მღდელმან: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 6
იყვენით რაი უძლეველ გონებითა და მოუდრეკელ სულითა, ჰოი, წმიდანო სამასნო არაგველნო, დასდეთ თავი მეფისათვის და მამულისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და დაგვამტკიცოს კლდესა მას ზედა მცნებათა თვისთასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სხუაი ტროპარი
ქებით შეგამკობთ უსჯულოთა მიერ ტფილისს ვნებულთა – მხედართა, სამღდელოთა და ერთა, და შემწედ მიგავლენთ წინაშე ღმრთისა, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი, და ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს ზედა მოსლვათაგან მტერისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1. უგალობდითსა, ხმაი 5
ძლისპირი: ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ქებით შეგამკობთ თქუენ, მხედარნო უფლისნო, ვითარცა ვარსკულავთა ეკლესიისათა, მრავალ–ბრწყინვალეთა, და უგალობთ ღმერთსა, ღუაწლისდამდებელსა თქუენსა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
სიყუარულითა ღმრთისა და ერისაითა აღგზებულთა სახელოვნად დასთხიეთ სისხლი თქუენი წინაშე მეფისა თვისისა, მხნენო, და ღირს იქმნენით ცათა სასუფეველისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გაქებთ თქუენ, ახოვანნო მხედარნო მოწამენო, და თქუენ თანა ვნატრით გუნდსა მრავალრიცხვსა მას მხნეთა მარტვილთასა, ტფილისს მომწყდართა, და ვადიდებთ ღმერთსა, განმაძლიერებელსა თქუენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჩუენ–წილ ჰბრძოდე, მტერთა და მბრძოლთა ჩუენთა, რომელნი ესე გესავთ, და მიგავლენთ მათ ზედა მბრძოლად, დედოფალო, რამეთუ შენ ხარ, მხედართ–მძღუანუელი ყოველთა ქრისტეანეთა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოვლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ–მოყუარე.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
არა სთნდა სპარსთა მონებაი ახოვანსა მეფესა ჩუენსა, და ერთობაი შეკრა რუსთა თანა, გარნა განრისხდა უსჯულოი ხანი, და წარმოემართა რაი ურიცხვითა სპითა, მყის მოკრბა ლაშქარი ქართველთაი დაცვად მამულისა და ერისა თვისისა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
მოგიწოდათ რაი საყვარელმან მეფემან წინააღმდგომად მტერისა, აღისხით საჭურველი, მხნენო, და შეჰფუცეთ ურთიერთას: „დაღათუ ვერა ვძლევთ ურიცხუსა მტერსა, თავსა შევსწირავთ მამულსა და მეფესა ჩუენსა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოიწია რაი ყაენი ტფილისსა, იქმნა ფიცხელი ომი, და სძლო რაი მხცოვანმან მეფემან, განიზრახა უკუნ–ქცევაი უსჯულომან, გარნა აუწყეს სიმცირე ქართველთაი მზაკუვართა და მსწრაფლ მოადგა ველსა მას კრწანისისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხელთა განპყრობითა მოსე გამოჰსახა ჯუარისა სახე, ჰოი, ქალწულო, და ჰსძლო უღმრთოსა მას ამალეკსა, ეგრეთვე აწ მტკიცითა ხელითა შენითა დაამხუენ უხილავნი მბრძოლნი ჩუენნი და აღამაღლენ მორწმუნენი ბარბაროზთა ზედა.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და მაღალყოვლადუსამღდელოესისა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტისა ზოსიმესათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 4
მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი ეგე არაგველთანი, არა შეშინდით რაი ზახებასა ურიცხუთა მტერთასა, საკვირველი სიმხნე აჩუენეთ ბრძოლასა შინა, და უწყალოდ მოისრენით რაი ხელითა უსჯულოთაითა, ზეცისა მხედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებულნი წარუდეგით ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრეთ აწ, ძალნი ანგელოსთანი ბრძოლად გარდამოგვივლინოს შეწევნად ჩუენდა, რაითა დასცენ და შეჰმუსრნონ მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი და გვიხსნეს ჩუენ ყოველთა ჭირთა და ღელვათაგან.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
მიიწიენით რაი ველსა მას კრწანისისასა, ასპარეზსა ბრძოლისასა შეხვედით სიმხნითა, და ფიცხლად ეკუეთნეთ განძვინებულთა უსჯულოთა. აწ ჩუენცა დაგვიფარეთ ყოველთა ორგულთა და მხდომთაგან.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
იქმნა რაი სასტიკი ომი, შურმან საღმრთომან უფროის განგამხნოთ, ჰოი, ქრისტეს მხედარნო, და დასცემდით მგმობართა მისთა. აწ ჩუენცა გვიხსენით გარე–მოდგომილებისაგან უცხოთესლთაისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დამცრობილ იყო რაი ძალი ქართველთა ლაშქრისაი, უშიშად ჰკაფდით სიმრავლესა მას მტერისასა, განეზრახათ რაი აღსპობაი ერისა თქუენისაი, და განამხნობდით ურთიერთას.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საკვირველითა მით შეწევნითა შენითა, ბოროტთა მათ მბრძოლთა თავნი შეჰმუსრენ, ქალწულო, და ზარ–განმხდელითა ძლიერებითა შენითა შეჰსძრენ იგინი, ყოვლადწმიდაო.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, და გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ფრიად საქებელ არს უშიშებაი თქუენი, სანატრელნო, რამეთუ მამულისათვის ბრძოდით ურიცხუსა მტერსა, ეწადათ რაი შეპყრობაი მეფისაი და აღხოცვაი ქრისტეს სარწმუნოებისაი.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდით რაი ფრიად მხცოვანსა მეფესა, გარემოცულსა სპარსთაგან, საკვირველი სიმხნე აჩუენეთ, ჰოი, არაგველნო, და ზღუდედ და ფარად ექმენით ღმრთივცხებულსა მას.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არა ჰრიდეთ რაი სიმრავლესა მხდომთასა, განწირეთ თავნი თქუენნი, ნეტარნო, და მკერდითა იფარვიდით მეფესა, ვიდრემდის ერთგულთა მისთა განაშორეს ტფილისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა მორწმუნეთა ვუწყით უძლეველობაი ძალისა შენისაი, ქალწულო, და გევედრებით: რომელთა არა იციან ხელმწიფებაი შენი, შეჰრისხენ და შეაძრწუნე იგინი.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: გარე–მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ეჰა, საკვირველი ახოვანებაი თქუენი არაგველნო, კარავსა ყეენისა მიწევნულნი კბილითა გლეჯდით რაი დროშათა, და ძელთა დამუსრვიდით მუხლთა ზედა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
მოგეხვივნეს რაი ურიცხუნი მტერნი, ვითარცა მხეცნი მძვინვარენი, დაგკაფეს უწყალოდ, და აღგწყვიდნეს ყოველნი მახვილითა, გაქუნდათ რაი სასოებაი ყოვლადწმიდისა სამებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უზეშთაეს ბრძოდით რაი კაცობრივისა ბუნებისა უძლურებითა, მიითუალეთ საღმრთოი აღსასრული, და წარმავალისა მხედრობისა წილ მოიგეთ მხედრობაი ზეციერისა მხედართმთავრისა და მეუფისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მფარუელ და განმაძლიერებელ ექმენ ერსა ჩუენსა, და მახვილ ორ–პირ ორგულთა, დედოფალო, და რისხვითა მომსრუელ და უკუნ–მაქცეველ ურიცხუთა მტერთა და მხდომთა ჩუენთა.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი
საკვირველი სიმხნე აჩუენეთ ბრძოლასა შინა, და აღასრულებდით რაი ფიცსა მას, ტაძარსა შინა დადებულსა, არცა–ღა ერთი განერეთ მახვილისაგან ქრისტეს მტერთაისა, და ღუაწლთა თქუენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა, განაშუენეთ წმიდაი ეკლესიაი ქართველთაი, შემოკრებს რაი შვილთა თვისთა ქებად უძლეველისა ახოვანებისა თქუენისა: გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა–იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა–დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა წმიდათა სამასთა არაგველთაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: გუნდი უბიწოი, მხედრობაი საღმრთოი, და მწყობრი რჩეული, ბანაკი წმიდაი, და სპარაზენობაი ძლიერი, რიცხვით სამასნი არაგველნი ევედრებიან ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, დაცვად ეკლესიათა, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცე მორწმუნეთაი და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და წყალობაი სულთა ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა, პეტრესა და პავლესითა; ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაითა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთის–მეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და წმიდათა მამათა ჩუენთა, მღდელთმთავართა ისე წილკნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, იოსებ ალავერდელისა და ნეოფიტე ურბნელისაითა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: იოვანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა; ილარიონ ქართველისა, გრიგოლ ხანძთელისა; იოვანე, გაბრიელ, იოვანე–თორნიკ, ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, თევდორე მღდლისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და წმიდათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფე–დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებლისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა მღდელმოწამე დოსითეოზ ქუთათელისა და წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა და მამულისა და სჯულისათვის კრწანისს მოწყვედილთა წმიდათა სამასთა არაგველთა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარე ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა ცხორებაი თქუენი მოკუდავი დასდეთ რაი უკუდავისათვის მეუფისა, მოიპოვეთ მადლი სულიერი და ნიჭნი განსაცდელთა შინა მყოფთა შეწევნისაი.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
სრულიად აღაოხრეს რაი ტფილისი მტერთა, დაარღვიეს ეკლესიანი, და მოსრნეს რაი ყოველნი მახვილითა, ერთობითა ღირს–იქმენით ღმრთისაგან სწორსა პატივსა და დიდებასა ცათა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გხედვიდენ რაი დედანი შავ–სოფლელნი მოწყლულთა, სიჭაბუკე თქუენი დაიტირნეს ცრემლითა, და აგხადეს რაი საჭურველი, ვითარცა ძმანი განუყრელნი, დაგფლეს კრწანისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა ხარი შენ მტკიცე ზღუდე ქრისტეანეთაი, და შეუძრველი გოდოლი, უბიწოო, უღმრთოთა ძალნი და მზაკუვარებანი მთავართა მათ ბარბაროსთანი დახსენ ძალითა შენითა.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: `ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე~.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
უახოვნესი აჩუენეთ რაი ღუაწლის–მოყუარებაი, ჰოი, მხედარნო მოწამენო, აღიძრა ერი ჩუენი თქუენდა მომართ მადლიერებითა, და აქებდა თავდადებასა თქუენსა საკვირველსა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
დიდებული სიმხნე თქუენი არცაღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, და მარტვილთა თანა შეგრაცხათ რაი ეკლესიამან ჩუენმან, სამწყსოსა თვისსა მოხსენებაი და ქებაი თქუენი განგვიწესა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აჰა, ზღუდედ სიმტკიცისად მოგვიგიეს სამარხოი ეგე თქუენი, და ეკლესიასა შინა აღვასრულებთ რაი ხსენებასა თქუენსა, მარადის ისმენთ ვედრებასა ჩუენსა და ყოველთა მოგვცემთ ლხინებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზეცისა ძალთა, გუნდთა უხილავთა მიერ გარე–შემზღუდენ ჩუენ, და კუალად მსწრაფლ–გუეწიენ, ქალწულო წმიდაო ღმრთისმშობელო, და მტერთა საცთურნი უჩინო–ჰყუენ.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ესაია, მხიარულ–იყავ, ქალწულმან მუცლად–იღო, და შვა ძე დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ნეტარ–არს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და შეიწყნარა ნეშტნი თქუენნი წიაღსა თვისსა, რამეთუ დასდეთ თავნი ერისათვის, და ქრისტეს მიერ მოიღეთ გვირგვინი ძლევისაი.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
გვარ–ტომობაი თქუენი და სახელი განადიდეთ რაი სიმხნითა, იქადიან არაგველნი, და ყოველთა ქართველთა თანა გნატრიან, ვითარცა სახელოვანთა და ყოვლად დიდებულთა წინაპართა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიხარულითა გვიპყრიეს რაი წმიდაი ხატი თქუენი, ვითარ საუნჯე მადლთა უშურველთაი, მივისწრაფით შევრდომად მისსა, და მსწრაფლ შეწევნისა მომღებელნი ვადიდებთ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედოფალო წმიდაო, წიაღითა ქრისტეს მტვირთუელო, მოგუფინე წყალობაი შენი, ვითარცა ღრუბელი ნათლისაი, და ერი ესე შენი დაიცევ განუხრწნელად, რომელი მოქენე არს შეწევნისა შენისაი.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; ერისკაცი ან მედავითნე კითხულობს:
უხუად მორწყეთ რაი კრწანისისა ველი სისხლითა თქუენითა, ძუალნიცა თქუენი ხმა–მაღლად ჰქადაგებენ სიმხნეთა თქუენთა, ჰოი, არაგველნო, და აჰა, აწ ჩუენცა გული გვითქმს მოსლვად წმიდასა მას ალაგსა, თქუენ მიერ აღმოაცენებს რაი მადლსა ჭეშმარიტსა, და გევედრებით: გვიმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოიხილოს ერსა ჩუენსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა და დაგვიცვას ეშმაკის მახეთაგან და სიცბილისა.
უნათლეს მზისა ჰნათობთ რაი ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, აწცა ნუ უგულებელს–ჰყოფთ ვედრებასა ჩუენსა, და გაქუთ რაი კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, ჰოი, წმიდანო მხედარნო არაგველნო, შეგვეწიეთ, რაითა გარე–წარაქციოს ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა, და აღგვიდგინოს მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა.
ელვარებაი ღუაწლისა თქუენისაი, და მცხინვარებაი მამაცობისაი ცისკროვან–ჰყოფს გულსა ჩუენსა, და გევედრებით, ჰოი, ნეტარნო მოწამენო, შეგვაწყნარეთ სასოსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და წილხვედრი თვისი ერი დაიცვას ყოველთა ჭირთა და საცთურთაგან, რაითა მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ–წმიდა–არსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ–შემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთ–მოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველნო წმიდანო მხედარნო მოწამენო, სულიერად ერთსულნო და ხორციელად უმტკიცესნო, შემწენო მეფისანო, და მცველნო სამშობლო ქუეყანისანო; მხედართა დიდებანო და ხატნო წინაპართა ჩუენთა სიქუელისა და მამაცობისანო; ყოველთა მვედრებელთა თქუენთა მეოხნო და მოსავთა თქუენთა მტკიცენო ზღუდენო და საფარველნო!
ჰოი, ღვაწლისა–მძლენო სამასნო არაგველნო, მხედრობაი ქუეყნიერი სცვალეთ რაი მხედრობისა მიმართ ზეციერისა, აწ ჩუენცა მეოხ–გუექმენით ღმრთისა მიმართ, დასთრგუნოს სილაღე ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა, გარე–მოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა, და მოგუმადლოს თქუენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ და მსახურებასა შინა განაძლიერეთ დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და მაღალყოვლადუსამღდელოესი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, საღმრთოითა ძალითა აღჭურვილნო მხედარნო დიდ–სახელნო და დიდებულნო მეოხნო და მკურნალნო ჭირთა და სალმობათა შინა, აწ გვითხოეთ ქრისტეს ღმრთისაგან ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, სიწმიდითა მოქალაქეობაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოსთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
გუაკურთხენ.
მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა სამასთა არაგველთა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატის მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
სიმხნითა თქუენითა მოქადულნი კრძალვით შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა თქუენსა და შეწევნასა გევედრებით წინაშე ღმრთისა, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ცოდვათა ჩუენთათვის და გვიხსნნეს სულთა და ხორცთა ვნებათაგან.
დედოფალო ყოვლად–ბრწყინვალეო მარიამ, წმიდათა სამასთა არაგველთა და მათთანა ვნებულთა საეროთა და სამღდელოთა ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ!
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
დაუჯდომელი საგალობელი
მამულისა და სჯულისათვის თავდადებულთა
წმიდათა სამასთა არაგველთა
ბრძოლასა შინა კრწანისისასა მოწყვედილთა
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კონდაკი 1
ქებით შეგამკობთ ახოვანთა მხედარ–მოწამეთა, ვითარცა ვარსკულავთა ეკლესიისათა, რომელნი უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობთ კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, და ყოველთა მორწმუნეთა აზიარებთ რაი სიხარულსა, უშურველად განუყოფთ მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა ყოველთა შემსხმელთა თქუენთა და მაქებელთა: გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
იკოსი 1
ერთობაი ძმობისაი სრულ–ყვენით რაი მამულისათვის თავისა შეწირვითა, აღმაღლდით ზეცას, და სწორსა პატივსა და დიდებასა ღირს–ქმნილნი გვირგვინოსან იქმენით მარჯვენისაგან ღმრთისა, აწ ჩუენცა მეოხ–გყოფთ მისა მიმართ, მოიხილოს ჩუენ ზედა და გვიხსნნეს ყოვლისაგან ვნებისა და ზედამოსლვათაგან მტერისა, რაითა საწუთოი ცხორებაი ჩუენი კეთილად განვვლოთ და ღირს ვიქმნეთ შეწირვად თქუენდა გალობისა:
გიხაროდენ, თანა–მოდასენო ზეცისა მხედრობათანო, წინაშე წმიდისა სამებისა ურცხვენელნო წინა–მდგომელნო;
გიხაროდენ, მოწამეთა გვირგვინად და მხედრობად ქრისტესა გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, სისხლითა თქუენითა მამულისა განმპოხველნო;
გიხაროდენ, სიტყვიერნო და წმიდანო ნერგნო, კრწანისის ველისა განმაშუენებელნო;
გიხაროდენ, მხედარნო უფლისნო, ვიდრე აქამომდე უკუდავისა სახელისა მომგებელნო;
გიხაროდენ, სანატრელნო და კურთხევითა სახსენებელნო;
გიხაროდენ, მხურვალედ მომწოდებელთა თქუენთა მსწრაფლ–შემწენო და შესავედრებელნო;
გიხაროდენ, წმიდანო მხედარნო მოწამენო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 2
ესმა რაი ბილწსა მას ყაენსა ქართველთა და რუსთა შორის შეკვრაი ერთობისაი, ფრიად აღბორგებულმან მოსთხოვა მეფესა ქართველთასა მორჩილებაი და მიცემაი ხარკისაი, გარნა მან უგულებელყო ბრძანებაი მისი, ეგულებოდა რაი ერთმორწმუნეთა მიერ დაცვაი მამულისაი, და ერთობითა ქებაი და დიდებაი ღმრთისა მაღლისაი: ალილუია.
იკოსი 2
მაშინ განძვინდა მძლავრი იგი, და ურიცხვითა სპითა წარმოემართა ქუეყანასა ჩუენსა, ხოლო თქუენ იყვენით რაი საყმოი ლომისისაი, მორჩილებდით მეფესა, და გიხმოთ რაი დაცვად მამულისა, აღხვედით წმიდასა ეკლესიასა „ნაღვარევისასა“ და სალაშქროდ განმზადებულნი ითხოვდით ღმრთისაგან კურთხევასა, მას ევედრეთ, განამტკიცოს გულნი ჩუენნი, ცოდვითა შებღალულნი, და ბრალთა შენდობაი მოგვმადლოს მოსავთა თქუენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, მხედარნო ღმრთივგონიერნო და მრავალთა ბრძოლათა შინა გამოცდილნო;
გიხაროდენ, სულიერად ერთსულნო და ხორციელად უმტკიცესნო;
გიხაროდენ, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისა ჟამსა მბრძოლნო უძლეველნო;
გიხაროდენ, მამულისა მსახურებად აღგზებულნო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოითა შემოსილნო;
გიხაროდენ, მამაცებრითა სიმხნითა შეჭურვილნო;
გიხაროდენ, სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაითა ერთზრახვად შეკრულნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 3
ფრიად საქებელ არს უშიში ახოვანებაი თქუენი, არაგველნო, ურთიერთსა შეჰფუცეთ რაი წინაშე ხატთა: „დაღათუ ვერა ვსძლევთ მტერსა ბრძოლასა შინა, თავსა ჩუენსა შევსწირავთ მეფესა ჩუენსა და სამშობლოსა“, და დიდსა ლომისას შეწევნასა შესთხოვდით და უგალობდით იესუს, მკუდრეთით აღმდგარსა: ალილუია.
იკოსი 3
დიდ–ძალითა სპითა მოიწია რაი ყეენი ტფილისსა, განაწყო მხედრობაი მეფემან, და მიეტივნეს რაი მომხდურთა, სძლეს ძალითა ღმრთისაითა, ხოლო თქუენ ჯერეთღა მიისწრაფდით დაცვად მამულისა და ითხოვდით განძლიერებასა უფლისაგან, აწ ევედრეთ მას, რაითა ბრძოდეს ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა, და მშვიდობაი მოგვცეს სურვილით შენდამი მგალობელთა:
გიხაროდენ, მხედარნო დიდ–სახელნო, გულოვნებითა და სიმხნევითა გამორჩეულნო;
გიხაროდენ, ძალითა ჯუარცმულისაითა განმხნობილნო;
გიხაროდენ, სულიერად ერთსულნო, მამულის სიყუარულითა შემტკიცებულნო;
გიხაროდენ, ღმრთივცხებულისა მეფისა ერთგულნო;
გიხაროდენ, ერისა თქუენისა მცველნო, მღვიძარენო;
გიხაროდენ, გონებითა უძლეველნო, და სულითა მოუდრეკელნო;
გიხაროდენ, გოდოლნო სიმხნისანო, შეუძრველნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 4
შეაძრწუნა რაი მძლავრი იგი სიმხნემან ქართველთამან, ეპირებოდა უკუნ–ქცევასა ქუეყანასა თვისსა, გარნა სიმცირე მეფის მხედრობათაი აუწყეს შინა–განმცემელთა, და არღა წარვიდა ბილწი იგი, არამედ ურიცხვითა სპითა მოიწია კრწანისსა, ხოლო თქუენ ხედვიდით რაი სიმრავლესა მათსა, ევედრებოდით ღმერთსა შეწევნასა და აქებდით ძლიერებასა მისსა: ალილუია.
იკოსი 4
ეჰა, კეთილსა ღუაწლსა თქუენსა, ქრისტეს მხედარნო, რამეთუ ძალითა მისითა განმხნობილნი ბრძოლად განემზადეთ, და ყოველთა მათ უცხო თესლთა შეუტიეთ ძლიერად, აწ ჩუენცა მოგუანიჭეთ საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ცხორებისა სიწმიდე და შიში ღმრთისაი, რაითა დაუცხრომელად ვიღუწიდეთ ერისა ჩუენისათვის და გნატრიდეთ სურვიელად:
გიხაროდენ, ასპარეზსა ღუაწლისასა სიმხნითა შესრულნო;
გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაითა კაცობრივისა უძლურებისა დამფარველნო;
გიხაროდენ, ბრძოლათა შინა შემმართებელნო და მამაცობისა აღმძრველნო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუვათა ეშმაკისათა დამხსნელნო;
გიხაროდენ, მხდომთა და უცხოთესლთა დამცემელნო;
გიხაროდენ, უღმრთოთა სილაღისა დამარღვეველნო;
გიხაროდენ, მხედრობითისა ახოვანებისა მასწავლელნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 5
აჰა, იქმნა რაი ფიცხელი ომი, შურმან საღმრთომან უფროის განგამხნოთ, და უზეშთაეს ბრძოდით კაცობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა, აწ ჩუენცა მოგვანიჭეთ სიმტკიცე და ძალი დათრგუნვად მანქანებათა მტერისათა, რაითა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და ღირს ვიქმნეთ ქებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 5
განბრწყინდა რაი ასპარეზი ძლევის–მოყუარეთაი, მხნენო, დაუცხრომელად ჰსრვიდით მხდომთა მათ, გარე მოადგენ რაი სამეუფოსა მას ქალაქსა, და აოტებდით, ვითარცა ჯოგსა, აწცა ნუ უგულებელს–ჰყოფთ ვედრებასა ჩუენსა, და შეგვეწიეთ წინაშე ღმრთისა, რაითა განვერნეთ წარმწყმედელთა მათ მახეთა მტერისათა, და ვაქებდეთ შეუძრველსა მას სიმტკიცესა თქუენსა:
გიხაროდენ, ახოვანებითა თქუენითა სულმოკლეთა და დახსნილთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, ერსა შორის ჩუენსა მამულისა სიყუარულისა დამნერგველნო;
გიხაროდენ, მახვილნო ორლესულნო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმკუეთელნო;
გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისაგან გამომხსნელნო;
გიხაროდენ, მამულისა ორგულთა და ჯაბანთა ზარდამცემნო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა მამულიშვილთა შემყუარებელნო;
გიხაროდენ, ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 6
უშიშ იყუენით, ვითარცა უხორცონი, და დაუცხრომელად ბრძოდით უწყალოთა მათ მომხდურთა, რაითა იხსნნეთ ერი თქუენი მოსალოდებელისა ტყვევნისაგან და აღწყვედისა, აწ ჩუენცა გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, ნუ განგვაშორებს შეწევნასა თვისსა და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ერი ჩუენი, წილხვდომილი დედისა თვისისაი, რაითა სიყუარულითა და მშვიდობით ვცხოვნდებოდეთ და ვაქებდეთ ძალსა მისსა: ალილუია.
იკოსი 6
ეჰა, ვითარი ახოვანებაი მოიგეთ, ღვაწლისა–მძლენო არაგველნო, რამეთუ ხედვიდით რაი საბრხესა შინა საყვარელსა მეფესა თქუენსა, მოსრვიდით სპარსთა გარემო მისსა, და განწირეთ რაი თავნი თვისნი, ნეტარნო, მკერდითა იფარვიდით ღმრთივცხებულსა, ეგრეთვე აწ მრავალნი უცხო–თესლნი და წარმართთა გუნდნი მოივლტიან ქუეყანასა ჩუენსა, გარნა თქუენ შეგვაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა განაქარვოს ბოროტნი ზრახვანი მათნი და აღგვძრას ქებად და გალობად თქუენდა:
გიხაროდენ, უმხურვალესად ქრისტესთვის თავდადებულნო;
გიხაროდენ, ჯუარითა მისითა მოქადულნო;
გიხაროდენ, ღუაწლთა თქუენთა ბრწყინვალებითა შემკულნო;
გიხაროდენ, უწყალოისა სიკუდილისა ერთობითა თავს–მდებელნო;
გიხაროდენ, სანთელნო, გონიერთა განმანათლებელნო და უგუნურთა დამწველნო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმხნეთა თქუენთაითა მცონარებისა ჰრულითა შეპყრობილთა განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, ძალთა ზეცისათა განმაკვირვებელნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 7
ჰოი, ერთ–გონიერებაი ძმათაი, ჰოი, სიყუარული მოყუასთაი, ჰოი, ერთსულობაი მხედართაი, რამეთუ სიხარულად გიჩნდათ სიკუდილი და ვნებაი მეფისათვის და მამულისა, აღასრულებდით რაი მცნებასა უფლისასა: `უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რაითა დადვას კაცმან სული თვისი მოყუასისათვის თვისისა~, და იხილეთ რაი სამშვიდობოს განყვანებაი მეფისაი, მადლი და დიდებაი შესწირეთ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
იკოსი 7
განაგრძობასა მას შინა ომისასა იძლივნეს რაი ქართველნი, ტფილისს განარინეს მეფე ერთგულთა მისთა, და წარვიდა რაი მთიულეთსა, კუალად ენება შეკრებაი სპათაი, ხოლო თქუენ ბრძოლისაგან ფრიად დამაშვრალნი შეეწყუდიენით რაი ხელთა შინა ქრისტეს მტერთასა, არცა–ღა ერთი განერეთ მახვილისაგან მათისა, აწ ჩუენცა გარემოცულნი მრავალთა მტერთაგან ვითხოვთ თქუენ მიერ შეწევნასა, რაითა მარტვილებრივსა საფარველსა ქუეშე თქუენსა დაცულნი გაქებდეთ წადიერად:
გიხაროდენ, ტარიგნო განწმედილნო, კუალსა კეთილისა მწყემსისასა შედგომილნო;
გიხაროდენ, ერთგულებისათვის მეფისა თავისა განმწირველნო;
გიხაროდენ, ველსა მას კრწანისისასა თანა–ვნებულნო;
გიხაროდენ, უსჯულოთა მიერ უწყალოდ მახვილითა დაჩხვეპილნო;
გიხაროდენ, ზეცისა საკურთხეველსა ერთობით შეწირულნო;
გიხაროდენ, საკრველითა მით სიმტკიცისაითა შეერთებულნო;
გიხაროდენ, საფარველითა მადლთა თქუენთაითა ერისა ჩუენისა მცველნო მიურულებელნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 8
საკვირველ არს სიმხნეი თქუენი, არაგველნო, რამეთუ მრავალთა ბრძოლათა შინა გამოცდილი ყეენიცა განაცვიბრეთ, ოდეს კარავსა მისსა მიწევნულნი კბილებითა გლეჯდით ალამთა, და მუხლთა ზედა მუსრვიდით რაი ძელთა მათსა, მოგეხვივნეს ურიცხუნი სპარსნი, და დაგკაფდენ რაი უწყალოდ, ზეცათა მეუფისაგან დიდთა საფასეთა მომლოდნელთა მიითუალეთ საღმრთოი იგი აღსასრული და აწ ერთობითა აქებთ წარდგომილნი წინაშე საყდართა მისთა: ალილუია.
იკოსი 8
სიმხნისა მადლისა ზეცით მომღებელთა არა ჰრიდეთ რაი ფიცხელსა მას სატანჯველსა და სიკუდილსა, არა წარწყმდა ერთიცა თქუენთაგანი, და აღიწიენით ღმრთისა მიმართ, შუამდგომელად და მეოხად ერისა ჩუენისა, მას ევედრეთ, მოგუცეს ჩუენ მწყემსნი და განმგენი სარწმუნონი და მართალნი, წინამძღურად სამწყსოთა თვისთა, რაითა ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა აღაორძინებდენ ერსა ჩუენსა, და ყოველნი ერთობითა ვაქებდეთ სპარაზენობასა თქუენსა, სანატრელსა:
გიხაროდენ, ყოვლად პატიოსანნო და დიდებულნო არაგველნო;
გიხაროდენ, ქრისტესმოყუარისა ერისათვის სისხლისა თქუენისა დამთხეველნო;
გიხაროდენ, საღმრთოისა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელნო;
გიხაროდენ, მხედრობითისა და მოწამეობითისა ღუაწლისა მომმუშაკებელნო;
გიხაროდენ, მნათობნო დაუვალნო, სასუფეველსა შინა ზეციერისა მამისასა განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, მოწამეობისა გვირგვინითა განშუენებულნო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ხელმწიფებისა მიმღებელნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 9
სრულიად მოგწყვიდეს რაი მხედარნი ეგე უღმრთოთა სპარსთა, შევიდეს შინაგან ქალაქსა, და დაარღვიეს და შეაგინეს რაი ეკლესიანი და სიწმიდენი, მხეცებრ განძვინებულნი განურჩევლად მოსრვიდენ ყოველთა – საეროთა და სამღდელოთა, მონაზონთა და ბერთა, და ყოველნი დაგამკვიდრათ რაი უფალმან სასუფეველსა თვისსა, აწ ერთობითა ადიდებთ და უგალობთ სახიერებასა მისსა: ალილუია.
იკოსი 9
ოდეს იავარ–ყვეს სამეფონი პალატნი სპარსთა, ყოვლად პატიოსანი მკლავი ევსტათი–პლაკიდასი წარსტყვენეს და დადვეს რაი ხიდსა მას მეტეხისასა, ყოველთა აიძულებდენ ფერხითა დათრგუნვად სიწმიდეთა, გარნა მრავალთა აღირჩიეს სიკვდილი, და ლახვართა მიერ უწყალოდ დაგმერილთა მოიგეს მადლი ერთგულებისაი და გვირგვინი ახოვანებისაი ღმრთისაგან, ერთობითა დაგამკვიდრათ რაი სასუფეველსა თვისსა, აწ შეგვეწიეთ წინაშე მისსა, რაითა ულხინოს ნათესავსა ჩუენსა, ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებულსა, და გარდამოგვივლინოს სიმხნე სულისაი და სიწმიდე გულისაი მოყუარეთა თქუენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, ფიცისა თქუენისა ერთობითა აღმასრულებელნო;
გიხაროდენ, სისხლთა ნაკადულითა ურთიერთას აღრეულნო;
გიხაროდენ, მუშაკობისა სასყიდლისა მომღებელნო;
გიხაროდენ, სუფევასა მას დაუსრულებელსა დამკვიდრებულნო;
გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათვის თავდადებულთა მამა–პაპათასა შეერთებულნო;
გიხაროდენ, ქართველთათვის კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველნო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა საღმრთოისა შიშისა და მოყუასისა სიყუარულისა დამნერგველნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 10
აღასრულეთ რაი სრბაი მარტვილობისა თქუენისაი, წმიდანნო, წარმავალისა მხედრობისა წილ მოიგეთ მხედრობაი ზეციერისა მხედართმთავრისა და მეუფისაი, და აწცა გაქუთ რაი კადნიერებაი მოსავთა თქუენთა შეწევნისაი, გვითხოვეთ, განგვიცოცხლოს სახე ჩუენისა სულიერისა ღონისაი, რაითა არა შთავვარდეთ საფრხესა მტერისასა და ღირს ვიქმნეთ გალობად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 10
სრულად განძარცვეს და დაწვეს რაი ტფილისი სპარსთა, ლახვართა მიერ უწყალოდ დაგმერილნი და სისხლ–დალტობილნი გუამნი თქუენნი შეკრიბნეს შავ–სოფლელთა მათ დედათა, და აგხადნეს რაი ყოველნი საჭურველნი, დაგფლეს მუნ გოდებითა, და აჰა, აწ თქუენცა ძლევისა გვირგვინთა მიმღებელნი მოწამეთა თანა სუფევთ წინაშე ღმრთისა, მას ევედრეთ აწ, ძალი, სიბრძნე, და ერთსულობაი მოჰმადლოს განბნეულსა ერსა ჩუენსა, რაითა ახოვანებითა ვიღუაწოთ მამულისათვის, და ღირს ვიქმნნეთ გალობად თქუენდა:
გიხაროდენ, მხედარნო ზეცით ჩინებულნო, ასპარეზთა მათ ზესკნელისათა მორბედნო;
გიხაროდენ, ქრისტეს მიერ ძლევისა გვირგვინისა მომღებელნო;
გიხაროდენ, სახელ–დიდნო და საჩინონო, უკუდავებისა სახელისა მომგებელნო;
გიხაროდენ, საღმრთოისა მოწყალებისა კართა განმხუმელნო;
გიხაროდენ, ჭირთა შინა ურცხვენელნო ხელის აღმპყრობელნო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა შინა განმსწავლელნო;
გიხაროდენ, სენთა და უძლურებათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 11
უახოვნესი აჩუენეთ რაი ღუაწლის–მოყუარებაი, ღირსნო, აღიძრა ქართველთა ერი თქუენდა მომართ მადლიერებითა, და წმიდათა თანა შეგრაცხათ რაი ეკლესიამან ჩუენმან, წლითი–წლად გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ლოცვით გარდახდად წმიდისა ხსენებისა თქუენისა, და აჰა, აწ ჩუენცა სიყუარულითა შეუვრდებით დიდებულსა ხატსა თქუენსა, და ვადიდებთ ღმერთსა, გვირგვინოსანმყოფელსა თქუენსა: ალილუია.
იკოსი 11
ერთობაი ძმობისაი სრულ–ყვენით რაი სიმხნითა, განადიდა უფალმან პატიოსანნი ძუალნი თქუენნი, დაკვეთილნი მახვილითა, რამეთუ ჟამითი–ჟამ აღმოიწევიან სიღრმითაგან ქუეყანისაით, და ხმა–მაღლად ჰქადაგებენ რაი საქმეთა თქუენთა, ღაღადებს კრწანისი და გვიხმობს ქებად ღუაწლისა თქუენისა, და აჰა, აწ ჩუენცა მივემთხვევით წმიდასა ხატსა თქუენსა და სიწმიდეთა, და მსწრაფლ ლხინებისა მომღებელნი მოგიძღუნით სამადლობელსა:
გიხაროდენ, მნათობნო დაუვალნო, რამეთუ უბრწყინვალეს მზისა განჰბრწყინდით სასუფეველსა შინა ზეციერისა მამისასა;
გიხაროდენ, ზეცისა ქალაქისა მოქალაქენო, რამეთუ მიიღეთ სასყიდელი მუშაკობისაი;
გიხაროდენ, მხნენო არაგველნო, რამეთუ მდინარენი სისხლთა თქუენთანი მორწყავენ ქრისტეს წმიდასა ეკლესიასა;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალნო, რამეთუ სიმხნენი თქუენნი განამხნობს ერსა ჩუენსა;
გიხაროდენ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალენო, რამეთუ ძუალთა თქუენთა გამოჩინებითა აღკვეთეთ მოწამებრითა სისხლითა წმიდა–ქმნილისა კრწანისისა ველისა შეურაცხებაი;
გიხაროდენ, რამეთუ პატიოსნად დაცულ არიან იგინი ტაძარსა მას წმიდისა ნიკოლოზ მღდელთმთავრისასა;
გიხაროდენ, რამეთუ კურნებათა მდინარედ და სასწაულთა საუნჯედ გვაქუს ჩუენ წმიდანი ნაწილნი თქუენნი და სიხარულითა მოვისწრაფვით მიმთხვევად მათდა;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 12
თავგანწირვაი თქუენი მხცოვანისა მეფისათვის და ერისა ჩუენისათვის, არა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, და აჰა, აწ ჩუენცა პატივს–ვჰსცემთ თანაზიართა მათ ღუწლთა თქუენთა და გევედრებით: შეგვაწყნარეთ იესუს, ყოვლად ძლიერსა ღმერთსა, მოიხილოს ერსა ჩუენსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა და მტერთა კუეთებითა შერყეული ქუეყანაი ჩუენი დაიცვას შეუძრველად, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და ვაქებდეთ წადიერად: ალილუია.
იკოსი 12
განადიდეთ რაი სახელი თქუენი და გვარ–მოდგმობაი სიმხნითა და საღმრთოითა მოქალაქობითა, იქადიან არაგველნი და გნატრიან თქუენ, ვითარცა მფარველთა და მეოხთა წინაშე ღმრთისა, და აწ ჩუენცა მათთანა გაქებთ და შემწედ მიგავლენთ მისა მიმართ, რაითა შეგვჭუროს ჩუენ ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, და ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს შემსხმელთა თქუენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, ჭეშმარიტად ახოვანნო მხედარნო ზეცათა მეუფისანო;
გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულნო ვაზნო ქრისტეს ვენახისანო;
გიხაროდენ, ვარსკულავნო საღმრთოისა დიდებისანო;
გიხაროდენ, ხატნო წინაპართა ჩუენთა სიმხნისანო;
გიხაროდენ, სიქადულნო და გვირგვინნო მამულისანო;
გიხაროდენ, ბრწყინვალენო მნათობნო საქართველოისანო;
გიხაროდენ, თუალნო პატიოსანნო ივერთა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
კონდაკი 13
ჰოი, მამულისა და სჯულისათვის თავდადებულნო არაგველნო! რომელთა მხედრობაი ქუეყნიერი სცვალეთ მხედრობისა მიმართ ზეციერისა, და ყოველთა ტფილისს მომწყდართა თანა მარადის იხარებთ წინაშე ღმრთისა, მარტვილებრივითა კადნიერებითა შეგვეწიეთ წინაშე მისა, უვნებელად დაგვიცვას ყოვლისაგან ძვირისა და მონებისაგან სულთა წარმწყმედელისა საცთურისა, რაითა განვერნეთ მწარეთა სატანჯველთა მათ საუკუნეთა და მარადის თქუენ თანა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველნო წმიდანო მხედარნო მოწამენო, სულიერად ერთსულნო და ხორციელად უმტკიცესნო, შემწენო მეფისანო, და მცველნო სამშობლო ქუეყანისანო; მხედართა დიდებანო და ხატნო წინაპართა ჩუენთა სიქუელისა და მამაცობისანო; ყოველთა მვედრებელთა თქუენთა მეოხნო და მოსავთა თქუენთა მტკიცენო ზღუდენო და საფარველნო!
ჰოი, ღვაწლისა–მძლენო სამასნო არაგველნო, მხედრობაი ქუეყნიერი სცვალეთ რაი მხედრობისა მიმართ ზეციერისა, აწ ჩუენცა მეოხ–გუექმენით ღმრთისა მიმართ, დასთრგუნოს სილაღე ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა, გარე–მოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა, და მოგუმადლოს თქუენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ და მსახურებასა შინა განაძლიერეთ დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და მაღალყოვლადუსამღდელოესი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, საღმრთოითა ძალითა აღჭურვილნო მხედარნო დიდ–სახელნო და დიდებულნო მეოხნო და მკურნალნო ჭირთა და სალმობათა შინა, აწ გვითხოეთ ქრისტეს ღმრთისაგან ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, სიწმიდითა მოქალაქეობაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოსთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა სამასთა არაგველთა, მამულისა და სჯულისათვის კრწანისს მოწყვედილთა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა