ბასილი დიდი გრიგოლი ღმრთისმეტყველი იოვანე ოქროპირი

12 თებერვალი. სავედრებელი პარაკლისი წმიდათა შორის მამათა ჩვენთა, დიდთა მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოვანე ოქროპირისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდათა შორის მამათა ჩვენთა, დიდთა მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოვანე ოქროპირისა

30 იანვარი იულიუსის კალენდარით

(ახ. სტ. 12 თებერვალი)

 

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.  

ტროპარი, ხმაი 4

ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დიდება… ტროპარი (იგივე) აწდა…

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რჩეულთა სამებისათა, იოვანეს გიგალობთ გრიგოლითურთ, თანად საღმრთოდ ღმრთისმეტყველით და მაღალგონებასა ბასილისა, და შედგომილნი დოღმატთა თქუენთა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, რაითა დაგვიცვას ყოვლისაგან ბოროტისა.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სულისა წმიდისა ტაძარნო, ქრისტეს მიერ აღშენებულნო, ღირსნო, წმიდანო მღდელთმოძღუარნო, რომელნი ამხილებდით უდებთა, და ასწავებდით უმეცართა, აწ ვედრებად ნუ დასცხრებით მოსავთა თქუენთათვის წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

კაცნო ღმრთისანო და სუეტნო და სიმტკიცენო ეკლესიისანო, გალობად ნუ დასცხრებით ჩუენთვის უფლისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა, და მოგვცეს ძალი მიტევებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხსენებასა მართალთასა კრებული ღმრთივგანბრძნობილი ქებით აღასრულებს, რომელთა თანა, ღმრთისაცა დედაი, ვითარცა თავი მათი შუენიერებასა შინა იდიდების, დასასრულისა და პირველისა და საშუალისა მპყრობელი  წესისა და ზიარქმნილი კეთილ შესხმისა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყუარე.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ქალაქად ბრძენთა მიხუედ, ბასილი, და ვითარცა ღრუბელმან. აღმოივსე სოფლისა იგი ბრძენთა მეცნიერებაი და განარჩიე იფქლი ღუარძლისაგან და შეჰკრიბე საუნჯეთა.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰპოვე კეთილი იგი მუშაკი, ღმრთეებისა გამომეტყუელი, ღირსი იგი ბასილი, და შეაყავთ გონებაი, დიდო გრიგოლი, ვითარცა პეტრეი და პავლეი, და ჰქადაგეთ ერთი ღმრთეებაი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბასილი საღმრთოი გონებაი, გრიგოლი ხმაი საღმრთოი და იოვანე სასანთლეი ყოვლად შუენიერი – სამნი მსახურნი სამებისანი ჰქადაგებდით და ნათლად აჩუენეთ პირთა სამებობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიაღსა შინა წმიდასა ქალწულისასა დამკვიდრებული, სულთა წმიდათა ღმერთშემოსილთასა ჰყოფს სამკვიდრებელად, და ბაგითა მათითა მიუთხრობს საიდუმლოსა დედისა თვისისასა.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღუდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღუდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 8.

გნატრით თქუენ, ვითარცა მოძღუართა, გვამთა თვითებითა განყოფილთა და სულითა შეყოფილთა, შესავედრებელთა ღმერთშემოსილთა სამებისა სწორ რიცხუთა და მსახურთა, მნათობთა ყოვლისა სოფლისა განმანათლებელთა, ეკლესიისა სუეტთა, რომელთა გვირგვინითა დიდებისაითა, ვითარცა მძლეთა, გვირგვინოსან-ჰყოფს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელსა აქუს დიდი წყალობაი.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მნათობნო ყოვლად ბრწყინვალენო ქრისტეს ეკლესიისანო და სწავლითა თქუენითა განმაბრწყინვებელნო სოფლისანო, ღმრთივგანბრძნობილნო მამანო – ბასილი, გრიგოლ და იოვანე, რომელთა განახმენით ყოველი წვალებათა ბოროტმადიდებლობაი, აწცა დაშრიტეთ ყოველნი აღძრვანი მათნი.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ღმერთშემოსილთა ზეცისა მესაიდუმლეთა და ქადაგთა, მართლმადიდებლობისა ყოვლად უპატიოსნესთა დამცველთა – წმიდათა მღდელთმთავართა ბასილის, გრიგოლისა და იოანეს აღგძრავთ შეწევნად ჩუენდა, რაითა მოგუცეს სინანული და სლვაი კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოვედით ზეციერისა სამებისა მსახურნო, ქუეყნიერსა სამობასა ვაქებდეთ – ბასილის – სუფევისა სეხნასა, გრიგოლის – ღმრთისმეტყველ ზედ-სახელსა, და იოვანეს მადლად წოდებულსა, სიბრძნისა ნაკადულთა, მარადის წყლისა ცხოველისა აღმომადენთა, და ვაქებდეთ უფალსა, განმაძლიერებელსა მათსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გონებაი მარტივი, თავმდებელი შეერთებისა და განცხადებული გარეგან შერწყმისა ძესა შორის შენსა, დედოფალო, სამთა ღმერთშემოსილთა მოძღუართა აღიარეს, ორითა ნებითა და მრჩობლითა მოქმედებითა, მრჩობლ-ბუნებათა მქადაგებელთა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუსადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

საღმრთოისა მის სიბრძნისა სიმდიდრენი, ვითარცა უფსკრულისაგან აღმოივსეთ, ჰოი, მღდელთმთავარნო ქრისტეისნო, და განუყავით რაი ერსა მართლმადიდებლობისა საფასეი, სიხარულითა აღავსეთ მორწმუნენი, ხოლო ურწმუნოთა მათ მგმობართა პირნი დაუყვენით.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ანგელოზნო ქუეყანისანო, ზეცად მიმართ მავალნო, და წინამძღუარნო მაღლისა მიმართ სამოთხისა შესავალისანო, აწ ჩუენცა წარგვიძეღით გზასა მას ქრისტეს მცნებათასა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქუეყანისა მზისა სიმტკიცენო, შარავანდედნო და ნათელნო – სამ-მზეობითისა ცისკროვანებისა მიერ დაბნელებულთა აღმხილველნო, მეცა ცოდვათაგან დაბნელებული ესე განმანათლეთ, და მიხსენით რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბუნებამან უკუდავმან წინა უსწრო მოკუდავსა სიწმიდესა შინა, გარნა ქალწული უხორცოთა ანგელოზთა უმაღლეს აღვიდა, ვითარცა ღმრთისა და ანგელოზთა მეუფისა მშობელი, რომლისა მიმართ მათ მიერ მიხედვაი შეერთებულ არს.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ღმრთივგანბრძნობილად გამოჩნდით, მამანო, და კეთილმსახურებითა ჰქადაგეთ რაი მამაი და ძეი და სული წმიდაი, აწ ჩუენცა შეგვეწიეთ მისა მიმართ, რაითა გუასხუროს ცუარი მადლისა თქუენისაი.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ასწავებდენ რაი ერთისა ბუნებისა სამ-გვამოვანისა თაყვანისცემასა, სამთა ღმერთშემოსილთა მოძღუართა შევიწყნარებთ, სამებისა ერთარსისა ღმრთისმეტყველებისა მასწავლელთა და ვადიდებთ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აბრაჰამისა უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდით, ღმრთივგანბრძნობილნო, და შემწე ექმენით რაი ქურივთა და ობოლთა, მწუხარეთა ხელსა აღუპყრობდით და თუალუხვავად ამხილებდით მძლავრთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უდედო პირველ ხორცითა, ხოლო უმამო შემდგომად ხორცთ შესხმისა, ძე მამისა და დედისა იგივე, რომელსა ესე უწოდს უაღრეს გონებისა ორთადვე, რამეთუ ჰშუენის ღმერთსა საკვირველებაი ყოვლად დიდებული.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი, ხმაი 2

სამღდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა და მღდელთმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსუენებაი, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი  მიითუალენ უფროის ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო რომელმან ადიდენ წმიდანნი შენნი.

სხუაი კონდაკი

სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთეებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლეს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს: ბასილის – დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის იოვანეს თანა ენაი ოქროვან წოდებულისა ყოველნი, რომელნი სიტყუათა მათთა ტრფიალთ-ვართ, გალობით პატივს ვსცემდეთ, რამეთუ მარადის ევედრებიან ჩუენთვის ყოვლადწმიდასა სამებასა.

იკოსი

დიდთა სასანთლეთა ნათელ ცისკროვანთა და სუეტთა ეკლესიისათა დაურღვეველთა ერთ ხმობით შევასხმიდეთ დამტკბარნი სიტყუათა მათთა მიერ, მადლთა ყოვლად ბრძენსა ოქრო სიტყუასა და დიდსა ბასილის გრიგოლისა თანა ბრწყინვალისა ღმრთისმეტყველისა და მათდა მიმართ ვხმობდეთ: სამ-მნათობნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით მედღესასწაულეთათვის თქუენთა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი:  პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულის-ხმის-ყოფასა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,      

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი იოანესი

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაითა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდათა დიდთა მღდელთმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოვანე ოქროპირისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: განეფინა რაი მადლი ბაგეთა თქუენთა, ჰოი, სამმნათობნო მამანო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, იქმნენით მწყემსნი ქრისტეის ეკლესიისანი, და მასწავლელნი სიტყვიერთა ცხოვართა ერთ არსებით და ერთ ღმრთეებით ჰრწმუნებად სამებისა, აწ ითხოვეთ მისგან მშვიდობაი სოფლისაი და შეუძრველად დაცვაი ეკლესიისაი; ზედა-მოსლვათაგან მტერისა ხსნაი ივერიისაი, და  ჩუენ ყოველთათვის მოტევებაი ცოდვათაი.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა;  ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა,; წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათაისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინოისითა,, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა და დიდთა მღდელმთავართა: ნიკოლოზ მირონლუკიის , და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ეკატერნე, მარინე და ბარბარეისითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისაითა, წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი) და წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.             

გუნდი: ამინ.                          

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმე ბაბილონს ცეცხლი მეოტ-იქმნა, რომელსა სამნი ყრმანი სახუმილსა მას შინა ვარდსა ფერხითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამთა მათ მღდელთმთავართა აღირჩიეთ რაი ღუაწლი მხილებისაი, საღმრთოითა მოძღურებითა თქუენითა განაქიქეთ სიცრუენი ელინთა და მწვალებელთა, და მრავალთა აღძრეს ბაგენი გალობად: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ხმითა ღმრთისაითა მაღლითა მქუხარენო ჩუენდა, ყოვლად საკვირველად, შარავანდედ არიან ელვისა თქმულნი თქუენნი, ყოვლად ბრძენნო, და თქუენთანა უკუე ვგალობთ ჩუენცა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარგარიტთა ბრწყინვალეთა და ქუეყანისა  მნათობთა, მადლისა აღმომდენთა, პირთა ქრისტეის ჩემისათა და სამებისა წინამბრძოლთა, მეოხ გყოფთ წინაშე მისა, რაითა მსწრაფლ განვიღვიძოთ მსგავსად ნინეველთაისა და დაუცხრომელად ვიღუაწოთ ხსნისათვის სულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ შორის დაემკვიდრა, ქალწულო, და შემდგომად შობისა დაგიტევა ქალწულად სტიხიოთა აღმგებელი და შემცვალებელი ბუნებათა, ვითარცა ჰნებავს, ღმრთისმშობელო მარიამ, მისა მიმართ ვღაღადებთ შენ თანა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეიერთნეს სამნი ესე ღმრთისა მქადაგებელნი, სამებისა წმიდისა შემაერთებელნი და განუყოფელად ყოველთა შინა დამცველნი, ბუნებითა მით საღმრთოითა, რომლისაგან მოიღეს დიდებაი უცვალებელი, და განუყოფელი ერთ-ქებად საწოდებელი, უკუნისამდე აღმამაღლებელნი მისნი.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა არს მეორობა სამთა ამათ შორის, რამეთუ თვითოეულსა ამათსა აქუს უხუცესობაი, არა არს პირველობაი და ერთ-პატივობასა შინა უმაღლესობაი, არამედ უფროსღა შეათვისებენ ურთიერთარს ძლევისა სიხარულითა, რამეთუ არა დაიტევის აქა შორის კადნიერებაი, განმხრწნელი ერთ-გონებისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილ მონანო სახიერნო და სარწმუნონო, კეთილნო მუშაკნო ქრისტეს ვენახისანო, რომელთა სიმძიმეი დღისაი იტვირთეთ და მოცემული თქუენდა ტალანტი აღაორძინეთ, განგეხუნეს თქუენ ბჭენი ზეცათანი და შეხვედით სიხარულსა მეუფისა ქრისტეისსა, აწ იოხეთ ჩუენთვის წინაშე მისა, რაითა მოგვანიჭოს შენდობაი შეცოდებათაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიიღოო უკუე ჩუენი და მოგუცა თვისი იგი ქუელისმოქმედმან, ქმნა ოდენ და არა ივნო, ქალწულო, რამეთუ იქმს, გარნა არა აღაგებს ხრწნილებად, ხოლო უფროისღა ივნო ნებსით და ვნებითა ვნებასა დახსნის, ვითარცა გვასწავებენ სამნი იგი მამანი საიდუმლოდ.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეს ცათა  საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს  ხარ, გადიდებენ შენ.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ზეცით უკუე ორნი იგი უდიდესნი მნათობნი განანათლებენ მზესა ქუეშესა, ეგრევე აცისკროვნებთ სამნი ესე მნათობნი – ყოვლად დიდნი განმანათლებელნი ყოველსა სოფელსა და სარწმუნოებითა და სურვილით აღმასრულებელთა საღმრთოსა და სამღდელოსა დღესასწაულისა თქუენისათა აღძრავთ დიდებად ღმრთისა.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღვიძრნეთ აწ, მორწმუნენო, ქებად მღდელთმთავართა, მოციქულთასწორთა მადლითა და ნიჭითა ერთპატივთა, უპატიოებისა დამამხობელთა, და ვევედროთ მეოხებაი წინაშე ღმრთისა, რაითა შეუძრველად დაიცვას წმიდაი ეკლესიაი ჩუენი კუეთებისაგან მტერთაისა და მძლე ჰყოს მწვალებელთა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოვედით, აწ ერნო მორწმუნენო, და ვაქებდეთ სიტყვიერთა საყვირთა ღმრთისათა და სარკეთა მათ საღმრთოთა – დიდსა ბასილისა, საღმრთოსა სულიერსა ცეცხლსა გრიგოლისა და იოვანე ოქროპირსა – ოქრო ნაკადულთა სწავლათა აღმომადინებელსა ჩუენდა, და ვევედრებოდეთ შეწევნასა, რაითა ვიქმნეთ სათნომყოფელ ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძეი უკუე ღმერთი ჰქადაგეს თავთა ბრძენთა მოძღუართასა, ძეი იგი შენი მამისა გამოცხადებითა, და არა თუ ხორცთა და სისხლთა მიერ, ესე ჰსცნეს საიდუმლოდ, დედაო ღმრთისაო, ამისთვის შენ ქალწული გადიდეს და დედად ღმრთისმშობლად განგადიდეს.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელმან აკმიოს, მკითხველმან ან ერისკაცმა წაიკითხოს:

შემოვკრბეთ, ჰოი, წმიდათა მოყუარენო, და შესხმითა გალობისაითა უგალობდეთ მღდელთმთავართა ქრისტეისთა და მამათა დიდებათა:  გიხაროდენ, ბასილი – ეკლესიისა მნათობო ყოვლად ბრძენო და სუეტო შეურყეველო; გიხაროდენ, გონებაო ზეცისაო, მღდელთმთავარო ყოვლად უდიდებულესო, ღმრთისმეტყველო გრიგოლი; გიხაროდენ, ოქროო სიტყუაო ყოვლად ოქროვანო იოვანე, ცხადად მქადაგებელო სინანულისაო; და ერთობითა მეოხნო მოსავთა თქუენთაო.

 კაცნო ღმრთისანო და მონანო სარწმუნონო, კაცნო გულისსათქმელნო, ჭურნო რჩეულნო, სუეტნო და სიმტკიცენო ეკლესიისანო და სასუფეველისა მემკვიდრენო, ღმრთისა მიერ სამნეტარო ბასილი, გრიგოლი ყოვლად ბრძენო, და ყოვლად პატიოსანო იოვანე, ვედრებად ნუ დასცხრებით ჩუენთვის უფლისა მიმართ, რაითა დაშრიტოს ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მამულსა შინა მოჰკრებდეს ყოველსა ქუყანასა ზედა განბნეულთა ქართველთა.

ყოველსა სოფელსა აზიარებს სიხარულსა კონსტანტინეს ქალაქი, სადა აწ დაუნჯებულ არს ნაწილთა თქუენთა წმიდანი ლუსკუმანი, დაბრძანებულნი ტაძარსა შინა მთავარმოწამისა გიორგისასასა, და სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მათდა, გაქებენ სამნეტართა მათ მღდელთმთავართა – ბასილის – დიდსა; ღმრთისმეტყველსა გრიგოლისა, და იოვანეს – ოქრო-პირსა და გევედრებიან სულთა და ხორცთა კურნებასა.

ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომადენთა ჩუენდა სამთა ყოვლად დიდთა მწყემსთა და მოძღუართა სულიერთა ვაქებდეთ ყოველნი მორწმუნენი და შევასხმიდეთ: ფილოსოფოსნო – ბრძენთა, მღდელნო – მწყემსთა; ცოდვილნო შუამდგომელთა; გლახაკნო – განმამდიდრებელთა,  ჭირთა შინა მყოფნო – ნუგეშინისმცემელთა; მოგზაურნო – გზასა თანა მავალთა; ზღუასა თანა მყოფნო – მესაჭეთა; და ყოველნი ყოველთაგან მხურვალედ ზედამდგომელთა საღმრთოთა მღდელთმთავართა, რაითა დაგვიფარონ ცთომილებათაგან სოფლიურთა და გვიხსნან საუკუნოთაგან სატანჯველთა.

გნატრით თქუენ, ვითარცა სამებისა წინამბრძოლთა და კეთილმსახურებისა ზღუდეთა, შემდგომად ათორმეტთა მოციქულთა, სამთა მოციქულთა – წყლისა ცხოველისა მდინარეთა, ედემით გამოსრულთა, რომელნი ასმევენ პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, და გევედრებით მეოხებასა წინაშე მარიამ ღმრთისმშობლისა, რაითა თანა-წარგუხადოს ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი და ღირს გვყოს მარადის დიდებად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.         

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

 მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                                 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                               

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                     

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღმრთივგანბრძნობილნო მამანო – ბასილი, გრიგოლ და იოვანე, ოქროსიტყუანო საღმრთონო, აღსავალნო ღმრთისმეტყველებისანო და დიდნო ზღუდენო ეკლესიისანო; მოძღუარნო ყოვლისა სოფლისანო და სუეტნო კეთილმსახურებისანო; ყოვლად ბრძენნო მკურნალნო სულთა და უძლურებათანო და შესავედრებელნო და საფარველნო ყოველთა თქუენდა მოლტოლვილთო!

ჰოი, მნათობნო ყოვლად ბრწყინვალენო ქრისტეს ეკლესიისანო და სწავლითა თქუენითა განმაბრწყინვებელნო სოფლისანო, ქადაგნო ელვარენო, ყოვლად ბრძენო ბასილი და ღმრთისმეტყველო გრიგოლი, ყოვლად ოქროვანისა იოანესა თანა, ნუ დასცხრებით აწ ვედრებად ქრისტეისა,  წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისაისა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრხისაგან და ძმათა შორის შუღლისაგან, რაითა არა ჰსთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს სული მოწყალებისა, სიწმიდისა და სიმართლისაი, და მოგუანიჭოს მოუკლებელი სიყუარული სჯულისა ჩუენისა და მამულისაი, რაითა ყოველნი მკვიდრნი საქართველოისანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განვმტკიცდეთ და  ერთითა პირითა და ერთითა გულითა მაცხოვარსა ჩუენსა ვადიდებდეთ; მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაძლიერეთ დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

 

ჰოი, ღმერთშემოსილნო ზეცისა მესაიდუმლენო და ქადაგნო, მართლმადიდებლობისა ყოვლად უპატიოსნესნო ღმრთისმეტყველნო, დიდო სამღდელოო ბასილი, საღმრთოო ღმრთისმეტყველო გრიგოლი და იოანე – ენითა ყოვლად-ოქროო, რომელნი ღირსად დიდებულ – გყვნათ სამებამან უფალმან, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაითა არა განგვირისხდეს უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ მოგვაგოს მოწყალებისაებრ თვისისა, და მოგუმადლოს მშვიდობითი და უშფოთველი ცხორებაი, სიმრთელეი სულთაი და ხორცთა ჩუენთაი, კეთილნაყოფიერებაი ქუეყანისაი და განგვაშოროს სიყმილი ხორცთაი და წარწყმედაი სულთაი, რაითა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა თქუენითა, მიწევნულ ვიქმნნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და თქუენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობით დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.  

მღდელი: ჩამოილოცავს…  

გუნდი: ამინ

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა დიდთა მღდელთმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოვანე ოქროპირისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატის მთხვევისას ვიტყვით დასდებელთა:

ჰოი, ყვავილნო კეთილ-სულნელნო, სამოთხისა უშუენიერესნო, გრიგოლ ღმრთისმეტყველო, ბასილი ბრძენო, და იოვანე ოქრო-პირო, ქუხილისა საღმრთოსა საყვირნო, და სულისა წმიდისა ტაძარნო, ქრისტეს მიერ აღშენებულნო, ღირსნო, წმიდანო მღდელთმოძღუარნო, პატიოსანსა ხატსა თქუენსა შევრდომილნი გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოველთა ვნებათაგან – სულიერთა და ხორციელთა და წარგვიმართოს გზასა წრფელსა და ჭეშმარიტსა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადუბიწოო დედოფალო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ძისა შენისა, რაითა მოგუფინოს ჩუენ მშვიდობაი ქუეყანასა ზედა, და სიხარული ცათა შინა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

გამოყენებული ლიტერატურა: სადღესასწაულო წეს-განგება