✝ წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული

20 ივლისი / 2 აგვისტო

✦ · ✦
წმიდა სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად შეინანა, და კვალად ქრისტე აღიარა და განიკვეთა”.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსლვაში” აღნიშნავს, რომ „მუნ (ე.ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში) წამებულა წმიდა სალომე ქართველი, რომელი სპარსთა მიერ შეიცთვენ პირველ, ხოლო მერმე შეინანა, ვარჯიშობდა, ლოცვასა და მარხვასა შინა მყოფი, ოდეს სპარსნი მოვიდეს, მათ განიკვეთა, მოწამეობის გვირგვინი მიიღო”.

✦ · ✦