კონსტანტინე და ელენე

3 ივნისი. ცხოვრება და ღუაწლი მოციქულთა სწორთა კონსტანტინე მეფისა და დედისა მისისა ელენე დედოფლისა

ცხოვრება და ღუაწლი მოციქულთა სწორთა კონსტანტინე მეფისა და დედისა მისისა ელენე დედოფლისა

3 ივნისი

წმ. კონსტანტინე დიდი (+337) და წმ. ელენე დედოფალი (+327);

ჯვრის გამოჩინებაი ზეცით კონსტანტინე მეფისათვის

ხს. 29 იანვარს (ახ. სტ: 11 თებერვალს)

ხს. 6 (19) მარტი – წმიდა ელენე დედოფლის მიერ ჭეშმარიტი ძელისა და სამსჭვალთა პოვნა იერუსალიმში (326)

კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, ბიზანტიის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება. ასევე მის დედას – წმინდა დედოფალ ელენეს ეკლესიისაგან მიენიჭა დიდი პატივი, რომ გამხდარიყო ერთ-ერთი იმ ექვსი ქალიდან, რომლებიც წმინდანად შერაცხეს მოციქულთაწორის სახელით, ვინაიდან მისი ღვაწლი  ქრისტიანობის გავრცელებაში განუზომელია. 

მან გრძელი გზა გაიარა უბრალო წარმოშობის გოგონადან მოციქულთასწორ დედოფლამდე. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის პოვნა, წმინდა ადგილების მოძიება პალესტინაში, მათზე მდგარი კერპთა ტაძრებისა და ბომონების დარღვევა და წმინდა ტაძრების აღმართვა.

წმინდა ელენე დაიბადა მცრე აზიაში, ბითვინიაში მდებარე პატარა ბერძნულ, სოფელ დრეპანში (კონსტანტინოპოლიდან არც თუ ისე შორს), დღეს ეს დასახლება იდენტიფიცირებულია თურქულ ქალაქ ჰერსეკთან, ალტინოვას მიდამოებში, იალოვას პროვინციაში, შემდგომში მისმა შვილმა – იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ამ ქალაქს დედის პატივსაცემად ელენოპოლი დაარქვა. კონსტანტინოპოლის მომავალი დედოფალი არ იყო დიდგვაროვანი წარმოშობისა, როგორც ცნობილია იგი სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი იყო.

ახალგაზრდა ელენემ გაიცნო რომაელი ოფიცერი კონსტანციუსი (ფლავიუს ვალერიუს კონსტანციუსი qლორუსი – დაახლ. 250 – გ. 25 ივლისი 306), 270-იანი წლების დასაწყისში გახდა მისი ცოლი, ხოლო 272 წლის 27 თებერვალს, ქალაქ ნაისში (თანამედროვე სერბული ნისი) ელენეს შეეძინა ვაჟი, ფლავიუს ვალერიუს ავრელიუს კონსტანტინე, მომავალი იმპერატორი კონსტანტინე I დიდი, რომელმაც ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად აქცია. ელენე იმ დროს არ იყო ქრისტიანი, მაგრამ მან იცოდა ქრისტიანული სწავლებების შესახებ და მათ შესაბამისად ზრდიდა შვილს. 

285 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ იმპერიის მართვის გასაადვილებლად ახალი სისტემა, ე.წ. ტეტრარქია, დააწესა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს სათავეში იდგა არა ერთი, არამედ ერთდროულად ოთხი მმართველი. ორ მათგანს ეწოდებოდა ავგუსტუსი (უფროსი იმპერატორები), დანარჩენ ორს კი – კეისარი (უმცროსი იმპერატორები). გათვლა იყო, რომ 20 წლის შემდეგ უფროსი იმპერატორები უარს იტყოდნენ ტახტზე, უმცროსი იმპერატორების სასარგებლოდ, და ეს უკანასკნელნიც მალევე მოძებნიდნენ თავიანთ შემცვლელებს. იმავე 285 წელს დიოკლეტიანემ თანამმართველად მაქსიმიანე აირჩია, სამართავად იმპერიის დასავლეთი ნაწილი გადასცა (მაქსიმიან ჰერკულიუსი, იყო რომის იმპერატორი 285-305 წლებში, 306-308 და 310 წლებში იყო უზურპატორი), თავისთვის კი აღმოსავლეთი დაიტოვა. ტეტრარქიის მიხედვით, 293 წელს ავგუსტუსებმა თავიანთი მემკვიდრეები აირჩიეს. ერთ-ერთი იყო გალიის ყოფილი პრეფექტი და კონსტანტინეს მამა – კონსტანციუსი (კონსტანციუს I ქლორუსი). მეორე ადგილი გალერიუსს ერგო, რომელიც მალე იქცა ქრისტიანთა უსასტიკესი დევნის მოთავედ.

დროთა განმავლობაში კონსტანციუსმა მიაღწია მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიმაღლეებს და 289 ან 292 წელს მოუწია ელენესთან გაყრა პოლიტიკური მიზეზების გამო, და დაქორწინდა ფლავია მაქსიმიანა თეოდორაზე, იმპერატორ მაქსიმიან ჰერკულიუსის გერზე, რათა ამ ალიანსის საშუალებით დაწინაურებულიყო. დროთა განმავლობაში კონსტანციუსმა მიაღწია მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიმაღლეებს და 289 ან 292 წელს მოუწია ელენესთან გაყრა, და დაქორწინდა იმპერატორ მაქსიმიან ჰერკულიუსის გერზე, ფლავია მაქსიმიანა თეოდორაზე. ამ ქორწინებაში მას შეეძინა 3 ქალიშვილი – ფლავიუს იულია კონსტანტია, ანასტასია, ევტროპია, და სამი ვაჟი – ფლავიუს იულიუს კონსტანციუსი, დალმაციუს უფროსიდა ჰანიბალიან უფროსი. 293 წ. მან მიიღო კეისრის წოდება და გახდა 4 მმართველს შორის ერთ-ერთი. 293-დან 305 წლამდე კონსტანციუსი იყო უმცროსი რანგის იმპერატორი ანუ კეისარი. მან თან წაიყვანა კონსტანტინეც და სამხედრო სამსახურში ჩააყენა. 

გალიის მმართველად დანიშნულმა კონსტანციუსმა დაამარცხა იქ უზურპატორი კარაუსიუსი და მისი მემკვიდრე ალექტუსი ბრიტანეთში და ფართო ლაშქრობა მოაწყო რაინის საზღვრის გასწვრივ, დაამარცხა ალამანები და ფრანკები. როდესაც დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა გამოაცხადა 303 წელს, კონსტანციუსმა ბრძანა ეკლესიების დანგრევა, თუმცა აქტიურად არ ნადირობდა ქრისტიანებზე მის სამფლობელოში. 

303 წელს კონსტანტინემ ცოლად შეირთო წარმოშობით სირიელი მინერვინა და წყვილს შეეძინა ერთი ვაჟი, კრისპუსი.

305 წელს, ტეტრარქიის დამყარებიდან 20 წლის შემდეგ, ორივე ავგუსტუსი გადადგა და ყოფილი კეისრები კონსტანციუს I ქლორუსი და გალერიუსი იმპერიის თანამმართველი ავგუსტუსები გახდნენ აღმოსავლეთში გალერიუსი (305-311 წწ.), ხოლო დასავლეთში კონსტანციუს ქლორუსი. ახალმა ავგუსტუსებმა, ტრადიციისამებრ, აირჩიეს ახალი კეისრები. გალერიუსმა თავის დისწული მაქსიმინე დაზა (309-313 წწ.), ხოლო კონსტანციუსმა საიმპერატორო ძალაუფლება კეისარ სევერუსთან ერთად გაიყო.

კონსტანციუსმა წამოიწყო წარმატებული სადამსჯელო კამპანია პიქტების (კელტებისგან გამოყოფილი შოტლანდიის უძველესი მოსახლეობა) წინააღმდეგ, მაგრამ ერთი წელიც არ გასულა, რომ დასნეულდა იორკში (ბრიტანეთში) და მოიხმო თავისი ძე კონსტანტინე, რომელიც ფაქტობრივად მძევლად იყო აღმოსავლეთ იმპერიაში. იგი ცენტურიონის თანამდებობით იმპერატორ გალერიუსის ლეგიონში მსახურობდა ნიკომიდიაში (უძველესი ხანიდან ბითვინიის დედაქალაქი ნიკომიდია ტეტრარქიის ანუ ოთხთა მმართველობის შემოღების შემდეგ  დიოკლეტიანემ აქცია რომის იმპერიის აღმოსავლეთ დედაქალაქად -ახლანდელი იზმითის ადგილას, თურქეთი, ); გალერიუსი თავს იკავებდა კონსტანტინეს მამასთან გაგზავნისაგან, რადგან ეშინოდა ჯარისკაცებს იგი ავგუსტუსად არ გამოეცხადებინათ – ეს არ შედიოდა მის გეგმებში. მას კონსტანციუსის ადგილას თავისი კაცის fლავიუს სევერუსის დაყენება და ამ გზით მთელი იმპერიის დამორჩილება სურდა. 

კონსტანტინემ მაინც მოახერხა მამასთან ჩასვლა და 306 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ, ბრიტანეთში მოქმედმა ლეგიონებმა ოცდათორმეტი წლის კონსტანტინე იმპერატორად გამოაცხადეს.  გალერიუსს ამ რეალობასთან შეგუება მოუწია და იმ საბაბით, რომ კონსტანტინე ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, მხოლოდ კეისრად აღიარა, ხოლო იმპერატორად გამოაცხადა იტალიისა და აფრიკის მმართველი  ფლავიუს სევერუსი. კონსტანტინე ფორმალურად მას ექვემდებარებოდა, მაგრამ რეალურად გალიაში, სადაც კონსტანტინე იმყოფებოდა, მისი ერთგული ლეგიონები იდგნენ და მმართველობის ლიბერალური ფორმის გამო მოსახლეობაც მას ემხრობოდა. სევერუსს კი ასეთი მყარი მდგომარეობა არ ჰქონდა.

თავმდაბლობით, განსწავლულობითა და გონიერებით გამორჩეული კეთილადაღნაგი, პირმშვენიერი და ძლიერი კონსტანტინე მთელ ლაშქარს უყვარდა და ამ სიყვარულს მართლაც იმსახურებდა,  როგორც ჩანს, ის იყო უნარიანი გენერალი და კეთილშობილი მმართველი. მან სამართლიანად იწყო მართვა, და დაადასტურა რა მამის ყველა ბრძანება ქრისტიანთა ხელშეუხებლობისათვის, მალე ბარბაროსებზე უდიდესი გამარჯვებებით გაითქვა სახელი. 

306 წელს იტალიაში იმპერატორად გამოაცხადეს მაქსიმიანეს ძე მაქსენციუსი (306-312 წ.წ.). 307 წელს იმპერატორ მაქსიმიანესთან ალიანსის გასაძლიერებლად კონსტანტინე გაშორდა პირველ ცოლს და დაქორწინდა მაქსიმიანეს ქალიშვილ ფაუსტაზე, და მისი ვაჟი მაქსენციუსი ავგუსტუსად აღიარა. 

ამ ქორწინებაში კონსტანტინეს ეყოლა სამი ვაჟი კონსტანტინე II, კონსტანციუს II, კონსტანსი, და  სამი ქალიშვილი კონსტანტინა, ელენა და ფაუსტა, თუმცა სიყრმის ვაჟი კრისპუსიც თან წაიყვანა და მისი მეთვალყურეობით იზრდებოდა გალიაში. 

წმინდა ელენე გადავიდა შვილთან ტრევირში (თანამედროვე ტრირი), რომელიც გახდა კონსტანტინეს რეზიდენცია. გერმანიის ეს ქალაქი ოდესღაც იმპერიის ოთხი დედაქალაქიდან ერთ-ერთი იყო და ყველანაირად გვერდზე ედგა რჩევითა თუ საქმით.  

სევერუსის მხარდამჭერმა გალერიუსმა ჯარი გაგზავნა მაქსენციუსის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელმა კი დახმარება თავის მამას, მაქსიმიანეს სთხოვა, რომელმაც ცოტა ხნით ისევ დაიბრუნა მმართველობა და სევერუსი მოკლა. გალერიუსმა სევერუსის ადგილზე იმპერატორად თავისი მხედართმთავარი ლიცინიუსი (308-324) დაასახელა, ჯარმა კი კეისარ მაქსიმინე დაზას დაუჭირა მხარი. ამრიგად, ერთსა და იმავე დროს ექვსი იმპერატორი მართავდა ქვეყანას. ესენი იყვნენ: კონსტანტინე, გალერიუსი, მაქსიმინე გაზა, ლიცინიუსი, მაქსენციუსი და მაქსიმიანე. ისინი გაუთავებლად ეომებოდნენ ურთიერთს. მხოლოდ კონსტანტინეს ქვეშევრდომები იყვნენ მშვიდად.

მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმიანეს პატივს სცემდნენ როგორც ყოფილ იმპერატორს, მას მაინც სურდა აბსოლუტური ძალაუფლების მიღწევა და გადაწყვიტა კონსტანტინე ძალაუფლებისთვის ჩამოეშორებინა, ჯერ აჯანყება მოუწყო და როდესაც ლეგიონერთა უმეტესობა მისი ერთგული დარჩა, მაქსიმიანე იძულებული გახდა გაქცეულიყო. კონსტანტინემ ჩამოართვა იმპერატორის წოდება, მაგრამ შეიწყალა, თუმცა მაქსიმიანემ არ დამშვიდდა და ლაქტანციუსის თქმით, გადაწყვიტა მოეკლა კონსტანტინე და მის ცოლს და თავის ქალიშვილს – ფაუსტას სთხოვა საწოლის კარი ღიად დაეტოვებინა, თუმცა მან აუწყა ქმარს მამის ვერაგი განზრახვა და 310 წლის ივლისში მაქსიმიანე იძულებული გახდა თავი მოეწამლა. (ქალიშვილების ფაუსტას და თეოდორას მეშვეობით იგი იყო ყველა იმპერატორის ბაბუა ან პაპა, რომელიც მეფობდა 337-დან 363 წლამდე).

იმავე წელს გალერიუსს საშინელი სენი შეეყარა, დაიფარა წყლულებით, და უსაზღვროდ იტანჯებოდა, მთელ სასახლეში ისმოდა მისი გმინვა, ამაოდ ევედრებოდა ღმერთებს დახმარებას, ვერც მკურნალთა ოსტატობა შველოდა… ერთ წელს გაგრძელდა გალერიუსის წამება, რომელიც ბოლოს მიხვდა – ეს მძიმე განსაცდელი მას ქრისტიანებისადმი გამოჩენილი სისასტიკის გამო ხვდა. მან მაშინვე ბრძანა დევნის შეწყვეტა, ნება დართო ქრისტიანებს, აეგოთ ეკლესიები და აღესრულებინათ ღვთისმსახურება, ამასთან სთხოვა, მისი გამოჯანმრთელებისთვის ელოცათ. რა თქმა უნდა, მან ეს სინანულით კი არა, შიშისა და სასოწარკვეთილების გამო მოიმოქმედა. ამიტომაც მისი ტანჯვა არ შემსუბუქებულა, მალევე გარდაიცვალა იმავე სენით, რამაც ანტიოქე ეპიფანესა და ჰეროდეს მოუღო ბოლო.

გალერიუსის ბრძანებით ქრისტიანები საპყრობილეებიდან და მაღაროებიდან გაათავისუფლეს. აღმსარებლებს ყველგან პატივისცემითა და სიყვარულით ეგებებოდნენ – წარმართებსაც კი მოჰბეზრდათ გაუთავებელი ხოცვა-ჟლეტა და კმაყოფილები ხვდებოდნენ მშვიდობის აღდგენას. მრავალმა შეიგნო, რომ სარწმუნოება, რომელიც ასეთი საშინელი და ხანგრძლივი გამოცდის შემდეგაც კი შეუძვრელი დარჩა, ღვთისგან იყო ბოძებული, მაგრამ ზოგიერთ ოლქში სიხარული მალე ჩაქრა. სირიისა და ეგვიპტის მმართველმა მაქსიმინემ, მართალია ვერ გაბედა, აშკარად აღდგომოდა გაცილებით ძლიერ მმართველებს, მაგრამ  მხოლოდ სიტყვიერი განკარგულება გასცა დევნის შეწყვეტისა. გალერიუსის სიკვდილის შემდეგ იგი დაუფარავად დაუპირისპირდა ქრისტიანებს, აუკრძალა ლოცვითი შეკრებები; მოითხოვა – იძულებულნი გაეხადათ ისინი, რომ ყველას უკლებლივ, თვით ყრმებსაც კი, მსხვერპლი შეეწირათ ღმერთებისთვის. ურჩებს გვემა და სიკვდილი ელოდა და აღსრულდა კიდეც ეს მუქარა – უამრავი ქრისტიანი დაასახიჩრეს და დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის პეტრე ალექსანდრიელი, მეთოდე ტვირელი და სხვები.

მაქსიმინე ქალაქებში აგებდა ბომონებს, საზეიმოდ ასრულებდა წარმართულ რიტუალებს; ოლქისა და ქალაქის მმართველებს მოუწოდებდა, კერპებისთვის ეთხოვათ uღმერთო ქრისტიანების განდევნა. სხვა ქალაქებთან ერთად ანტიოქიაც მიემხრო ქრისტიანთა განდევნას, იგივე გააკეთა ქალაქმა ტვიროსმაც. განდევნილები ჯერ კიდევ არ იყვნენ დანიშნულების ადგილამდე მისულნი, რომ ქვეყანაში დაიწყო შიმშილობა, და სახადი, რომელმაც მაქსიმინეს ყველა ოლქი თითქმის მოსრა. ამას დაერთო სხვა დაავადებაც – ანთებითი გამონაყარი თვალებში, რის გამოც მრავალმა დაკარგა მხედველობა. ქალაქის ქუჩებში შიმშილისა და სნეულებისგან გარდაცვლილთა გვამები გროვებად ეყარა. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ქრისტიანებმა კაცთმოყვარეობა და გულმოწყალება გამოიჩინეს; ამის მაყურებელი წარმართები უნებურად აცნობიერებდნენ მათი რწმენისა და ჭეშმარიტი ღმერთის ძალას.

ამ დროს დასავლეთში უდიდესი მოვლენები ვითარდებოდა, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სარწმუნოების აღზევებას. 

ექვსი წლის განმავლობაში რომში ძალაუფლება უზურპატორ, ავხორც მაქსენციუსს ეპყრა და ამ უსასტიკესი და ანგარებისმოყვარე ადამიანის – ქვეშევრდომები იტალიასა და აფრიკაში  მძიმე უღელქვეშ იტანჯებოდნენ. თუ მის თანამედროვე ისტორიკოს ევსები კესარიელს დავუჯერებთ, მაქსენტიუსის საყვარელი საქმიანობა იყო პატივცემული დაქორწინებული ქალების ოჯახებისგან მოწყვეტა, მათთან გართობა და ისევ მეუღლეებისთვის დაბრუნება. როცა მოსახლეობაში მღელვარებამ იფეთქა, პრეტორიანელებმა კეისრის ბრძანებით ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს და ექვსი ათასზე მეტი რომაელი მოკლეს. არც ერთ კეისარს არ სურდა მაქსენტიუსი კანონიერ მბრძანებლად ეღიარებინა, მათ შორის, არც კონსტანტინეს. იმ დროისათვის მის დაქვემდებარებაში მხოლოდ დასავლეთი პროვინციები იყო ბრიტანეთის, ესპანეთისა და გალიის ჩათვლით, კონსტანტინემ ხელშეკრულება დადო ლიციანუსთან მაქსენციუსის წინააღმდეგ, და დაიწყო მზადება რომზე გასალაშქრებლად, რაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. 312 წლის გაზაფხულზე მან თავის პატარა ლაშქართან ერთად გადალახა ალპები (როგორც 500 წლით ადრე – ჰანიბალმა). ამ ლაშქრობის მიზანი იყო არა რელიგიური ომი, არამედ მაქსენტიუსის რომიდან განდევნა. მისი მცირერიცხოვანი ჯარი ერთგული, ბრძოლისუნარიანი, მომზადებული მეომრებისაგან, უმეტესად გალებისა და გერმანელებისაგან შედგებოდა. თუმცა, კარგად გამაგრებულ რომამდე გრძელი გზა იყო და მათი მარში არც ისე უსაფრთხო აღმოჩნდა. კონსტანტინემ სასტიკი ბრძოლებით მოახერხა ჩრდილოეთ იტალიის დამორჩილება და რომისკენ დაიძრა და 312 წლის შემოდგომაზე მდინარე ტიბრს მიადგა. 

მაქსენციუსი  თავდაცვისთვის მზად იყო, მისი ძალები გაცილებით აღემატებოდა მოწინააღმდეგისას; მან ქალაქის გალავანი გაამაგრა და დიდძალი მარცვლეული მოიმარაგა, რათა ხანგრძლივი ალყისთვის გაეძლო, მოარღვია მდინარე ტიბრზე გადებული მულვიოს ხიდის შუა ნაწილი და დროებითი ხის კონსტრუქციით შეცვალა, რომლის მოშორებაც სწრაფად შეიძლებოდა. ფაქტობრივად, რომი ძლიერ, აუღებელ ციხე-სიმაგრედ იქცა. ქალაქის დაცვის მაქსენციუსის გეგმას წარმატების ყველა შანსი ჰქონდა, რადგან კონსტანტინეს არ გააჩნდა საკმარისი ძალა ქალაქის ხანგრძლივი ალყისათვის. 

კონსტანტინე გრძნობდა, რომ ზეგარდმო შემწეობა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, ვისთვის ეთხოვა იგი – მას უკვე აღარ სწამდა წარმართთა ღმერთებისა, მაგრამ არც ქრისტიანი იყო და სულიერი დაბნეულობის მდგომარეობაში მყოფ კონსტანტინეს უფალმა სასწაულებრივი ხილვით გამოუცხადა ჭეშმარიტება. მზე დასავლეთისკენ მიდრკა და კონსტანტინემ ცაზე სხივოსანი ჯვარი იხილა, რომლის თავზეც ეწერა: aმით სძლევ! მისმა მეომრებმაც დაინახეს ეს საოცრება და შეშფოთდნენ, რადგან ჯვარი სამარცხვინო სასჯელის იარაღად მიაჩნდათ და ავის მომასწავებელ ნიშნად ჩათვალეს. თუმცა კონსტანტინეს ძილშიც გამოეცხადა თავად ქრისტე და აუწყა – დაემზადებინათ ჯვრიანი დროშა და მეომართა ფარებსა და მუზარადებზეც ჯვრები გამოესახათ. კონსტანტინემ ბრძანა, – გრძელი შუბის ტარზე გადაეჯვარედინებინათ ჯოხი და მასზე მიემაგრებინათ დროშა, რომელსაც დაამშვენებდა ძვირფასთვლებიანი გვირგვინი ქრისტეს მონოგრამით. მან უხმო ქრისტიანებს და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მისი ხილვა. მათ უპასუხეს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთის მხოლოდშობილი ძეა, ჯვარი – სიმბოლო უკვდავებისა და ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა, რაც მაცხოვარმა აღასრულა ამა სოფლად მოვლინების დროს. კონსტანტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძილში ნანახმაც და მორწმუნეთა განმარტებამაც. მან დაიფიცა, რომ თუკი ბრძოლაში გაიმარჯვებდა, ქრისტიანობას მიიღებდა.

კონსტანტინემ წინ წაიწია ფლამინიის გზაზე და მულვიოს ხიდიდან 13 კილომეტრში გაჩერდა sაქსა რუბრასთან მალე აქ მაქსენტიუსის ჯარის მცირე ნაწილი გამოჩნდა, რომელიც კონსტანტინემ ხანმოკლე ბრძოლაში დაამარცხა. დამარცხებულები მულვიოს ხიდისკენ უკუიქცნენ.

ამის შემდეგ მაქსენტიუსმა თავის რჩეულ ჯართან ერთად დატოვა ქალაქი, ალბათ, კონსტანტინეს ალყაში მოსაქცევად, ანდა, შესაძლებელია, გამოქცეული ჯარისკაცებისთვის მდინარეზე გადასასვლელის ღიად დასატოვებლად. ორი ლაშქარი ერთმანეთს რომიდან სამი კილომეტრით დაშორებულ ხიდთან შეხვდა. მაქსენტიუსს ზურგს უკან მდინარე ჰქონდა, მისი ჯარისკაცების გაქცევა შეუძლებელი იყო. ერთადერთი გზა ხიდისაკენ მიდიოდა. მაქსენტიუსი ფიქრობდა, რომ მისი ბრძანებით ხიდზე გაკეთებული და

საჭიროების შემთხვევაში ადვილად დასაშლელი დროებითი ხის კონსტრუქცია გაუძლებდა უკან დაბრუნებული ჯარების მასას. იგი აქაც შეცდა – კონსტრუქცია კოლონის მსვლელობისას ჩამოიქცა.

ხიდის გარშემო ბრძოლა ორივე მხრიდან უკიდურესი სისასტიკით წარიმართა. ჯარისკაცები გააფთრებული ებრძოდნენ ერთმანეთს. ფარებზე დახატული წითელი ქრიზმა (ქრისტეს ნიშანი) კონსტანტინეს ჯარს ეხმარებოდა არეულ-დარეულობაში ერთმანეთისგან გაერჩიათ მტერი და მოკეთე. მაქსენტიუსმა, როცა გააფთრებულ ბრძოლაში თითქმის ყველა ჯარისკაცი დაკარგა, თავის შველას შეეცადა, მდინარეში ცხენით შევარდა, მაგრამ ცხენმა ტიბრში გადააგდო და იმპერატორი დაიხრჩო. მულვიოს ხიდზე გამართული სისხლიანი ბრძოლა დასრულდა – კონსტანტინემ გაიმარჯვა.

312 წლის 28 ოქტომბერს კონსტანტინე დიდი ზეიმით შევიდა რომში. (მულვიოს ხიდთან გამარჯვების აღსანიშნავად 315 წელს დედაქალაქში, კოლიზეუმსა და პალატინის ბორცვს შორის, კონსტანტინეს გრანდიოზული ტრიუმფალური თაღი აღმართეს. ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, ეს არის რომში დადგმული ერთადერთი ტრიუმფალური თაღი, რომელიც არა გარეშე მტრებთან, არამედ სამოქალაქო ომში გამარჯვებას მიეძღვნა). მას წილად ხვდა იტალიისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროვინციებიც. ამგვარად იგი დასავლეთის მმართველი გახდა, ხოლო ლიციანუსი იმპერიის აღმოსავლეთისა. 

კონსტანტინე მეფეს უკვე შეგნებული ჰქონდა, რომ ეს გამარჯვება ღვთის შეწევნით ებოძა და ნაცვლად იმისა, რომში გამარჯვებით შესვლის აღსანიშნავად კაპიტოლიუმზე მომზადებული ღმერთების სამსხვერპლოზე მსხვერპლი შეეწირა, ქალაქის შუაგულში ჯვრიანი დროშის აღმართვის განკარგულება გასცა. გამარჯვების შემდგომ მან აიღო ქრისტიანული სარწმუნოების მფარველის როლი და შემთხვევას არ უშვებდა, რათა კეთილგანწყობა დაედასტურებინა ქრისტიანებისადმი. მათთან ხშირმა ურთიერთობამ იმპერატორი დაარწმუნა, რომ ისინი სათნო და პატიოსანი, მართალი და მორჩილი ქვეშევრდომები არიან. მეორე მხრივ, მათი მდევნელების საშინელი ხვედრი, ძილში სასწაულებრივი ხილვა და მისი გამარჯვება ჯვრის ნიშნით – ეს ყოველივე მისთვის ქრისტიანთა ღმერთის ყოვლადძლიერებისა და სიდიადის უტყუარი დადასტურება იყო. იგი ყოველი წარმატების შემდგომ ღმერთს სადიდებელსა და სამადლობელს აღუვლენდა. 

მეფე კონსტანტინე ჯერ კიდევ არ იყო ნათელღებული, მაგრამ ბეჯითად სწავლობდა წმინდა წერილს, ესაუბრებოდა ეპისკოპოსებს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე გამოეცხადენ და ურჩიეს სასწაწრაფოდ ენახა რომის პაპი სილიბისტრო 1, რომელიც განთქმული იყო წმინდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით, და მისგან მოეღო ნათლისღება, ასევე ყურად ეღო მისი შეგონებანი. (წმიდა პაპი სილვესტერი (პაპობდა 314-335) რომში დაბადებულა, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მას მასწავლებელმა, პრესვიტერმა კვირინუსმა კარგი განათლება მისცა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა.

სრულწლოვანებას მიღწეულმა ჭაბუკმა დაიწყო უფლის მცნების შესრულება, ქრისტიანთა დევნის დროს იგი არ შეუშინდა წმიდა აღმსარებელი ეპისკოპოსის ტიმოთეს თავის სახლში დაბინავებას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ტიმოთეს წამების შემდეგ მან ფარულად აიღო წმინდანის ცხედარი და პატივით დაკრძალა. ამის შესახებ აცნობეს ქალაქის თავს ტარკვინის, მან ჭაბუკი შეიპყრო და გაასამართლა და მიუხედავად იმისა, რომ აიძულებდა ქრისტეს უარყოფას, ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდა და აწამებდა, წმინდა სილიბისტრო არ შეშინდა, და მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას, ხოლო როდესაც ტარკვინი მოულოდნელად გარდაიცვალა, წმინდანი გათავისუფლდა და დაიწყო წარმართებისთვის სახარების უშიშრად ქადაგება, და მათი ქრისტიანობაზე მოქცევა. ოცდაათი წლის ასაკში წმიდა სილიბისტრო რომის ეკლესიის სამღვდელოებაში მიიღეს და პაპმა მარცელინუსმა (296-304) დიაკვნის, შემდეგ კი პრესვიტერის ხარისხში აკურთხა. პაპ მელქიადეს (311-314) გარდაცვალების შემდეგ წმინდა სილიბისტრო მის მემკვიდრედ ერთსულოვნად აირჩიეს. იგი მუდამ გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოს სულიერი ცხოვრების სიწმინდეზე და ყოველგვარად ცდილობდა, მღვდელნი მიწიერ საზრუნავებს არ დაემძიმებინა და საღვთო ვალი პატიოსნად აღესრულებინათ. იგი ქრისტეს წმინდა მოციქულთა ჭეშმარიტი სულიერი მემკვიდრე გახლდათ და უფალმა მრავალრიცხოვანი სასწაულებით განდიდა.

წმინდა პაპი სილიბისტრო ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა რომის ეკლესიას, სარგებლობდა ქრისტიანების ღრმა პატივისცემით. იგი მშვიდად გარდაიცვალა სიბერეში 335 წელს. მართლმადიდებელი ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა პაპ სილიბისტროს სახელით, (ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 იანვარი, ახალი სტილით – 15 იანვარი). წმინდანადაა შერაცხილი ასევე კათოლიკური ეკლესიის მიერ პაპ სილვესტერ 1 ის სახელით)  

ამ პერიოდში კონსტანტინე მეფის მიერ გამოცემულ ბრძანებებში აშკარად იკვეთება ამ წმინდა ეპისკოპოსის გავლენა: – მისმა ბრწყინვალებამ აკრძალა ჯვარცმით დასჯა, გააუქმა სისხლიანი სანახაობები ცირკში, დაადგინა კვირადღის საზეიმოდ აღნიშვნა, მფარველობდა ობლებსა და მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებს, ხვედრი შეუმსუბუქა მონებს, დიდად სწყალობდა ღატაკებსა და ხეიბრებს, რომლებიც წარმართულ საზოგადოებას უპატრონოდ და ულუკმაპუროდ ჰყავდა მიგდებული.

სწორედ წმინდა სილიბისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც საეკლესიო იერარქს სავაჭრო საქმეებში მონაწილეობა ეკრძალებოდა, რომაელ ქრისტიანთათვის დღეების ახალი სახელები დაადგინა, რადგან საიმდროოდ იქაურები პირველ დღეს, ანუ კვირას, მზის დღეს უწოდებდნენ, დანარჩენ დღეებს კი – მთვარის, მარსის, მერკურის, ზევსის, ვენერას და სატურნისას. წმინდანის განჩინებით, კვირის პირველ დღეს ღმერთის დღე ეწოდა, რადგან სწორედ კვირას აღდგა ქრისტე.

ამ მოვლენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 313 წლის დასაწყისში, კონსტანტინემ თავისი ნახევარდის, კონსტანსისა და ლიცინიუსის ქორწილზე, მილანში, დაიყოლია სიძე, რომ მასთან ერთად ხელი მოეწერა ედიქტისთვის, რომლის თანახმად ცხადდებოდა სარწმუნოებათა სრული შემწყნარებლობა – წარმართებს უნარჩუნდებოდათ კერპებისთვის რიტუალების ჩატარების უფლება, ქრისტიანებსაც ნება ეძლეოდათ, თავისუფლად თაყვანი ეცათ ჭეშმარიტი ღმერთისთვის და აეგოთ ტაძრები. მათვე სრულად დაუბრუნეს დევნის დროს ჩამორთმეული ქონებაც.

მილანის ედიქტმა აამაღლა ქრისტიანობის დონე იმპერიაში და დაადასტურა რელიგიური კულტების მნიშვნელობა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის. იმპერია ოფიციალურად ნეიტრალური გახადა რელიგიური თაყვანისმცემლობის მიმართ; მან არ გახადა ტრადიციული რელიგიები უკანონო და არც ქრისტიანობა აქცია სახელმწიფო რელიგიად, როგორც ეს მოგვიანებით მოხდა 380 წლის თესალონიკის ედიქტით, როდესაც ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელმა იმპერატორმა, წმიდა თეოდოსი დიდმა ქრისტიანობის ნიკეის მსოფლიო კრების ფორმულა იმპერიის ერთიან სახელმწიფო რელიგიად დაამტკიცა და აღკვეთა არიანელობა და აკრძალა წარმართული კულტები. 

ლიცინიუსმა არცთუ ხალისით მოაწერა ხელი ამ ედიქტს, რადგან ქრისტიანები ეჯავრებოდა, მაგრამ კონსტანტინესთან დაპირისპირებას მოერიდა. ედიქტი გაუგზავნეს მაქსიმინესაც და სთხოვეს ხელმოწერა, მაგრამ მან უარი განაცხადა და თავის ოლქებში ქრისტიანების დევნა განაგრძო. 313 წელს ჰელიოპოლისის მახლობლად გაჩაღდა ომი ლიცინიუსსა და მაქსიმინე დაზას შორის და ეს უკანასკნელი დამარცხდა. განრისხებულმა სიკვდილით დასაჯა ქურუმები და ჯადოქრები, რომლებმაც გამარჯვება უწინასწარმეტყველეს და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტა ბრძანა. ამ მოვლენებიდან მალევე გამარჯვებული ლიცინიუსისგან დევნილი და შევიწროებული მაქსიმინე დაზა ქალაქ ტარსოსში გამაგრდა და გამოსცა ედიქტი, რომლის თანახმად ქრისტიანებს სრული უფლება ეძლეოდათ თავიანთი რწმენის აღიარებისა. მტრის მიერ ალყაშემორტყმული იმპერატორი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ზოგი ვარაუდით, მან თავი მოიწამლა, რომ მტერს ხელთ არ ჩავარდნოდა. ლიცინიუსმა გამარჯვების შემდგომ ამოხოცა მაქსიმინეს, გალერიუსისა და სევერუსის შვილები, რადგან ეშინოდა, მათ ტახტის ხელში ჩაგდება არ ეცადათ. დიოკლეტიანე ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.

313 წლიდან ძალაუფლება კონსტანტინესა და ლიცინიუსის ხელში გადავიდა. პირველი მათგანი იმპერიის დასავლეთ ოლქებს მართავდა, მეორე – აღმოსავლეთს. დასავლეთში კონსტანტინეს მფარველობით ქრისტიანები კეთილდღეობით ცხოვრობდნენ, სულ სხვაგვარი ვითარება იყო აღმოსავლეთში. უსამართლო და ანგარებისმოყვარე ლიცინიუსის მმართველობა საერთოდ მძიმე იყო ყველა მისი ქვეშევრდომისათვის. იგი ხალხს აღატაკებდა მძიმე გადასახადებით, სჯიდა უდანაშაულოებს მათი ქონების მისათვისებლად. ქრისტიანთა მდგომარეობას ამძიმებდა მისი მოთხოვნა, წარმართული ფიცი დაედო ყველას – იქნებოდა ეს მის კარზე მომსახურე თუ მეომარი. მანვე აუკრძალა ეპისკოპოსებს კრებების მოწვევა; მიიტაცა ქრისტიანების ქონება, შემდეგ კი იმ საბაბით, თითქოს კონსტანტინესთვის ლოცულობდნენ, დახურა ტაძრები, ზოგან დაანგრია კიდეც; დაატყვევა ეპისკოპოსები, ზოგი მათგანი სიკვდილით დასაჯა. ისევ გაივსო ქრისტიანთა დასახლებებით უდაბნოები და მთათა ხეობები; ისევ დაიწყო დაკითხვა, წამება და ხოცვა. ბევრმა მოწამემ განადიდა ღმერთი თავისი სიმტკიცითა და ურყევი რწმენით. განსაკუთრებით ძლიერი იყო დევნა პონტოს მხარეში, სადაც ყველაზე სახელოვანი ეპისკოპოსები დახოცეს, მათი სხეულები აკუწეს და ზღვაში გადაყარეს. ევსები წერდა: rომის იმპერიის ორ ნაწილად გახლეჩა ყველას დღისა და ღამის განყოფად ეჩვენება. აღმოსავლეთის მკვიდრნი ღამის წყვდიადმა მოიცვა, ხოლო სახელმწიფოს მეორე ნახევრის მცხოვრებთ უნათლესი დღის სხივები ეფინება.

იაკობ ვორაგოელის ნაშრომის ლეგენდა აურეას მიხედვით წმინდა პაპ სილვესტერს ავადმყოფობისაგან განუკურნია იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომლისგანაც მადლიერების ნიშნად 321 წელს  მიუღია ე. წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარი„ ანუ „წმინდა პეტრეს სამკვიდრო“, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრავდა სხვადასხვა სახის მიწის ქონებას და შემოსავალს, რომელიც ეკუთვნოდა სამოციქულო წმინდა საყდარს. რითაც მეფემ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ქრისტიანულ ეკლესიას შეეძლო ქონების ფლობა და გადაცემა. (VIII საუკუნის შუა ხანებამდე იგი მთლიანად კერძო საკუთრებას შეადგენდა) ეს იყო რომის ეკლესიის საკუთრების პირველი სამართლებრივი საფუძველი. შემდგომში ისინი გაიზარდა შემოწირულობებით. თავად კონსტანტინემ ალბათ ეკლესიას რომში ლატერანის სასახლე აჩუქა. რომაელი თავადაზნაურობის მდიდარმა ოჯახებმა მიბაძეს იმპერატორ კონსტანტინეს მაგალითს. რომის საყდარი (პაპი სილვესტერი) გახდა დიდი ქონების მფლობელი იტალიაში, სიცილიაში, ანტიოქიაში, მცირე აზიაში, ჰიპოს მიდამოებში ჩრდილოეთ აფრიკაში, სომხეთსა და მესოპოტამიაში. დიდი მამულების შემოწირულობა შეწყდა დაახლოებით 600 წელს, რადგან ბიზანტიის იმპერატორები უკვე უპირატესობას ანიჭებდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.

ლიცინიუსსა და კონსტანტინეს შორის მეგობრული ურთიერთობა შეუძლებელი იყო. ვერაგი და გულჩათხრობილი ლიცინიუსი კონსტანტინეს მეგობრობას ეფიცებოდა, ფარულად კი სძულდა იგი; ძირს უთხრიდა, მაგრამ ხრიკები არ გამოსდიოდა. 314 წელს დაიწყო მათ შორის ომი ბალკანეთის ნახევარკუნძულისთვის. 316 წელს ბალკანეთი თრაკიის გარდა კონსტანტინეს მმართველობაში გადავიდა. 323 წელს კი თრაკიას გოთები შემოესივნენ, მათი განდევნის საბაბით კონსტანტინემ ჯარები შეიყვანა იქ. 

ლიცინიუსმა შემოიკრიბა ბედის მჩხრეკელები და ქურუმები, ასრულებდა მსხვერპლშეწირვას და წარმართულ Rმერთებს ეკითხებოდა – გაიმარჯვებდა თუ არა. კონსტანტინე კი ლოცვით ემზადებოდა ბრძოლისათვის, მის ლეგიონებს წინ უძღოდა გადამრჩენი ნიშანი – ჯვრიანი წმინდა დროშა, რომელიც ლეგიონებში ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველაზე თავგანწირული შეტაკების დროსაც მტრისგან ნატყორცნი ისრები ვერ ეკარებოდა მას. ლიცინიუსმა ეს იცოდა და თავის მეომრებს არწმუნებდა, თვალი აერიდებინათ მისთვის: ის – საშინელია თავისი ძალით და მტერია ჩვენიო! ბრძოლაში გამარჯვება კონსტანტინეს დარჩა. ლიცინიუსმა თავს გაქცევით უშველა, შემდეგ კი ვითომ მოინანია და ზავი ითხოვა, ფარულად კი ახალ ძალებს იკრებდა, დახმარებისთვის ბარბაროსებს უხმობდა. ბოლოს ბრძოლამ ადრიანოპოლისთან და კონსტანტინეს საზღვაო გამარჯვებამ ჰელესპონტთან საბოლოოდ გადაწყვიტა ომის წარმატება. ლიცინიუსი დანებდა. იგი თესალონიკში გადაასახლეს, რამდენიმე ხნის შემდგომ კი სიკვდილით დასაჯეს ხელისუფლის წინააღმდეგ შეთქმულებისთვის. კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ევსები კესარიელი შენიშნავს, თუ როგორი კაცთმოყვარეობა გამოიჩინა კონსტანტინემ ამ ომში: ბრძოლის დროს ზრუნავდა მტრების გადარჩენაზე, აჩერებდა თავის მეომრებს და არწმუნებდა, დაენდოთ ტყვეები. ხშირად მათ სიცოცხლეს საფასურის გადახდით ყიდულობდა. ამ ყოველივეს ისტორიკოსი, რასაკვირველია, ქრისტიანული სარწმუნოების გავლენას მიაწერს. rამეთუ კონსტანტინე ღმერთს ყოველივეზე მაღლა აყენებდა და ცდილობდა, ყველაფერში მისი ნებისამებრ ემოქმედა – წერს ევსები. მეფემ თავისი უფროსი ვაჟის კრისპუსის აღზრდაც ქრისტიან ლაქტანციუსს დაავალა, და ეს გრძელდებოდა 317 წლამდე, სანამ იგი კეისრად არ დანიშნა.

თითქოს ყოველივე დალაგდა, დევნა შეწყდა, თუმცა, ბოროტს არ ეძინა: – კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს შთააგონა, რომელიც საიმდროოდ ჯერაც იუდეველი (თუ წარმართი) გახლდათ, საჯარო პოლემიკა გაემართათ ქრისტიანებსა და იუდეველთ შორის… დათქმულ დღეს იმპერატორის წინაშე ას ოცი ებრაელი წარსდგა, ქრისტიანებს კი წმინდა სილიბისტრო და რამდენიმე ეპისკოპოსი წარმოადგენდნენ…მღვდელმთავარი სილიბისტრო განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნით და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. 

იუდეველმა სწავლულებმა ას ოცი ქრისტიანის წარდგენა ითხოვეს, რაზეც ნეტარმა სილიბისტრომ უპასუხა:- იმედს ხალხის სიმრავლეზე კი არა, უფალზე ვამყარებთ, რომელსაც ვევედრებით: ,,გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.”(ფს. 32;23) ეგ სიტყვები ჩვენი წიგნიდანაა! – გააპროტესტეს იუდეველებმა, – ჩვენმა წინასწარმეტყველმა დაწერაო!რაზეც ნეტარმა სილიბისტრომ უპასუხა: მართალია, თავდაპირველად თქვენ გემცნოთ წინასწარმეტყველთა სიტყვა და ძველი აღთქმა, მაგრამ ისინი ჩვენიც არის, რადგან ბევრ რამეს გვაუწყებს ქრისტეს შესახებ. ამგვარად, ჩვენი დავა თქვენს წიგნებს უნდა ეფუძნებოდეს, რამეთუ თქვენი წიგნები ჩვენიცაა, ჩვენი წიგნები კი – თქვენთვის უცხოა, რის გამოც თქვენ საკუთარი წიგნებისას უფრო ირწმუნებთ ვიდრე ჩვენისას. ამიტომ ჩვენ თქვენსავე წიგნებზე დაყრდნობით გიჩვენებთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ეწინააღმდეგებით. ასეთი გამარჯვება უფრო ნათელი და შთამბეჭდავი იქნება, როდესაც ჩვენ მტერს მათივე იარაღითა ვძლევთ!

მაშინ ებრაელებმა თქვეს:- უფალი მეორე რჯულის წიგნში ბრძანებს: ,,ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან” (2 რჯ. 32, 39).

როგორ უწოდებთ იესოს თქვენ ღმერთს, მაშინ როცა ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვენს მამათა მიერ იქნა ჯვარცმული? თქვენ როგორ აიგივებთ სამ ღმერთს ერთმანეთთან? მამას, რომელის ჩვენც გვწამს და იესოს, რომელსაც ძე ღვთისას უწოდებთ, მესამე ღმერთს კი – სული წმინდას? ეს ხომ ღვთის წსაწინააღმდეგო სიტყვაა, რომელიც ბრძანებს: – ,,არ არს სხვა ღმერთი გარდა ერთისა”? ნეტარმა სილიბისტრომ დაწვრილებით განუმარტა, რომ სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ არ ეწინააღმდეგება სწავლებას ერთი ღმერთისას და ყოველ მათ კითხვას იმგვარად უპასუხა, იუდეველები დადუმდნენ. 

მაშინ მოგვმა ზამბრიმ იმპერატორს აუწყა: სილიბისტრომ სიტყვით გვაჯობა, თუმცა, ჩვენ მაინც არ დავუტევებთ მამა – პაპათა სწავლებას და არც იმ კაცს დავემოწაფებით, ვინაც ჩვენმა წინაპრებმა სიკვდილს მიამთხვიეს. მზადა ვარ, სიტყვით კი არა, საქმით დავამტკიცო, რომ სხვა ღმერთი არ არსებობს, გარდა ჩვენი ღმერთისა. მიბრძანე და ამას აქვე დავადასტურებო! 

მაშინ იქ მყოფთაგანმა თქვა: ნახირში ერთი მოუთვინიერებელი ხარი მყავს, – კაცი არ შობილა, მისთვის უღლის დადგმა, ან, თუნდაც, მოფერება გაებედოს!

იმპერატორმა მაშინვე მისი მოყვანა ბრძანა.

– რადა იქმ ამას? – ჰკითხა წმინდანმა ზამბრს.

– მსურს, ჩვენი ღმერთის ძალა გაჩვენოთ, ყურში ერთ სიტყვა ვეტყვი და ნახავთ, თუ სული მყისიერად არ განუტევოსო…

იმპერატორმა მაშინვე ბრძანა ხარის მოყვანა და როგორც კი მოგვმა ყურში რაღაც უჩურჩულა, პირუტყვი ძირს უსულოდ დაენარცხა…

იუდეველთ ძლიერ განიხარეს, ზამბრი კი იკვეხნიდა, – სილიბისტროს მსგავსი რამის ქმნა არ ძალუძსო!

მაშინ ნეტარმა თქვა- ჩემი ღმერთი სიკვდილს კი არა სიცოცხლეს და აღდგომას გვაძლევს, თუ ამ ხარს მისი სახელით აღვადგენ, აღიარებთ თუ არა მას ჭეშმარიტ ღმერთად და ნათელ იღებთ?

– იმპერატორო, შენს თავსა ვფიცავ, თუ სილიბისტრო ამ ხარს აღადგენს, ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთადა ვცნობ და მოვინათლებიო!

იგივე გაიმეორა იქ მყოფმა ყველა იუდეველმა… მაშინ წმინდა სილიბისტრომ მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა, შემდეგ ხარს მიუახლოვდა და წარმოთქვა: თუ ჩემს მიერ ნაქადაგები ქრისტე, რომელი ქალწულისგან იშვა, ჭეშმარიტი ღმერთია, ცხოველ იქმენ, ფეხზე წამოდექ და შენი უწინდელი სიავეც დაუტევეო!

ის იყო, ლოცვა დაასრულა, ხარი ფეხზე წამოდგა და თავისი სადგომისკენ მორჩილად წავიდა.

ამ უდიდესი სასწაულის მხილველნი კი აღტაცებით ღაღადებდნენ:- დიდია ღმერთი, რომელსაც სილიბისტრო ქადაგებსო!

იუდეველნი ზამბრთან ერთად მიუახლოვდნენ ნეტარს და ევედრებოდნენ, მათთვის ელოცა, წმინდანის ფერხთ ამბორს უყოფდა დედოფალი, იქ მყოფმა დედოფალმა და ყველა იუდეველმა მიიღო წმინდა ნათლობა და ეკლესიას შეუერთდა… 

ამ ამბის შემდგომ წმინდა პაპმა წმინდა მსახურება კვლავ განაგრძო, იგი იყო რომის მნათობი, ხალხთა იმედი და მწყემსი კეთილი.

ევსები კესარიელი აღნიშნავდა, რომ იმპერატორმა კონსტანტინემ დედას მიანდო სამეფო ხაზინის განკარგვა მისი შეხედულებისამებრ. მის დიდ პატივისცემას დედის მიმართ არაქრისტიანი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ. დედოფლის სტატუსმა შესაძლებლობა მისცა ელენეს ბევრი რამის გაკეთებისა ქრისტიანობის ასაღორძინებლად. პირველი მონეტები ელენეს გამოსახულებით, სადაც მას yველაზე კეთილშობილი ქალის წოდება აქვს მინიჭებული, გამოვიდა 318-319 წლებში, თესალონიკში. ამ პერიოდში ელენე ცხოვრობდა რომის ან ტრირის საიმპერატორო კარზე. რომში იგი ფლობდა სესორიას უზარმაზარ ქონებას. მისი სასახლის ერთ-ერთ შენობაში მოეწყო ქრისტიანული ეკლესია – ელენეს ბაზილიკა, რომლის მშენებლობასაც კონსტანტინეს მიაწერენ, მაგრამ ისტორიკოსები არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ სასახლის აღდგენის იდეა დედოფალს ეკუთვნოდეს. 

უკანასკნელმა წარმატებებმა მეტად დაარწმუნა კონსტანტინე დიდი, რომ მიწიერი სიკეთეების მოპოვება და წინსვლა მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემით იყო შესაძლებელი და მან აღმოსავლეთ პროვინციების ქრისტიანებზეც საჩქაროდ გაავრცელა ის უფლებები, რითაც დასავლეთში სარგებლობდნენ; ფინანსურად მხარი დაუჭირა ეკლესიას, ააშენა უამრავი ბაზილიკა, მიანიჭა პრივილეგიები  სასულიერო პირებს. ქრისტიანები დააწინაურეს მაღალი თანამდებობებზე; დააბრუნა დიოკლეტიანეს დიდი დევნის დროს ჩამორთმეული ქონება და დააჯილდოვა ეკლესია მიწით და სხვა სიმდიდრით, ხოლო ახალ იმპერიული დედაქალაქს კონსტანტინოპოლს, ძველბერძნული ქალაქის ბიზანტიუმის ადგილზე ბიზანტიაში ბოსფორზე, Zველი რომისგან განსხვავებით ქრისტიანული არქიტექტურის გამოყენებით აგებდა (324-330), დაშვებული იყო მხოლოდ მართლმადიდებლური ტაძრების აშენება.

ამავე დროს, კონსტანტინეს ბრძანებით ვინც ქრისტიანობას არ იღებდა, გადასახადები ეზრდებოდა. ქრისტიანი მემატიანეები ყვებიან, რომ კონსტანტინეს საჭიროდ მიაჩნდა eსწავლებინა ქვეშევრდომებისთვის რიტუალებზე უარის თქმა და წარმართული ტაძრებისა და გამოსახულებების ზიზღი. ამან გამოიწვია მათი ტაძრების დახურვა მხარდაჭერის არარსებობის გამო, ხოლო მათი სიმდიდრე სამეფო საგანძურში გადავიდა; კონსტანტინეს არ სჭირდებოდა ძალის გამოყენება ამის განსახორციელებლად. იგი პატივს სცემდა რა განათლებულ ადამიანებს, მისი სასამართლო შედგებოდა ხანდაზმული, და პატივცემული ადამიანებისგან. თუმცა მისი უმაღლესი ხელისუფლების ორი მესამედი მაინც არაქრისტიანები იყვნენ.

ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორის მოღვაწეობის დასაწყისში იმპერიის დასავლეთში წარმოიშვა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნილობის დროს განდგომილ ქრისტიანთა განმეორებით მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო მილანის 316 წლის კრებამ. 

ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. ამის მოსაგვარებლად 325 წელს კონსტანტინემ ქალაქ ნიკეაში მოიწვია 318 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, და ეკლესიის მნათობები, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს ქრისტესთვის. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. მოხდა შეთანხმება ქრისტიანობის ძირითად დოგმებისა და რწმენის სიმბოლოს შესახებ. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი eრთარსი მამისა. ამ კრებამ ქრისტიანობის შემდგომი განვითარების სახე ჩამოაყალიბა და საეკლესიო ისტორიაში შესულია 1 მსოფლიო კრების სახელით. 

წმინდა კონსტანტინე სულიერი ღირსებებისათვის გამოარჩია ღმერთმა, რათა გამხდარიყო ქრისტიანთა პირველი მეფე, რომელიც დაიცავდა ქრისტეს სამწყსოს გონიერებით მგელთაგან და სულიწმიდის იარაღით განაბნევდა მათ და ააღორძინებდა ეკლესიას, რომელიც ტირანთა მიერ ტანჯული მათ ფეხქვეშ კვნესოდა; მეფის გვირგვინი გაყოფილია მღვდელმთავრის მიტრისგან. მიუხედავად იმისა, რომ მეფეს არ გააჩნია სასულიერო ხარისხი, ის მაინც იღვწის ერის სიკეთისა და კეთილდღეობისთვის, როგორც ხორციელ და წარმავალ, ასევე სულიერ და მარადიულ საკითხებშიც. შესაბამისად, ეპისკოპოსებთან ერთად მეფეები მოციქულთასწორის საზღაურს იღებენ. მოციქულები კი ეკლესიის მეუფენი და მღვდელნი არიან, რამეთუ ღმერთთან ერთად იღწვიან სოფლის ცხონებისათვის. ამიტომ სრულიად მართებულად უთხრა დიდმა კონსტანტინემ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე შეკრებილ წმინდა მამებს: ,,თქვენ ეკლესიასა შინა ხართ დადგენილი ეპისკოპოსებად, ხოლო მე კი ეკლესიის გარეთ არსებულ საქმეთათვის დამადგინა ღმერთმა ეპისკოპოსად.  

კონსტანტინე დიდის დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმპერიის ბიუროკრატიული და აბსოლუტურ-მონარქიული სისტემა. გააუქმა პრეტორიანული გვარდია და დაადგინა სასახლის დაცვის კორპუსი. არმიები დაყო სასაზღვრო და შინა სამსახურების ნაწილებად.

324 წელს კონსტანტინემ დედამისი ავგუსტას ხარისხში აამაღლა, dააჯილდოვა მშობელი დედა ელენე სამეფო გვირგვინით და ნება დართო მას, რომ როგორც დედოფალს, მოეჭრა თავის სახელზე მონეტა (მისი გამოსახულებით მონეტები იჭრებოდა 329 წლის გაზაფხულამდე), ხოლო რამდენიმე ქალაქს მიანიჭა მისი სახელი. 

იმპერატორი ასევე დიდ პატივს სცემდა თავის მეუღლე ფაუსტას. მისი კეთილგანწყობის დასტური იყო ის, რომ 324 წელს დედასთან ერთად იგიც ავგუსტად გამოაცხადა და მონეტებიც მოჭრა მის სახელზე. მანამდე მასაც uკეთილშობილესი ქალბატონის ტიტული ჰქონდა. სამწუხაროდ ფაუსტასგან გერის დასმენის შემდეგ სახელმწიფო საბჭომ კონსტანტინეს უფროს ვაჟს კრისპუსს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა. ელენე დედოფალი საშინლად განიცდიდა ამ ამბავს და საყვედურობდა თავის ძეს, რომ ცოლის სიტყვას დაუჯერა და უდანაშაულო შვილის სიკვდილი დაუშვა, მართლაც, კარგად გამოიკვლიეს და ჭაბუკი უდანაშაულო აღმოჩნდა, რასაც საშინლად განიცდიდა მეფე და აღმართა ძეგლი, წარწერით uდანაშაულო ძეს მამისაგან. თუმცა მისი ცოლი ვერ აცდა სასჯელს, და ისიც იმავე წელს გარდაიცვალა. მოკლეს თუ თავი მოიკლა არ არის ცნობილი. ამ ტრაგედიის შემდეგ კონსტანტინე არასოდეს არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას და ყოველთვის კარგად გამოიკვლევდა საქმის არსს.

326 წელს საკმაოდ ხანში შესულ ელენე დედოფალს ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა, რომ ის ჯვარი ეპოვნა, რომელზეც გაკრული იყო იესო ქრისტე. მან დაარწმუნა კონსტანტინე, რომ ხელი შეეწყო ამ დიდი მიზნის განხორციელებაში, და მანაც სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად საკმაოდ ხანშიშესული, მაგრამ ფიზიკურად ჯანმრთელი დედა საგანძურით პალესტინაში გაგზავნა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის საპოვნელად. თან იერუსალიმის ეპისკოპოსს მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ხელი შეეწყოთ ქრისტიანული სიწმინდეების მოძიების და განახლების საქმეში (V ს-ის II ნახევრამდე იერუსალიმს პატრიარქები არ ყავდა, ისინი ჯერ კიდევ ეპისკოპოსებად იწოდებოდენ, პირველი პატრიარქი იყო იუბენალი 422-458 წ.წ.) შვილისგან მხარდაჭერა რომ მიიღო, eს არაჩვეულებრივი გონების მოხუცი ქალი სიყმაწვილის სისწრაფით აღმოსავლეთისკენ გაემართა – წერს ევსევი. მან დეტალურად აღწერა მოგზაურობის დროს მისი ღვთისმოსავი საქმიანობის შესახებ. ეს ნაწერი შემონახულია V საუკუნის რაბინულ ანტიევანგელურ ნაშრომში tოლდოტ იეშუ, რომელშიც ელენე (კონსტანტინეს დედა) იწოდებოდა იერუსალიმის მმართველად. 

სოკრატე სქოლასტიკოსი წერს, რომ დედოფალმა ეს გააკეთა სიზმარში მითითების შემდეგ, იგივეს იუწყება თეოფანეს მატიანე: hქონდა ხილვა, რომლითაც უბრძანეს იერუსალიმში წასვლა და ბოროტთა მიერ დაკეტილი ღვთაებრივი ადგილები, რადგან წარმართი რომაელი იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან საბოლოოდ ამოეძირკვათ იმ წმიდა ადგილთა ხსოვნა, სადაც ჯვარს ეცვა და აღსდგა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. 70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი – ელი-ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, 119 წელს ვენერას წარმართული ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ ამაზრზენი მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა ბილწი ორგიების თანხლებით. ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა ყოვლადწმინდა ქალწულისაგან, უსჯულო მეფემ ადონისის კერპი აღმართა. ყველაფერი ეს წინასწარგანზრახვით კეთდებოდა: სურდათ, რომ ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილებიც გადაევიწყებინათ მათთვის, სადაც იგი ცხოვრობდა, ქადაგებდა, ევნო, მოკვდა და აღდგა დიდებით.

იერუსალიმის ეპისკოპოსი მაკარი ღირსეულად შეხვდა წარმართული სიბილწეებისაგან გასაწმენდად მოსულ დედოფალს,  და მასთან ერთად გულმოდგინე ლოცვითა და მარხვით ეძებდა სასურველ ცხოველსმყოფელ ძელს – (თეოფანეს qრონოგრაფი, 817 წელი). 

იერუსალიმში დედოფალმა განიძარცვა სამეფო სამოსელი და უბრალო სამოსით, რათა არ ეცნოთ, შეერია ხალხს და უხვად არიგებდა მოწყალებას. მან იქაური ქალები ტრაპეზზე დაპატიჟა და თავადაც უბრალო მონასავით ემსახურებოდა მათ სუფრასთან. წმინდა ელენეს მაგალითმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მორწმუნეებზე. 

ღვთის სიყვარულით აღძრული დედოფალი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. მრავალგზის აოხრებულ იერუსალიმში მან ძლივს შეკრიბა 3000 იუდეველი მთელი პალესტინიდან და შეახსენა მათ წინაპრების დანაშაული, რომელთაც არ ისმინეს წინასწარმეტყველთა სიტყვები ქრისტეს მოვლინებაზე და ის ვინც მკვდრებს აღადგენდა, ტანჯეს, ნერწყვეს და სიკვდილით დასაჯეს. იუდეველები ვერ მიხვდნენ დედოფალი რაზე ესაუბრებოდა, 200 სჯულის მეცნიერი გამოირჩიეს და წარუდგინეს დედოფალს, თუმცა ვერც ისინი მიხვდნენ რა უნდოდა დედოფალს, და როდესაც მან დააშინათ, წარუდგინეს სჯულის საუკეთესო მცოდნე – იუდა, რომელმაც მიახლოებით იცოდა ჯვრის ადგილსამყოფელი, მაგრამ თავისი სარწმუნოების ღალატად თვლიდა გამხელას და დუმდა. დედოფალს სულიწმინდისგან ჰქონდა გულისხმისყოფა, რომ იუდაც დაეშინებინა, და მართლაც ორმოში ჩააგდებინა და საჭმელსაც არ აწვდიდნენ, მართლაც მეშვიდე დღეს მან ითხოვა ამოყვანა და დედოფალს უთხრა, რომ მართალია ჯვრის ზუსტი ადგილსამყოფელი არ იცოდა, მაგრამ მიახლოებით ვენერას საკერპოს ნანგრევების ქვეშ უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ეპისკოპოს მაკარისაც ანგელოზი გამოეცხადა და მიუთითა, თუ სად იყო Zელი, ცხოვრების მომცველი. როდესაც თხემის ადგილზე მივიდნენ, დაიწყეს დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველის თხრა. გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი ცისტერნა, დაფარული მიწით, ქვებითა და ნამსხვრევებით. იუდამ ილოცა და ევედრა უფალს, რომ სასწაულით ეჩვენებინა ჯვრის ზუსტი ადგილსამყოფელი, და მართლაც მიწა შეიძრა, ნელ-სურნელება ამოიფრქვა და როდესაც ის ადგილი მოთხარეს, მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს მიაკვლიეს, ხოლო მის მახლობლად კი – სამ ჯვარს, იქვე ნახეს ოთხი ლურსმანი, რომლითაც მაცხოვარი ჯვარზე მიალურსმეს, და პილატეს დავალებით გაკეთებული დაფა სამენოვანი წარწერით.

იმის გასარკვევად, თუ რომელ ჯვრზე იყო ჯვარცმული მაცხოვარი (მაცხოვრის ჯვარცმისას ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს), პატრიარქმა მაკარიმ რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხების შემდეგ მიცვალებული გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს და, რადგან ირგვლივ შეკრებილმა უამრავმა ხალხმა ჯვარი ვერ დაინახა, პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა, რათა ყველას შეძლებოდა, თუნდაც შორიდან დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. მაშინ მღვდელთმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაიწყო ჯვრის აღმართვა, ხალხი კი ვედრებით uფალო, შეგვიწყალენ, კრძალვით თაყვანს სცემდა მას. გოლგოთაზე ჯვარი აღიმართა არა მხოლოდ მისი თაყვანისცემის მიზნით, არამედ იმის ნიშნად, რომ ქრისტიანმა უნდა ატაროს თავისი ჯვარი, და შეძლებისდაგვარად  გაჰყვეს ქრისტეს გზას.

სოკრატე სქოლასტიკოსი არ ასახელებს ჯვრის პოვნის და ამაღლების წელს, მაგრამ თავის sაეკლესიო ისტორიაში წერს, რომ ეს მოვლენა მოხდა კონსტანტინეს მეფობის 20 წლისთავის აღნიშვნისთანავე (326 წლის 25 ივლისი). წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი ეპისკოპოსი გახდა (წერენ იერუსალიმისო, თუმცა მაკარის შემდგომ იერუსალიმის ეპისკოპოსი მაქსიმეა 333-348 წ.წ.) მან იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს). იგი მოხსენიებულია აპოკრიფებშიც და არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია, არამედ კათოლიკურისაც.

ეს ამბავი აღწერილია იმდროინდელი ქრისტიანი ავტორების მიერ: ამბროსი მედიოლანელი (340-397), რუფინუსი (345-410), თეოდორეტ კიროსელი (386-457), სულპიციუს სევერუსი (დაახლოებით 363-410), სოზომენი (დაახლოებით 400-450) და სხვები. სოკრატე სქოლასტიკოსის (380-440), თანახმად, ელენე დედოფალმა მაცოცხლებელი ჯვარი ორ ნაწილად დაყო: ერთი ვერცხლის სანაწილეში ჩაასვენა და მაკარი იერუსალიმელს დაუტოვა (დიდ პარასკევს, როგორც წესი, მას გოლგოთაზე მიასვენებდნენ და თაყვანს სცემდნენ), მეორე კი შვილს გაუგზავნა 2 ლურსმანთან ერთად – რომელთაგანაც ერთი დიადემაში მოათავსეს, მეორე კი ცხენის ლაგამში. 

წმინდა ელენე დედოფლის აღმოსავლეთში მოგზაურობა სამეფო ბრწყინვალებით და ქველმოქმედება აღწერილია ევსები კესარიელის მიერ nეტარი ბასილეუს კონსტანტინეს ცხოვრებაში. ამ ნაწარმოოების მიხედვით დედოფალმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, ვინც მასთან მივიდა: გულუხვად აჯილდოებდა ჯარისკაცებს, ეხმარებოდა ღარიბებსა და უმწეოებს. ბევრს ფინანსური დახმარება გაუწია, ზოგს ტანსაცმელს აწვდიდა, ზოგიც ბორკილებისაგან გაათავისუფლა, მაღაროში მძიმე შრომისგან იხსნა, კრედიტორებისგან გამოისყიდა და ბევრიც პატიმრობიდან დააბრუნა.

ყველაზე ადრეული ისტორიკოსები (სოკრატე სქოლასტიკოსი, ევსებიუს პამფილუსი) იუწყებიან, რომ წმინდა მიწაზე ყოფნის დროს ელენამ დააარსა სამი ეკლესია სახარების მოვლენის ადგილებში – გოლგოთაზე – უფლის აღდგომის (და წმინდა სამარხის) ეკლესია, სადაც ყოველწლიურად აღდგომის ღამეს კურთხეული ცეცხლი ეშვება; ბეთლემში – ქრისტეს შობის ბაზილიკა; ზეთისხილის მთაზე – ეკლესია ქრისტეს ამაღლების ადგილზე. 

წმინდა ელენეს ცხოვრება, რომელიც დაიწერა მოგვიანებით, VII ს-ში, შეიცავს ტაძრების უფრო ვრცელ ჩამონათვალს, და ჩამოთვლილის გარდა მოიცავს: გეთსამანიაში – წმ. ოჯახის ეკლესია; ბეთანიაში – ეკლესია ლაზარეს საფლავზე; ხებრონში – ეკლესია მამრეს მუხასთან, სადაც ღმერთი გამოეცხადა აბრაამს; ტიბერიადის ტბასთან – თორმეტ მოციქულთა ტაძარი; ელიას ამაღლების ადგილზე – ტაძარი; თაბორის მთაზე – ტაძარი იესო ქრისტეს და მოციქულთა პეტრეს, იაკობისა და იოანეს სახელზე; სინას მთის ძირში, შეუწველი მაყვლის ბუჩქის მახლობლად ღვთისმშობლის ეკლესია და ბერების კოშკი – სავარაუდოდ ეს ეკლესიები მისმა ვაჟმა ააშენა. 

დაასრულა რა ყველა საქმე პალესტინაში, ელენე დედოფალი შვილთან შესახვედრად გაემართა ტრირში (გერმანიის ეს ქალაქი ოდესღაც იმპერიის ოთხი დედაქალაქიდან ერთ-ერთი იყო). გზაში მისი ხომალდი ქარიშხალში მოჰყვა. განსაცდელის დროს მან ილოცა და უფალს აღუთქვა, რომ გადარჩენის შემთხვევაში ეკლესიას ააგებდა იმ მიწაზე სადაც გავიდოდნენ. მართლაც, უახლოეს სანაპირომდე მშვიდობით მიაღწიეს, და აკროტირის ყურით კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე, (ქალაქ ლიმასოლთან) აკროტირის ნახევარკუნძულზე გადავიდნენ. დედოფალმა ბრძანა ამ ადგილზე მონასტრის აგება.  მაგრამ ვინაიდან 13 წლიანი გვალვის გამო მცენარეული საფარი განადგურებული იყო, და კუნძულის მკვიდრთ შიმშილი, წყურვილი და შხამიანი გველები აწუხებდათ, ეკლესიის მშენებლობა დაბრკოლდა. დედოფალმა სპარსეთიდან და ეგვიპტიდან 1000 კატის ჩამოაყვანინა და მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებული მოვალეობას – ისინი სწრაფად გამრავლდენ და გაანადგურეს კუნძულზე საშიში ქვეწარმავლები.

წმინდა ნიკოლოზის დასრულებული ტაძრის მახლობლად დედოფალმა ხალხი დაასახლა. შემდგომ წლებში ეკლესია გადაკეთდა მონასტრად, სადაც მრავალი ბერი მოღუაწეობდა, არა მხოლოდ კვიპროსიდან, არამედ უცხოეთიდანაც. ეს მონასტერი ახლაც მოქმედი დედათა მონასტერია,  მას kატების მონასტერსაც უწოდებენ, და და მასში მოღვაწე მონაზვნები გულსმოდგინედ ასრულებენ დედოფალ ელენეს დანაბარებს – უვლიან კატებს. კუნძულ კვიპროსზე ბევრია კარგად მოვლილი კატების სპარსული-ეგვიპტური ჯიში – კვიპროსული კატა, რომელთა წინაპრებიც იყვნენ გველებზე მონადირეები. მათ გარდა მკვიდრი მოსახლეობისა, ტურისტები და მომლოცველებიც კვებავენ. 

კვიპროსზე ყოფნისას დედოფალმა ერთ დილას აღმოაჩინა, რომ ჯვრის ერთ-ერთი ნაწილი გაუჩინარდა და ამავე დროს მთის წვერზე შენიშნა კაშკაშა შუქი. ამ ნიშნის წყალობით წმინდა ელენემ გადაწყვიტა ამ მთის წვერზე მონასტერი დაეარსებინა. წმინდა ელენამ ამ ადგილას დატოვა გონიერი ავაზაკის ჯვარი ცხოველსმყოფელი ჯვრის ჩადგმული ნაწილით და ერთ-ერთი ლურსმანი, რომლითაც ქრისტეს სხეული გახვრიტეს, და ტაძრის საძირკველში საკუთარი ხელით ჩადო ქვა ეს მთა ცნობილი გახდა როგორც სტავროვუნი. სტავროვონის მონასტერი მდებარეობს კვიპროსში, ქალაქ ლარნაკას მახლობლად, ზღვის დონიდან 750 მეტრზე.

წმიდა ჯვრის მონასტერი, რომელიც მდებარეობს სოფელ ომოდოსში, კვიპროსის ტროოდოსის მთებში, ასევე დაკავშირებულია კუნძულზე წმინდა ელენეს ჩამოსვლასთან. ეს არის ერთ-ერთი უძველესი მონასტერი კუნძულზე – ის არსებობდა ჯერ კიდევ წმინდა ელენეს კვიპროსში ჩასვლამდე. გადმოცემით, ამ ადგილზე მეზობელი სოფლების მცხოვრებლებმა შეამჩნიეს ხანძარი ბუჩქებში (დამწვარი ბუჩქი), გამთენიისას კი ზედიზედ რამდენიმე ღამე ხედავდნენ ამ ადგილას ხანძარს. ხოლო იქ გათხრილ ადგილას ადგილობრივებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული და იპოვეს ჯვარი (რომელიც ახლაც მონასტერში ინახება სხვა სიწმინდეებთან ერთად) მღვიმის თავზე პატარა სამლოცველო ააგეს. წმ. ელენემ ამ ნაეკლესიარზე ააშენა ახალი ეკლესია, და საჩუქრად სიწმინდეები – ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი (ჩაბრძანებულია ძვირფასი ჯვარში თაყვანისცემისთვის). და იმ წმინდა თოკის ნაწილი  გადასცა (wმინდა კანაფის თოკი) ან (wმინდა თოკი), რომლითაც რომაელებმა მაცხოვარი ჯვარზე მიაკრეს ლურსმნებით დამსჭვალვის შემდეგ, რათა საკუთარი სხეულის სიმძიმეს არ ჩამოეგდო ჯვრიდან. ცხოველსმყოფელი ჯვრის მიერ მრავალი განკურნებისა და სასწაულის შემდეგ, კვიპროსის წმინდა ჯვრის მონასტერი მთელი მსოფლიოდან ქრისტიანების მომლოცველად იქცა, თუმცა მონასტერი ახლა უკვე სამრევლო ეკლესიაა.

კუნძულ კვიპროსზე ყოფნისას, როდესაც წმ. ელენე მხურვალედ ლოცულობდა, მიწიდან სამკურნალო წყარომ ამოხეთქა, და დედოფალი და მისი მხლებლები დანამა. მან ამ ადგილზე პირველმოწამე თეკლას სახელზე ტაძარი ააშენა, რომელიც ახლა დედათა მონასტერია. უფლის ჯვართან და წმინდა ელენეს კვიპროსში ჩამოსვლასთან დაკავშირებულია ასევე კვიპროსის სოფლები ლეფკარა, კუკა და ანოგირა.

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებულ პატივს სცემს წმინდა ელენეს. კვიპროსში რამდენიმე ეკლესია და სამლოცველო წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელს ატარებს. მათი სახელობის   ეკლესია სოფელ მარიშიც აშენდა 1995 წელს.

იმპერატორი კონსტანტინე დიდი სიხარულით მიეგება საყვარელ დედას და კუნძულზე კვიპროზე სარდალი კალოკერასი გაგზავნა, რათა მისი მკვიდრნი ეხსნა ამ უბედურებათაგან, და დაესრულებინა  დედოფლის წამოწყებული საქმეები. მან ცხოველს-მყოფელი ჯვრის ნაწილი ოქროს ლუსკუმასი ჩააბრძანა და რომის ეპისკოპოსს გადასცა ტაძარში დასაბრძანებლად, და მოსახსენებელად ყოველთა ნათესავთა, ერთი სამსჭვალი დაამაგრა თავის ჩაფხუტზე (მუზარადზე) და მეორისგან შექმნა აღვირად ჰუნისა თვისისა, რაითა აღესრულოს თქუმული იგი უფლისაი წინაწარმეტყუელისა მიერ: მას ჟამსა, რომელი იყო აღვირთა ცხენისათა, წმიდა იყოს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა.

კონსტანტინე დიდმა დღესასწაული დააწესა pოვნისათვის პატიოსნისა ჯუარისა, შემდეგ კი მისწერა იერუსალიმის ეპისკოპოსს მაკარის და უბრძანა, რომ პატიოსნად და გულსმოდგინედ აღესრულებინა დედოფლის მიერ გაცემული ბრძანება wმიდათა ეკლესიათა აშენების შესახებ, vიდრემდის არა იყოს მსგავსი შუენიერებისა მათისაY ყოველსა ქუეყანასა, და მისწერა თავის ქვეშევრდომებს, სხვადასხვა ქვეყნების მმართველებს, რომ უხვად წარუგზავნონ მასალა ტაძრების აღსაშენებელად. ამის შემდეგ გახარებულმა მეფემ სამადლობელად ღმრთისა ყოვლისათვის კეთილისა მოაწყო დიდი დღესასწაული.

სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე (328 წელს) წმინდა ელენე დედოფალმა მოინახულა კონსტანტინოპოლი, და დაბრუნდა იმპერისს ერთ-ერთ დედაქალაქ ტრირში, სადაც მას სასახლე ჰქონდა. ხანგრძლივმა და დამღლელმა მოგზაურობამ უარყოფითად იმოქმედა 83 წლის დედოფალზე და მშვიდად dაასრულა სიცოცხლე იმ დიდი შვილის თანდასწრებით, მის მკლავებში, რომელიც ემსახურებოდა მას. ელენემ თავის ძეს სათანადო აღზრდა და განათლება მისცა და ბოლოს, მან თავადვე მიაგო მას პატივი, როდესაც კონსტანტინოპოლის დიდ მოედანზე ააგო ორი სვეტი, ერთი საკუთარი და ერთი წმინდა ელენესთვის, რომლებზეც იყო წარწერა: „წმიდა ხარ შენ, უფალო იესო ქრისტე, დიდება ღმერთო მამაო. ამინ“.

წმინდა კონსტანტინემ დიდი პატივით გადაასვენა სახელოვანი დედა რომში, თავისივე აშენებულ იმ ეკლესიაში, რომელსაც ახლა წმინდა პეტრესა და მარცელინუსის ეკლესია ეწოდება და მდებარეობს რომიდან ნეაპოლისკენ მიმავალ გზაზე, სადაც არის სასაფლაო. ჩაასვენა მეწამული ფერის პორფირის ქვის სამეფო სარკოფაგში და ორი წლის შემდეგ კონსტანტინოპოლში გადაასვენა. და თორმეტ მოციქულთა ეკლესიაში დაასვენა. 1204 წელს ჯერ კიდევ იქ იყო, რასაც მოწმობს რობერტ დე კლერი. დედოფლის სარკოფაგი კი მოგვიანებით გამოიყენეს პაპ ანასტასიუს IV-ის (+1154) დასაკრძალად თუმცა ეს არ იყო მიღებული: მეწამულ ფერში მხოლოდ საიმპერატორო ოჯახის წევრები იკრძალებოდენ.

ქრისტეს წმიდა სამარხის გამოქვაბულის ზემოთ, სიონის მთაზე იმპერატორმა კონსტანტინემ ბრძანა, აეშენებინათ ბრწყინვალე ტაძარი ქრისტეს აღდგომის სადიდებლად, რომელიც იქნებოდა უფრო დიდებული, ვიდრე ყველა ტაძარი, rომელიც სადმე არსებობს. ტაძარმა გოლგოთა, და უფლის საფლავი მოიცვა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს, ხოლო მეორე დღეს, 14 სექტემბერს, ამ ტაძარში საზეიმოდ შეიყვანეს და გოლგოთაზე აღმართეს უფლის მაცოცხლებელი ჯვარი. და მას შემდეგ, ამ დღეს – 14/27 სექტემბერს – მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად აღნიშნავს უფლის მაცოცხლებელი ჯვრის ამაღლებას. და პირველი ქრისტიანი მომლოცველების სათავეში სამართლიანად დგას წმიდა და მოციქულთასწორი დედოფალი ელენე.

ამის შემდეგ წმინდა კონსტანტინემ დიდმა იცოცხლა 10 წელზე მეტი, და ნიკეის სარწმუნოების აღსარებით და უცვლელი ერთგულებითთ გულმოდგინედ ცდილობდა დაემკვიდრებინა ქრისტიანული ღვთისმოსაობის სული თავის სამეფოში. სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე კონსტანტინემ დაიწყო ამისთვის მომზადება. ახალ დედაქალაქში წმინდა მოციქულთა სახელზე ააგო ტაძარი, რომელშიც საკუთარი საფლავი მოაწყო. 

337 წელს აღდგომის დღესასწაული უდიდესი ზეიმით აღნიშნავდნენ კონსტანტინოპოლში. ქალაქის ყველა ქუჩაში ენთო სვეტებად აღმართული ცვილის კელაპტრები, ეკლესიებში მთელ ღამეს ლოცულობდნენ, გამთენიისას იმპერატორი ხალხს ძღვენს ურიგებდა ქრისტეს აღდგომის – ამ უდიდესი და სასიხარულო მოვლენის – აღსანიშნავად. კონსტანტინემ ეს დღესასწაული უკანასკნელად იზეიმა. ცოტა ხანში ის დასნეულდა და ექიმების რჩევით სამკურნალოდ გაემგზავრა თბილ წყლებზე, მაგრამ შვება ვერ პოვა. როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, გადასახლდა ნიკომიდიის შემოგარენში, მოიწვია ეპისკოპოსები და სთხოვა, მოენათლათ. როგორც უკვე მოგახსენეთ, გადმოცემის თანახმად ნათლისღების რიტუალი სხვა მღვდელმთავრებთან ერთად წმ. სილიბისტრომ აღასრულა. წმ კონსტანტინე დიდი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა 337 წლის 21 მაისს, თავისი მეფობის ოცდამეთორმეტე წელს, სულთმოფენობას, მანამდე კი სახელმწიფო თავის სამ ვაჟს ჩააბარა. 

მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა იმპერიის ბიუროკრატიული და აბსოლუტურ-მონარქიული სისტემა. კონსტანტინე I-მა გააუქმა პრეტორიანული გვარდია და დაადგინა სასახლის დაცვის კორპუსი. არმიები დაყო სასაზღვრო და შინა სამსახურების ნაწილებად.

იმპერატორი ერმა და მხედრობამ გულწრფელად იგლოვა, უდიდესი პატივით გადაასვენეს მისი ცხედარი კონსტანტინოპოლში და დაკრძალეს წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიაში, სადაც კონსტანტინემ წინასწარ განიმზადა საძვალე. ამ ტაძარში მას განზრახული ჰქონდა ქრისტეს მოციქულთა წმინდა ნაწილების დაბრძანება. ამ ტაძარში მრავალი სიწმინდე ინახებოდა, მათ შორის. სვეტის ფრაგმენტი, რომელზედაც იესო იყო მიბმული გვემის დროს (ამჟამად სტამბოლის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარშია).

მოციქულთა ტაძარში არაერთხელ იკრიბებოდა საეკლესიო კრებები. ლათინმა ჯვაროსნებმა 1204 წელს გაანადგურეს საიმპერატორო სამარხები და წაიღეს იქიდან ყველაფერი ღირებული – ოქრო, ძვირფასი ქვები. ითვლება, რომ კონსტანტინოპოლიდან წმ. ელენეს წმინდა ნაწილები დოჟ პიეტრო ზიანის (1211-1212) მეფობის მერვე წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს წაიღეს ვენეციაში (1211) და დააბრძანეს მისივე სახელობის ეკლესიაში (ეს წმინდა ნაწილები 2011 და 2017 წლებში დიდი პატივით ათენში ჩააბრძანეს და წმინდა ბარბარეს ტაძარში დაასვენეს მორწმუნეთა მისაახლებლად და თაყვანსაცემად). 

პერიოდულად დედოფლის წმინდა ნაწილებს ანაწილებდენ ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ: მაგ. დასავლეთ ევროპაში, ათონზე, საბერძნეთის კუნძულებზე, ასევე რომის ალბათ ყველაზე საპატიო ადგილას – სანტა მარია არასელში კაპიტოლინის გორაზე, ასევე წმინდა პავლეს ტაძარში (იტალია), ბონის წმ მარტინ ტურელის სახელობისა საკათედრო ტაძარში (გერმანია) გერმანიაში უძველესი ქალაქ ტრიერის წმინდა პეტრეს კათოლიკური ტაძრის აღმოსავლეთ საძვალეში გამოფენილია წმ ელენეს პატიოსანი თავი წელამდე სკულპტურასთან ერთად, ხოლო დედოფლის სასმელი ჭურჭელი დაცულია საკათედრო ტაძრის საგანძურში; პარიზში, წმინდა ლეს-სენტ-ჟილის კათოლიკურ ეკლესიაში ჭერიდან ჩამოკიდებულ სარკოფაგში დაცულია წმიდა ელენეს წმ. ნაწილები, რომელთაც მრავალი კურნება და სასწაული მოუხდენიათ საფრანგეთში, რაც მორწმუნე ადამიანისთვის, ალბათ, ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა წმინდანობისა.

წმ. იმპერატორის კონსტანტინე დიდის წმინდა ნაწილები გაქრა, რაც დიდი დანაკლისია მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. თუმცა, არსებობს ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ტაძრებში რელიქვიების ნაწილების შესახებ. მაგ. მარსელში წმ. ვიქტორის სააბატოში.

ქრისტიანობისთვის მათი თავდადებისა და ეკლესიისადმი გაწეული დიდი ღვაწლისა გამო, ელენე დედოფალი და იმპერატორი კონსტანტინე ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა და მოციქულთა სწორთა დასს მიაკუთვნა. წმინდა კონსტანტინეს ეკლესია კიდევ 2 ტიტულით მოიხსენიებს: ღვთივგვირგვინოსანი, და დიდი მეფე.

რაც შეეხება უფლის ჯვრისა და სამსჭვალების შემდგომ ისტორიას: ძელიცხოვლის ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროში მიმოიფანტა, მათ შორის საქართველოშიც მოხვდა. IV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც წმინდა მირიანთან ერთად მთელი ქართლი მოინათლა, ახალგაქრისტიანებულმა მეფემ ბიზანტიაში წარავლინა ეპისკოპოსი იოანე და იმპერატორს სთხოვა, ებოძებინა ქართველთათვის ნაწილი ძელიცხოვლისა. კონსტანტინეს გაუხარდა ქართველთა გაქრისტიანება და მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა: ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი. ქართლისკენ მომავალ იოანეს გზადაგზა დაუტოვებია ეს სიწმინდენი: ერუშეთს – განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალი, მანგლისში – ფერხთა ფიცარი.

…XIII საუკუნის დასაწყისში დავით ნარინს უფლის სამსჭვალისთვის გაუმზადებია ჩასაბრძანებელი – ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მიტრა, რომელიც მანგლელი ეპისკოპოსისთვის შეუწირავს. მოგვიანებით სამსჭვალი და მიტრა თბილისის სიონის ტაძარში იქნა გადატანილი.

ქრისტეს სამსჭვალთა დიდი სასოება ჰქონია მეფე არჩილ მეორეს (დ. 1647 – გ. 16 აპრილი. 1713, მოსკოვი). თურმე მის წინ აფიცებდა ორგულებს. როცა ყაენმა არჩილის საქართველოდან გაძევება მოითხოვა, მან, მეფე გიორგის ნებართვით, რუსეთში წაიღო სიწმინდეები. ეს იყო 1681 წელს. არჩილმა სიწმინდენი კრემლის მიძინების ეკლესიას მიაბარა შესანახად… XX საუკუნის 50-იან წლებში, მანგლისის ტაძრის შესახებ მონოგრაფიაზე მუშაობისას, ბატონი მალაქია დვალი დაინტერესებულა სამსჭვალისა და მანგლელი მიტროპოლიტის მიტრის ბედით და მათი მოძებნა უცდია. lურსმანი და მიტრა რომ ნამდვილად კრემლის მიძინების ეკლესიაში იყო დაცული, ჩანს, ნიკოლოზ I-ის მიერ 1849 წელს გამოცემული ალბომიდან, სადაც სამსჭვალისა და მიტრის ფერადი ჩანახატია მოთავსებული. იქვე მითითებულია, ეს ნივთები მოსკოვში, მიძინების ეკლესიაში ინახებაო, – ბრძანებს ბატონი მალაქია. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის საგანძური კრემლში იარაღის პალატას გადაეცა. ბატონ მალაქიას უნახავს კიდეც მუზეუმის საცავებში უფლის სამსჭვალი, მიტრისთვის კი ვერ მიუკვლევია. ძელიცხოვლის ნაწილი ჩატანებული იყო წმინდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარში.

წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს 1910 წელს, ლეჩხუმ-სვანეთში მოგზაურობისას, უნახავს კალას ეკლესიაში დაცული ხატი-სანაწილე, რომელიც ძელი ჭეშმარიტის შესანახად ყოფილა განკუთვნილი. მისივე თქმით, ბრიტანეთის მუზეუმს შეუძენია წმინდა გიორგის გულსაკიდი ხატი, რომელიც წმინდა ქეთევანს ეკუთვნოდა. დედოფლის წამების შემდეგ ხატში მოთავსებული ძელიცხოვლის ნაწილისთვის ქეთევანის წმინდა ნაწილიც მიუმატებიათ. ექვთიმესავე თქმით, მარტვილის ეკლესიაში ინახებოდა ქაიხოსრო გელოვანის თანამეცხედრის, როდამ დგებუაძისეული შეწირული ძელი ჭეშმარიტის ნაწილიანი ოქროს ჯვარი. პლ. იოსელიანის ცნობით, ნიქოზის ტაძარში 1798 წლამდე ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილების ჯვარი. 1798 წ. ივლისში ნიქოზის ეპისკოპოს ათანასეს ბრძანებით ჯვარი ეკლესიის გარეთ საწიგნეზე დაუსვენებიათ და მის წინ დაუფიცებიათ თავადთ. ფიცის შემდეგ ძელი ჭეშმარიტის შენახვა დავიწყებიათ, მწუხრის შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვერ უპოვიათ. ამის გამო გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელს კათედრა ჩამოართვა და გარეჯის მონასტერში გაგზავნა.

ძელიცხოვლის ნაწილები ჩატანებული ყოფილა IX-X საუკუნეების მარტვილის ენკოლპიონისა (რომელიც ხოსროვანუშ დედოფალს ეკუთვნოდა) და ე.წ. კვირიკეს ჯვარში, რომელიც X საუკუნეში მეფე კვირიკესთვის შეიქმნა, ასევე ერმიტაჟში დაცულ ჭედურ სტავროთეკაში, ე.წ. შალიანის ხატში, რომელიც მთელ სვანეთში იყო განთქმული თავისი ძლიერებით, სილიხანის ოთხსცენიან ხატსა და წალენჯიხის მაცხოვრის ხატში, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ე.წ. საჰაკდუხტის სანაწილეშიც.

1109 წელს იერუსალიმში წმინდა საფლავის კანტორმა ანსელუსმა შეიძინა ძელიცხოვლისგან ამოღებული ჯვარი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს უძღვნა. მისი თქმით, ეს ჯვარი მან ქართველთა მეფის, დავითის ქვრივისგან შეიძინა. რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, თავად განსაჯეთ – წმინდა მეფე დავითი ხომ ამ დროს ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო.

და ბოლოს, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება არ იყო ოდენ ისტორიული მოვლენა; ეს მაგალითია თითოეული ქრისტიანისათვის – ისევე როგორც ჯვარი ამაღლდა, იესო ქრისტეს მასზე ჯვარცმით განდიდდა და გაბრწყინდა, ასევე ჩვენც უნდა ავმაღლდეთ შინაგანი და სულიერი სამყაროთი, რათა ღირსი შევიქნეთ იესო ქრისტესთან ურცხვენელი შეხვედრისა.

სლავური, ინგლისური და ბერძნული  საიტებიდან გამოკრიბა, თარგმნა და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა