ჰოი, ღმრთისა მამაო დავით, რომელ არიან წიგნნი იგი ფსალმუნთანიპურ და მადლ საღმრთოი წმიდასა შინა ეკლესიასა, მარადის გვასწავებ ჩუენ, თუ ვითარ ადიდებს ყოველი ქმნილებაი ღმერთსა, შემოქმედსა თვისსა, და ყოველი სული აქებს უფალსა

ცხად არს ძალი და წინაისწარმეტყუელებაი ფსალმუნისა შენისაი, დიდო მეფეო, რამეთუ უგალობდი რაი ძირთაგან იესეისთა განხორციელებულსა უფალსა, არა სიტყვითა ხოლო წინაისწარ ყოფადთა მათთვის ქადაგებდი, რამეთუ  არამედ საქმითცა, რომელ იგი ქრისტეს ზედა იქმნა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი მისა მიმართ, გვითხოვე, რაითა განხადოს წყუდიადი დახსნილებისა ჩუენისაი და დაგვამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.

ბაგრატოვანნი მეფენი ჩუენნი მარადის იქადოდენ დიდებულებითა ნათესავობისა შენისაითა, წინაისწარმეტყველთა შორის დიდო მეფეო, და იწოდებოდენ რაი შვილად შენდა, გერბი თვისი „კვართიანდავითიანთი“ განაშუენეს ქნარითა შენითა და შურდულითა, მოსახსენებლად შენ მიერ ამპარტავანისა გოლიათისა ძლევისა, აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, აღგვიდგინოს  მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან.

დავითის მიერ წინაისწარმეტყუელისა, მეფისა და მამათმთავრისა სიტყუათა აღმასრულებელ იქმენ ქალწულისაგან შობილი ქრისტე, ღმერთი ჩუენი, წინაითვე წოდებულ იყავ რაი უფალი უფლებათაი, მარჯუენით მამისა თანა მჯდომარეი, მეორედ განეცხადე ძედ, შობილი დედისაგან, გამორაიხვედ ნათესავისაგან მისისა, მოწყალეო, და აცხოვნენ მოსავნი შენნი

დავითის ძირთაგან და მამამთავართა მიერ აღმოსცენდი კუერთხად სუფევისად, და გამოგვიჩნდი რაი ნავთსაყუდელად სულთა ჩუენთა ხსნისა, აწ გვიოხე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, წილხვედრი შენი ივერიაი შეიწყალოს ქრისტემან, და მკვიდრნი მისნი დაგვიცვას ანტიქრისტეს ხიბლისაგან და მსახურთა მისთა მძლავრებისაგან, რაითა სიყუარულითა და მშვიდობითა ვცხონდებოდეთ და მარადის განცხადებულად ვაქებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.   

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმანრამეთუ შენი არს სუფევაი… 

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                       

დიდებაი

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                

აწდა

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.            

გუნდი: ამინ.      

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლად საკვირველო წინაისწარმეტყუელო ღმრთისაო და ბრძოლათა შინა უძლეველო მეფეო დავით! უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, მხედართა სიქადულო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, მოწყალეო, გლახაკთა ხელისაღმპყრობელო და სნეულთა მსწრაფლშემწეო, მხურვალეო მეოხო ჩუენო უფლისა მიმართ და ყოველთა უღონოთა და განწირულთა ნუგეშინისმცემელო და შესავედრებელო

ჰოი, მამად ღმრთისა წოდებულო მეფეო და წინაისწარმეტყველო  დავით, ფსალმუნთა მგალობელო, რომელმან გვაცნობე განხორციელებაი მხსნელისაი ქალწულისაგან, და დიდებული განკაცებაი მისი აუწყე სოფელსა, აწ ნათესავობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, ვითარცა იგი ძუელ ოდესმე შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა, და შთანერგოს გულთა შინა ჩუენთა სული სიმდაბლისა და მორჩილებისაი, ურისხველობისა და ძმათმოყუარებისაი, სული დათმენისა და სიწმიდისაი, სული საღმრთოისა მოშურნეობისაი სადიდებელად უფლისა და ხსნისათვის მოყუასისა, და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინოს ძირისაგან შენისა, ცხებული ღმრთისაი, რომელიცა ძალითა ჯუარისაითა დაარღვევს რაი საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრულსა საიდუმლოსა მას უსჯულოებისასა, მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და კუალად აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარენი მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. თანამოღუაწე ექმენ მათ ყოველთა კეთილთა საქმეთა შინა და ქუეყანათა შინა მათთა დამყარებისათვის სამართლისა და მშვიდობისა

ჰოი, წმიდაო მეფეო დავით, ფსალმუნთა გამომთქუმელო, რომელი ეგე სიჭაბუკესა შინა სათნო ეყავ ღმერთსა, წინაისწარმეტყუელებაი და მეფობაი და მღდელობაი მის მიერ გერწმუნა, და მსწრაფლ შეისმენდა რაი ღაღადებასა შენსა და თხოვასა სიმართლისათვის შენისა,აწ მადლითა მით რომელ გაქუს მისა მიმართ, შეგვეწიე,რაითა დაიფაროს ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ჩუენნი გვალვისა და სიყმილისაგან, განმხრწნელთა ქართაგან და ქუეყანისა ძრვისაგან, სიკუდიდშემოსილისა წყლულებისაგან და სნეულებათაგან, ზედამოსლვათაგან მტერთაისა და ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და ზეცათა სასუფეველსა შინა ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.         

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

გუაკურთხენ

მღდელმან: ჩამოილოცოს

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მეფისა და წინაისწარმეტყუელისა დავითისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატის მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

სიყუარულითა გაქებთ შენ, ჰოი, წინაისწარმეტყველო, და  მეფეო სანატრელო, და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, მოგუმადლოს სინანული და შემუსრვილებაი გულისაი, რაითა დავუტევოთ ბოროტნი ჩვეულებანი ამა სოფლისანი, და უფროის განმხრწნელი სული ამა საუკუნისაი, სული შთანმთხეველი ერთა უფსკრულსა შინა ბიწიერებისა და წარწყმედისასა, და განვმტკიცდეთ ბრძოლათა შინა ვნებათა და საცთუთასა.

დედოფალო, ყოვლადწმიდაო მარიამ, მოხედენ ვედრებასა მოსავთა შენთასა, და ლოცვითა წინაისწარმეტყუელისა დავითისაითა ღირსმყვენ დაუსრულებელსა ზეცისა დიდებასა! ამინ!

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლად საკვირველო წინაისწარმეტყუელო ღმრთისაო და ბრძოლათა შინა უძლეველო მეფეო დავით! უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, მხედართა სიქადულო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, მოწყალეო, გლახაკთა ხელისაღმპყრობელო და სნეულთა მსწრაფლშემწეო, მხურვალეო მეოხო ჩუენო უფლისა მიმართ და ყოველთა უღონოთა და განწირულთა ნუგეშინისმცემელო და შესავედრებელო

ჰოი, მამად ღმრთისა წოდებულო მეფეო და წინაისწარმეტყველო დავით, ფსალმუნთა მგალობელო, რომელმან გვაცნობე განხორციელებაი მხსნელისაი ქალწულისაგან, და დიდებული განკაცებაი მისი აუწყე სოფელსა, აწ ნათესავობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, ვითარცა იგი ძუელ ოდესმე შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა, და შთანერგოს გულთა შინა ჩუენთა სული სიმდაბლისა და მორჩილებისაი, ურისხველობისა და ძმათმოყუარებისაი, სული დათმენისა და სიწმიდისაი, სული საღმრთოისა მოშურნეობისაი სადიდებელად უფლისა და ხსნისათვის მოყუასისა, და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინოს ძირისაგან შენისა, ცხებული ღმრთისაი, რომელიცა ძალითა ჯუარისაითა დაარღვევს რაი საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრულსა საიდუმლოსა მას უსჯულოებისასა, მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და კუალად აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარენი მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. თანამოღუაწე ექმენ მათ ყოველთა კეთილთა საქმეთა შინა და ქუეყანათა შინა მათთა დამყარებისათვის სამართლისა და მშვიდობისა

ჰოი, წმიდაო მეფეო დავით, ფსალმუნთა გამომთქუმელო, რომელი ეგე სიჭაბუკესა შინა სათნო ეყავ ღმერთსა, წინაისწარმეტყუელებაი და მეფობაი და მღდელობაი მის მიერ გერწმუნა, და მსწრაფლ შეისმენდა რაი ღაღადებასა შენსა და თხოვასა სიმართლისათვის შენისა,აწ მადლითა მით რომელ გაქუს მისა მიმართ, შეგვეწიე,რაითა დაიფაროს ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ჩუენნი გვალვისა და სიყმილისაგან, განმხრწნელთა ქართაგან და ქუეყანისა ძრვისაგან, სიკუდიდშემოსილისა წყლულებისაგან და სნეულებათაგან, ზედამოსლვათაგან მტერთაისა და ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და ზეცათა სასუფეველსა შინა ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

 

 

ცხოვრება და ღვაწლი წმინდისა მეფისა და წინასწარმეტყველისა დავით მეფსალმუნისა

Exit mobile version