II გადამუშავებული რედაქცია
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
კონდაკი 1
გიგალობთ შენ, ვითარცა მღდელობისა და მარტვილობისა მრჩობლ–გვირგვინითა განშუენებულსა მოღუაწესა, და გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა მოგუმადლოს ჩუენ ძლევაი ყოველთა მტერთა და საცთურთა ზედა და გზასა მას მცნებათასა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა და მგალობელთა: გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
იკოსი 1
იყავ რაი პატიოსანი მღდელი, უზეშთაეს იღუაწე კაცობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა, და ნებსით დასდევ რაი თავი თვისი ერისათვის შენისა და მამულისა, ნუ უგულებელს–ჰყოფ აწ ვედრებასა ჩუენსა და შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა სიყუარულითა და მშვიდობით ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სურვილითა:
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, ყოვლად საკვირველო ქადაგო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო სიმტკიცისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, ჯუარისმტვირთველო ერისა შენისაო;
გიხაროდენ, სასიქადულო ძეო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და მცველო ივერთა ერისაო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 2
აღრჩეულ იყავ რაი ქრისტეის ღმრთისა მიერ მსახურად მისა, სიწმიდითა მსახურებდი ეკლესიასა შინა სოფელსა კველთას და სულითა და ჭეშმარიტებითა ადიდებდი ღმერთსა, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად მისა მიმართ, ამა საუკუნისა სახუმილსა შინა ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაი, რაითა დავდვათ თავი ჩუენი შეუგინებლობისათვის სჯულისა და ძმათა ჩუენთათვის, და მარადის შენთანა ვადიდებდეთ დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.
იკოსი 2
ზეობასა მას ლუარსაბ მეფისასა ურიცხვი სპაი ოსმალოთაი მოიწია რაი მოოხრებად ქართლისა, მანგლისსა მისრულთა ვერცა–ღა იხილეს ეკლესიაი და სოფელი ზეგარდამოითა მით ძალითა, გარნა უწყოდენ საყოფელი მეფისაი, და შეგიპყრეს რაი, ნეტარო მღდელო, გიბრძანეს მიძღოლაი მეფესა ზედა, ხოლო შენ განიზრახე თავისა შენისა და სულისა დადებაი სახსრად მისა, და ითხოვე შეწევნაი უფლისაი, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ მისა მიმართ, რაითა მადლი და მშვიდობაი მოგვანიჭოს და აღგვძრას გალობად შენდა:
გიხაროდენ, სულიწმიდისა მადლითა განათლებულო;
გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განშუენებულო;
გიხაროდენ, სიბრძნითა საღმრთოითა განსრულებულო;
გიხაროდენ, მოძღურებისა ნათლითა განბრწყინებულო;
გიხაროდენ, სიმტკიცითა და სიმამაცითა გამორჩეულო;
გიხაროდენ, მამულისა სიყუარულითა აღგზებულო;
გიხაროდენ, მოწყალებითა და სიმშვიდითა შემკულო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 3
ჰოი, საცვიფროი სასმენელი, რამეთუ მღდელობაი მარტვილობისა მიმართ განცვლად მოისიბრძნე და მინდობილი ღმერთსა ჭეშმარიტსა ეტყოდი თავსა თვისსა: „უკეთუ მივუძღვე და მოკლან ცხებული ღმრთისაი, წარწყმდეს ერი ჩუენი“, და განიზრახე რაი ხსნაი მეფისაი, ილოცვიდი ცრემლითა: „მეოხ–გუეყავ, ღმრთისა დედაო, წინაშე ძისა შენისა, რაითა ამაო ჰყოს საშინელნი ზრახვანი მტერთანი და დაიცვას ერი, წილხვედრი შენი აღსპობისაგან“, და გულსა შინა ადიდებდი უფალსა: ალილუია.
იკოსი 3
ჰოი, განსკრთომელი სიმხნეი და სიქველეი, რამეთუ გაგინებდენ რაი, წმიდაო მღდელო, გუემითა გაიძულებდენ ჩუენებასა ცხირეთის გზისასა, შეურაცხ–ყავ ქადებაი მათი სასოებითა ღმრთისაითა, და ვითარცა უშიში, ახოვანი და უძლეველი ზრახვიდი გულსა თვისსა: „საწუთოისა ცხორებისათვის არა ვიქმ განწირვასა მეფისა და მამულისასა“, და ევედრებოდი ქრისტესა განძლიერებასა, აწ ჩუენცა გვითხოვე ძალი, და სიმხნეი დაცვად მამულისა ჩუენისა, და სიბრძნეი – შეწირვად შენდა გალობისა:
გიხაროდენ, ერისა შენისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;
გიხაროდენ, სიმართლითა და ჭეშმარიტებითა მოზღუდვილო;
გიხაროდენ, შეცოდებულთა ლოცვად აღმძრველო და უნანელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და შიშველთა შემმოსელო;
გიხაროდენ, ქურივთა და ობოლთა განმკითხველო;
გიხაროდენ, კეთილად განკრძალულთა მღდელთა სასოო და ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, ქუეყანისა შენისა მცველო მიურულებელო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 4
ხვიდოდი რაი მცნებათა ღმრთისათა და სამართალთა მისთა, მოგცნა მან განზრახვაი კეთილი და მადლითა განბრძნობილი არა მიიდრიკე განცემად, არამედ უახოვნეს იქმნებოდი და უმხურვალეს წინა მდებარისა ღუაწლისა მიმართ და გარდაუქციე რაი გზაი იგი მიმყვანებელი ცხირეთსა, განემზადე ტანჯვისა და სიკუდილისა დათმენად და იტყოდი გულსა შინა თვისსა: „აწ მეცა მოვკუდე ნაცვლად მეფისა, რამეთუ ესრეთ სთნავს ღმერთსა, მშვიდობით დაცვისათვის ერისა ჩემისა“, და აქებდი განგებულებასა მისსა: ალილუია.
იკოსი 4
ეჰა, მადლი და სიბრძნეი, რომელი მოგეცა ღმრთისა მიერ, ნეტარო თევდორე, რამეთუ უწყოდი რაი სიმცირეი ქართველთა სპისაი და სიმრავლეი იგი მძვინვარისა მტრისაი, განიზრახე წარწყმედაი ლაშქრისა მათისაი, და იწროსა მას გზასა ზედა წარუძეღ და აღიყვანე რაი მთასა მას ზედა უგზოსა და კლდოვანსა, ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს და მოსწყდეს რაი ხევსა და უფსკრულსა შინა, აწ ჩუენცა მოვიხსენებთ თავდადებასა შენსა, საკვირველსა, და მოგიძღუნით სამადლობელსა:
გიხაროდენ, სულიერისა საჭურველისა აღმღებელო;
გიხაროდენ, მტერთა უწყალოებისა თავსა შენსა დამთხეველო;
გიხაროდენ, მძლავრობისაგან მათისა თვისტომთა შენთა დამხსნელო;
გიხაროდენ, ტყუეობისა და სიკუდილისაგან მეფისა დამფარველო;
გიხაროდენ, სასოებითა მტკიცითა წინააღმდგომთა სიბოროტისა წარწყმედელო;
გიხაროდენ, ბორგნეულთა შემაბრკოლებელო;
გიხაროდენ, უგულისხმოებისა მათისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 5
მაშინ განრისხდენ თურქნი და გტანჯვიდენ რაი, მამაო, სიმხნითა დაითმენდი გუემათა უფიცხესთა, და სამწყსოსა და მერმე–ღა სულსა თვისსა შეჰვედრებდი უფალსა ღმერთსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, გვიხსნნეს საფრხისაგან ეშმაკისა, სიცბილისაგან სოფლისა და მძლავრებისაგან ხორცთაისა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და ვადიდებდეთ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 5
მიივლტოდი რაი წამებისა მიმართ და სიკუდილისა მსგავსად მხსნელისა შენისა და მაცხოვრისა, დასდებდი სულსა თვისსა სიტყვისაებრ მისა: „უფროს ამისსა სიყვარული არა არს, რაითა დადვას კაცმან სული თვისი მოყუსისათვის თვისისა“, და ადიდებდი ღმერთსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, რაითა სიმხნეი სულისაი და სიწმიდეი გულისაი მოგუმადლოს და ღირს გვყოს გალობად შენდა:
გიხაროდენ, ტარიგო ქრისტეისო შუენიერო, მოწევნულთა განსაცდელთა ახოვნად თავს–მდებელო;
გიხაროდენ, კიცხევისა და ტანჯვისა ლოცვითა დამთმენელო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუვათა ეშმაკისათა დამხსნელო;
გიხაროდენ, ჟამთა მათ უსჯულოთა ხდომისასა მიუთხრობელთა ჭირთაგან ქართლისა განმარინებელო;
გიხაროდენ, მძლავრთა მონებისაგან მრავალთა სულთა გამომხსნელო;
გიხაროდენ, მოყუასისათვის თავისა გაწირვითა ყოველთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაითა სულმოკლეთათვის მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 6
აღემზადნეს რაი უსჯულონი მოკლვად შენდა, აღიბეჭდე ნიშითა პატიოსნისა ჯუარისაითა, და თავი თვისი მიუპყარნ რაი მტარვალთა, მსგავსად ცხოვარისა, დაგკლეს უწყალოდ მახვილითა, და შეერთე რაი დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათვის თავდადებულთა მამა–პაპათასა, განცხადებულ–ყო უფალმა ღუაწლი შენი ქართველთა ერისათვის, და აღძრა ქებად შენდა და გალობად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 6
საკვირველი თავდადებაი შენი ამცნეს რაი გიორგი სააკაძეს, ერთგულსა მას მოურავსა მეფისასა, ფიცხლად ეკუეთნა მტერსა მას ტაშისკარსა, და აღსწყვიდა ურიცხვი ლაშქარი მათი მცირედითა სპითა, და მადლსა და დიდებასა შესწირვიდა უფალსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, რაითა თანა-წარგვხადოს ეშმაკთა და კაცთა მიერ აღძრულნი განსაცდელნი და ღირს გვყოს გალობად შენდა:
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო და მღვიძარეო, სისხლითა შენითა სამწყსოისა შენისა უვნებელად დამცველო;
გიხაროდენ, სულისა თვისისა თვისტომთათვის დამდებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა კაცობრივისა შეწევნისაგან უღონო–ქმნილთა განმამხნობელო;
გიხაროდენ, შენებულებათა და ეკლესია–მონასტერთა ცეცხლისა და საფუძველთაგან აღმოყრისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, სიბრძნითა საღმრთოითა ერისა შენისა მტერთა მძლავრებისგან დამფარველო;
გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;
გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა სახუმილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 7
განკვირდენ მეფეი ღმრთისმოყუარეი და სრულიად კრებული სამღდელოთაი და ერთაი უსაზღვროითა მით სიქუელითა და კაცთმოყუარებითა შენითა, რამეთუ განერნეს განსაცდელსა მას მწარესა, და ხმა–მაღლად განსთქუეს ყოველთა ცისკიდეთა, თუ ვითარ შეაკაფნე თავი თვისი მტერსა, და ხმითა მადლობისაითა გნატრიდენ და ადიდებდენ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 7
ოდეს იგი ასპარეზი უხრწნელისა ძლევისაი განიმზადა შენთვის საღმრთოითა მით წინა–განგებითა, მხოლოი ოდენ შეუდეგ გზასა მას გოლგოთისა შენისასა, ცხორებისათვის ქრისტეის სამწყსოისა, და თავად მაცხოვარი გექმნა რაი თანა–მავალ და თანა–მბრძოლ, სათნოი განზრახვაი შენი კეთილად განასრულა და დაჰლეწა ყოველი საჭურველი მძვინვარისა მბრძოლისაი, აწ ჩუენცა გვიოხენ მისა მიმართ, რაითა შენმიერითა ძლიერებითა სულისაითა შეჭურვილნი ღირს ვიქმნეთ შეწირვად შენდა გალობისა:
გიხაროდენ, ახოვანო მღდელო და მოწამეო, აღმძრველო მამაცობისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო ხატო ძუელთა მათ მამათა კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახვილო, განმკვეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, უშურველო წყაროო მოწყალებისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო სარწმუნოებისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, სამკაულო ელვარეო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დაუვალო მნათობო ქართლისაო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 8
მოიწივნეს რაი განსაცდელნი მეფესა და ერსა ზედა შენსა, ნეტარო, ვითარცა–რაი მამამან კეთილმან უქმ–ჰყავ ვერაგობაი მტერისაი, და ბოროტი ზრახვაი მათი განაქარვე რაი სიმხნითა ბუნებისაითა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ ქრისტეის მიმართ ხსნად ჩუენდა უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა–დასხმისაგან, რაითა შეწევნითა შენითა ვიქადდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 8
დაღაცათუ პირველვე უწყოდი სიკუდილი შენი, თევდორე მღდელო, არამედ უშიშითა გონებითა მიეც თავი თვისი სატანჯველთა, და სახედ მსხუერპლისა შესწირენ სულნი და ხორცნი ქრისტესა მეუფესა, რომელმანცა წყალობითა მოხედნა მხურვალესა ლოცვასა შენსა და საკვირველი ძლევაი მიანიჭა რაი ლაშქარსა ქართველთასა, აღძრა ყოველნი ქებად ახოვანებისა შენისა:
გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, უძლურთა ძლიერებაო და მძლავრთა დამცემელო;
გიხაროდენ, ბოროტთა მზაკუვარებათა მტერისათა დამხსნელო;
გიხაროდენ, ღუარითა სისხლთა შენთაითა მხდომთა სიცბილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, რისხვისა საღმრთოისა დამაყენებელო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 9
იყავ რაი ერთგულ მეფისა, მოყუარულ ერისა და მაქებელ ღმრთისა, სრბაი შენი სიმხნითა აღასრულე და დააცხრვე მოწევნადი ჭირი მკვიდრთა მათ ზედა ქართლისათა, აწ შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი შეგვაწყნარენ ღმერთსა, რაითა კადნიერებაი მათი შეჰმუსროს, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან ჩუენ ზედა, და აღგვძრას დიდებად მისა: ალილუია.
იკოსი 9
რომელსა გაქუნდა თანალმობაი დიდი თვისტომთა მიმართ და წმიდაი სისხლი შენი დასთხიე ხსნისათვის მათისა, აწ იხილე ურიცხუთა მტერთა საფრხენი, ბოროტად განფენილნი ნათესავსა ამას ჩუენსა ზედა და გვიხსენ ურთიერთ–მძლავრებისა და შინა–განცემისგან, რაითა სიყუარულითა ღმრთისაითა ერთ ზრახვად შეკრულნი მარადის ვსძლევდეთ ყოველთა მტერთა ჩუენთა და გნატრიდეთ შენ, ვითარცა ჭეშმარიტად საქებელსა:
გიხაროდენ, კეთილად სრულმყოფელო საღმრთოისა სარბიელისაო;
გიხაროდენ, ხატო წინაპართა ჩუენთა სიბრძნისა და გულისხმიერებისაო;
გიხაროდენ, დიდ–ხელოვანო მტერთა უბრძოლველად ძლევისაო;
გიხაროდენ, დაუჭნობელო ყუავილო საცნაურისა სამოთხისაო;
გიხაროდენ, მკვიდრო ზეციერისა საქართველოისაო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ხსნისა მეძიებელთათვის მაჩუენებელო გზისაო;
გიხაროდენ, ჩუენ შორის განამაახლებელო კეთილმსახურებისა სულისაო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 10
ძუელნი მატიანენი ქართლისანი გვაუწყებენ, თუ ვითარ მოკლულ იქმენ ერთგულებისათვის მეფისა ლუარსაბ მეორისა – შემდგომ მარტვილობისა გვირგვინისა დამდგმელისა, და ერთობითა მიგავლენთ მეოხად ქრისტეს მიმართ, მოგუცეს ჩუენ მწყემსი სარწმუნოი და მართალი, სათნოდ მეფედ და წინამძღურად სამწყსოთა თვისთა, რაითა ღირსებითა და სიმართლითა იურვოდეს ერთა, მისდამი რწმუნებულთა და მარადის ადიდებდეს ჭეშმარიტსა ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 10
უახოვნესი აჩუენე რაი ღუაწლის–მოყუარებაი, მამაო, ეკლესიამან ქართველთამან წმიდანად დაგადგინა, და ლოცვით შესხმაი შენი და მოხსენიებაი განგვიჩინა რაი სამწყსოთა თვისთა, ქრისტემან ღმერთმან მადლი შუამდგომელობისაი მოგანიჭა, და აჰა, აწ ჩუენცა არა დავსცხრებით დიდებად მისა, მოგვმადლა რაი ეგევითარი მეოხი, და მსწრაფლ–შემწეი დედისა თვისისა წილხვედრსა ერსა ჩუენსა, და მოგიძღუნით „გიხაროდენსა“:
გიხაროდენ, ლამპარო მართლმადიდებელთა ეკლესიისაო, მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, მრავალთა სულთა წარწყმედისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმხნისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ნათლითა ბნელთა შინა დაშთომილთა სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მტერთა ძვირის–ზრახვისა განმხდელო;
გიხაროდენ, უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 11
არა თუ საწუთოისა დიდებისათვის დასდევ თავი თვისი, ღმერთშემოსილო ხუცესო, არამედ სამწყსოისათვის ქრისტეისა, და გაქუს რაი კადნიერებაი დიდი მისა მიმართ, შეგვეწიე, ულხინოს ნათესავსა ჩუენსა და კუალად მოგუანიჭოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენი წინამძღუარნი, რაითა წრფელსა მას გზასა სათნოებათასა წარგვიმართონ და ღირს გვყონ ქებად შენდა და დიდებისმეტყველებად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 11
ეგზებოდი რაი ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა და სიყუარულითა მამულისაითა, თავგანწირვითა შენითა წარწყმიდე სიბოროტეი მტერისაი, რომელთა ეწადათ აღსპობაი ერისა შენისაი და ღმრთისა მიერ მოიგე რაი გვირგვინი მოწამეობისაი, აწ ჩუენცა მადლობაი გვიღირს მისა მიმართ, რამეთუ შენ მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა და უმეტეს ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთასა, და აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ მუშაკობისა სასყიდელისა მომხვეჭელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა შინა შეწევნისა მადლისა ზეცითგან მომღებელო;
გიხაროდენ, ვიდრე აქამომდე უკუდავებისა სახელისა მომგებელო;
გიხაროდენ, ქრისტეისმიერისა სიმდაბლისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, სულიერისა მღვიძარებისა ზარისა დამარისხებელო;
გიხაროდენ, კეთილად განკრძალულთა მღდელთა სასოო და ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 12
უშიშ იყავ, მამაო, ვითარცა უხორცოი, და მღდელობასა შეაერთენ რაი პატივი მარტვილობისაი, ქრისტემან მოგანიჭა მადლი ეშმაკთა ოტებისაი და უძლურთა კურნებისაი, და გამოგაჩინა რაი მსწრაფლშემწედ მორწმუნეთა, სულთა და ხორცთა ლხინებისა მომღებელნი გმადლობენ შენ, წმიდაო, და უგალობენ მრავალმოწყალესა ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 12
ეჰა, ვითარი სახელი შეგძინა შენ თავდადებამან საკვირველმან, რამეთუ გულსა შინა აღიბეჭდეს ქართველთა, და სამართლად შეგრაცხეს რაი მცველად ერისა თვისისა და მამულისა, აწ ჩუენცა გვიოხე ღმრთისა მიმართ და გვითხოვე, ლაზარესაებრ აღგვიდგინოს მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხო ტომთა და ნათესავთაგან, და გნატრიდეთ შენ, ვითარცა სიქადულსა ერისა ჩუენისასა:
გიხაროდენ, ქრისტეის მიერ გამორჩეულო;
გიხაროდენ, ასპარეზსა მას ვნებისასა მხედრად მისა განცხადებულო;
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა წამებისასა ოქროისა უბრწყინვალეს გამოჩინებულო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა სანუგეშოდ გამობრწყინებულო;
გიხაროდენ, მცხინვარებითა სიმხნეთა შენთაითა მარტვილთმოყუარეთა გულთა ცისკროვან–მყოფელო;
გიხაროდენ, სრულისა ახოვანებისა მაჩვენებელო;
გიხაროდენ, თვისტომთა შენთა მიერ მარადჟამს ხსენებულო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 13
ჰოი, წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე! შეისმინე უღირსი ესე ვედრებაი ჩუენი, და მარტვილებრივითა კადნიერებითა მეოხ გუეყავ უფლისა მიმართ, არა განგვსჯოს უსჯულოებათა ჩუენთაებრ, და უვნებელად დაგვიცვას ყოველთა სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან, რაითა საწუთოი ცხორებაი ესე კეთილად განვვლოთ და მარადის ვაქებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ
იკოსი 1
იყავ რაი პატიოსანი მღდელი, უზეშთაეს იღუაწე კაცობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა, და ნებსით დასდევ რაი თავი თვისი ერისათვის შენისა და მამულისა, ნუ უგულებელს–ჰყოფ აწ ვედრებასა ჩუენსა და შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა სიყუარულითა და მშვიდობით ვსცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სურვილითა:
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, ყოვლად საკვირველო ქადაგო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო სიმტკიცისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, ჯუარისმტვირთველო ერისა შენისაო;
გიხაროდენ, სასიქადულო ძეო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და მცველო ივერთა ერისაო;
გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
კონდაკი 1
გიგალობთ შენ, ვითარცა მღდელობისა და მარტვილობისა მრჩობლ–გვირგვინითა განშუენებულსა მოღუაწესა, და გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა მოგუმადლოს ჩუენ ძლევაი ყოველთა მტერთა და საცთურთა ზედა და გზასა მას მცნებათასა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა და მგალობელთა: გიხაროდენ, წმიდაო თევდორე მღდელო, ერისა შენისათვის თავისა დამდებელო!
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღუაწლისა–მძლეო მოწამეო თევდორე, მამათა სამკაულო, მღდელთა სიქადულო და მნათობო ქართველთა ერისაო; მორწმუნეთა სიმტკიცეო და ყოვლად-ბრწყინვალეო ვარსკულავო ეკლესიისა ჩუენისაო; ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, და ურცხვენელო შესავედრებელო ჩუენო წინაშე მაცხოვრისაო!
ჰოი, საჩინოო, მხნეო, და ჭეშმარიტად ახოვანო მღდელმოწამეო თევდორე კველთელო, რომელმან აღირჩიე სიკვდილი, ვიდრე განცემაი მეფისაი და განწირვაი ერის შენისაი, აწ ყურად-იღე ლოცვანი ჩუენნი და მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, რაითა აღამაღლოს რქაი მართლმადიდებელთა ქრისტეანეთაი და წმიდანი ეკლესიანი დაიცვას შეუძრველად, ხოლო ერსა ჩუენსა მოჰმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და დაგვიფაროს ქრისტეის წინააღმდგომისა მზაკუვარებისაგან და მძლავრებისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა მსახურებასა შინა განაძლიერენ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღმერთშემოსილო, წმიდაო მოწამეო თევდორე მღდელო, სახედ მსხუერპლისა შესწირენ რაი სული და ხორცი ქრისტესა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, გვიხსნას ყოვლისაგან სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედა–მოსლვისა, ძმათა შორის ბრძოლისა და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირსებითა და სიწმიდითა განვვლოთ ჟამი ესე საწუთოისა ჩუენისაი, და ვიდრე სიკუდიდმდე ღირს გვყოს ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს–მყოფელთა საიდუმლოთა მისთა, რაითა ზეცისა მოქალაქობასა ღირს–ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მას თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა თევდორე კველთელისა, რწმენის, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებულისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
