აბრაამი

პარაკლისი მართლისა აბრაამისა

სავედრებელი პარაკლისი

მართლისა მამამთავრისა აბრაამისა

 

მღდელმანკურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმა 4.

სიწრფოებითა შენითა და უმანკოითა გულითა შეიწყნარე მადლი ღმრთისაი, ღირსო მამათმთავარო აბრაამ, დიდებულო, და პირველ შჯულისა მოცემისა იწოდე რაი მონად მისა, პატივისმცემელთა შენთა აღმოუცენებ კურნებასა და დიდსა წყალობასა.

დიდებატროპარი (იგივე) აწდა

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 6

ძლისპირი: უკულეველად ზღუაი წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაი და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთაგან და ძლევისა გალობასა ღმერთსა უგალობდა.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეს განკაცებაი იხილე, აბრაამ, პირველ იგავით და განიხარე მოწევნადისა მისთვის და ყოფადისა კაცთა სიხარულისა, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისსა, რაითა გვიხსნეს ყოვლისაგან ძვირისა.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სარწმუნოებითა გნატრით შენ, დიდო აბრაამ, და პატივს-გცემთ, ვითარცა ქრისტეს პირველსა მამასა, და  ძლევისა გალობითა ვადიდებთ ყოვლადწმიდასა სამებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდასა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, აბრაამ დიდებულო,  რამეთუ თავ და დასაბამ იქმენ შჯულისა და მადლისა, და წინაისწარმეტყველთა, და მეოხ ხარ მოსავთა შენთა და მგალობელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საღმრთოითა მით შობითა შენითა ქმნულთათვის მსგავს დამბადებელისა ითხოვე, უბიწოო, მადლთა მისთა დაცვად ჩუენდა, რაითა მარადის სიწმიდით გიგალობდეთ სძალო.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაი ქრისტეანეთაი. დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 რჩეულ ღმრთისაი იქმენ რაი უბიწოდ და სათნოდ ცხორებითა, გეჩუენა იგი ჩუენებასა შინა ღამისასა და გრქუა: „განგამრავლო და აღგაორძინო შენ და გყო მამად ნათესავთა მრავალთა“.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გრწმენა რაი სიტყუაი ღმრთისაი, გამოხვედ ქუეყანით ქალდეველთაისა, ვითარ გიბრძანა, და წინამძღურებითა ანგელოზისაითა დამკვიდრდი რაი ქებრონსა, ნათესავნი შენნი განამრავლა უფალმან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ქუეყანისა მისგან ურწმუნოთა ნათესავთაისა განგაშორა უფალმან, ეგრეთვე აწ განსდევნოს მტერნი ჩუენნი, აბრაამ სანატრელო, და მოაუძლუროს მწვალებელნი ოხითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბრწყინვალებითა შენისა ვედრებისაითა განდევნე ყოველი ნისლი ჭირთა და ურვათაი და ნათლითა ელვარეთა საქმეთაითა შეამკუენ სულნი ჩუენნი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

მშვიდობაი შენი მოჰმადლე, ქრისტე, ეკლესიასა შენსა, გევედრებით, სახიერო, მეოხებითა აბრაამ მამათმთავრისაითა და მის მიერ შეგვიწყალენ, რაითა განვმართლდეთ წინაშე საყდართა შენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამათმთავარნი ქადაგებდეს განცხადებულად საიდუმლოთა შენთა, სძალო ღმრთისაო, და წინაიწარმეტყუელნი სულისა მიერ წმიდისა წინაითვე იტყოდეს შენგან ხორცითა ჩუენთვის შობასა ქრისტესსა, ესაია გვიქადაგა სიწმიდით საიდუმლოი მოდგომილებაი შენი ძისა და ღმრთისაი, რომლისა სახელი – ემმანუელ.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა მაღლითა იტყვის ეკლესიაი და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოითა მით სიხარულითა.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პატივს გცემთ, ვითარცა მამათმთავართა უაღრესსა, რამეთუ ნათესავისა მიერ შენისა გამოგვიბრწყინდა ქრისტე, განკაცებული ქალწულისაგან ყოვლად უბიწოისა, ყოვლად ძლიერი და სახიერი.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შენ მიერ ნაშობნი წინაისწარმეტყველნი ბრძენ იქმნეს ჭეშმარიტად, მამათმთავარო აბრაამ, და შენგან და იუდაისგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა პირველვე ქადაგებდეს სულითა წმიდითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოსრნე რაი ასურასტანელნი და განარინე ლოტ ტყუეობასა, მოგეახლა მეფე მელქისედეკ პურითა და ღვინითა, და გაკურთხა რაი სახელითა უზენაესისა ღმრთისაითა, შენცა მიეც ათეული ალაფისაი, ვითარცა მღუდელსა მისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა რაი კიბე საღმრთოი განგამტკიცა ძემან შენმან, ქალწულო, ზეცად მიმართ, რაითა ქუეყანისანი ზეცად აღიყვანნე მეოხებითა შენითა, უბიწოო.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი:  ნათლითა შენითა საღმრთოითა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ, რაითა გიცნან შენ ღმერთი მხოლოი, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნებაი გაქუნდა კეთილი და სათნოი, აბრაამ უცხოთმოყუარეო, და სარწმუნოებაი მაღალი და სახე საიდუმლოი სამებისაი შეიწყნარე, ისტუმრე რაი იგი კარავსა შინა და დაუგე ჭამადი, და თვით წინა უდეგ მათ სიმდაბლითა.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქუეყანასა ზედა გარდამომხდარმან უფალმან მოიკითხა რაი სარა, ამცნე ყოფაი მისი კარავსა, და აღგითქუა: „შემდგომად ერთისა წლისა მოვიდე შენდა და ესვას ძე ცოლსა შენსა“, ხოლო მან არა ირწმუნა და განიცინა, რამეთუ მხცოვან იყო ფრიად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კუალად გეტყოდა უფალი, ღირსო: „რად განიცინნა ცოლმან შენმან, აბრაამ! არა შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაი? და ძე იგი შენი იქმნების ნათესავად დიდად და იკურთხეოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კარავმან აბრაამისმან დაიტია ღმერთი დაუტევნელი და მოასწავა წიაღი შენი მიუწდომელად ღმრთისა დამტევნელი, უქორწინებელო სძალო წმიდაო, შენგან იშვა ღმერთი და კაცი და მოსცა წყალობაი სულთა ჩუენთა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: სოფლისა ზღუაი აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაითა, საშინელად დამნთქავს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელად და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიხსენ მე, მრავალმოწყალე.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არა დაჰფარა უფალმან მონისაგან თვისისა, რაისა იზრახვიდა და გაუწყა: „ღაღადებაი სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, რამეთუ ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად“, ხოლო შენ ევედრებოდი: „ნუ წარსწყმედ მართალთა უღმრთოთა თანა“.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მაშინ აღგითქმიდა ქალაქთა მათ შეწყალებასა, უკუეთუ იხილვიდა ათსა მართალსა მათ შინა, გარნა ვერცაღა პოა, და წუმწუბაი და ცეცხლი აწვიმა, ხოლო ლოტ გამოიყვანა სახლეულითა, გარნა მიიხილა ცოლმან მისმან, და იქმნა ძეგლ მარილისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განთიად მიხედე რაი სანახებსა მას ქალაქებისასა, აბრაამ სანატრელო, შეძრწუნდი ფრიად, რამეთუ იხილე ალი ცეცხლისაი, ვითარცა არმური სახუმილისაი, და აღხოცილ იყო ყოველი კაცი და ყოველი მცენარე ქუეყანისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღწერილნი, ქალწულო, წიგნსა ცხორებისასა შობითა მით შენითა და ხრწნილებისაგან ხსნილნი მორწმუნენი შენ გიცნობთ ცხორებისა საუკუნოისა ჩუენდა მომატყვებელად.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                   

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 2

სამგვამოვნებაი და ერთღმრთეებაი ოდესმე ისტუმრე რაი, დიდო აბრაამ, თანასწორი მამისაი სიტყუაი და თანაარსი სულისაი  ყოველთათვის იშუა და ყოველთა აცხოვნებს რაი, დიდებული, ქრისტე ღმერთი ჩუენი და მაცხოვარი, მამათმთავართა თანა შეასხამ, შობასა მას უმამოსა, ვითარცა თავი და მთავარი სჯულისაი.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა

შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

მუხლი: მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაისწარმეტყუელი სახელად წინაისწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაისწარმეტყუელისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაი მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყვი თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მამათმთავრისა აბრაამისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: საღმრთოდ გოდოლად და კეთილად შესავედრებელად მოგიგეთ შენ მორწმუნეთა, ჰოი, აბრაამ, ტკბილო და მოწყალეო, და გევედრებით: შეგვეწიე წინაშე ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა მოსცეს მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა, დაამტკიცოს წმიდაი ეკლესიაი მართლმადიდებლობასა შეუძრველად, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოვანეს და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა და საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა, და ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოანეთორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდისა ექვთიმე აღმსარებელისა და წმიდათა აღმსარებელთა: იოანე და გიორგიიოანესითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა, და მამათმთავრისა აბრაამ მართლისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.                    

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                             

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა მათ წმიდათა, სახუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოჰხედა რაი უფალმან სარრას, ვითარცა გრქუა, გიშვა ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, და უწოდე რაი ისაკ, წინა-დასცვითე იგი, ვითარცა გიბრძანა ღმერთმან, მას ევედრე, რაითა მოგვანიჭოს სიბრძნე კეთილისა და ბოროტის ანრჩევისა.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღთქუმაი იგი ღმრთისაი ფიცითა შეიწყნარე, წარგავლინა რაი ძისა შენისა შეწირვად ქუეყანასა მას მაღალსა, და მუნვე არს საფლავი ადამისი და ჰრქვიან გოლგოთა, რომელსა ზედა ჯუარს-ეცუა კრავი იგი უბიწოი, აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ეპირებოდი რაი დაკლვასა ძისა შენისასა, შეიწყნარა მორჩილებაი შენი, და გიჩუენა ვერძი, დამოკიდებული რქითა ხესა, რაიცა მოასწავებდა კრავისა მის გონიერისა დამსჭუალვასა ძელსა მას ზედა ჯუარისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მტერი იგი ძლიერი მოუძლურდა და დაეცა შენგან შობილისა მიერ, და განვძლიერდით უძლურნი ძალითა მისითა, და მარადის გადიდებთ შენ, ქალწულო, და უგალობთ ლმობიერად ღმერთსა მამათა ჩუენთასა.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილით სამთა ყრმათა ცუარსა აცურევდი და წყალთაგან დასწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნებაი შენი, ქრისტე, მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სახე ჭეშმარიტად ქრისტეს ვნებისაი იქმნა რაი ისაკ – მიყუანებული შენ მიერ შეწირვად მორჩილებითა, ძესა მისსა იაკობსა ესხნეს ათორმეტნი ძენი, ყოვლად ქებულო აბრაამ, და განმრავლდა ნათესავნი შენნი ფრიად.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეს მხსნელისა ხორციელად მამად იწოდე, ტომთა მთავარო აბრაამ, და სარწმუნოებითა იქმენ მამაი წარმართთაი, საცხოვნებელად ჩუენდა, რომელნი მარადის ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სახელ-ედვა რაი ერსა შენსა ჰურიანი, ჰოი, აბრაამ დიდებულო, ვითარცა საყუარელი შვილი მამასა, ეგრეთცა უყვარდა ღმერთსა, და უწოდა ისრაელ – `ერი თვისი~, რამეთუ ქრისტე მათ მიერ განკაცნა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიმადლებულო ღმრთისა დედაო, და ქალწულო უბიწოო, გნატრით შენ, რამეთუ აბრაამისა ნათესავითა და დავითისა ტომითა აღჰყვავენ და ქრისტე ღმერთი გვიშევ წინაისწარმეტყველთა და მართალთა მიერ წინაითვე ქადაგებული.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ღმრთისა ხილვაი შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუაი ხორციელქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძირთა შენთაგან აღმოსცენდენ ღირსნი ყრმანი, ვითარცა მორჩნი შუენიერნი და შროშანნი, და ყოველსა სოფელსა მოუწოდეს ტაბლასა სულიერსა, ქრისტეს განკაცებისა მაუწყებელსა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, ხსნად ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

წმიდაო აბრაამ მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უპირველესსა მამათმთავარსა დიდსა აბრაამსა, თავსა სჯულისასა და მადლისა დასაბამსა მოსავნი მისნი სულიერად ვნატრიდეთ, რამეთუ გამოცხადნა რაი ქრისტე ხორცითა, ესრეთ თქუა: `აბრაამსა სწადოდა დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა~.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მხიარულ არს დიდი იგი მამამთმთავარი აბრაამ, რამეთუ თესლისაგან მისისა იხილა ღმერთი ხორცშესხმული და კადნიერებითა ღაღადებს: არა ვინ არს წმიდაი და მართალ შენსა გარეშე, ქრისტე ღმერთო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მზე იგი სიმართლისაი, რომელი შენგან აღმობრწყინდა ზეშთა ცნობისა და გონებისა, სძალო, ძედ ნათლისა გამოაჩინნა კაცნი, და დიდებასა თვისსა ღირს-ყვნა მორწმუნენი, წადიერად მადიდებელნი შენნი, დედოფალო.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი კითხულობს:

დიდ ხარ შენ, აბრაამ მამადმთავარო, და შემწირველი ახლისა მის შესაწირავისაი, აღიყვანე რაი ძე თვისი ისაკ საკურთხეველსა ზედა, და მსხუერპლად განმზადებულად შესწირვიდი ღმერთსა, მას ევედრე აწ, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათვის და მოჰმადლოს სულმოკლებასა ჩუენსა სულგრძელებაი.

ნებისაებრ ქრისტეს ღმრთისა შესჭურეთ თქუენ თავნი აბრაამ, ისაკ და იაკობ, და უმეცართა შორის გამოსჩნდით ქადაგ სარწმუნოებისა საუფლოისა, აწ ჩუენცა გვიოხეთ წინაშე მისსა, რაითა ბოროტთა სულთა მანქანებისაგან დაგვიფაროს და დაგვიცვას მზაკუვარებისაგან ურიცხუთა მტერთაისა.

დაღათუ მხურვალედ ევედრებოდი უფალსა შეწყალებასა სოდომელთა მათ მართალთასა, უწესოითა შერევითა არა დაუტევეს და ცეცხლითა წარმრღვნელითა არისხა, აწ ჩუენცა ნუ დაგვიტევებ შეუწევნელად და გვიმეოხე მისა მიმართ, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, არამედ ვემსგავსოთ სინანულითა კაცთა მათ ნინეველთა და მათებრ განვერნეთ სასჯელსა.

აღიხილნა რაი თუალნი თვისნი მდიდარმან ტანჯვასა შინა ჯოჯოხეთისასა, გიხილა შენ შორით, ნეტარო აბრაამ, და გლახაკი ლაზარე წიაღთა შენთა, და გევედრებოდა რაი შეწყალებასა და ლაზარეს მისდა წარგზავნასა, რაითა დააწუეთოს წყალი ენასა მისსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა არა დავიწუნეთ ჯოჯოხეთისა ცეცხლითა, არამედ ინახ-ვიდგმიდეთ შენ თანა ცათა სასუფეველსა შინა.

გამოსჩნდი რაი ღირს ნეტარებისა და მონა ღმრთისაი – ერთგული და ყოველთა მართალთა თანა დამკვიდრებულ ჭეშმარიტებითა, აწ შევრდომითა ევედრე მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაითა ნეშთი ესე ცხორებისა ჩუენისაი განვვლოთ სინანულითა და ყოველთა მართალთა თანა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                            

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლად ქებულო მამათმთავარო აბრაამ მართალო! ანგელოზთაგან ქებულო და მოსაგრეთაგან თაყუანისცემულო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო ზღუდეო და მტკიცეო საფარველო!

ჰოი, წმიდაო და მართალო ღმრთისაო, მამათმთავარო აბრაამ, იხილე რაი სამებაი წმიდაი, რაოდენ შეჰგავს კაცსა ხილვად, განათლდი, ვითარცა ერთგული მისი, და აღივსე სიხარულითა სულიერითა. აწ სულნიცა ჩუენნი განანათლენ ნათლითა ღმრთისმეცნიერებისაითა, და გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა შეუძრველად დაიცვას წმიდაი ეკლესიაი ჩუენი კუეთებისაგან მტერთაისა და მძლე ჰყოს მწვალებელთა ზედა, ხოლო ჩუენ ყოველთაგან ტომთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნას და დაგვიფაროს ანტიქრისტეს ხიბლისაგან და საცთურისა. განაძლიეროს და დაიფაროს დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლოს ქრისტესმოყვარე მთავრობაი და მხედრობაი მისი; დაიცვას მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, მართალო მამათმთავარო აბრაამ, დიდო სიქადულო სჯულისაო და დასაბამო ღმრთივგონიერებისაო! რომელმან სტუმრისმოყუარებითა შეიწყნარე, სტუმრობაი მეუფისაი და საიდუმლოდ, იგავად სამებისა, სამგვამოვნად მოსრულნი ანგელოზთა და წესთა განსაკრთომელნი, აწ შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და განგვაშოროს სიყმილი ხორცთაი და წარწყმედაი სულთაი, დაგვიფაროს ცეცხლისაგან, მახვილისა, ზედა დასხმისაგან მტერთაისა, და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაითა მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.                      

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის);

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მადლითა და ლოცვითა აბრაამ მამათმთავრისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

არაი თუ სიმართლეთა ჩუენთა ვესავთ, ღმრთისა საყვარელო დიდო აბრაამ, არამედ შენსა მას მეოხებასა, და მივემთხვევით რაი ხატსა შენსა, გევედრებით, შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, დააწთოს ჩუენ ზედა წყალობაი თვისი და გვიხსნეს ყოვლისაგან ძვირისა და სალმობისა.

დედოფალო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და მეოხებითა აბრაამ მამათმთავრისაითა აღგვისრულნე კეთილი  თხოვაი ჩუენი, რაითა ღირს-ვიქმნეთ საუკუნოსა ნეტარებასა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა