Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

22 აგვისტო. სავედრებელი პარაკლისი ყოვლად-ქებულისა მოციქულისა მატათასი

მოციქული მატათა

სავედრებელი პარაკლისი ყოვლადქებულისა მოციქულისა მატათასი

მღდელი: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.  

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4.

მოციქულო წმიდაო მატათა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.     

დიდებატროპარი (იგივე)  აწდა

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: უგალობდით უფალსა, რომელმან განიყუანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ, ღირსად შერაცხილსა მეათორმეტად მოციქულად ღირსად პატივსგცემთ, ჰოი, მატათა, და გევედრებით ჭირთა და განსაცდელთა შინა შეწევნასა.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რიცხვი მოციქულთაი აღავსე, განვარდა რაი იუდა, და სიტყვითა შენითა საღმრთოითა, ჰოი, მატათა სანატრელო, განდევნე ბნელი კერპთაი და განანათლენ დაბნელებულნი უღმრთოებითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განეფინა რაი მადლი ბაგეთა შენთა, წმიდაო, იქმენ მწყემს ქრისტეს ეკლესიისა, და მასწავლელ სიტყვიერთა ცხოვართა, რწმუნებად სამებისაერთარსებითა და ერთღმრთეებითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან შობილისათვის იღუაწა მატათა მოციქულმან, ქრისტეს დედაო, და ვითარცა ერთგულმან მეგობარმან მისმან, ყოველთა აუწყა ჭეშმარიტებაი აღდგომისა მისისაი.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შობილი ბეთლემს იუდას ტომისგან განისწავლე ღმრთისმიმრქმელისა მიერ სვიმეონისა, და აღასრულებდი მცნებათა ღმრთისათა.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იწყო რაი ქადაგებაი ქრისტემან, წმიდაო, ისმენდი საღმრთოსა სწავლებასა მისსა, და სცან იგი მხსნელად სოფლისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განგსწავლიდათ რაი იესო, რაითა შეინანოთ და გრწმენათ სახარებაი, დაუტევე საწუთოისა საქმენი, და შეუდეგ კუალსა მისსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უბიწოო სძალო, ღმრთისმშობელო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორციელქმნული, მტერთაგან უხილავთა იხსნენ სულნნი ჩუენნი

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელს შინა მან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ – 40-გზის. დიდებაიაწდა

წარდგომაი, ხმაი 8

საღმრთოთა სიტყუათა შენთა ელვარებითა დასწვი საცთური სიბოროტისაი და მორწმუნენი განანათლენ მგალობლად ხორციელად მოსლვისა ყოველთა მფლობელისასა, ნეტარო, და ვნებათა მისთა ცხოველსმყოფელთა ებაძვე, ვინაიცა შემოკრებულნი ესე წმიდასა ხსენებასა შენსა სიხარულით აღვასრულებთ და ერთობით გიღაღადებთ: მატათა ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სიყუარულითა პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.                      

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცად ღმრთისმეტყუელად გამოსჩნდი და განსთქუ დიდებაი ღმრთისაი და სასწაულთა ბრწყინვალებითა, და ძალთა ნიშებითა უმეცრებისა ბნელი განსდევნე და ღმრთისმეცნიერებისა ნათელი მიჰფინე ერსა ჩუენსა, ამისთვისცა წმიდასა ხსენებასა შენსა ვადიდებთ და ვღაღადებთ: მატათა ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სიყუარულითა პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემიწყალე, ქრისტე, შემიწყალე, რაჟამს განმიკითხვიდე და ნუ დამსჯი ცეცხლსა შინა, ნუცა გულისწყრომითა მამხილებ ოხითა დედისა შენისაითა, მოციქულთა და მოწამეთა და წინაისწარმეტყუელთა და ყოველთა წმიდათა ლოცვითა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წინაითვე უწყოდა რაი ღმრთივბრწყინვალე სიწმიდეი გონებისა შენისაი ქრისტემან, გამოგირჩია სამეოცდაათთა შორის მოციქულთა და მოგანიჭა ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შემდგომად ვნებისა და აღდგომისა, ორმეოცთა დღეთა გეჩუენებოდათ იესო მოციქულთა და გეტყოდათ არა განშორებად იერუსალეიმსა, რაითა მოიღოთ მამისა მიერ აღთქუმული სული წმიდაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღმაღლდა რაი ქრისტე ზეცად, ეტყოდა პეტრე მოწაფეთა მისთა, რაითა აღირჩიონ მოციქული იუდას წილ შორის იოსებისა და მათატაისა, და იწყეს ლოცვაი და ვედრებაი ღმრთისა მიმართ

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულებისა ყუავილო, გამომღებელო ცხორებისა ტევანისაო, განანთლენ ცნობანი ჩუენნი, ჰოი, ღმრთისა დედაო, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის გამიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ლოცვის ყოფასა მას მოციქულთასა განათლდა ადგილი იგი და აღმოგიხდა რაი წილი, ღირსო მატათა, იუდას ნაცვლად შეირაცხე შენ მეათორმეტე მოციქულად, და სწორად უხორცოთა სიწმიდითა გამოჰბრწყინდი ხორცითა და გონებითა.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ ზედაცა დაადგრა რაი ცეცხლისა სახედ სული წმიდაი, ყოველთა იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა იქადაგოთ კიდეთა სოფლისათა, და დღესა მას დააფუძნა რაი ეკლესიაი თვისი ქრისტემან, შენცა აღგბეჭდა მოწამედ შეურყეველად ჭეშმარიტებისა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საღმრთოითა განგებულებითა წილად გხვდა რაი ქადაგებაი იუდეას, იქმენ ლამპარ განმანათლებელ ერთა დაბნელებულთა ისრაელისათა, რამეთუ ღმრთისმეტყველთა სწავლათა შენთა მიერ აღავსე იგინი სირცხვილითა და წარუძეღ მეცნიერებად ჭეშმარიტებისა

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამოსელი ტყავისაი შეემოსა პირველსა ადამს, ურჩებითა მით, და სიკუდილი ეუფლა, ხოლო რაჟამს იშვა შენგან, ქალწულო, მეორე ადამ, შეიმოსა პირველივე დიდებაი, ამისთვის ღმრთისმშობელო, ყოველნი გადიდებთ.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 საღმრთოითა მოშურნეობითა მოვლიდი რაი მაკედონიას, სიტყუასა მას ღმრთისასა ახარებდი ბერძენთა, და უკეთურთა გასვეს რაი სამსალაი, უვნებელად დაშთი მადლითა უფლისაითა.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ხედვიდი რაი ბრმათა, სამსალითა მით ვნებულთა, განკურნე ყოველნი უფლის სახელითა, და შთაგაგდეს რაი დილეგსა, სანატრელო, კარი მისი განგიღო ქრისტემან და განგათავისუფლა საკვირველად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წამოემართა რაი ანდრია იბერიას პეტრეს თანა და გაიოზისა, შენცა მოგიწოდა თანამოღუაწედ თვისა, და ანტიოქიასა და კაბადოკიასა იღუწიდით და სასწაულთა იქმოდით ქრისტეს სახელითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმიდათა უწმიდესად და ქერობინთა უზესთაესად გამოსჩნდი, ღმრთისმშობელო, სანთლად დაშრეტელად და ტაბლად ცხორებისად, რომელმან უშევ სოფელსა პური ცხორებისაი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.  

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,            

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვისუფალო, შეგვიწყალენ – 12-გზის. დიდებაიაწდა…  

კონდაკი, ხმაი 2

სახედ ნათლისა, ვითარცა მზეი ყოველსა ქუეყანასა, განხდა ხმაი შენი, და განანათლებს წარმართთა ეკლესიასა მადლითა, ღმერთშემოსილო მატათა მოციქულო.

სხუაი კონდაკი

ეკლესიაი ჩუენი სამართლად გადიდებს შენ, წმიდაო მოციქულო მატათა, ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმანათლებელსა მოციქულსა, და გვიწესს მარადის ქებად შენდა და მადლობად ღმრთისა.

იბაკოი, ხმა 8

იუდეა, მაკედონია და კოლხეთი დიდად მოქადულ არს შენდამი, რამეთუ მის შორის ქადაგე ქრისტე ღმერთი, და უმეტესად იხარებს ბეთლემი მის შორის შობისათვის შენისა, რამეთუ ღირსად და ჭეშმარიტად გამოგირჩიეს მოციქულად ნაცულად იუდაისა, და აწ ვითარცა მსაჯულსა მართალსა, გეგულვების სხუათა მათ მოციქულთა თანა განსჯად ათორმეტთა მათ ტომთა ისრაელისათა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით

წარდგომაი სახარებისა, ხმაი 8: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ძალი და ხელმწიფებაი ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაი. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. და ჰრქუა მათ: ნურარაი გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. და რომელსა სახლსა შეხვიდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამორაიხვიდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერხთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. და გამორაივიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდისა მატათა მოციქულისა ვედრებითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ღმერთი განკაცებული გვეუწყა რაი შენ მიერ, წმიდაო მატათა მოციქულო, ვცანით და აღვიარებთ მხსნელად სოფლისა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ მისა მიმართ, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი ჩუენი და მოანიჭოს ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა; სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და დიდი წყალობაი სულთა ჩუენთა.  

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომაისი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი და თადეოზისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდისა ძლევაშემოსილისა მოწამისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექუსი ათასთა გარეჯელთა ბერთა, და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთაიოვანე და გიორგიიოანე ბეთანიელთა, ექვთიმესა, და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა მოციქულისა მატათაისათა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელთანი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო უკუნისამდე.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მიიწიეთ რაი სინოპედ, ზღვისკიდესა მას პონტოისასა, ასწავეთ სჯული ქრისტეისი ბერძენთა და კოლხთა, და ამასიას მისრულთა ქადაგეთ რაი ქრისტე შესაკრებელსა ჰურიათასა, კურნებდით სნეულთა და აღუხელდით თუალთა სულიერთა და ხორციელთა.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ხმამაღლად უქადაგეთ წმიდაი სახარებაი მეგრელთა და ლაზთა, ხოლო ბნელსა უმეცრებისასა მსხდომარენი ბრწყინვალედ განანათლეთრაი ტრაპეზუნტსა და აღუხელდით თუალთა სულიერთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბნელი უღმრთოებისაი განხადეთ რაი სამცხესა და ქართლისა მთიანეთსა, ნეტარნო, უკუნ იქეცით იერუსალეიმსა, რაითა აღასრულნოთ პასექი წინაშე ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარმეტყველთა ხმანი აღესრულნეს შენთვის, ღმრთისა დედაო, რამეთუ ესაია ღაღადყო: აჰა, ესერა ქალწული მიუდგა და შვეს ძეი. თანასწორი მამისაი, ღმერთი საუკუნოი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღადყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შემდგომად მოციქულთა კრებისა თანამავალ იქმენ რაი წმიდისა ანდრიაისი სიმეონისა და თადეოზისა თანა, დაუტევეთ იგი ავგაროზ მთავრისა თანა ედესას, ხოლო თქუენ მეგრელთა და ლაზთა განამტკიცებდით ტრაპეზუნდსა, და ქართლსა შესრულთა მოვლეთ ტაოი საღმრთოითა ქადაგებითა.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

კოლხეთსა შემუსრეთ რაი კერპთა ტაძარი მეხისტეხითა ლოცვათაითა, მის წილ აღმართეთ ჯუარი მარტვილსა, და აღაშენეთ ტაძარი ღმრთივშუენიერი, და სიმრავლეი მოქცეულთაი შეჰკრიბეთ მათ შინა, აწ ჩუენცა დაგვიფარეთ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, და ღირს გვყვენით დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მიიწიეთ რაი აფსარგონიოსა, მუნ დაგიტევეს შენ, მატათა მოციქულო, და სიბრძნითა ამხილებდი რაი კერპთმსახურთა, აღასრულებდი სასწაულთა, და მრავალთა აღძრვიდი აღსარებად და დიდებად ღმრთისა, მას ევედრე, აწ ჩუენცა შეგვეწიოს და განგვწმიდოს ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მუცლადიღე უზესთაეს ცნობისა და ჰშევ უფროის სიტყვისა დამბადებელი კაცთა, უბიწოო ღმრთისმშობელო, თანაარსი მამისაი და თანასწორი სულისა წმიდისაი, რომელსა აღვიარებთ და სარწმუნოებითა ვღაღადებთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით უკუნისამდე

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარცა მაღალი იგი ნებსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა მუცელსა ქალწულისასა და განკაცნა, უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის, მორწმუნენი, ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიტყუაი ცხორებისაი უქადაგე რაი ქართველთა, შეგიპყრო უსჯულომან მთავარმან, ნეტარო, და სრულ ჰყვენ რაი საღმრთონი ღუაწლნი, მსგავსნი ქრისტეის ვნებათანი, წმიდაი სული შენი შეჰვედრე ხელთა მისთა, და ვითარცა ჭეშმარიტი მოწაფეი ზიარიქმენ და თანა მკვიდრ დიდებისა მისისა.

წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ქრისტეისთვის განკაფული წმიდაი ნეშტი შენი აღიხუნეს რაი მორწმუნეთა, შემურეს მიჰრონითა, და დაკრძალნეს რაი ლოცვითა, სამარხოი შენი აღმოასცენებდა წყაროთა მადლისათა და ყოველნი მისდა მოლტოლვილნი მოიღებდენ ნუგეშინისცემასა და კურნებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ იხარებს აჭარა და იშუებს გონიო, ჰოი, მატათა დიდებულო, რამეთუ დაუნჯებულ აქუს წმიდანი ნაწილნი შენნი სასოდ ყოველთა მორწმუნეთა, და აჰა, აწ ჩუენცა გული გვითქმს მოსლვად საფლავსა შენსა, რაითა მოვიღოთ ლხინებაი და სამადლობელსა შევსწირვიდეთ უფალსა, განმადიდებელსა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

შემწე ხარ შენ ყოველთა მვედრებელთა, ქალწულო, მსგავსადვე სახიერისა მის მეუფისა და ძისა შენისა, და მეოხებითა მატათა მოციქულისათა შუამდგომელად მიგავლენთ წინაშე მისსა, რაითა მარადის იფარვიდეს წილხვედრთა შენთა და განგვამტკიცებდეს ყოველთა ჭირთა და ბრძოლათა შინა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

გამორჩევითა სულისა წმიდისაითა აღავსე რიცხვი ათორმეტთა მათ მოციქულთაი, ჰოი, ღმრთისმეტყველო მატათა, და ჰქადაგენ რაი საღმრთონი მოძღურებანი, დაჰმუსრენ კერპნისადგურნი ეშმაკთანი, და შემდგომად მრავალთა ტანჯვათა ქრისტეისთვის ივნე, და აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა შეგვჭუროს ძალითა თვისითა უძლეველითა ურიცხუთა მტერთა ზედა, და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა.

აწ ვინ აღრაცხავს თვითოეულად ღუაწლთა და სასწაულთა შენთა სიმრავლესა, ჰოი, ქრისტეს ახოვანო მხედარო მატათა, რამეთუ მისგან მოიღე ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, და ძალი ცოდვათა შეკრვისა და განხსნისაი, და ულოცავდი რაი სნებითა ფიცხლითა ვნებულთა, მეყსეულად განკურნებდი და ეშმაკთაცა განდევნიდი შეპყრობილთაგან, ეგრეთცა შემდგომად სიკუდილისა გაქუს ძალი შეწევნისაი, რაითა აღმოგვიყვანო სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნა მძვინვარეთა სენთა და საცთურთაგან.

ვითარცა მოციქულმან ქრისტეისმან, ჰოი, მატათა ყოვლად ბრძენო, ჰქადაგე სახარებაი სასუფეველისაი ქუეყანასა ჩუენსა და აღასრულებდი რაი სასწაულთა, ურწმუნონი მორწმუნეჰყვენ, და აღიარეს ქრისტე სიბრძნედ და ძალად დაუსაბამოისა მამისა. აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაითა აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, და მღდელნი ერითურთ განგვამტკიცოს შეურყეველად.

 დიდთა კეთილთა მომატყუებელ ექმენ ერსა ჩუენსა, ჰოი, თავთა მოციქულთა სწორო მატათა, რამეთუ ანდრიას თანა წარუძეღ ცნობად შემოქმედისა, და თავს ისხენ რაი წყლულებანი მწარენი და სისხლთა დათხევაი მსგავსად ქრისტეს მხსნელისა, აწ კუალად მოწყალე ჰყავ იგი ჩუენ ზედა, რაითა აღგვავსოს სიწმიდითა და მოგვანიჭოს სიბრძნეი ბოროტისა და კეთილის განრჩევისაი.

ვითარცა მდინარეი ედემით გამოხვედ, ჰოი, მატათა მოციქულო, რომელმან მოჰრწყენ კაცთა ბუნებანი სიტყვითა საღმრთოითა და ნაყოფიერ ჰყუენ და წარუდგინენ განახლებულნი ქრისტესა ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, უბიწოსა მარიამ ღმრთისმშობელსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რაითა არღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                     

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                               

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.         

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლადუფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაიაწდა…  

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღუაწლითშემოსილო ქრისტეს მოციქულო მატათა, ქადაგო ყოვლადწმიდისა სამებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო; უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო და წყაროო მოწყალებისაო; ზესთამბრძოლო ქართველთა ერისაო და მხურვალეო მეოხო ჩუენო და შესავედრებელო წინაშე მაცხოვრისა და მხსნელისა ჩუენისაო!

ჰოი, წმიდაო მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო მატათა, რომელმან მოვლე იუდეა და კოლხეთი, და ქადაგებითა საღმრთოისა სარწმუნოებისათა მოიზიდე რაი ჰურიანი ცნობად ქრისტეის ღმრთისა, საღმრთონი იგი სიტყუანი მადლისანი, დაწერილნი ღმრთივსწავლულისა ახლისა სჯულისანი, მიუთხრენ ერსა ჩუენსა, და უქადაგე რაი სახარებაი სიტყვისა ღმრთისა ცხოველისაი, და საკვირველებაი ქრისტეს აღდგომისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არაი გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, რამეთუ წარვწყმდებით ურიცხუთა ცოდვათაგან, და მოგუმადლოს სინანული მსგავსი ნინეველთაისა, რაითა თანაწარგვხდეს განსაცდელი იგი დაქცევისაი, და მოგვანიჭოს სიბრძნეი, სიმხნეი და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ზეგარდამო წოდებულო და ნაცვლად დაცემულისა აღდგომილო ქადაგო აღდგომისაო, წმიდაო მოციქულო მატათა, რომელმან გვიანდერძე წმიდაი მართლმადიდებლური სარწმუნოებაი ქართველთა, ვითარცა საწინდარი ხსნისა და ცხორებისაი, და ნიშითა ქრისტეის ჯუარისაითა განაქარვე ყოველი საცთური მტერისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რომლისათანა მარადის იყოფვი განსჯად ყოველთა კაცთა, ვითარცა აღგითქუათ ათთორმეტთა მათ მოციქულთა, რაითა  გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, და გვიხსნას სიყმილისაგან, სვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ

მღდელი: ჩამოილოცავს..

გუნდი: ამინ

 

ერისკაცი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულისა მატათაისა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

მდინარითა მით სიტყუათა შენთაისა მოირწყო რაი ეკლესიაი ჩუენი, წმიდაო მოციქულო მატათა, სისხლთა შენთა დათხევითა შეამკო, ვითარცა ძოწეულითა, და გვიწესს სამწყსოსა თვისსა, რაითა დიდად ვსასოებდეთ შეწევნასა შენსა, და გევედრებოდეთ უვნებელად დაცვასა ყოველთა ჭირთა, სენთა და ვნებათაგან

ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე მტევანი ცხორებისაი, შენ გევედრებით, მომადლებულომოციქულთა თანა მეოხ გვეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოგუმადლოს ჩუენ ძლევაი ბოროტთა საცთურთა ზედა, და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა 

Exit mobile version