იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა

და წინამორბედისა იოანე ნათლისმცემლისა თავისკვეთისა

 

მღდელმან: კურთხეულ არს.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

გუნდი: ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. (3-გზის)

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. (3 გზის)

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. მუხლი  3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი  4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4.

ხსენებაი მართლისი ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი უფლისაი, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაისწარმეტყველთა, და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული, ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ტროპარი (იგივე) აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა; ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მეუფისაი ეგე ახოვანი წინამორბედი ნათლისაი, რომელი იმღერდი წიაღსა დედისასა, ქადაგებდი სჯულისა დაცხრომასა და მადლისა დამტკიცებასა და ერსა ასწავებდი მოწევნულისა მისთვის სასუფეველისა ცათაისა.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან ანგელოზთა წესითა მოქალაქობდი რაი უდაბნოსა, დიდ იყავ შორის წინაისწარმეტყუელთა, და ღირს იქმენ ნათლის-ცემად ყოველთა მაცხოვარსა და ღმერთსა, მას ევედრე აწ, მიხსნეს მე ბოროტთა ვნებათაგან.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უდაბნოსა ხორცითა იქცეოდე და პირველვე იწოდე რაი ქადაგად სინანულისა, მომწოდებელად ბრალეულთა გამოსჩნდი და გზა-ექმენ ცოდვილთა მიმყვანებელად წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ განმაძლიეროს მე წინა-აღმდგომთა თვისთა მიმართ და ეშმაკისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უდაბნოსა აღზრდილმან წინამორბედმან წინა-აუწყა სინანული წარმართთა და ქადაგებდა რაი, ქრისტე, ღმრთეებასა შენსა, მოუდრიკე უხრწნელი თავი შენი ნათლისღებად და ცოდვანი სოფლისანი აჰხოცენ, უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყვაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შემკულ იყო ჰეროდე სიმდიდრითა მით სამეუფოითა, ხოლო შენ შეგემოსა რაი სტევისაგან აქლემისა, უდაბნოსა მავალი ეგე ამხილებდი და სჯულსა დაუდებდი ძოწეულითა შემოსილსა. აწ ჩუენცა განგვანათლე, წმიდაო, და გვიხსენ სჯულისაგან უცხოისა.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უპოვარ იყავ და არა მჭამელ, და სამეუფოსა მას ტაბლასა ზედა მსხდომარეთა დაადგერ ზედა და სხუათა მბრძანებელსა ესრეთ ეტყოდი: „არა ჯერ-არს შენდა, ძმის-ცოლი თვისი ცოლად გესუა“, და აწუევდი მეფესა მას, რაითამცა ქალი იგი განეტევა.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წინა-აღუდგებოდი რაი მკალისა მჭამელი ეგე და თაფლისა ველურისაი მძლევარსა მეფესა ჰეროდესა და ამხილებდი სათნო-ყოფად ღმრთისა, განრისხნა იგი და უმეტეისად ჰეროდია, რამეთუ სეხნანი იყვნეს სახელითა და სწორ საძაგელებითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაღათუ ეწადა მოკლვაი შენი მეფესა, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ პატივს-გცემდენ ვითარცა წმიდასა წინაისწარმეტყუელსა, და დიდად მოშიშებითა ისმენდენ სწავლასა და ქადაგებასაცა შენსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე,  და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაიაწდა

 

წარდგომა, ხმაი 4.

რაჟამს ძედ დგომილ იყო ელისაბედ შემდგომად სიბერისა, აღვიდა მარიამ მოკითხვად მისა, მაშინ აიმღერნა იოანე სიხარულით მუცელსა შინა დედისა თვისისასა, რამეთუ ხედვიდა ღმერთსა ხორცთშესხმულსა წიაღსა შინა ქალწულისასა. და იწყო ქადაგებად ღმრთისა ქუეყანად გარდამოსლვისა პირითა დედისაითა, ხოლო სულისა წმიდისა მიერ უწოდეს რაი მშობელთა მისთა სახელი იოვანე, რომლითა დახსნდა დადუმებაი ზაქარიაისი, იწყო აღსრულებად ათთა მცნებათა პირველისა სჯულისათა და ცხრათა ნეტარებათა ახლისა აღთქუმისათა, და ექმნა დასაბამ განშორებულთა და სახეი კეთილისაი – მონაზონთა, და ყოველთა მოუწოდდა რაი სინანულად, ეტყოდა ერსა: განმზადენით გზანი უფლისანი. აჰა მოვალს, რომლისათვისცა ვიტყოდე დიდებასა და ქებასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

წინამორბედისა შენისა, მქადაგებელისა ღმრთისა სიტყვისა დაყენებას ჰგონებდა ბოროტი იგი, რომელმან ხელითა დედაკაცისაითა პირველშექმნული იგი სამოთხით განხადა, და მანვე აწ ჰეროდიადა ურჯულოებით აღატყინა ეროდეის თანა, როკვაი იგი ქალისაი მის სათნო-უყო, რაითა მოეკუეთოს თავი, რომელმან ყოველთა უფალსა ქრისტესა ხელი დასდვა, რამეთუ უმეცარ ქმნა უცვალებელისა მის ჩუენისა ხსნისა საიდუმლოი. არამედ შენ, უდაბნოს ღაღადებისა ხმამან, ღაღატ-ყავ, რომელსა ხელი დასდევ მონიჭებად მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უქორწინებელო და ყოვლად წმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან, რომელი შენგან ხორციელ იქმნა, დედოფალო, რაითა მოსცეს ძლევაი ერსა ჩუენსა მორწმუნესა წარმართთა მიმართ და მწვალებელთა, და ხსნაი უღლისაგან მტერთაისა, ხოლო მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი დაიცვას შეუძრველად.

გალობა 4, უფალო, მესმასა

ძლისპირი: ამხედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა, უფალო, და აღვირნი მათნი ძლიერად ხელთ ისხენ, მხედრობაი შენი ცხორებაი არს მორწმუნეთა, რომელნი ღაღადებენ: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნათლისა ჭეშმარიტისა ქადაგო წინამორბედო, დაუცხრომელად ამხილებდი რაი მეფესა უსჯულოთა საქმეთათვის, შეგიპყრა და შეგსვა დილეგსა, გარნა არცა საპყრობილედ დაიდუმნე და კადნიერად ეტყოდი: განიშორე მეუღლეი ეგე შენი უკეთურებისაი.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დედისა მიერ ბილწისა ნაშობი, ყოვლად ბოროტი, მის მიერ წარივლინა უსჯულოისა ჰეროდეს შობისა ხსენებასა, რაითა როკვითა მოსთხოვოს მას თავი იგი პატიოსანი, რომელმანცა სარცხვინელი იგი საწოლი მათი ამხილა.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მას ჟამსა შევიდა ბილწი ჰეროდია, ასული ჰეროდიადაისი, სერსა მას სისხლის-მსმელსა და ხედვიდა ჰეროდე ასულს მას ძმისა თვისისასა წინაშე მათსა მროკვალსა და არა ჰრცხუენოდა, არამედ როკვაი მისი სთნდა შეღვინებულსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ასული დედისა მის ურცხვინოისაი და წარმწყმედელი სულისაი და ხორცთაი როკვისა ფასად გამოითხოვს ჰეროდესგან თავსა შენსა ლანკნითა, ხოლო მან მიზეზ სიკუდილისა ფიცი ყო და მოგკუეთა რაი თავი, აღასრულა თხოვაი ბილწისა მის ძმისწულისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, ხოლო სარწმუნოებით აღგიარებენ დედად ნათლისა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოი, სიბრმეი ჰეროდესი, რომელმან შეურაცხ-ყო მცნებაი ღმრთისაი, დასძინა სიძვასა კაცისკვლაი, და წმიდაი თავი შენი წარკვეთილი და მწთოლვარეი სისხლითა, ვითარცა ჭამადი დაგებული მისცა ქალსა მას შეგინებულსა ლანკნითა.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არავე დასცხრა დიდი ქადაგი ქრისტეს მოსლვისაი ღმრთისმეტყველი ნეტარი, შემდგომად სიკუდილისაცა განქიქებასა და ხმობდა: `არა ჯერ არს, რაითამცა იმრუშე ძმის ცოლისა შენისა თანა, ბილწო, რამეთუ გაყენებს წესი სჯულისაი~.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიძვასა დამონებულმან ჰეროდე მოგკლა რაი მახვილითა, პატიოსანი გვამი შენი შემურა გუნდმან მოწაფეთა შენთამან და ვითარცა ღვაწლისა მძლეი და ჭეშმარიტი მოწამეი, საფლავსა შინა დადვა ნელსაცხებელითა სულნელითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი, წმიდაო წინამორბედო და ქადაგო სინანულისაო, აჩუენე ჩემზედა წყალობაი შენი და მოავლინე ჩემზედა მადლისაგან შენისა და განბანენ ვნებანი სულისა ჩემისანი და ლმობიერ-ყავ ფიცხელი გული ჩემი, რაითა დავსთხივნე ცრემლნი და განვიბანო ცოდვაი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისსა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაი და მოტევება ცოდვათა ყოველთა ქრისტეანეთა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოი, საშინელი იგი ხილვაი, რამეთუ ასპიტსა მას, ნაშობსა იქედნისასა მოაქუს ლანკნითა თავი შენი, რომლისაგან ძრწიან ეშმაკთა გუნდნი და პატივს სცემენ ზეცისა მხდრობანი.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გვამი შენი დაიდვა რაი საფლავსა, სულითა წარივლინე ჯოჯოხეთსა და პყრობილთა მისთა პირველვე უქადაგე მოსლვაი მზისა სიმართლისაი – ქრისტეის მეუფისა ჩუენისაი – მხოლოისა მრავალმოწყალისა.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხმაი ღაღადებისაი მთათა და ხევთა მავალისა მის უდაბნოისა მკვიდრისა თავისა მოკვეთითა მიიწია ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და ღაღად-ყო ძლიერად: `აღახუენით ბჭენი თქუენნი, მეკარეთა მთავარნო, რამეთუ შემოვალს ქრისტე – მეუფეი დიდებისაი~.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იწოდე რაი წინამსრბოლ, ქადაგ და ნათლისმცემელ ქრისტეის ღმრთისა, თავის მოკვეთითა იქმენ წინამსრბოლ მისისა ჯოჯოხეთად შთასლვისა და მუნ მყოფთა ახარე შთასლვაი მხსნელისაი მაცხოვრად მათდა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.           

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                     

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაიაწდა…   

 

კონდაკი

წინა-მორბედისა დიდებულისა თავის კუეთა, განგებულებაი იქმნა საღმრთოი, რაითამცა მყოფთა ჯოჯოხეთისათა უქადაგოს მისლვაი მაცხოვრისაი; გოდებდინ აწ ჰეროდია უსჯულოისა მისთვის მკულელობისა, რამეთუ არა შეიყუარა სჯული ღმრთისა ცხოველისა, არცა სუფევაი საუკუნო, არამედ საწუთოი ესე ამაოი.

იკოსი

ჰეროდეს შობისა დღენი ყოველთა წინაშე იქმნნეს არა წმიდაი, რამეთუ შორის მოსმურთა თავი იგი მმარხველისაი ვითარცა ჭამადი დაეგო, და სიხარული განიზავა მწუხარებითა, რამეთუ თავი ნათლისმცემელისაი ლანკანსა ზედა მდებარეი წინაშე ყოველთასა შემოვიდა, ვითარცა იგი ითხოვა ქალმან მან უკეთურმან და გლოვაი და მწუხარებაი დაეცა მათ ყოველთა ზედა, რომელნი ინახით სდგეს მეფითურთ, რამეთუ არა ახარა მათ, არცა თვით ჰეროდეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ შეწუხნა წუხილითა არა ჭეშმარიტითა, ვითარცა საწუთოთა ამაოთა და წუთ ერთითა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი ხმაი 4

პატიოსანარს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე?

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისათანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარება მათესი

მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუისი, და ჰრქუა მონათა თვისთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თვისისა. რამეთუ ეტყოდა მას იოანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა ღათუ მისი მოკლვაი, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაი იგი მისი. რომლისათვის ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაიცა ითხოვოს.  ხოლო იგი წინაისწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოანეისი, ნათლისმცემელისაი. და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა ბრძანა მიცემად იგი მას. და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თვისსა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს. ესმა რაი ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკვირცხლ ქალაქებისაგან. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაითა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი:, ქადაგი ჭეშმარიტი და გურიტი უდაბნოისა, წინამორბედი შენი და ნათლისმცემელი იოანე, რომლისა შენ ჰსთქუ უმეტესობაი, ქრისტე, გევედრების და ითხოვს ერისათვის მორწმუნისა მშვიდობასა, რომელნი ადიდებენ ხსენებასა მისსა, რაითა მეოხებითა მისითა მოჰმადლო ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა ერთა უვნებელობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა და წმიდათა მოწამეთ ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და სერგი რადონეჟელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანესი, გაბრიელისა, იოანეთორნიკისა, ეფთვიმისა და გიორგისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა, და პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანეისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.             

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმე ბაბილონს  ცეცხლი მეოტ-იქმნა, რომელსა სამნი ყრმანი სახუმილსა მას შინა ვარდსა ფერხითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს: `მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ~.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოქალაქობაი ანგელოზებრი აღასრულე ქუეყანასა ზედა და  ქადაგებდი და ეტყოდი ერსა: „განმზადენით გზანი უფლისანი. აჰა მოვალს, რომლისათვისცა ვიტყოდე: `აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა“.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არა ხოლო თუ უდაბნოსა, არამედ წინაშე მეფეთაცა არა დასცხრებოდი უსჯულოებისა მხილებასა, და სულითა მარადის ქრისტეის თანა გალობდი: „აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.“

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხმაი ღაღადებისაი უდაბნოს – წინამორბედი შენი არა ხოლო თუ განმზადებად გზათა შენთა, არამედ აუწყებდა დამარხვად სამართალთა შენთა, ქრისტე, რაისთვისცა ურჯულომან ჰეროდე დასთხია უბიწოი სისხლი უდაბნოისა მოქალაქისა, იოანე მართლისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იყო სიტყუაი ღმრთისაი შენდა მომართ, წინამორბედო, და მახარებელად მოივლინე: კრულთა განხსნისა, ტყვეთა განტევებისა და ბრმათა აღხილვისა, მკუდართა აღდგომისა და ცხორებისა საუკუნოისა,  აწ ჩუენცა აღგვისრულე თხოვაი გულისა ჩუენისაი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სახეი გექმნა, ქალწულო, მაყვალი მგზებარეი და არაშემწუარი, რამეთუ დაიტიე ცეცხლი მგზებარეი წიაღსა შენსა, და არა შევუ მისგან, რომელმან დაწვა მტერისა საცთურნი და მოგვანიჭა ცხორებაი საუკუნოი.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ენანი ბრძენთა და შემსხმელთანი ვერ შემძლებელ არიან ქებად შენდა, რამეთუ ქრისტემან წამა შენთვის, წინამორბედო, ვითარმედ უფროის ხარ წინაისწარმეტყველთა და მოციქულთა, და მართალთა და მარტვილთა გუნდთა, ვითარცა ნათლისმცემელი და ქადაგი მისი, იოანე ყოვლად ქებულო.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იქმენ მობაძავ ელიაისსა, ნეტარო, და მოხვედ რაი ძალითა და სულითა მისითა, სიმშვიდესა მოსესსა მიემსგავსე და სიწმიდესა წინაისწარმეტყველთასა, და გამოსჩნდი უფროის მათსა, იოანე, ანგელოზად იწოდე და მოციქულად და მღდელად და მოწამედ  და ღმრთისმეტყველად და წინაისწარმეტყველად.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ ზეცისა კაცად და ანგელოზად ქუეყანისა, ქადაგო ღმრთისაო იოანე, დიდებულო, და იქმენ  მეგობარ სიძისა მის უკუდავისა, ამისთვისცა იდიდე მის მიერ და ღირს იქმენ რაი სუფევად წინაშე მისსა, მარადის კრებულსა თანა ზეცისა ძალთასა ღმრთივბრწყინვალედ შესწირავ წმიდასა გალობასა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უხორცოთა კრებულსა, ადგილთა მათ სიწმიდისათა, და მოუგონებელთა კაცთაგან დიდებასა და თუალით უხილავთა მათ კეთილთა მიიწიე, ქადაგო მაცხოვრისაო, და პირისპირ განიცდი ყოვლად წმიდასა სამებასა, მოგვიხსენე წინაშე მისსა, რაითა  დამიფარნეს ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთეებასა სამებასა ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწვდომელსა სამგვამოვნებასა, მამასა უშობელსა და მშობელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა, და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნებსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა საშოსა ქალწულისასა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის მორწმუნენი ღმრთისმშობელსა უბიწოსა გალობით ვადიდებდეთ.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ანგელოზებრ აღასრულე  რაი შრომაი შენი, დიდო წინამორბედო უფროის ნაშობთა შორის დედათაისა იოანე, ქრისტესა ქადაგებდი და ერი მოაქციე საცთურისაგან დიდებად სამებისა ერთარსებასა, მას ევედრე აწ, რაითა ჩუენცა გვიხსნეს ყოვლისაგან ჭირისა და ბოროტისა.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ხარ მწოდებელი სინანულად, ხმაო სიტყვისაო და მეგობარო სიძისაო, მოგუმადლე სინანული და ლმობიერ ყვენ გონებანი ჩუენი, იოანე, და წარგვიძეღუ გზასა საღმრთოთა მცნებათსა და გვითხოვე შენდობაი ურიცხვთა ცოდვათა ჩუენთა, რომელნი გიგალობთ შენ და გევედრებით დაუცხრომელად.

წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოციქულთა განწყობილსა და წინაისწარმეტყველთასა, და კრებულსა მღდელთმოძღვართასა, მარტვილთა და მართალთასა უზესთაეს იქმენ შენ სიწმიდისა დამნერგველი და მუშაკი ეგე მარხვისაი, ვითარცა წამა შენთვის ქრისტემან მეუფემან, რომელმან ღირსად ადიდა სახსენებელი შენი, ვითარცა წინამორბედისა თვისისაი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვინ არა გნატრიდეს, ქრისტეს წინამორბედო, ანუ ვინ არა აქებდეს სახსენებელსა შენსა, რომელსა შინა კრებულ არიან სულები მართალთაი და დედაი ღმრთისა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაითა გვიხსნნეს წილხვედრნი თვისნი  ეშმაკისა მახეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს საცთურისაგან და ბრძოლისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გარდაცუ მშვილდსა შენსა, ძლიერო, წარემართე და სუფევდ რომელი იშვდ ქალწულისაგან და მოეც ძლევაი ერსა ჩუენსა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა და ზრახვაი კეთილისაი მართლმადიდებლობით დაცვისათვის მცნებათა შენთა, მეოხებითა დიდებულისა წინამორბედისა შენისაითა და დედისა შენისა ღმრთისმშობელისაითა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რამეთუ გამოაჩინა ძალითა და სულითა ელიაისითა წინამორბედი იოვანე და უწოდა მას უფროის წინაისწარმეტყუელთა და მოციქულთა, რომელმან ენითა მით ღმრთისმეტყუელითა უდაბნოს ხმა-ყო სინანული ცხორებისაი და გუახარა განბანაი სულითა და ცეცხლითა.

ღირსად ადიდე, უფალო, წინამორბედი შენი, რამეთუ ღირსი მსახურებაი განგებულებისა ღმრთეებისა შენისაი სიწმიდითა აღასრულა. სიმართლისათვის საპყრობილესა შინა ძვირის-ხილვაი თავს-იდვა, ჭეშმარიტებისათვის თავის მოკუეთაი მოიღო, სულნელებითა სოფელი აღავსო, სიწმიდითა ეკლესიანი შეამკვნა, ამისთვისცა შენ წინაშე მარადის იხარებს და მეოხ არს დაუცხრომელად სულთა ჩუენთათვის.

წინაისწარმეტყველსა და მხნესა მარტვილსა და ქრისტეს მაცხოვრისა ნათლისმცემელსა მოვედით შევასხმიდეთ, ქრისტეს სამწყსონო, რომელმან უდაბნოი მარხვითა განაპოხა და მეფესა ამხილა, ხოლო ჩუენსა სულმოკლებასა ტკბილად ასწავებდა და ჰმოძღურიდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი.

ვითარცა ცისკარი განთიადისაი და ვითარცა ვასკულავი დღისაი, წინაითვე წარუძეღ შენ ნათლად წინაშე პირსა მისსა და უდაბნოს ერსა უქადაგე რაი დამბადებელი, ჰოი, წინამორბედო, ქადაგო ქრისტეისო, უწოდე კრავად ამხუმელად ცოდვათა სოფლისათა, ხოლო საღმრთოისა შურისათვის ამხილე რაი მეფესა, მიითუალე დიდებულისა თავისა შენისა წარკვეთაი, და ყოველთა ქრისტეანეთა გუექმენ მფარველად და მცველად მიურულებელად.

რომელი ნათლისმცემელად ღირს იქმენ, წინამორბედო, ქრისტეის, ცხორების მომცემელისა სულთა ჩუენთაისა, და ჯოჯოხეთისა მყოფთა უქადაგე დიდებაი და ცხორებაი, საფარველითა მადლისა შენისაითა გარემომზღუდენ ყოვლისაგან ბოროტისა და უვნებელად დაიცევ ერი ჩუენი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი ზედა დასხმისაგან მძვინვარისა მტერისა.

უხრწნელნი ნაწილნი შენნი, ჰოი, ნათლისმცემელო, უშურველად აღმოაცენებს მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა, და ყოველთა აღადგინებს დიდებად ღმრთისა, რომელმან-იგი სამართლად გადიდა წინამორბედი თვისი, ვითარცა დასაბამი მადლისაი და დასასრული სჯულისაი და წინაისწარმეტყველთაი, და საკვირველთმოქმედებითა და ნიშთა სიმრავლითა პატივ-გცა.

ძრწიან ძალნი ბნელისანი და ივლტიან ვნებანი კაცთა მორწმუნეთანი, მადლისა მიერ ღმრთისა, რომელი მოგეცა შენ,  ჰოი, ქრისტეს წინამორბედო, ნეტარო, არამედ ორთავე ამათ განსაცდელისაგან ერი ჩუენი დაიცევ და ქადაგებათა მათ შენთა და სჯულთა და მოძღურებათა კლდესა მტკიცესა დაგვამტკიცენ, რაითა პატივისმცემელნი შენნი მყუდროდ და უშფოთველად ღმერთსა ვადიდებდეთ.

ჰოი, სასოო და სიქადულო, დედოფლო ჩუენო ღმრთისმშობელო! გარდამოიხილე ჩუენ ზედა, გუაკურთხენ სარწმუნოებითა შევრდომილნი დედობრივსა მას შენსა მადლსა და შეწევნასა და განგუანათლენ ოხითა წინაისწარმეტყუელისა იოანეისითა, რაითა მარადის მართლმადიდებლობითა ვადიდებდეთ სამებასა ერთარსებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                                  დიდებაი

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.    აწდა…   

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.         

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაიაწდა…  

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ჩუენის ცხორებისათვის განხორციელებულისა სიტყვისა ღმრთისა წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ცოდვილთა სინანულად მომწოდებელო, იადონო ხმა შუენიერო და გვრიტო უდაბნოისა მოყუარეო, წინაისწარმეტყველო, მღდელთ-მოძღუარო და მარტვილო, ჯოჯოხეთს შეწყვდეულთა გამოხსნისა და აღმოყვანებისა მახარებელო და ყოველთა მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო!

ჰოი, ყოველთა დედათა ნაშობთა უზესთაესო წინაისწარმეტყუელო და მოციქულო, ქრისტეის ქადაგო იოანე, ნათლისმცემელო და წინამორბედო მადლისაო, მოგეკუეთა რაი წმიდაი თავი შენი, წმიდისა სამებისა წინაშე მიწევნული თანაზიარ-იქმენ დიდებასა და სუფევასა მას შენ მიერ ნათელღებულისა ქრისტეისსა, და მოცემულ არს შენდა მეოხებაი ყოველთა ბრალეულთაი, ვითარ ჯერ-არს შენდა შრომათა შენთათვის, რომლისათვისცა შეგივრდები, ღელვაგუემული ესე, და შენ წინაშე აღვიარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ არა მიტევებენ მწიკულევანნი გულისსიტყუანი და მიახლებულ ვარ დანთქმად სიღრმესა შინა ცოდვათა ჩემთასა, და არა არს ჩემთანა საქმეთაგანი კეთილთაი, არამედ წარმიძეღუ გზასა სინანულისასა და განდგომილი ესე და ისრითა ვნებათაითა ფრიად მოწყლული შემავედრე ღმერთსა, რაითა განანათლოს გონებაი ჩემი, დაბნელებული ზაკვითა მტერისაითა და განწმიდნეს გული და საცნობელნი ჩემნი მოფენითა მადლისა შენისაითა, აღმავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა და მომანიჭოს სარწმუნოებაი შეურყეველი, ცხორებისა სიწმიდეი და შიში ღმრთისაი. ევედრე, შენ მიერ ქადაგებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, დაიფარე მოსახელენი და მვედრებელნი შენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი დაიცვენ პატიოსნითა მეოხებითა შენითა.

ჰოი, წმიდაო დიდებულო წინაისწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტეისო და ნათლისმცემელო იოანე, წარკვეთითა თავისა შენისაითა წმიდა ჰყავ სივრცეი ყოვლისა სოფლისაი, და სჯული ღმრთისაი ასწავე რაი მორწმუნეთა, აწ ქრისტეს საყდართა წინაშე დიდებით მდგომარეი მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სიმართლისა სიყუარული და სულისა მხნეობაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს                

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, პატიოსნისა წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანეისითა, და ყოველთა წმიდათაითა შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

პატიოსნისა ნათლისმცემელისა ხატისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

წინაისწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტეისო იოანე და ნათლისმცემელო, მეოხებისა და შუამდგომელობისა ჩუენისათვის ევედრე შენ მიერ ნათელღებულსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ვითარცა სიყუარულისათვის ჩუნისა საუკუნოისა ჯოჯოხეთითგან  გამოგვიხსნა თვისისა უკვდავის სისხლისა დათხევითა, ეგრეთცა გამოიხსნას ივერიაი გარე მოდგომილთა ურიცხუთა მტერთა და განსაცდელთაგან, ხოლო ვითარცა რქუა ცოდვილთა მოუქცეველთათვის ცულითა მოკვეთაი ვითარცა ხისა უნაყოფოსაი, ეგრეთცა მოჰკვეთოს ჩუენგან ცოდვანი და უსჯულოებანი ჩუენნი ოხითა შენითა, და მშვიდობისა ხმაი გარდამოუვლინოს ივერიელთა, რაითა დაცულნი და დაფარულნი განსაცდელთაგან საეშმაკოთა, მარადის ვადიდებდეთ იესოს ღმერთსა ჩუენსა თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

დიდებულო და უხრწნელო დედაო ღმრთისაო, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაისა არაი გუაქუს კადნიერებაი, რაითამცა ვევედრნეთ ღმერთსა, არამედ მეოხ-გვეყავ ჩუენ წინაშე მისსა, რაითა შეწევნაი, და მოწყალებაი, და საფარველი თვისი არა მოგვაკლოს ოხითა წინაისწარმეტყუელისა იოანეისითა, რომელნი მარადის აღვასრულებთ ხსენებასა თავისკვეთისა მისისასა და ამბორს უყოფთ წმიდასა და პატიოსანსა ხატსა მისსა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

იოანე ნათლისმცემელი

იოანე ნათლისმცემელი