სავედრებელი პარაკლისი
უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტისა
წმიდისა მღდელ-მოწამისა ანთიმოზ ივერიელისა
მღდელი: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 3
ღირსად ხელდასხმულ იქმენ მწყსად ცხოვართა შენთა, წმიდაო, და სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან მორწყე რაი ქუეყანაი ეგე რუმინეთისაი, სული შენი დასდევ სამწყსოისათვის შენისა, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ანთიმოზ ივერიელო, და ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ გვირგვინი იგი ძლევისაი, აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა მოგვანიჭოს ხსნაი და მშვიდობაი ყოველთა, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა შენსა.
დიდებაი.. ტროპარი (იგივე) აწდა…
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოწოდებულ იყავ რაი მსახურებად ღმრთისა, აღგავსო ზეციერითა ნიჭებითა, რაითა სწავლებათა შენთაგან ჩუენცა მოგუეფინოს, ყოვლად ნეტარო, და ყოველთა წარგვიმართოს ჭეშმარიტისა მიმართ ცხორებისა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოღუაწებამან შენმან, წმიდაო, აღაორძინა რუმინთა ეკლესიაი და განამტკიცა ერი ქრისტეანეი მართლ-სარწმუნოებასა შინა, აწ გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა განაბრძოს და განანათლოს სულნი ჩუენნი და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იქმენ შენ ვითარცა ლამპარი სიბრძნისაი და სამწყსოი შენი განანათლე სიტყვითა და საქმითა საღმრთოითა, ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, მწყემსო კეთილო, ვითარცა სულისა თვისისა ცხოვართათვის დამდებელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღიზრდებოდი რაი დიდებულთა შორის მესხეთისათა, წმიდაო, გამორჩეულ იქმენ ღმრთისა მიერ, ვითარ იოსებ შუენიერი, და წარტყუენვილ იქმენ რაი მსგავსად მისა, სანატრელო, უფროის თავისუფალ იქმნა სული შენი სიყუარულითა ღმრთისაითა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საღმრთოი მადლი გიფარვიდა რაი ოსმალთა მონობასა შინა, ნეტარო, მოგიყიდა შენ დოსითე პატრეარქმან იერუსალეიმისმან, და მიერითგან ირწყვებოდი, ვითარცა ხეი დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთა მათ სულისა წმიდისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უმცხინვარეს მზისა ბრწყინვიდა რაი უფალი გულსა შენსა, მის მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, და მსწრაფლ დაისწავლე რაი ყოველივე საეკლესიონი წესნი ბერძულსა ენასა ზედა, წმიდაო, მწიგნობრობაიცა ისწავე მრავალთა ენათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 4
სიბრძნითა ჰმტვირთველობდი რაი ჯუარსა შენსა, ნეტარო, არასადა დაუტევებდი ლოცვასა და ქველის-საქმეთა, და აღგავსო რაი სულმან წმიდამან საბოძვართა თვისთა მიერ, გამოჩნდი მამად და მოძღურად რუმინთა ერისა, რამეთუ შენ მიერ აღორძინებული სულითა, ვიდრე აქამომდე ენასა თვისსა ზედა ღმრთისმსახურებს და ადიდებს ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისსა, რაითა გვიხსნნეს ყოველთა წინააღმდგომთა მტერთა და ურვათაგან.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
განწმიდე რაი გონებაი შენი ლოცვითა და მღვიძარებითა, უცხოობასა შინა მოიმუშაკე ნიჭნი სულისა წმიდისანი, და გარდამოადინე მდინარენი ღმრთისმეცნიერებისანი, აწ ჩუენცა მოგვანიჭე გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა, და მოგვეც ძალი მიტევებისაი.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ბრწყინვალედ ფლობდი არა ხოლო თუ საღმრთოსა წერილსა, და მამათა სწავლებათა, არამედ წარემატებოდი საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა, და გამოაჩინე საკვირველი ნიჭი ვითარცა ქვასა და ხესა ზედა მკვეთელობისაი, ეგრეთვე ოქრომჭედელობისა, ხატწერისა, კალიგრაფიისა და ხუროთმოძღურებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მრავალსა წელსა განისწავლებოდი რაი მონაზვნურსა მას ღუაწლსა შინა, ბერად აღგკვეცეს იერუსალეიმს ეკლესიასა შინა აღდგომისასა, და მუნვე გაკურთხეს ხუცეს-მონაზონად სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისსა, რაითა მოგუცეს სინანული და სლვაი კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, და სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღირს იქმენ რაი ღმრთისმსახურებად ქრისტეს საფლავის ტაძარსა შინა, ხატ ექმენ სამწყსოსა შენსა სიბრძნისა და ღმრთისმოსავობისა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად სათნოებათა შენთა, ნეტარო, რაითა ვევლტოდეთ ბოროტთა ჩვეულებათა და ვნებათა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წარგგზავნეს რაი მოლდოვის მონასტერსა, დაემოწაფე წინამძღვარსა მისსა, და მსწრაფლ დაისწავე რაი ენანი რუმინთა და სლავთაი, ღირსად მსახურე ღმერთსა, მას ევედრე, ნათელი საღმრთოთა სიტყუათა თვისთაი გამოაბრწყინოს გულსაცა ჩუენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიბრძნისათვის და სათნოებისა ფრიად უყუარდი რაი დოსითე პატრეარქსა, სასწავლოდ მესტამბეობისა წარგგზავნიდა უნგრო-ვლახეთსა, გარნა ესმა რაი სრულებაი სიკეთეთა შენთა კეთილმორწმუნესა მთავარსა კონსტანტინეს, მყის გიწვია ბუქარესტსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რაითა გვიხსნეს ყოველთა საცთურთაგან და დაგვიფარნეს მრავალსახეთა განსაცდელთაგან.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღუაწლი ფრიადი განგიჩინა რაი მთავარმან სამეფოსა თვისსა, ნეტარო, შეწევნითა მისითა იწყე საღმრთისმსახუროთა წიგნთა თარგმანებაი და ბეჭდვაი რუმინთა ენასა ზედა, დამცრობილ იყო რაი ბერძულისა მიერ ეკლესიასა შინა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იყავ რაი წინამძღვარ სნაგოვოს მონასტრისაი, ღირსო მამაო, არაი დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და ღმრთისა მიმართ ღაღადებდი რაი მოუწყინებელად, ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე სულისა მიერ წმიდისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ხედვიდენ რაი ახოვანებასა სულისა შენისასა, სანატრელო, გაკურთხეს ეპისკოპოსად რიმნიკისა, და სიყურულითა ჰმწყსიდი რაი ქრისტეს სამწყსოსა, ასწავებდი ლათინთა სარწმუნოებისაგან განკრძალვასა, აწ ჩუენცა გვიხსენ გარდახდომისაგან სჯულისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი, ხმაი 3
სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილ-იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, სახარებისა მადლითა განანათლე რუმინთა ქუეყანაი, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ანთიმოზ, და ივერიელსა უწოდდი რაი თავსა თვისსა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, სული თვისი დასდევ სამწყსოისათვის შენისა, და წამებისა სისხლითა განშუენებულიმან მოიღე ღმრთისა მიერ მადლი მოსავთა შენთა ხსნისა და შეწევნისაი.
იკოსი
გაქებთ შენ, ვითარცა ღმრთივრჩეულსა მღდელთმთავარსა, რომელ გამოჩნდი, ვითარცა მსწრაფლ-შემწეი ჭირვეულთაი და ხსნისა მიმართ წარმმართებელი ცოდვასა და უმეცრებასა შინა შთაფლულთა, ამისთვისცა წმიდაი ეკლესიაი პატივის-გცემს შენ, ანთიმოზ საკვირველო, ვითარცა უსჯულოთა მიერ ქრისტეისთვის წამებულსა, რომელმან მოიღე მის მიერ გვირგვინი ძლევისაი და მადლი უძლურთა კურნებისაი.
მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7
იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქება მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელი: მოხედენ.
სახარებაი ლუკასი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.
დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი რუმინთა ერსა, რომელ აწ გსახავს შენ მამად და მოძღურად თვისად, ჰოი, წმიდაო განმანათლებელო ანთიმოზ, და ღუაწლითა შენითა აღორძინებული უგალობს ღმერთსა. აწ გვითხოვე მისგან მშვიდობით დაცვაი სოფლისაი, და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, აღორძინებაი ერისა ჩუენისაი და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიმხნითა იღუწიდი რაი რუმინთა ეკლესიისათვის, ნეტარო, თარგმანებითა წმიდათა წიგნთაითა და ნამუშაკევთა შენთა დაბეჭდვითა აღავსე ყოველი ნაკლულევანებაი ღმრთისმსახურებისაი.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ეწადა რაი განათლებაი ერისა ჩუენისაი, გევედრებოდა მეფეი ვახტანგ შეწევნასა, და წარუგზავნე რაი მესტამბე მიქაელი, დაარსა სტამბაი ივერიას, და ბეჭდვიდა წიგნთა საეკლესიოთა და საეროთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა სარწმუნოი მწყემსმთავარი დაგამტკიცეს რაი მიტროპოლიტად უნგრო-ვლახეთისა, სიყურულითა ჰმწყსიდი სამწყსოსა შენსა და ასწავებდი დამარხვად მართლისა სარწმუნოებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის წინაშე მისა.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
არა ელტვოდი რაი დიდებასა და მონაგებსა, ღმრთივგანბრძნობილო, ლმობიერებითა გულისაითა მარადღე იღუწიდი მშვიდობით დაცვისათვის ქურივთა და ობოლთასა, მჩაგვრელთა შეჰრისხავდი, ჩაგრულთა ნუგეშინის-სცემდი, და ქრისტეის მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაითა განუყონ სიმდიდრეი გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღაშენე და შეამკე რაი ეკლესია-მონასტერნი სადიდებლად ღმრთისა, იღუწიდი აღორძინებისათვის რუმინთა ქუეყანისა, რამეთუ დააფუძნე სამკითხველონი და სასწავლებელნი უბრალოისა ერისათვის, დიდო განმანათლებელო ანთიმოზ, და მრავალთა ყმაწვილთა განსწავლიდი ხარჯითა თვისითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
თავი წარკვეთეს რაი თურქთა თანამოაზრესა და მფარველსა შენსა კონსტანტინეს – მთავარსა რუმინეთისასა, ფრიად მწუხარებდი და უსჯულოთა თანა აღრევისთვის ამხილებდი ახალსა მთავარსა და დიდებულთა მისთა, მოუწოდდი რაი სინანულად, და დაცვად ერისა და სარწმუნოებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ და თაყუანისგცემთ, ღმრთისა დედაო უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ ერთი ყოვლად წმიდისა სამებისაი, რომელსა მამისა თანა და სულისა უგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფრიად გბრძოდენ შენ ბერძენი სამღდელონი, ტკბილო მოძღვარო, რამეთუ ქადაგებასა შინა ამხელდი ანგარებასა მათსა, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ რაი ცილსა, ქრისტეისმიერი სიყუარული განგინათლებდა შენ წყუდიადსა ურვისასა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მხცოვანი ეგე ჰასაკითა უპატიოდ შეგიპყრეს რაი მთავართა, შეგსვეს დილეგსა, და ვითარცა ამბოხისა მოთავეი შეგაჩვენეს, და აგხადეს რაი პატივი მღდელთმთავრობისაი, ეკლესიითგან განგკვეთეს, და განგიჩინეს ექსორიობაი სინას მთის მონასტერსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ბრძანებულ იყო რაი მოკუდინებაი შენი გზასა ზედა, წმიდაო, ფარულად წარგიყვანეს მხედართა, და უწყალოდ დაგსხერპეს რაი ხრმლითა, ნეშტი შენი შთასთხიეს მდინარესა, ნეტარო, და უფლისა მიერ მოიგე უკუდავი იგი ცხორებაი სასუფეველსა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ჟამსა მას ძნელბედობისასა დიდებულთა კაცთა მოუვლენდა რაი უფალი სამწყსოთა თვისთა, შენცა აღრჩეულ იქმენ, ნეტარო, ვითარ მთავარი კონსტანტინე, რაითა ორნივე ეგე წინამბრძოლ ექმნეთ რუმინთა ერსა, ოსმალოთა და ფანარიოტთაგან შეჭირვებულსა, და დაუცხრომელითა ღვაწლითა აღაგზებდით მათ შორის ცეცხლსა სარწმუნოებისასა და მამულის სიყუარულისასა, აწ ჩუენცა გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლნეს მწყემსნი და მოძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყვითა, რაითა თქუენებრ ღირსებითა და სიმართლითა მსახურებდენ წმიდასა ეკლესიასა და ერსა.
მოგემადლა რაი უღელი ქრისტეს ცხოვართა მწემსობისაი, ღირსო, იქმენ მოძღუარ და წარმმართებელ მღდელთა და მონაზონთასა, და ტკბილი მამაი გლახაკთა, ობოლთა და ტანჯულთასა, ხოლო უსისხლოისა მსხუერპლისა შემწირველი, მეოხ ექმნებოდი რაი სამწყსოსა შენსა, აღსასრულსა ცხორებისა შენისასა თავიცა თვისი შესწირე მსხუერპლად ღმრთისა. მას ევედრე, რაითა ეკლესიაი თვისი დაიცვას შეუძრველად და ერი ჩუენი დაიფაროს ზედადასხმისაგან მტერისა და გარდახდომისაგან სჯულისა.
მარადის ხვიდოდი რაი გზასა მას ფრიად საჭირველსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ რაი თავი თვისი, წმიდაო, ყოველთა უჩვენე სიმაღლეი სიმდაბლისაი, და სახეი ექმენ სამწყსოსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა ქრისტეისა, ხოლო აწ მადლითა მით რომელ გაქუს წინაშე მისსა, გვითხოვე ხსნაი საფრხისაგან ეშმაკისაითა და ბოროტებისაგან კაცთაისა.
სჯულიერებითა და სიმდაბლითა შეესწორე რაი ძუელთა მამათა, წმიდაო მღვდელმთავარო, სიმხნითა გონებისაითა და უმანკოებითა გულისაითა შეჭურვილი ილოცვიდი ერისათვის ჩუენისა, და უფროის მეფეთათვის აღავლენდი ვედრებასა, რაითა წინააღმდგომთა მათ სძლევდენ შეწევნითა უფლისათა, და მარადის მოიხვეჭდენ განმარჯვებასა ურიცხუთა მტერთა ზედა, აწ ჩუენცა მეოხ-გყოფთ ღმრთისა მიმართ, მოიხილოს ჩუენ ზედა და გვიხსნნეს სავნებელთაგან სულიერთა და ხორციელთაისა.
ნაცულად ერისა შენისა მოგმადლა რაი ღმერთმან საღუაწად ერი რუმინთაი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი რაი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და უკუნისამდე დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა არა განუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ქრისტეს წმიდისა ეკლესიისაო, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო ჩუენო ანთიმოზ ოქროპირო, რუმინეთისა სიქადულო და ქართველთა დიდებაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!
ჰოი, ყოვლად დიდებულო მიტროპოლიტო უნგრო-ვლახეთისაო, წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ! ღმერთმან ინება რაი წყალობაი და ცხორებაი რუმინთა ერისაი, ჟამსა მას ძნელბედობისასა გამოგარჩია მამად და წინამძღურად მისა, და სრულ ყავ რაი ქადაგებაი ჭეშმარიტებისაი, ვითარცა რიტორმან საღმრთომან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაი, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეის მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა მოგვიტევნეს მან ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მღდელმოწამეთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ანთიმოზ ივერიელო, ნუ დასცხრები აწ ვედრებად ღმრთისა მიმართ და გვითხოვე, ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი და დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი, აღსაზრდელად ყრმათა შიშსა მისა და სიყუარულსა შინა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი.. აწდა… უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
გვაკურთხენ.
მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა… გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა
ცხორებისა სიმდაბლეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, ჰოი, მამაო ჩუენო ანთიმოზ, და სიწმიდითა მსახურე რაი ღმერთსა, ვითარცა ოქროი, განწმედილ იქმენ ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა, ამისთვისცა სურვილითა ამბორს-უყოფთ ყოვლად პატიოსანთა და წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ქრისტეისმოყუარეთა ერთასა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნო ჩუენ და დაგვიფარო გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ანთიმოზისათა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა