თეოდორე ტორონი

წმ. თეოდორე ტირონის პარაკლისი

სავედრებელი პარაკლისი თეოდორე ტირონისა

პირველი პარასკევი დიდი მარხვისა. წანდილის კურთხევა

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ…

გუნდი: ამინ.

მღდელი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი (ხმა 8):

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი 

დიდებაჲ…  ტროპარი (იგივე) აწდა…

ყოველივე საიდუმლო შენი, ღვთისმშობელო ზეშთა ბუნებისა არს და ზეშთა დიდებისა სიწმიდით დაბეჭდული და ქალწულებით დაცული და იცნობე უტყუელადრამეთუ ღმერთი შევ უცვალებელად, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის

(50 – ფსალმუნის კითხვის დროს აღესრულება კმევა: კოლიო, სამღვდელოება უპირატესის მიხედვით) 
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა 1, ხმა 8  – ქმნილი იოანე დამასკელისა

 (დიდ-მარხვის 1 კვირის პარასკევის ცისკრის კანონი)

 
ძლისპირი: ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ. (არ იკითხება).

წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 

უწყი ტრფიალება შენი ღმერთისა მიმართ, და სიყვარულითა შენითა უსაზღვროითა შეპყრობილ ვარ, სულითა და ხორცითა, და სიტყვათა შევსწირავ შენდა
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის

დაიწერა ბრძანებაი შეგინებული, რაითა მსახურებდენ კერპთა, და არა ღმერთსა ცხოველსაარამედ შენ ღმრთისა შეიწირე, და არა ეგე კერპთა ღვაწლითა შემოსილო
,,დიდება“ 

სიყვარულითა საღმრთოითა აღეტყინე, და ძესა ღმრთისასა მხოლოდ შობილსა 
მხედარ ექმნე, თეოდორე, ნეტარო მოწამეო, და გვირგვინსა მარტვილთასა მიემთხვიე
,,აწ და 

კრებული ანგელოზთა და კაცთა დედაო, უქორწინებელო, გიგალობენ შენ, რამეთუ დაბადებელი მათი ღმერთი, ვიტარცა ყრმა უშევ დაბადებულთა

გალობა 3, სძლისპირი 


ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო 
კაცთმოყუარეო. (არ იკითხება). 

წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 

შესხმასა ბაგეთა მიერ, და ვედრებასა ტკივნეულით სულით მიგიძღვანებ, რომლისათვის წყალობაი ჰყავ ღვაწლითშემოსილო
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
გონებასა თვითმპყრობელსა, დაამონენ ხორცნი, დიდებულო მოწამეო, და ორ-კერძოვე საკუთარ ექმენ ღმერთსა
,,დიდება“: 

წარსდეგ წინაშე საყდართა, წამებისათა და ქრისტე ღმერთი ღმრთისმეტყველე, და 
დაგებაი კერპთა ბილწთაი შეგინებულ ჰყავ, თეოდორე
,,აწ და“: 

ჩვენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღვთისაო

გალობა 4, სძლისპირი 


ძლისპირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღვთაება შენი. (არ იკითხება). 

წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 

საიდუმლოთა საღმრთოთა გულისხმისყოფით გემო იხილე, თეოდორე, და ურცხვენელად აღიარე, ძე ღმრთისაი შობილი ქალწულისაგან
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
ვნებათა დამონებულნი, ვნებულად ჰგონებდეს ღმრთეებისა ძალსა, რომელთა ამხილე, თეოდორე, სულითა წმიდითა განათლებულმან
,,დიდება“ 

მოწყალე ჰყავ ჩვენთვის მხსნელი, მგალობელთა შენთა, თეოდორე, გევედრებითდა მრავალფერთა განსაცდელთა, და ვნებათაგან ხსნაი გვითხოვე, მხნეო
,,აწ და 

დაუთესველო ყანაო, რომელმან ხუვილი ცხოვრებისაი აღმოაცენე, რომელი მოსცემს სოფელსა, ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ მგალობელნი შენნი

გალობა 5, სძლისპირი 


ძლისპირი: განგვანათლენ ჩვენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობა შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო. (არ იკითხება).

წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
თანამოღვაწეთა შენთა ეტყოდი, მოწამეო, შეიყვარეთ უფალი, რომელმან უფროის შეგიყვარნა თქუენ
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
ცეცხლებრ ეგზებოდი შურითა, ღვაწლითშემოსილო, და ტაძრისა თანა დასწვი, თეოდორე, დედაი ღმერთთა მტყუართაი
,,დიდება 

ძალითა უძლეველითა, თეოდორე ღვაწლით შემოსილო, ბარბაროსთა და 
ვნებათა, ჩვენთა სიბოროტეი დააყუდე
,,აწ და 

შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე, უბიწოო, შენ ყოვლადსანატრელო, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ გადიდებთ

გალობა 6, სძლისპირი 


ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ. ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. (არ იკითხება). 

წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
უძლური და მედგარი, სიბორგილე პირველთა ამაოთა, შეწევნასა კაცთასა, ყურის– საძიებელად, ეძიებდა ვინათგან, მოწამეთაგან, იძლია სიჩუკნე მათი. (2 გზის). 

,,დიდება

 განგაძლიერა ღმერთმან, გვირგვინო მარტვილთაო თეოდორე, და უღმრთოთა ტანჯვანი ისარჩვილთა შეჰრაცხენ, საუკუნეთა მათთვის, მოსაგებელთა რომელთა წინასწარ განიცდიდი
,,აწ და 

განავერენით საცთურსა ცოდვათა ჩვენთასა, ვედრებითა შენითა, ღვთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიერ, რომელი იშვა შენგან, უზესთაეს ბუნებათა ღმრთისა დაუსაბამოი

უფალო შეგვიწყალენ – 3გზის. 


– ,,დიდება“ ,,აწდა“ 

კონდაკი, (ხმა 8).

სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოიმრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.

გალობა 7, სძლისპირი 


ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულხარ შენ, უფალო, ღმერთო 
მამათა ჩუენთაო! (არ იკითხება). 

წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
ტანჯვაი ხორცთაი თავსიდევ მისთვის, რომელი იგვემა ჩვენთვის ხორცითა, სიტყვაი დაუსაბამოი, ღვაწლითშემოსილო თეოდორე, და უღაღადებდი: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
ვითარცა მხსნელი ჩვენი, ნებსით დაიდვა საფლავსა და დაიბეჭდა, ეგრეთვე შენ წმიდაოსაპყრობილესა დაბეჭდულსა დაემკვიდრე და ხმა-ყავ: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
მოაკუდინენ ვნებანი ხორცთანი, სიკუდილითა შენითა ნებსით თვისით, არათუ საზრდელითა, არამედ სურვილითა საღმრთოითა იზრდებოდი და ჰხმობდი: მამათა ჩვენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის
,,დიდება“ 

საპყრობილესა შინა, ვითარცა სახუმილსა, სამთა ყრმათასა ოდესმე, გამოგიჩნდა 
შენ ერთი წმიდისა სამებისაი, და განგაძლიერა შენ და ჰმადლობდი: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის
,,აწ და 

ინებე რა ცხოვრება ჩვენი მხსნელო, დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, და წიაღად  სოფლისად გამოაჩინე იგი, ამისთვის გიღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამამთა ჩვენთაო

გალობა 8, სძლისპირი 


ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე. (არ იკითხება). 

წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
დანერგულნი სულითა, მთავარი იგი უსჯულოთა მათ, უღრთოებით გეტყოდა შენ ღვთისმსახურსა მკსინვარედ, რაისა ამაოებით დაგიძს შენ სასოებაი კაცისა მიმართმძვინვარედ მოკლულისა, ჰოი უგუნურო, ხოლო შენ ღაღადებდი: ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. 
ვითარცა ჭაბუკმან გონიერმან, და ეზოს-მოძღვარმან მადლისამან, ღმრთისა მიერ შენდა მონიჭებულითა სიბრძნითა, ღაღად-ყავ: ჰოი, თეოდორე, რომელი იგი უფლებით გზრახვიდა, და არქუ: ესე სირცხვილი მეყავნ მე, და ყოველთავე, რომელნი ღაღადებენყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე
,,დიდება“: 

სიმხნით იღვაწე, წმიდაო, და მრისხანებით ამხილე მძლავრსა, რასა 
განცოფებულ ხარ და მეტყვი დაბადებულთა, ღმრთისა – წილმსახურებად, რომლითა ეგე დამბადებელი დაგიტევებიესთ და დაბნელებულ ხართ, ხოლო მე უღაღადებ: ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროისად აღამაღლებდით მას უკუნისამდე
,,აწ და“:

 ხორციელად გამოსახვითა, და პირადპირადითა იგავითა, ღვთისმეტყველებითა და მოსწავებითა, წინაისწარმეტყველებდეს, შობისა შენისათვის ღვთისმეტყველნი ზესთა ბუნებისა და საკვირველებისა, ამისთვის სიხარულით გიგალობთ ღმრთისა დედაოდა ძესა შენსა აღვამაღლებთ უკუნისამდე

გალობა 9, სძლისპირი 


ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელარს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ. (არ იკითხება).

წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.  
ნივთი წამებისა შენისა არს სიყვარული ღმრთისაი, ვინაიცა ნივთგექმნა შენ ცეცხლი ნივთიერთა ხორცთა, თეოდორე, და ესრეთ მოხარული მიხვედ ცეცხლსა ღვთაებისასა, ჰოი, ღვაწლით შემოსილო მსახურო ქრისტეს ღმრთისაო
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
ყოვლად -საგალობელო მოწამეო, დასწვი საცთური, ხოლო შენ შეუწველ, და ცხოველი წარჰდეგ წინაშე ქრისტეისა, და მის მიერ იშვებ, ვითარცა მოწამე ბრწყინვალე, ღვაწლითშემოსილო თეოდორე – მსახურო უფლისაო
,,დიდება“: 

აცხოვნე, ქრისტე, ერი შენი, რომელი აღგიარებს შენ, ერთსა წმიდისა სამებისასა 
ორითა ბუნებითა სრულითა, რომელი მოიგე საღმრთოითა სისხლითა შენითა, ღვაწლითშემოსილისა თეოდორეს მეოხებითა 
,,აწ და“: 

შენ რომელმან წიაღთა იტვირთე ღმერთი შეუხებელი, რომელსაცა ცათა შინა 
უგალობენ ყოველნი ძალნი, შენ მიერ მომნიჭებელი ჩვენდა ცხოვრებისა, ღმრთისა დედაო, გადიდებთ

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელარს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ

მეყსეულად:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

ტროპარი (ხმა 8):

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი

,,დიდება“ 

კონდაკი (ხმა 8):

სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოიმრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ
და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო

,,აწ და“:

ვითარცა შუამდგომელად ყოველთა, და შემწედ მტკიცედ ცოდვილთა, მოგიგებთ ყოვლად უბიწოო, შენითა მაგით მხურვალით აშეწევნითა ქალწულო, დედაო მარიამ ქრისტიანეთა ცხოვრებაო, ნუ დაჰსცხრები ჩვენთვის ვედრებად მაცხოვრეისა, რათა მოგვანიჭოს ცოდვათა მოტევება

მღვდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი : უფალო შეგვიწყალენ

 

კურთხევა წანდილისა. 

ყოვლისავე სრულ – მყოფელო სიტყვითა შენითა უფალო, რომელმან უბრძანე ქვეყანასა ნაყოფისა აღმოცენება, მოღებად და განსასვენებელად ჩვენდა, რამეთუ თესლითა მით რომლისა ჰსჭამდენ სამნი ყრმანი არა შეიგინნეს ტაბლისა მისგან არა – წმიდისა, და ამისთვისცა იხსნენ სახმილისა მისგან ცეცხლისა. ეგრეთვე ყოვლად-სახიერო მეუფეო თესლი 

ესე, შენისა თვითოეულისა თესლისა ნაყოფი აკურთხე, და რომელთა მიიღონ ამისგან წმიდა – ჰყავ სადიდებელად შენდა, და პატივად დიდისა მოწამისა შენისა თეოდორე ტირონისა, და რომელთა მოიღეს ესე მოსახსენებელად მონათა შენთა მორწმუნეთა მიცვალებულთათვის, 

მიჰმადლე მათ განსვენებაი, და რომელმან შეჰმზადა ესე (სახელი) სახსენებელად წმიდისა ამის სრულ – ჰყავ და მიეც ყოველი საცხოვრებელი თხოვაი მისი. და საუკუნოსა კეთილსა ღირს – ჰყავ, მეოხებითა ყოვლად – უხრწნელისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, წმიდისა დიდებულისა დიდისა მოწამისა თეოდორე ტირონისათა, რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ დღეს, და ყოველთა წმიდათა შენთათა ამინ. 

რამეთუ შენ ხარ რომელი აკურთხევ ყოველთავე ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა დაუსაბამოო მამით, და მხოლოდ – შობილით ძით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველს – მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

შესრულდა თინათინ მჭედლიშვილის დახმარებით