დემეტრე თავდადებულის პარაკლისი

დემეტრე თავდადებულის პარაკლისი

 

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა მოწამისა მეფისა დემეტრე თავდადებულისა

 

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.  

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

სამეფოისა გვირგვინისა დამტევებელმან აღირჩიე სიკუდილი და დასთხიე რაი სისხლი შენი ხსნისათვის ერისა შენისა, ღმრთისა მიერ მოიღე წარუვალი გვირგვინი დიდებისაი, წმიდაო მოწამეო დემეტრე, და მეოხ ხარ ჩუენთვის მისა მიმართ, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და გვიხსნნეს ყოვლისაგან ბოროტისა.

დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იხსნა ერი თვისი ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ფარად და ზღუდედ ექმენ რაი ერსა შენსა, მეფეო, ღირსად სანატრელო, სული და ხორცი შენი შესწირენ მას სახედ მსხუერპლისა და იხსენ სრვისაგან და ტყუეობისა.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ზეცისა მხედრობათა გუნდნი ადიდებენ რაი ღუაწლსა მას შენსა საკვირველსა, აჰა, აწ ჩუენცა გნატრით შენ, მეფეო დემეტრე, და გევედრებით ხსნასა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხარებს ეკლესიაი ჩუენი ღუაწლითა შენითა და გვიწესს სამწყსოსა თვისსა, რაითა წლითი-წლად პატივს-გცემდეთ დღესასწაულისა აღრულებითა და არა დავსცხრებოდეთ დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გამოუთქმელითა ძალითა შენითა, ქალწულო, დაგვიფარე გარემოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთაგან, და შუამდგომელობითა წმიდისა დემეტრე მეფისაითა მტერთა ზედა ძლევაი მოანიჭე ერსა ჩუენსა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერენ მოსავნი შენნი, უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა, ვითარცა კაცთმოყუარემან.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღმოსცენდი რაი ძირთაგან ბაგრატოვანთასა მეფეთასა, აღესრულა რაი მამაი შენი, დაშთი ათორმეტისა წლისაი მძლავრებასა მას შინა მონღოლთაისა, და წარგგზავნეს ურდოსა დასამტკიცებლად მეფობისა.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 შუენიერი ეგე ყმაწვილი სათნო ეყავ ყაენსა, და დაგიმტკიცა რაი მეფობაი, წარმოგაყოლა ერთგული თვისი სადუნი და ითხოვდი მისგან მშვიდობასა სამეფოისასა და დაურღვევლობასა სჯულისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეფედ გაკურთხეს რაი სვეტიცხოველსა,  მარხვითა, ლოცვითა და ღამეი მუხლდრეკითა სათნო ეყოფოდი ღმერთსა, მას ევედრე, აწ განანათლოს სულნი ჩუენნი და წარგვიმართოს გზათა მცნებათასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საფარველსა ქუეშე შენსა დაიცევ წილხვედრი შენი ივერიაი, ყოვლადწმიდაო მარიამ, და ძისა და ღმრთისა შენისაგან გვითხოვე ხსნაი ურიცხუთა მბრძოლთა და მომხდურთაგან.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 4

აწ იხარებდ ქუეყანაო ქართუელთაო, რამეთუ შენთვის დაითხია სისხლი წმიდისა მეფისა ჩუენისა დემეტრე თავდადებულისა, რომელმან დასდუა სული თვისი ერისათვის მსგავსად მხსნელისა, და იხსნა რაი პყრობილებისაგან და სიკუდილისა, მრჩობლნი გვირგვინნი მოიღო ქრისტეს მიერ, და აწ მეოხ არს ჩუენთვის დაუცხრომელად.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა მათ შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას არა იქმოდენ რაი მონღოლნი უსამართლობასა, ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, ერსა, შენდამი რწმუნებულსა დამწყსიდი სიყუარულითა და იღუწიდი აღორძინებისათვის მამულისა.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჯერეთ ყმაწვილსა შეგრთეს რაი დაი ტრაპიზუნტისა მეფისაი, ჭაბუკი ეგე, ვითარცა მხცოვანი და ბრძენი, კეთილად განაგებდი საქვეყნოთა მათ საქმეთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დავით წინაისწარმეტყუელისაებრ მოიხვეჭდი რაი მოწყალებასა და სიმშვიდესა, გულსმოდგინე ლოცვაი შენი და კეთილი საქმეი, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გაქუს რაი კადნიერებაი დიდი შენგან შობილისა მიმართ, დედოფალო, აწ მეოხ-გვეყავ მისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს სიბრძნეი მსახურებად მისა და დათრგუნვად ბოროტისა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო, და განწირულთა მაცხოვარებაო ქრისტე – მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლე ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაი ღმერთი არაი ვიცით.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აბრაჰამისა უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდი, და ღამეი მოვლიდი რაი ქალაქსა, შეეწეოდი ქურივ-ობოლთა და დავრდომილთა, და უხუებითა ზრდიდი ღატაკთა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძვად სათნოებათა შენთა, რაითა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებისა ბოროტსა ვნებასა.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მეფესა კეთილმსახურსა გაქუნდა რაი ერთგულებაი სჯულისა და მამულისაი, განამაგრებდი ციხე-ქალაქთა და აღაშენებდი ეკლესია-მონასტერთა სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე, წ ჩუენცა მოგვცეს მეფეი სარწმუნოი და მართალი, ვითარცა დავით ისრაელთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი პატივისმცემელი ღმრთისმსახურთაი და მაშენებელი ეკლესიათაი, აღაგე მონასტერი ისნისაი, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობლისა, და შესწირნე რაი სოფელნი და ზუარნი, ყოველივე სახმარი მიეც მონაზონთა და ბერთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაამშვიდე ცხორებაი და განანათლე სულნი ჩუენნი, ჰოი, ღმრთივმიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, და წარგვიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდეთ შენ, დედოფალო.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაღათუ გძაგდა ქორწინებაი წარმართთა თანა, დემეტრე, უღონო იყავ წინააღდგომად მძლავრთა, და დაი შენი ცოლად მიეც რაი ძესა არღუნ ყაენისასა, შერთვაი ნოინის ასულისაი გაიძულეს შენცა.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაღათუ ურიცხვთა სათნოებათა მიერ იყავ აღვსილი, ღირსო, აღერიე წარმართთა, და ორისა ცოლისა მყუანებელი ეტრფიალე შუენიერსა ასულსა ბექა ჯაყელისასა, და იგიცა მიიყუანე ცოლად შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჟამსა მას ბრძოდენ რაი მონღოლნი მეგვიპტელთა, შენცა გიწვიეს, მეფეო,  და სპითა შენითა უძღოდი რაი ლაშქარსა მათსა, უშიშ იყავ ვითარცა უხორცოი, და ახოვანებითა შენითა განაკვირვებდი ყოველთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებასა შენსა მოვევლტით, მხოლოო კურთხეულო, და გევედრებით: გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და ღელვათაგან, და დაარღვიე ბოროტ-მანქანებაი ღმრთისმბრძოლთა და მწვალებელთაი.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                     

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

კონდაკი, ხმაი 2

ასპარეზი სიმხნისაი და მოსაგებელი უხრწნელისა ძლევისაი განიმზადა რაი შენთვის საღმრთოითა წინა-განგებითა, არა შეძრწუნდი შიშისაგან სიკუდილისა და შეურაცხ-ყავ რაი საწუთოი იგი დიდებაი, ძეებრივი გულმხურვალებითა დასდევ თავი შენი მამულისათვის და ერისა, რომლითა მიხვედ უკუდავებად, წმიდაო მეფეო დემეტრე, და განაბრწყინე ეკლესიაი ქართუელთაი.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა  მათი.

მუხლი: მართალი, ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყველნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მოწამისა მეფისა დემეტრე თავდადებულისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: სიყუარულითა ღმრთისა და ერისაითა ქუეყნიერი სიკეთეი განსცვალე ბრწყინვალებად დაუვალად და შერთუად სიმრავლესა მოწამეთასა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, მოჰმადლე სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისითა და ჯუარისა მცხეთისაითა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაითა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაითა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; დიდებულისა წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართუელოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა-სწორისა ქალწულისა ნინო ქართუელთ განმანათლებელისა, და აბიათარ მღდელისა და სიდონიაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისა და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართუელოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართუელისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართუელთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, კონსტანტინე მთავრისა, შალვა ახალციხელისა, და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; სამშობლოსათვის წამებულისა წმიდისა დიმიტრისა და წმიდისა ილია მართლისა; ღირსთა მამათა ჩუენთა: ექვთიმე ღმრთისკაცისა, ექვთიმე აღმსარებლისა და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდისა მოწამისა მეფისა დემეტრე თავდადებულისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.             

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამხელდა რაი კათალიკოზი მაწყვერელისა თანა, ვერა გარწმუნა დატევებაი ცოლთა შენთაი, მეფეო, და ჯუარისმტვირთველი შენი აბრაჰამ დაუტევა რაი საყდარსა თვისსა, ცრემლითა და ლოცვითა იღუწიდა მამა-პაპათა მამულსა.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოიწია რაი ათონით ბერი ბასილი გამოცხადებითა მით ღმრთისმშობლისაითა, ვითარცა მოციქული გამხილებდა, და თავს-მდებ გექმნებოდა წინაშე ღმრთისა – უკეთუ დაუტევებდი უწესოთა მათ ქორწინებათა, მეფობისა შენისა კეთილად წარმართებასა აღგითქუმიდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოიკლა რაი ბუღა ნოინი ორგულებისათვის ყაენისა, ვითარცა მზახალი მისი გიწვიეს ურდოსა, და სამღდელონი და დიდებულნი გევედრებოდენ რაი სივლტოლვასა, უფალმან მოგცნა შენ სიმტკიცეი, მეფეო დიდებულო, და განიზრახე ერისა შენისათვის დადებაი თავისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროისა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული,  ქალწულო, რაითა მიხსნე სასჯელთაგან საუკუნეთა, ვითარცა ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მინდობილი ღმერთსა ჭეშმარიტსა განემზადე რაი წარსლვად ურდოსა, გრქუა კათალიკოზმან: yოველნი ებისკოპოსნი ვიტვირთავთ ცოდუათა შენთა, მეფეო, და თავსმდებ გექმნებით წინაშე ღმრთისა.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

თანა იახლე რაი ძეი შენი დავით და კათალიკოსი დიდებულთა თანა, წარსდეგ წინაშე ყაენისა, მეფეო სანატრელო, და არა ისმინა რაი სიმართლეი შენი, განგიჩინა გუემაი და მოკვეთაი თავისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მაშინ გევედრენ მთავარნი ფარულად განლტოლვასა, და გარდახვეწასა მთიულეთსა, გარნა უარყავ განზრახვაი მათი, მეფეო, რაითა არა ევნოს ერსა შენსა, და ახოვნად დაითმენდი გვემასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, და გონებაი და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშვიდენ, გევედრები, და მაცხოვნე მე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძეი ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებითა მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განგიყვანეს რაი მტკვრისა პირსა, მეფეო დიდებულო, ცრემლითა ილოცვიდი და ეზიარე რაი ქრისტეს წმიდათა საიდუმლოთა, ქედი შენი წარუპყარ მახვილსა, და თავი წარგკვეთეს რაი უსჯულოთა, ჰოი, საკვირველი, მზემან შარავანდედი თვისი უჩინო ჰყო სრულიად.

წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაღათუ განფენამან წყუდიადისამან გამოაჩინა პატივი ღმრთისაი შენ ზედა, ნეტარო, ვერა გულისხმაყო სასწაული ეგე ყაენმან და ბრძანა დაცვაი ნეშტისა შენისაი, გარნა წარიპარეს ქართუელთა, და ფარულად წარმოიხუნეს ურმითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

თავდადებაი შენი საკვირველი ეუწყა რაი ერსა შენსა, მცხეთას მოგეგებნეს მადლიერებითა და ცრემლთა დინებითა დაგკრძალეს სამარხოსა მამა-პაპათა შენთასა – სუეტიცხოველსა, რაითა სარწმუნოებითა შეუვრდეთ და კურნებაიცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხარებდ ბრწყინვალედ, ეკლესიაო ქართუელთაო, რამეთუ დიდსა შეიწყნარებ საქადულობასა. აჰა, ესერა ღმრთისმშობლად აღმსარებელი წმიდისა ქალწულისაი მეფეი წამებული, შენ შორის იდიდების გვირგვინითა მარტვილობისაითა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს: მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

აღსრულდა რაი წინაისწარმეტყველებაი ღირსისა ბასილისაი, ბოროტად მოიკალ მძლავრთა მიერ, ჰოი, დემეტრე, და ვითარცა აღგითქუა კათალიკოსმან, შუამდგომელ გექმნა რაი სამღდელოთა თანა წინაშე ღმრთისა, განგიხუნა ბჭენი ზეცისანი, და შეხუედ სასუფეველსა მისსა, აწ ჩუენცა გვიმეოხე, რაითა მიწევნულ ვიქმნნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და შენთანა ვაქებდეთ დამბადებელსა ყოველთასა.

ქებით შეგამკობთ შენ, მეფეო ჩუენო საკვირველო, რამეთუ ძალი საღმრთო გაქუნდა შემწედ, რომლითაცა განსძლიერდი და დასდევ რაი თავი სამწყსოისათვის შენისა, შარავანდედსა მას მეფობისასა შეაერთე გვირგვინი ძლევისაი, და წმიდათა თანა მარადის ჰგიებ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, აწ კუალად მოჰკრიბოს ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეული ქართუელნი მამულსა ჩუენსა.

ოდეს მეფობაი მარტვილობასა ზედა განსცვალე, ღმერთშემოსილო, და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტეისთა, მკვიდრ-გყო მან უსხეულოთა თანა, და მოგანიჭა მადლი მოსავთა შენთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისსა, რაითა შეგვჭურვოს ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა.

შემოკრებულნი ტაძარსა შენსა სიყუარულითა შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა, და გევედრებით: ვითარცა ძუელ ოდესმე განარინე ერი ჩუენი მოწევნადსა მას საფრხესა, ეგრეთვე აწ, წინაშე ღმრთისა მდგომარემან, კუალად ითხოვე ჩუენთვის ძლევაი უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა, რაითა ყოველთა მორწმუნეთა კეთილად განგუემარჯვოს, და ვმადლობდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.

უზეშთაეს იღუაწე რაი კაცობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა, ჰოი, მეფეო, სახელოვანო და ყოვლად ბრწყინვალეო, და მოწამედ გამოჩნდი რაი ტანჯვათა დათმენითა, ქრისტეის მიერ მოიღე გვირგვინი დიდებისაი, და გაქუს რაი კადნიერებაი დიდი, შეგვაწყნარე ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, რაითა დანერგოს ჩუენ შორის მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი, და ღირს გვყოს გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                                 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                     

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღუაწლითშემოსილო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და მართლმადიდებლობისა სუეტო საღმრთოო; მეფეთა სიქადულო; მარტვილთა სიხარულო; სამღდელოთა კეთილისმყოფელო და ქურივ-ობოლთა გამომზრდელო; დევნულთა და უპოვართა განმკითხველო, და საპყრობილესა შინა მყოფთა ნუგეშინისმცემელო; ყოველთა მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა უხუად მომნიჭებელო!

ჰოი, ღუაწლსა შინა სახელოვანო მეფეო ქართველთაო, წმიდაო მოწამეო დემეტრე, საღმრთოითა წინა-განგებითა გულის-ხმა ყავ რაი საქმეი, რომლითა მოიმადლებდი განრისხებულსა ღმერთსა, დასთხიე სისხლი ერისათვის შენისა, და აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისსა, რაითა წყალობითა მოხედოს ერსა ჩუენსა, საუფლოისა ჯუარისა მტვირთველსა ქუეყანასა ზედა და დაიცვას ურიცხუთა მტერთაგან, და ძმათა შორის შუღლისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და ნათესავთაგან შენთა აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართუელოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. კეთილმსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლოს ქრისტეისმოყვარე მთავრობაი და მხედრობაი; დაიცვას მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, კაცთა შორის საკვირველო მეფეო, და დიდებულო მოწამეო დემეტრე, სიმტკიცეი და თავდადებაი შენი სათნო ეყო ღმერთსა, და მოგანიჭა რაი მადლი მეოხებისა და შეწევნისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა არა განგვირისხდეს უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისა ქარისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, უცნაურისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ვსცხონდეთ, და შენთანა ვადიდებდეთ: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით

უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, დიდებულისა და ყოვლად ქებულისა მოწამისა, მეფისა დემეტრე თავდადებულისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

სახსენებელი შენი გვაქუს რაი ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდასა და პატიოსანსა ხატსა შენსა, ჰოი, მეფეო ჩუენო, ღირსად სანატრელო დემეტრე, და გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს ჩუენ და მოგუმადლოს ხსნაი საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი მოწყალებისაი, ჰოი, დედათა შორის კურთხეულო მარიამ, ლოცვითა წმიდისა მოწამისა მეფისა ჩუენისა დემეტრე თავდადებულისაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

25th of March. Holy King Demetre The Devoted (†1289)