ეშმაკეულის განკურნება გენესარეთში

სულთმოფენობიდან 23-ე კვირა ეხმაკეულის განკურნება გერგესეველთა სოფელთან

სიტყვა 23-სა კვირიაკესა

ხოლო ეშმაკნი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს:

უკეთუ განგვასხამ ჩვენ, მიბრძანე ჩვენ მისვლად

კოლტსა იმას ღორთასა (მათ. ჱ, ლა).

დღეს წაკითხული სახარება იპყრობს თვის შორის, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, საშინელსა და განსაცვიფრებელსა მოთხრობასა. ერთხელ იესო ქრისტე მიმოსვლასა თვისსა სოფლითი-სოფლად მიეახლა ერთსა სოფელსა, სახელდობრ გერგესეველთასა; მაშინ მიუხდნენ მას ორნი კაცნი, შეპყრობილნი და საშინელად გატანჯულნი სულთაგან არა-წმიდათა, იგინი სცხოვრობდენ ტყეში და კლდეებში, სამოსელს არ იცვამდნენ, საზარელად ყვიროდნენ და აშინებდენ ყოველთა მიმომსვლელთა. უფალსა იესო ქრისტეს შეეწყალა იგინი და მაშინვე უბრძანა სულსა არა-წმიდათა განსვლად მათგან. უკეთურნი, ვერ ბედვენ მისის ბრძანების წინააღმდეგობასა; იგიგნი მხოლოდ სთხოვენ მას, რათა უბრძანოს მას შესვლად კოლტსა ღორთასა: უკეთუ განგვასხამ ჩვენ, მიბრძანე მისვლა კოლტსა იმას ღორთასა. რას ნიშნავს, ძმანო, ეს გასაოცარი თხოვნა სულთა უკეთურთა? რისთვის მოინდომეს ამათ შესვლა კოლტსა ღორთასა? თუ სხვა უკეთესს ადგილს ვერ იპოვნიდნენ იგინი განსასვენებელად? რამ დაამდაბლა, რამ გააფუჭა იგინი იმ ზომამდე, რომ ვიდრემდის იყვნენ იმ ორთა კაცთა შინა, სტანჯვიდნენ მათ უწყალოდ და მერმე, როდესაც მაცხოვარმან უბრძანა გამოსვლა მათგან, იგინი ვერ ჰპოულობენ სხვა თავის შესაფერს, ადგილსა, თვინიერ უწმინდურთა ცხოველთა? ნუთუ თვით ღმერთმან თავითგანვე შექმნა ისინი ესრედნი? არა, ძმაო ჩემო! ვიცით საღმრთო წერილთაგან, რომელ იგი დასაბამითგან იყვნენ ანგელოზნი, ნათლით შემოსილნი. მაშასადამე, რამ წაახდინა და რამ დაამახინჯა მათი ბუნება ამ ზომად? ცოდვამ! ღვთის-წინააღმდეგობამ! იგინი განდრკნენ ღვთისაგან, შეიქმნენ ღვთის ურჩნი და შეიყვარეს ღვთის-წინააღმდეგობა, სიცუდე, ბოროტება და სიცრუე; ამისთვის, ნაცვლად სინათლისა, მათ შეიმოსეს სიბნელე და შეიქმნენ უკეთურნი და ბოროტნი.

ეჰა, ძმაო ქრისტიანენო, რა საშინელი მოქმედება აქვს ცოდვას ყოველსა ქმნილებასა ზედა! აჰა, როგორ გააფუჭებს ცოდვა თვით მაღალთა, ნათლით შემოსილთა ანგელოზთა ბუნებათა! ეხლა ის იფიქრე, ძმაო ჩემო, და წარმოიდგინე: თუ ცოდვა ესრედ გააფუჭებს თვით ანგელოზის ძლიერსა ბუნებასა, რა სახით არ უნდა გააფუჭოს და გაამახინჯოს მან შენი სუსტი და უღონო ბუნება? კაცის ბუნებაზე აქვს განუზომელი და აღუწერელი მოქმედება.

ვსთქვათ მოკლედ, რა ცვლილებას მოახდენს ცოდვა ბუნებასა შინა კაცისასა.

კაცს ღმერთმან მისცა ორნი უმთავრესი ნიჭნი, რომელნი მას დაემსგავსებენ თითქმის ღვთაებასა; ესე იგი, პირველად ჭკუა ანუ გონება, და მეორედ ნება, ანუ თავისუფლება.

ჭკუითა ანუ გონებითა კაცი იცნობს თავის თავსა, ღმერთსა, ბუნებასა; ნებითა ანუ მნებლობით იგი თავისუფლად იწყებს ყოველსა საქმესა, დააწყობს თავისსა ცხოვრებასა, ანუ დაემორჩილება, ანუ ურჩი ექმნება სჯულსა და ნებასა ღვთისასა. ორთა ამათ უმაღლესთა ნიჭთა ცოდვა ეგოდენ გააფუჭებს, რომელ ხშირად კაცი თითქმის სრულიად მოაკლდება მათ და დაემსგავსება პირუტყვთა. საჭირო არ არის, რომ შორითგან ვიწყოთ და ვეძიოთ ამის დამტკიცება. თვით უბრალონი მაგალითნი, ყოველ-დღის შემთხვევანი დაამტკიცებენ ამას. ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. მაგალითებრ, ზოგჯერ კაცი იმ სახით გაფიცხლდება, რომელ აღარც კი ახსოვს, რას ლაპარაკობს და რას იქმს და, როდესაც გული დაუმშვიდდება, მაშინ თვითონაც რცხვენია იმ საქმისა, რომელიც მან ჰქმნა გულფიცხელობასა შინა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებს გამოსვლად ცოდვითგან, გარნა ეგოდენ არის შეკრული, რომელ ვერ ასრულებს თვისსა სურვილსა. უფალი იესო ქრისტე იტყვის: ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ, ყოველმან, რომელმან ჰქმნას ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა. აგრედვე მშვენიერად აღწერს წმიდა მოციქული პავლე მდგომარეობასა კაცისა ცოდვილისასა: ვხედავ სხვასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი იგი წინაგანეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყვენავს მე სჯულისა მით ცოდვისათა, რომელი იგი არს ასოთა შინა ჩემთა (რომ. ზ. ი. კგ). ესე იგი, მე მსურს, რომ კეთილი საქმე ვქმნა, გარნა ვხედავ ჩემს შორის რაღაცა ძალსა და სჯულსა, რომელი მიშლის მე კეთილსა საქმესა: უბადრუკი მე კაცი ვინმე მიხსენ მე ხორცითა ამისაგან სიკვდილისათა. ესე იგი, რა საწყალობელი და რა საცოდავი კაცი ვარ მეო, ვინ უნდა გამომიხსნას მე ამ ცოდვის მონებისაგანო. აჰა, რა სახით წაახდენს ცოდვა კაცსა და მოაკლებს მას მისთა დიდთა ნიჭთა, გონებასა და თავისუფლებათა.

გარნა მოქმედება ცოდვისა კაცის ბუნებასა შინა არ გათავდება ამით; ცოდვა არათუ დააბნელებს სულსა კაცისასა, არამედ იგი მოქმედობს ხორცსა შინა მისსა, იგი მოაკლებს მას სიმრთელესა, შემოაკლებს მისსა სიცოცხლესა და შთააგდებს უდროოდ სამარესა შინა. ზოგიერთნი ხორციელნი ცოდვანი ისე ხშირად და მსწრაფად დაარღვევენ კაცის სხეულსა, რომელ არც კი არის საჭირო ამისი დამტკიცება. ყოველმან კაცმან იცის ეს. გარნა არა ყოველნი კაცნი ჰფიქრობენ, რომელ თითქმის სულიერნიცა ცოდვანი, მაგალითებრ, შური, სიძულილი, ამპარტავნება, პატივის-მოყვარება და სხვანი ცოდვანი მოქმედებენ ვითარცა საწამლავი, არათუ მხოლოდ სულსა შინა კაცისასა, არამედ თვით ხორცსა შინა მისსა. ცოდვასა კაცის გულში გაძლიერებულს, ეწოდება სახელად ვნება. რისთვის? მისთვის, რომელ იგი ავნებს, სტანჯავს სულსა და ხორცსა კაცისასა. ზოგიერთს საწამლავს გემო ტკბილი აქვსა მაგრამ მოქმედება სასიკვდინე; აგრეთვე ზოგიერთი ცოდვა ერთს წამს დაატკბობს კაცსა, გარნა მერმე ავნებს მას და გააფუჭებს.

გარნა არც ამითა გათავდება დამღუპველი მოქმედება ცოდვისა ბუნებასა შინა კაცისასა. შენი ცოდვა და ბოროტება, ძმაო ჩემო, მარტო შენს ბუნებაში რომ მოქმედობდეს, მარტო შენ რომ გავნებდეს და შენთა მოყვასთა არ შეეხებოდეს, მაშინ კიდევ არ იქნებოდა იგი ეგოდენ დასაძრახავი: გარნა უბედურება ის არის, რომელ ცოდვა შენი შეეხება მოყვასთა შენთა და მათცა ავნებს; იგი აგრედვე გარდავა შენთა შვილთა და მომავალთა და, ვითარცა თესლი ბოროტი, გამოიღებს მრავალთა ბოროტთა ნაყოფთა.

აჰა, ძმაო, რაოდენი და რა მძიმე მიზეზები გაქვს, რათა გეშინოდეს ყოვლისა ცოდვისა, ვითარცა უბოროტესისა შენისა მტერისა. ღმერთო, დანერგე ჩვენს გულში შიში ცოდვისა! ამინ.

 

წმინდა გაბრიელ ქიქოძე – იმერეთის ეპისკოპოსი

 

Homily for the Twenty-Third Sunday

“And the demons besought Him, saying: If Thou cast us out, suffer us to go away into the herd of swine.”

(Matthew 8:31)

Today’s Gospel, beloved brothers and sisters in Christ, presents to us a fearful and wondrous account. Once, our Lord Jesus Christ, as He went about teaching and healing from town to town, came to the country of the Gergesenes. There He was met by two men possessed by unclean spirits — men who lived among the tombs and caves, wore no clothing, and terrified all who passed that way by their dreadful cries. The Lord, in His boundless mercy, took pity upon them and commanded the evil spirits to depart. The demons, powerless to resist His divine authority, pleaded only that He would permit them to enter into a herd of swine nearby: “If Thou cast us out, suffer us to go away into the herd of swine.”

What, my brethren, does this strange request of the demons signify? Why did they desire to enter into the herd of swine? Could they find no better dwelling? What so humbled and corrupted them that, after tormenting men created in God’s image, they could find rest only among unclean beasts? Did God create them in such a state? By no means, my brethren! Holy Scripture teaches us that they were originally angels of light. But sin — rebellion against God — cast them down from heaven. They turned away from the divine light and became lovers of darkness, falsehood, and evil. Thus they lost their brightness and became devils.

Behold, beloved Christians, what a terrible power sin has over all creation! Sin corrupted even the exalted nature of the radiant angels — how much more, then, will it deform and darken the weak and fragile nature of man? Consider this, my brother, and tremble. If sin could destroy the nature of angels, what will it do to us? Its power over human nature is immeasurable.

Let us speak briefly of how sin changes the nature of man.

God gave man two great gifts, which make him in a sense godlike: reason and free will.

Through reason, man knows himself, his Creator, and the world around him.

Through free will, he chooses his way of life — whether to obey or resist the commandments and will of God.

Sin so corrupts these noble gifts that man may lose both reason and freedom, becoming almost like a beast. This truth is not far from us; it is seen in daily life. How often does sin so dominate a person that he no longer controls his thoughts or actions! In anger, he speaks and does things he later regrets when calm returns. In other sins, man feels the bondage of his passions, strives to be free, and cannot. Our Lord Jesus Christ declared: “Truly, truly, I say unto you, whoever commits sin is the servant of sin.” (John 8:34)

Saint Paul describes this struggle: “I see another law in my members, warring against the law of my mind, and bringing me into captivity to the law of sin which is in my members… O wretched man that I am! Who shall deliver me from the body of this death?” (Romans 7:23–24).

Thus does sin enslave man, rob him of his gifts of reason and freedom, and make him miserable.

Yet the harm of sin does not end there. It not only darkens the soul but weakens and destroys the body. Sin deprives man of health, shortens his life, and leads him to an untimely grave. This is most evident with bodily sins, but even spiritual sins — envy, hatred, pride, ambition — act as poisons that torment both soul and body. Sin, when rooted in the heart, becomes a passion, a disease of the soul that brings pain and corruption. Some poisons taste sweet but bring death; so too, sin may please for a moment but brings ruin afterward.

Nor is this all. The destructive power of sin reaches beyond the sinner himself. Your sin, my brother, does not end with you — it harms your neighbors, your children, and those yet unborn. Like an evil seed, it grows and bears the bitter fruit of new sins and sufferings in generations to come.

Behold, then, my beloved brethren, how many and how grave are the reasons for us to fear every sin as our greatest enemy.

Let us beg the Lord with all our hearts:

O God, plant in our souls the holy fear of sin. Strengthen us to resist temptation, cleanse us by repentance, and keep us in Thy light and truth. Amen.