მღდელმან: კურთხეულ არსი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვჰსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
გაქებთ შენ ბრძენსა დედასა ყრმათა მათ ქალწულთა თანა, სამებისა ქადაგთა, პისტისა, ელპიდისა და აღაპისა, ბრძენ ქალწულთა თანა სჭვრეტენ რაი მოწყალესა სიძესა ღმერთ–სიტყუასა, რომლისა სურვილითა და მისგან მიღებითა ნიჭთაითა მძლავრთაგან არა შეძრწუნდეს, ცეცხლისაგან არა შეშინდეს. სატანჯველი შეურაცხ–ყვეს და შენ მიერ განძლიერებულთა ტკივილთა დათმენაი და სისხლთა დათხევაი სიხარულითა მიითვალეს, აწ ჩუენცა გვიხსენ ლოცვათა შენთა მიერ, ყოვლად ქებულო სოფიო, და სარწმუნოებასა, სიყუარულსა და სასოებასა შინა განგვამტკიცე.
დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1
ძლისპირი: მარჯუენაი შენი უძლეველი ღმრთივ–შუენიერი და ღირსად საგალობელ არს რომლითა შენ, უკუდავო, ძლიერებით აოტენ მტერნი იგი და ისრაელთათვის განჰმზადე გზაი ზღუასა მეწამულსა.
ყოვლად ნეტარო, წმიდაო სოფიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ზეგარდამოისა სიბრძნისა შენისა გამოუთქუმელისა ბრწყინვალებაი მომანიჭე, ქრისტე მეუფეო, რაითა ბრწყინვალედ შუენიერთა სოფიოს ყუავილთა უგალობდე.
წმიდანო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
სახელი შენი ჭეშმარიტად მოქალაქობითა შენითა შეამკვე და ყოველი ცხორებაი შენი სიბრძნით აღასრულე, ღმრთივგონიერო სოფიო ნეტარო, და სიბრძნისა მადლითა განჰბრწყინდი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულით და ხორცით წმიდა იქმნნეს ქალწულნი უბიწონი სათნოებითა და სამნივე წამებითა მიერთუნეს სიძესა სულთასა ქრისტესა, პისტი და ელპიდი და აღაპი სამგზის დიდებულნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლითურთ ხატებაი ჩუენი მიიღო, რომელი იყო პირველ ხატითა ღმრთეებისაითა, და ყოვლითურთ განაახლა წიაღსა შენსა ღმრთივშუენიერად. ამისთვის ყოველნი მორწმუნენი გადიდებთ, ღმრთისმშობელო.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, მხოლოო, რომელმან უწყი უძლურებაი კაცთა ბუნებისაი და წყალობით შეიმოსე შენ, შემმოსე მე ძალი მაღლით გარდამო, რაითა ხმა–ვყო: წმიდა არს ტაძარი სულიერი, სადიდებელი შენი, კაცთ–მოყუარე.
ყოვლად ნეტარო, წმიდაო სოფიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხმაი საღმრთოი ესმა მოწამეთა, მწოდებელი უკუდავად ცხორებად და მსწრაფლ შეუდგეს გვირგვინოსანნი ქალწულნი წმიდანი და გალობდეს: წმიდა არს ტაძარი სულიერი სადიდებელი შენი, კაცთმოყუარე.
წმიდანო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
მოგანიჭა ძალი ქრისტემან წინაშე საყდართა მძლავრისათა, ვითარცა აღგითქუა და საღმრთოითა მით სიბრძნითა სულიერითა აღგავსნა და ბრწყინვალედ შეგამკვნა ძლევისა გვირგვინითა, სამნო ღუაწლითშემოსილნო ქალწულნო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ქრისტეისმიერითა სიბრძნითა მდიდრად აღივსნეს ღმრთივგამორჩეულნი სოფიოს სამნი ასულნი და არცხვინეს მძლავრთა ზახებასა და რისხვასა სასტიკსა მხეცებრ განძვინებულსა მეტყუელებითა საღმრთოისა სიბრძნისაითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქრისტე, წმიდაი წმიდათაი, უბიწოდ გვიშევ, სიწმიდისა კარავო წმიდაო, რომელი–იგი მარადის განისუენებს წმიდათა შორის და უგალობთ: წმიდა არს ტაძარი სულიერი სადიდებელი შენი, კაცთმოყუარე.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 4
პატიოსნისა სიბრძნისა საღმრთონი რტონი გამოჩნდეს: სარწმუნოებაი, სასოებაი და სიყუარული, და სიბრძნეი წარმართთაი განაცოფეს მადლისა მიერ საღმრთოისა, სანატრელმან დედამან სამთა ასულთა მისთა თანა იღუაწეს ახოვნად და ძლევითშემოსილ იქმნნეს და ყოველთა მეუფისა ქრისტეს მიერ გვირგვინნი უხრწნელებისანი დაიდგნეს.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: ღაღად–ყო ამბაკუმ სულითა წინაისწარ და თქუა: მოხუედ მაცხოვრად ერისა რჩეულისა, სახიერ, და აწ ჩუენცა ვიხილეთ ჭეშმარიტად აღსრულებაი თქუმულთა მისთაი.
ყოვლად ნეტარო, წმიდაო სოფიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
განმხნეს მადლითა საღმრთოითა კეთილად მძლენი პისტი, აღაპი და ელპიდი მძლავრთა შინებასა, ახოვნად არცხვინეს და შეიწირნეს ცეცხლისა მიერ ყოვლად ბრძენნი და ესრეთ სძალ ექმნნეს ძესა ღმრთისასა.
წმიდანო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
მძლე ექმნნეს შეჭურვილნი ძალითა ჯუარისაითა პისტი, ელპიდი და აღაპი სატანჯველთა ტკივილსა და ახოვნად თავს–ისხნეს წმიდათა, და ვიდრე სისხლთა დათხევადმდე წინააღუდგეს ცოდვასა ყოვლად ქებულნი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შეუძლეს ძალითა ჯუარისაითა ძლევად მტერისა ჩჩვილთა ქალწულთა და ახოვნად ქუეყანად დააკუეთეს, რომელი–იგი სილაღით იქადოდა ყოვლისა სოფლისა დაპყრობასა და მძლესა ძლიერსა საღმრთოსა ძალსა აქებდეს.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდათა უწმიდესო, ღმრთისმშობელო დედოფალო, სასოებაი წარმართთაი და ცხორებაი მორწმუნეთაი შენგან გამობრწყინდა სახიერებით ცხორების მომცემელი უფალი მაცხოვრად ჩუენდა, მგალობელთა შენთა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შენ, რომელმან განანათლენ მოსლვითა შენითა, ქრისტე, და განსწმიდენ კიდენი ქუეყანისანი ჯუარითა, განანათლენ გულნიცა მგალობელთა შენთანი ნათლითა მეცნიერებისა შენისაითა.
ყოვლად ნეტარო, წმიდაო სოფიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გონებითა ტანჯვანი მოითმინნეს და სიბრძნისა საღმრთოისა საიდუმლოთა წურთითა უშჯულოსა არცხვინეს სამთა ქალწულთა ღმერთშემოსილთა, სარწმუნოებითა განმტკიცებულთა.
წმიდანო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
იხარებს დღეს პირველი დედაი, რამეთუ ჰხედავს ძლეულსა მზაკუვარსა მას, რომელმან სამოთხით გამოხადა იგი სამთა ქალწულთა მიერ, პისტი, ელპიდი და აღაპისგან, ნეტარისა სოფიოს ნაშობთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გესლიანთა ლიქნათაგან მძლავრისასა ევლტოდეს და ტანჯვათა წყლულებანი ნეფსით მოითმინნეს პატიოსანთა ქალწულთა, ქრისტე, სიყუარულითა და ტრფიალებითა შენითა მოწყლულთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იხარებენ ძალნი ზეცათანი ხილვასა შენსა და იშუებენ მათ თანა ნათესავნი კაცთანი, რამეთუ შენითა მით შობითა, სძალო, შეიერთნეს და ერთობით შიშით გადიდებენ.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიცვნა ჩუენ სიღრმემან ღელვათამან და არავინ არს მხსნელ ჩუენდა და ვიქმნენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, არამედ იხსენ ერი შენი, უფალო. შენ ხარ სასოი და ნუგეშინის–მცემელი განწირულთაი.
ყოვლად ნეტარო, წმიდაო სოფიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხელთა შენთა შეჰვედრეს სასოებაი თვისი სიხარულით, ქრისტე, მეუფეო უკუდაო, სამთა ქალწულთა, სამებისა რიცხვითა პატივცემულთა, სამბრწყინვალედ შემკობილთა და განშუენებულთა.
წმიდანო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ბრწყინვალენი ქალწულებისa ნათლითა, მოწამეთა გვირგვინითა შეიმკვნეს და მრჩობლნი გვირგვინნი მოიხუნეს ცხორების მომცემელისაგან ღმრთისა, ღირსთა, და ღირს იქმნნეს ნათელსა სამებისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შეიყვანნეს ტაძარსა შენსა, ქრისტე ღმერთო ყოველთა მეუფეო, ქალწულებისა საუნჯენი პატიოსანნი და სუფევისა შენისა ზიარ იქმნნეს. შენ ხარ ღმერთი ნათელი, ბრწყინვალე და სიქადული მათი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენდა მომართ იხარებენ, ღმრთისმშობელო, მამა–დედანი კაცთანი, რამეთუ უკუმოიღეს ედემი შენ მიერ, რომელი წარეწყმიდა ურჩებითა. შენ ხარ ქალწულ პირველ შობადმდე და შემდგომად შობისა.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 4
სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეეი ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისაი მოიხვნეს ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისა, ხმაი 4. საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა–იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა–დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა ყოვლად ნეტარისა სოფიოისა და წმიდათა ქალწულმოწამეთა ასულთა მისთაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ტანჯუათა შინა ახოვანებაი და მტერთა ძლევაი აჩუენეთ რაი აღსარებისათვის ქრისტეის ღმრთისა, აწ აღგძრავთ თქუენ მეოხად მისა მიმართ, პისტი, ელპიდი და აღაპი, სამებისა რიცხუნო ქალწულნო უბიწონო, რაითა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს, და ქუეყანასა ჩუენსა ჯუარითა ხსნაი ფლობისაგან უცხო თესლთასა, ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და წყალობაი მოსავთა შენთა.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა და ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისაითა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა: არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მღდელ–მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა სოფიოსი და ასულთა მისთა, ქალწულ–მოწამეთა პისტი, ელპიდი და აღაპისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ვითარცა–რაი სიონსა შინა მდგომარე იყვნეს ყრმანი ცეცხლსა შინა და ანგელოზისა მსავსად გამოუჩნდა უფალი და განუქარვა ალი სახუმილისაი ცუარითა და იტყოდეს: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ყოვლად ნეტარო, წმიდაო სოფიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ნათლითა სამმნათობიერისა სამებისაითა განბრწყინდეს და ეშმაკთა სიბნელე განაქარვეს და ბრწყინვალებაი სამგუამოვნისაი და ერთარსისა ღმრთისაი ღმრთისმეტყუელეს სამთა დათა, ერთ სულთა ქალწულთა, და ერთითა ნებითა და გონებითა ღმრთეებაი მისი ქადაგეს.
წმიდანო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ზეცათა შინა საღმრთონი ტალავარნი დაიმკვიდრენით, ბრწყინვალენო, სულისა წმიდისა მადლითა, და აწ ანგელოზთა თანა სიხარულითa იქცევით სიხარულსა მას შინა სამარადისოსა და უკუდავსა, იხარებთ და ჰგალობთ: კურთხეულ ხარ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ახოვნად სიმხნე აჩუენეს ქალწულთა, მსგავსად ყრმათა აბრამმანთა სამრიცხუედთა, და ეგრეთვე ცეცხლი უშიშითა გონებითა დათრგუნეს, ვითარცა იგი მათ პირველად და სამძალი ძლევისაი შეიმოსეს და მითვე ხმითა აკურთხევდეს ღმერთსა, მარადის კურთხეულსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდაო ღმრთისმშობელო, უბიწოო, სარწმუნოებითა მგალობელთა შენთა ცოდვათა შენდობასა მიჰმადლებ და იხსნი რაი ჭირთაგან, აწ ჩუენცა შენ გსახავთ შემწედ, ზღუდედ და ხელისამპყრობელად ჩუენდა, რამეთუ ღმერთი მამათა ჩუენთაი გამოუთქუმელად იშვა შენგან.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილი შეცურეული სახედ გამოჩნდა, საკვირველებათა მითხრობისა, ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შეწუნა ყრმანი მძლავრ შეთხეულნი, ეგრეთვე ქალწული დაიცვა ღმერთეებისა ცეცხლმან და ჩუენ ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა, და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლად ნეტარო, წმიდაო სოფიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღმრთივ–ბრწყინვალენი სამნი ქალწულნი: პისტი, ელპიდი და აღაპი, სიკეთითა ღმრთისმსახურებისაითა უწმიდეს ოქროისა განბრწყინდეს და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდანო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ბრწყინვალეთა და ელვარეთა წამებისა ნათლითა შვიდ–წილ განათლებულთა ქალწულთა უგალობდეთ და მათ თანა ვიტყოდით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაამხუთ მტერი ამპარტავანი და სილაღეი მისი დასთრგუნეთ, რომელი–იგი უგუნურებით იქადოდა ახოცასა ზღუათასა, მდინარითა სისხლთა მათ თქუენთა უბიწოითა მოაშთვეთ, ღმრთივ–განბრძნობილნო ქალწულნო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქუეყანად წმიდად გიცნობთ, სძალო, ცხორებისა ნაყოფსა ქრისტესა ღმერთსა აღმომაცენებელად მორწმუნეთა საუკუნოისა ცხორებისასა, რომელსა აღვამაღლებთ და თაყუანის–ვჰსცემთ და სარწმუნოებითა გხადით შენ ღმრთისმშობელად.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: სახედ მუცლადღებისა შენისა, უბიწოო, მოესწავა საიდუმლოი მაყუალი მგზებარეი ცეცხლითა, რომელი არა შეიწუებოდა, და აწ გევედრებით: დაშრიტე, ღმრთისმშობელო, ალი ცოდვათაი, რაითა გადიდებდეთ.
ყოვლად ნეტარო, წმიდაო სოფიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ბნელსა სოფლისასა თანა წარჰხუედით და დღესა დაუღამებელსა მიჰხუედით, ვითარ მორწმუნენი მოხარულნი, და ვითარ ქალწულნი მოქადულნი, საღმრთოსა სასუფეველსა წინაშე სამებისა, ნათელსა მას მოუგონებელსა.
წმიდანო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ნათელცისკროვანნი გუამნი თქუენნი, ნეტარნო პისტი, ელპიდე და აღაპი, დედამან თქუენმან წარიხუნა ქალაქსა თვისსა, და დაგკრძალათ რაი საყდარსა შინა, ყოველნი მისდა შევრდომილნი მოიღებდენ მადლსა და შეწევნასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
საფლავნი თქუენნი უშურველად აღმოაცენებენ რაი მადლთა და კურნებათა, აწ ჩუენცა შეგვავედრეთ ღმერთსა, რაითა ოხითა თქუენითა დაგვიფაროს ყოვლისაგან სენისა და გვიხსნნეს ზედა დასხმისაგან მტერისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ეჰა, ვითარ ქალწულმან შვა თანაარსი და თანამოსაყდრე სიტყუაი დაუსაბამოი, ხატი და ბრწყინვალებაი მამულისა მის გუამოვნებისაი. ქველისმოქმედი ჩუენი და უფალი მისგან განკაცებული, რომელსა დაუცხრომელად ვადიდებთ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ჯუარითა შენითა, ყოვლად ძლიერო, დაეც მძლავრი და ყოველთა საქიქელ ჰქმენ ზუავისა მის და ამპარტავანისა უძლურებაი, და რომელნი დიდთა მათ სათნოებათა თანა მოსახელე იქმნნეს – პისტი ყოვლად ქებული, ელპიდი ღმრთივგანბრძნობილი და აღაპი დიდებული, აღსჭურენ ბრძოლად მისა და მათ მიერ დაამხუე ამაოი იგი ზახებაი უკეთურისა მტერისა, პირველისა მის დედისა მაცთურისა.
ქებით შევამკობთ ღუაწლითშემოსილსა სიმხნესა თქუენსა, ჰოი, წმიდანო ყრმანო ქალწულნო, რამეთუ საჭურველითა ჯუარისაითა დათრგუნეთ მძლავრთა ბოროტთა მძვინვარებაი და უხილავი მტერი იგი უკეთური დაამხუეთ ლოცვითა და შეწევნითა დედისა თქუენისაითა, რომელიცა სასოებდა ხილვასა თქუენსა ზეცათა სასუფეველსა შინა, სადაცა იშუებთ აწ ერთობითა და მეოხ ხართ ყოველთა მოსავთა თქუენთა.
მოვედით, მორწმუნენო, და გალობითა ძლევისაითა გვირგვინოსან–ვყვნეთ სამნი ესე წმიდანი ქალწულნი, ყოვლად ქებულნი, ვითარცა სძალნი მეუფისანი, რამეთუ სიძესა მას შუენიერსა და საწადელსა ეძიებდეს და ტანჯვითა განბრწყინვებულთა სარწმუნოებით პოეს იგი სოფიოს ნაყოფთა პატიოსანთა: პისტი, ელპიდი და აღაპი. მათ მიერ, ყოვლად ძლიერო, გვიხსნენ ჩუენ ყოველთა განსაცდელთაგან.
სრბაი თქუენი ბრწყინვალედ აღასრულეთ, ნეტარნო, და სული თქუენი განაბრწყინვეთ რაი ქალწულებისა ნათლითა და წამებისა სისხლითა, აწ ცათა შინა იხარებთ დედით თქუენითურთ წმიდათა მწყობრსა თანა, და გაქუთ კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა მოგუმადლოს ცოდვათა მოტევებაი, და ყოვლად წარმწყმედელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი ყოველთა მორწმუნეთა.
ქალწულთა უბიწოთა, შჯულითა მით ბუნებისაითა შეკრულთა ქრისტეს ძალითა სახუმილი შეურაცხ–ყვენით, ტანჯვანი და სიკუდილი მიითუალეთ და დაიმკვიდრეთ რაი ცხორებაი საუკუნოი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რაითა ნუ განგვაშორებს მეოხებასა თვისსა, რაითა წინაპართა ჩუენთა მსგავსად ღმრთისმოსავობითა ვსცხონდებოდეთ და მარადის სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, საჩინოდ და ბრწყინვალედ განათლებულნო ლამპარნო სამრიცხუედნო, პისტი, ელპიდე და აღაპი, სამებისა ნათლითა სიბრძნითა ელვარენო; ქალწულთა გვირგვინნო და ანგელოზთა მოდასენო; მართლისა სარწმუნოებისა ქადაგნო და ეკლესიისა შუენიერო სამკაულნო; სულთა და ხორცთა სნეულებათა მკურნალნო და მხურვალედ მომწოდებელთა თქუენთა შესავედრებელნო და საფარველნო!
ჰოი, მრავალტანჯვათა დამთმენელნო ყრმანო ქალწულნო – პისტი, ელპიდი და აღაპი, რომელთა სახუმილი შეურაცხ–ყუენით და პირად–პირადნი ტანჯვანი და სიკუდილი მიითუალეთ, აწ მკვიდრ ხართ ნათელსა მას გამოუთქმელსა დედით თქუენითურთ, და გაქუთ მადლი ქრისტეის ღმრთისა მიმართ შუამდგომლობისა და შეწევნისაი, რაითა ერი ესე ჩუენი მართლმადიდებელი შეიწყალოს და განაბნიოს სიმრავლეი უღმრთოთა მწვალებელთა, ხოლო ჩუენ მოგვიტევოს უსჯულოებანი ჩუენნი და დაგვიფაროს ურიცხუთა მტერთა საფრხეთაგან და ძმათა შორის ბრძოლათაგან. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაძლიერეთ მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი; მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაბრძვნეთ და განანათლეთ მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღუაწლით–შემოსილნო ყრმანო ქალწულნო, პისტი, ელპიდი და აღაპი, ერთობითა განჰვლეთ რაი სახუმილი იგი განსაცდელთაი, ცამან შეგიწყნარნათ დედით თქუენითურთ, და ღირს იქმენით რაი ხილვად ანგელოზთა, გვირგვინითა სიმართლისაითა შეიმკვენით ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა, და გაქუთ კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა აღამაღლოს რქაი მართლმორწმუნეთა ქრისტეანეთაი და დედისა თვისისა წილხვდომილი ივერიაი უვნებელად დაიცვას, ხოლო მკვიდრთა მას შინა მოგუმადლოს შიში ღმრთისაი, მხნეობაი სულისაი, საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი და სიყუარული მოყუასისაი, რაითა უბრკოლველად თანა–წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა და მომავალსა მას საუკუნესა შინა თქუნითა შუამდგომელობითა მხილველნი ზეცისა სასუფეველისა, მარადის უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის),
გუაკურთხენ.
მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.. (ჩამოილოცოს)
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ყოვლად ნეტარისა წმიდისა სოფიოსითა და სამთა ასულთა მისთა, წმიდათა ყრმათა მოწამეთა – პისტი, ელპიდი და აღაპისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
ნაყოფნი შენნი სანატრელნი, სამებისა რიცხვითა პატივცემულნი, სახელისა მისისათვის წამებითა შუენიერად შეიმკვნეს, ყოვლად ბრძენო სოფიო, საღმრთოისა სიბრძნისა მოსახელეო, და აწ ჩუენცა მოქადულნი მარტვილობითა მათითა და სიმტკიცითა, შეუვრდებით წმიდასა ხატსა თქუენსა, და გევედრებით ხსნასა გარე–მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და ურვათაგან.
ზეციერო დედოფალო, ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, მეოხებითა წმიდათა მოწამეთა პისტი, ელპიდი და აღაპისითა, და დედისა მათისა სოფიოსითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
წმინდა გიორგი მთაწმინდელის განგების მიხედვით შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
