სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დედოფლისა მოციქულთასწორისა ელენესი
მღდელმან: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომაადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 8
ჭეშმარიტად საკვირველ არს სიყუარული შენი, და ღმრთისმსახურებაი, წმიდაო დედოფალო ელენე, რამეთუ ძელი ცხორებისა ჩუენისაი, შურითა დაფარული სიღრმესა შინა ქუეყანისასა, აღმოიყვანე, და ხელითა მღდელთმთავართაითა აღამაღლე რაი სასოდ ყოვლისა სოფლისა, ადგილთა მათ წმიდათა ტაძარნი აღაშენენ, და აკურთხევდი ჩუენთვის ვნებულსა ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრე, აწ ხსნად ჩუენდა ჭირთაგან, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სხუაი ტროპარი
დასაბამ ქრისტეის მორწმუნეი იქმენ შენ შორის ყოველთა დედოფალთა, დიდებულო ელენე, რამეთუ ძისა შენისა თანა ძალმოსილებითა სამეუფოითა აღმოფხუერ წარმართული ცდომილებაი ყოველსა ქუეყანასა და მრავალნი ერნი მიჰგვარეთ ღმერთსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, რაითა გვიხსნნეს ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 2
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, და ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გამოჩინებაი ჯუარისაი იხილა რაი ძემან შენმან ცათა შინა, სძლია წინააღმდგომნი შეჭურვილმან ძალითა მისითა, და რწმენა რაი ქრისტე, შენცა განგსწავლიდა მცნებათა შინა მისთა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საცნობელნი შენნი აღიხილენ ზეცად მიმართ, დედოფალო, და იცან რაი ყოველთა უფალი, განათლდი ემბაზითა ნათლისღებისაისა, და ახოვნად იღუაწე სადიდებელად მისა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
ქრისტესა შეუდეგ შენ, დედოფალო, და მრავალთა მოიმოწაფებდი რაი თაყუანის–ცემად მისა, აწ ჩუენცა წარგვიმართე გზასა მას ჭეშმარიტსა და აღგვძარ დიდებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოისაო, განმიხვენ მე კარნი სინანულისანი და შუამდგომელობითა შენითა მიხსენ მე, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ბჭეთაგან სიკუდიდ–შემოსილისა ცოდვისათა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ–მოყუარე.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შეჭურვილი ეგე მარხვითა, ლოცვითა და მღვიძარებითა, ნეტარო დედოფალო, მარადის იხსენებდი საშინელსა მას სასჯელსა, და შიშითა მით განაკრძალებდი სულსა თვისსა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფრიად უყვარდი რაი ძესა შენსა, ელენე დედოფალო, პატივს–გცემდა, ვითარცა ბრძენსა, და გარწმუნა რაი საჭურჭლეი თვისი, ნეტარო, შეეწეოდი ქურივ–ობოლთა, და უხუებითა ზრდიდი ღატაკთა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
ჟამსა მას არიოზისა საცთური აღელვებდა რაი ეკლესიასა, შეკრიბნა მეფემან ებისკოპოსნი ქალაქსა ნიკეასა, წარმართებად მართლისა სარწმუნოებისა და დამხობად მწვალებლობისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დასჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დასჯისა მიხსენ და მაცხოვნე მე.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოვლადუსამღდელოესისა (მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი… განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 4
შეიყუარე შენ ქრისტე, წმიდაო დედოფალო ელენე, და მოძღურებითა მისითა განათლებულმან მრავალთა წარუმართე რაი მისა მიმართ, შენ მიერ წმიდასა მას ქალაქსა შინა განცხადებულად გამოაჩინა ნათლითა შემკული პატიოსანი ჯუარი, რომელი მძლე ექმნა ღუაწლსა და წინა–აღმდგომთა ბრძოლისათა, და აღძრვიდა ყოველთა დიდებად ღმრთისა.
გალობა 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ზეგარდამოითა ჩუენებითა გებრძანა რაი მოძიებაი ქრისტეს ჯუარისაი, არა ჰრიდე მხცოვანებასა შენსა, ღირსო, და ყოველივე აუწყე რაი ძესა შენსა, საფასითა მრავლითა წარგგზავნა იერუსალეიმსა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ეწადა რაი წმიდათა ადგილთა გამოჩინებაი ქრისტესა, სიყუარულისათვის დედისა თვისისა დედაკაცივე წარგავლინა მოძიებად ყოველთა სიწმიდეთა თვისთა, აწ ჩუენცა აღგვძარ დიდებად მისა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
სიხარულითა შეგემთხვია რაი მაკარი იერუსალეიმელი სამღდელოთა თანა, ჰკითხვიდი წმიდათა ადგილთათვის და ძელისათვის ცხოველისა, გარნა არა რაი უწყოდენ მათ, და იწყეთ ლოცვაი ღმრთისა მიმართ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკროვან–ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზეი სიმართლისაი, მარადის ქალწულო.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ–მოყვარე.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მაშინ შეკრებდი იერუსალეიმსა შინა იუდეანთა, და ვითარცა მეცნიერი წერილისაი ამხილებდი სიტყვითა წინაისწარმეტყველთა მათთაისა, რამეთუ ვერცა მათ იცნეს მხსნელი მსგავსად მამა–პაპათა თვისთა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გამოირჩიეს რაი იუდა ჰურიათა შორის თვისსა, ვითარცა კეთილად მცოდნეი წერილისაი, ეტყოდი, რაითა გიჩუენოს ჯუარი უფლისაი, დაფარული შურისათვის და სიძულილისა მათმიერისა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
დაღათუ ექადოდი ჰურიასა მას სასჯელითა, უმეცარ ჰყოფდა თავსა თვისსა, და შთასვი რაი ჯურღმულსა, ითხოვა აღმოყვანებაი დღესა მას მეშვიდესა, და განგიმხილა საყოფელი იგი ჯუარისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განსწმიდე სული ჩემი, ღმრთისმშობელო ქალწულო, შეგინებული სიტკბოებითა ხორციელითა, ზაკუვათა მიერ გუელისაითა და გვიხსენ სნეულებისგან ხორცთაისა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ადგილი იგი სანატრელი განეცხადა რაი ებისკოპოსსა მაკარისა, მიისწრაფეთ თხემისა ადგილსა, და ბრძანე რაი დარღვევაი კერპთა ტაძრისაი, საღმრთოითა მადლითა განათლდა გული იუდაისი, და ევედრებოდა ღმერთსა გამოჩინებასა ჯუარისასა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ეჰა, სასწაული ღმრთეებრივისა მადლისაი, აღმოხდა რაი სულნელებაი საკვირველი, იწყეთ თხრაი და პოვეთ რაი ადგილი გოლგოთისაი, გამოჩნდენ სამნი ჯუარნი, მუნ დაფლულნი, და მადლსა და დიდებასა შეწირვიდით ჯუარცმულსა ქრისტესა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
არა უწყოდით რაი სამთა მათ ჯუართა შორის, რომელ იყო უფლისაი, დედოფალო, თვითეულად შეახეთ მკუდარსა და აღადგინა რაი მესამისა ჯუარისა შეხებამან, ფრიად სნეულიცა განკურნა გარდასახვამან მისმან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნე უკურნებელი და უძლური გული ჩემი, ღმრთისმშობელო, დაპყრობილი ვნებითა და სიბოროტითა, და შენმიერსა კურნებასა ღირს–მყავ და მაცხოვნე მე, მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 8
შემდგომად ქრისტეს სარწმუნოებად მოსლვისა შენისა, დედოფალო, და ცნობად ჭეშმარიტისა ღმრთისა, მადლითა და ძალითა მისითა დედაი ეგე მეფისაი მიხვედ მოსწრაფებით ადგილსა მას წმიდასა, სადა იგი ჯუარს ეცვა ნებსით მაცხოვარი ჩუენი ცხორებად ჩუენდა, და ჰურიათა და წარმართთა მიერ შურითა დაფარული პატიოსნი ძელი გამოაჩინე და აღმართე სადიდებლად მისა.
სხუაი კონდაკი
დასაბამ კეთილმსახურებისა იქმენ შენ, შორის ყოველთა დედოფალთა, ელენე, სამ–გზის სანატრელო, რამეთუ ძისა შენისა თანა ძალმოსილებითა სამეუფოითა აღმოფხუერ წარმართული ცდომილებაი და მრავალნი ერნი მიჰგვარეთ რაი ქრისტესა ღმერთსა, სიხარულითა თაყუანს–სცემდენ პატიოსანსა ჯუარსა მისსა და ევედრებოდენ ცოდვათა შენდობასა და წყალობასა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა
მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან ჩუენმან.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინე წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: იოვანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარება იოვანესი
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის–რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ–არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
მეოხებითა წმიდისა მოციქულთასწორისა ელენე დედოფლისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: გამოსჩნდი რაი სუეტად კეთილმსახურებისად და მოციქულებრ ჰქადაგე წმიდაი სამებაი, აღამაღლე აწ ლოცვანი ჩუენნი წინაშე მისსა, და გვითხოვე შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი; მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა; სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისითა და ჯუარისა მცხეთისაითა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაითა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაითა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართუელოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა–სწორისა ქალწულისა ნინო ქართუელთ განმანათლებელისაითა და აბიათარ მღდელისა და სიდონიაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ–მოქმედისა და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართუელოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართუელისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართუელთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა და შალვა ახალციხელისაითა; წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა, წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა და წმიდისა მოციქულთასწორისა დედოფლისა ელენეისითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ესმათ რაი სასწაულნი და კურნებანი, აღსრულებულნი ჯუარისაგან, იხარებდენ იერუსალეიმელნი, და გევედრებოდენ რაი ჩუენებასა, უბრძანე გოლგოთას აღმაღლებაი მისი მაკარის, და თაყუანი–სცეს ყოველთა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ნათელ იღო რაი იუდა კვირიაკოსის სახელითა, იქმნა ებისკოპოს, და ერთობითა იწყეთ რაი მოძიებაი სამსჭვალთაი, იხილეთ ნათელი ელვარეი, და პოვეთ იგინი ფიცრისა თანა პილატეს წარწერითა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
ღუაწლი შენი, ვითარცა საუნჯეი ოქროისა, შეუმოსია ეკლესიასა, და მსგავსად სამეუფოისა გვირგვინისა დაუდგამს თავსა თვისსა, რაითა ჰნათობდეს მას შინა შესრულთა და აღძრვიდეს დიდებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩუეულებისაგან უჯეროისა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, და გევედრები: მაცხოვნე მე, ყოვლად უხრწნელო ქალწულო.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის, გულისწყრომითა და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად–ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქადაგ–იქმენ რაი სანატრელისა მის ჯუარისა, ერთი ნაწილი მისი და სამსჭუალნი წარუგზავნე ძესა შენსა, ხოლო მეორე შეამკვე ოქროითა და ანთრაკითა, და შექმენ რაი მისთვის ლუსკუმაი ვეცხლისაი, მიეც მაკარი იერუსალეიმელსა მოსახსენებლად ქრისტეს ჯუარცმისა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, მოცემად მადლისა და წყალობისა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
პოვე რაი ადგილნი იგი წმინდანი იუდიანთა მარცხვენელად, ნეტარო დედოფალო ელენე, ბრძანე, ყოვლად დიდებულთა ტაძართა აღშენებაი არა ხოლო თუ ღმრთივ–შემწყნარებელსა მას სამარხოსა, არამედ ბეთლემსა, ქუაბსა ზედა, რომელსა შინა მოიღო ქრისტემან შობაი კაცობრივი; და მთასა მას ზეთის ხილთასა ელეონსა, სადა იგი ამაღლდა დიდებითა; და წარემართე ჰრომსა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
ვიდოდით რაი ზღვითა, დედოფალო, იწყო ღელვაი დიდი და უფალსა ევედრებოდი რაი შეწევნასა, გარდახვედით კვიპრესა მშვიდობითა და ძუელსა მას ნატაძრალსა აღაგე რაი მონასტერი წმიდისა ნიკოლოზისაი, ომოდოსისა და სტავროვუნისა სავანეთა მიუბოძე ნაწილნი ჯუარისანი, და წყაროი მაკურნებელი აღმოხდა რაი ჟამსა ლოცვისა შენისასა, აღაშენე მუნ ტაძარი თეკლა მოწამისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო დედოფალო, დაამშვიდე ცხორებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ, უბიწოო ქალწულო, და ვადიდებდე ძესა და ღმერთსა შენსა.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეის ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მრავალნი ქუელის–საქმენი ქმენ რაი ჰურიასტანსა და კვიპრესა, სიხარულითა შეგიწყნარა ძემან შენმან, დედოფალო, და განაწესეთ რაი დღესასწაული ჯუარისაი, ნაწილნი მისნი მიუბოძეთ ებისკოპოსსა ჰრომისასა, და საფასეი დიდი წარუგზავნეთ მაკარი იერუსალეიმელსა – განსასრულებლად და შესამკობელად ტაძართა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წადიერებითა აღაშენებდა რაი ძეი შენი კონსტანტინეპოლეს – სამეუფოსა მას ქალაქსა, შენცა მოიხილე და იხარებდი რაი მჭურეტელი დიდებულთა ტაძართა და შენებულებათა, უკუნ იქეც პალატთა თვისთა და ფრიად დაუძლურებული ევედრებოდი ძესა შენსა, რაითა კეთილად მსახუროს ქრისტესა ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
განასრულე რაი საღმრთოი ეგე სრბაი შენი, ყოვლად ქებულო დედოფალო, ლოცვითა შეჰვედრე სული თვისი ღმერთსა, და დიდისა ღუაწლისა შენისათვის შეგრთო რაი სიმრავლესა მას წმიდათასა, ნეტარო, მოგანიჭა მადლი ეშმაკთა განსხმისაი და ყოველთა ჭირვეულთა შეწევნისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, მდგომარეი არს მარჯვენით მამისა, და აწ ვითარცა დედაი მისი, შემეწიე წინაშე მისა, რაითა დღესა მას შინა სასჯელისასა მიხსნნეს მე ნაწილისაგან მარცხენისა, და აღმრაცხოს მარჯვენითთა ცხოვართა თანა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელმან აკმევს; მკითხველი კითხულობს:
წმიდაი ნეშტი შენი, დედოფალო, ძემან შენმან პირველ დაასუენა ეკლესიასა შინა ჰრომისასა, და განასრულა რაი კონსტანტინეპოლი და ჰყო სამეფოდ ქალაქად, გარდაასუენა ლუსკუმაი შენი დიდებულსა მას ტაძარსა მოციქულთასა, და ყოველნი იხსენებდენ სიქველესა და სიმხნესა შენსა, რომლისა მიერ ხსნილ იქმნენ მონებისაგან ეშმაკისა, აწ ჩუენცა დაგვიფარე კაცთა ბოროტებისა და ეშმაკის საცთურთაგან, და ეკლესიაი დაიცვევ მწვალებელთაგან.
დიდად იღუაწა რაი ქრისტეისთვის კოსტანტინე დიდებულმან, მშვიდობითა შეჰვედრა სული თვისი ხელთა მისთა, და ნეშტიცა მისი შენთანა დააბრძანეს რაი ლუსკუმითა, წმიდანი სამარხონი თქუენნი იქმნა უძლურთათვის, ვითარცა საუნჯენი მადლისანი და წყარონი კურნებათანი, და მრავალი ერი ქრისტეანეი მოისწრაფდა რაი შევრდომად მათდა, თქუენცა მიანიჭებდით სულთა და ხორცთა სიმრთელესა და აღძრვიდით ქებად თქუენდა და დიდებად ღმრთისა.
ძუელნი მატიანენი გვაუწყებენ ქართუელთა, თუ ვითარ წარმოგზავნა პატრეარქი ანტიოქიისაი ქუეყანასა ჩუენსა ძემან შენმან, მიართუეს რაი წერილი ნინოისი, თხოვად მღდელთა, და წარმოატანა რაი ხატი მაცხოვრისაი, ფიცარნი ფერხთაი და სამსჭუალნი ხელთაი, ნაწილი ძელისა მის ცხორებისაი წარუგზავნე შენ ქალწულსა ნინოს – განმანათლებელსა ჩუენსა, და უწოდდი რაი ეპისტოლესა შინა თანაზიარად მოციქულთა, ნანა დედოფალსა სახელსდევ სანატრელად, და აჰა, აწ ერთობითა სუფევთ ზეცათა შინა, ვითარცა მოციქულთასწორნი დედანი, და მეოხ ხართ მოსავთა თქუენთა.
ყოვლად საკვირველი ღუაწლი ეგე შენი, დედოფალო, განადიდა რაი ეკლესიამან ქრისტეის ღმრთისამან, ვითარცა მოციქულთასწორი, წმიდათა შორის შეგრაცხა ძისა შენისა თანა, და სახსენებელად საუკუნოდ შესხმაი თქუენი განგვიწესა შვილთა თვისთა, აჰა, აწ ჩუენცა პატივსა გცემთ და გაქებთ შენ, ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, რაითა მოსცეს მშვიდობაი ერსა ჩუენსა, განგვარინოს ყოველნი განსაცდელნი და ღირს გვყოს დიდებად მისა.
საღმრთოითა სწავლითა განათლდი შენ, დედოფალო, და ვითარცა, დედაი კეთილმსახურისა მეფისაი და თანა–მოქმედი ღუაწლისა მისისაი გამოსჩნდი შეუძრველ სიმტკიცედ ქრისტეს სარწმუნოებისა, და ურიცხვი სული იხსენ რაი დანთქმისაგან ცოდვათათსა, აჰა, აწ განაპყარ ნეტარნი ეგე ხელნი შენნი, რომელსა შინა შეიწყნარე წმიდაი იგი ჯუარი უფლისაი და ევედრე მას ზედა ნებსით შემსჭვალულსა, მომადლებისათვის ჩუენდა სინანულისა, და ხსნაი ყოვლისაგან ბოროტისა.
დიდად მოღუაწედ გამოსჩნდი შენ, წმიდაო დედოფალო, და მრავალთა მიიყუანებდა რაი ქრისტეის მიმართ, მოიღე მისგან მადლი მეოხებისა, და აჰა, აწ ხსენებისა შენისა აღმასრულებელთა ხსნაი გვითხოვე შეცოდებათაი და შეგვავედრე ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რაითა განგვარინოს ყოველნი განსაცდელნი წილხვედრსა ერსა თვისსა და აღგვძრას მარადის დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა,
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ეკლესიისა დიდო მნათობო და საღმრთოისა დიდებისა მხურვალეო მღაღადებელო, წმიდაო მოციქულთასწორო ელენე, ძისა შენისა თანა წარმართულთა ცდომათა აღმომფხურელო და მართლისა სარწმუნოებისა მცველო და მქადაგებელო; ქრისტეს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და სხუათა სიწმიდეთა მომპოვნებელო და წმიდასა ქალაქსა შინა იერუსალეიმსა პირველთა მათ ტაძართა აღმგებელო; ყოველთა მოსავთა შენთა მსწრაფლ–შემწეო, და მხურვალედ მვედრებელთა შენთა მეოხო და შუამდგომელო!
ჰოი, ღმრთივსათნოითა დედობითა განშუენებულო და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინვებულო ელენე დედოფალო! ზეცით უწყებითა და ღმრთისა მიერ გამოცხადებითა მოიძიე რაი ქუეყანასა შინა დაფარული ცხოველსმყოფელი ჯუარი მაცხოვრისაი, სრულ ყავ ქადაგებაი იგი ჭეშმარიტებისაი, და კერპთ–მსახურებისაგან ხსნილი მრავალი ერი დაუმორჩილე ძალსა მისსა, რაისთვისცა პატივ–გცა მან უფროის ყოველთა დედოფალთა, და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისაი, აწცა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა მშვიდობაი მოსცეს ეკლესიასა და კეთილდღეობაი ყოველსა სოფელსა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს მხურვალე სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაი, და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს საზღუართა საქართუელოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა მისსა, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. ღმრთივმონიჭებულითა ძალითა შენითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ–ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლენ ქრისტეისმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, საჩინოთა დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ელენე დედოფალო, შრომანი შენნი და სიწრფოებანი გულისანი იხილნა რაი ქრისტემან, მოხედვა–ყო წყალობითა, და ვითარცა, დედაი კეთილმსახურისა მეფისაი, მიგავლინა მოძიებად ჯუარისა თვისისა და ყოველთა სიწმიდეთა, და აღუშენენ რაი ტაძარნი დიდებულნი ადგილთა მათ წმიდათა, სადა იგი უხრწნელნი ვნებანი ჩუენთვის ხორცითა დაითმინა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყუანოს უფსკრულთაგან ცოდვათასა, და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსვლათაგან მტერისა, უცნაურისა სიკუდილისა და გარემოდგომილისაგან ბოროტისა, რაითა ყოველნი ვცხონდეთ და ზეცათა იერუსალეიმსა შინა შენთანა ვადიდებდეთ მას, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლად–წმიდით და ცხოველს–მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცოს…
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულთასწორისა დედოფლისა ელენესაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
ყოველთა მოგვიგიე რაი უფლისა მიმართ მვედრებელად, წმიდაო დედოფალო ელენე, სიღრმით გულისაითა, მუხლმოდრეკით მლოცველნი შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა დაგვიფაროს ყოველთა ვნებათაგან, და საცთურისაგან ეშმაკისა.
ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისაი, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთასწორისა ელენე დედოფლისა თანა, მეოხ გვეყავ ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
რედაქტორი ნონა ნამგალაძე