შეუსმელი ბარძიმი

სავედრებელი პარაკლისი ნარკომანიისაგან გასათავისუფლებლად

სავედრებელი პარაკლისი უფლისა ჩვენისა მიმართ

იესუ ქრისტესა ნარკომანიის წარმწყმედელი

ვნებისაგან გასათავისუფლებლად

მღდელმან: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო იესუ ქრისტე, შენ წმიდითა ბაგითა შენითა თქუ, ვითარმედ „ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა, რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათ. 18,19-20), უცვალებელნი არიან სიტყუანი შენნი, ღმერთო ჩუენო, და მიუწთომელ არს განგებულებაი შენი, და აურაცხელნი არიან მოწყალებანი შენნი და კაცთმოყუარებასა შენსა არ აქუს ოხჭანი.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ჯვრის თაყუანისცემის ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…

შესავედრებელო, საშინელო, უხრწნელო, ყოვლად საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე ერი ჩუენი და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ, მხოლოო კურთხეულო.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 6

ძლისპირი: ზღუაი მეწამული კუერთხმან განაპო, განხმეს სიღრმენი და უფსკრულ-იქმნნეს გზა უჭურვილთა და შეჭურვილთა მათ საფლავ, არა მმარხველ გუამთა. გალობით უგალობდეთ, რამეთუ დიდებით დიდებულ არს ქრისტე, ღმერთი ჩუენი ცხოველი.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

მხოლოდ-შობილო ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო, რაჟამს დაიკალ ნებსით მსხუერპლად მამისა და შეიწირე ცოდვათათვის სოფლისა, წმიდა ჰყავ, მხსნელო, ეკლესიაი სისხლითა თვისითა და შვილნი მისნი იხსნენ ყოვლისაგან საცთურისა.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

სარწმუნოებითა თაყუანის-გცემთ და ძრწოლით მივემთხუევით ჯუარსა შენსა, რომელი მომეც ჩუენ საჭურველად და შემწედ, იესუ კაცთმოყუარეო, და შენდა მომართ ვღაღადებთ: იხსენ ერი ჩუენი ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისაგან სოფლისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აწ აღძრულ არიან უღმრთოთა გუნდნი, ქრისტე, რაითა შერყვნან სარწმუნოებაი შენი ქუეყანასა ზედა, და ჭეშმარიტებაი დაამცრონ ერსა შორის ჩუენსა, გარნა შენ მოგვეც სიმხნე საცხოვრებელი და საღმრთოი, აღსრულებად ნებათა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ჩუენ-წილ ჰბრძოდე, უწყალოდ მბრძოლთა მათ ჩუენთა, იესუ ქრისტეს – ღმრთისა მშობელო, რომელნი ესე გესავთ, და ყოველთა ჭირთა და საფრხეთაგან იხსენ ქუეყანაი ესე, წილხვედრი შენი, რამეთუ შენ ხარ, უბიწოო, სასოი და წინამძღუარი ჩუენი.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაი ეკლესიისაი დღეს მიუდრეკელად, უზეშთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

განაძლიერე ეკლესიაი შენი, ქრისტე ღმერთო, რომელი აღაშენე ძალითა ჯუარისა შენისაითა, რომლითა არცხვინე ეშმაკსა, და უვნებელად დაგვიცევ ყოველთა მისთა მანქანებათაგან.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თვისად მორწმუნედ სისხლითა შენითა, ქრისტე, მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოი შენი უვნებელად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოვედით და შეუვრდეთ უფალსა, რაითა ჰყოს სიმტკიცითა მკლავისა თვისისაითა შურის-გებაი მაჭირვებელთა ზედა ქართველთასა, და შეურყეველად დაამტკიცოს ერი ჩუენი მართლმადიდებლობასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ნავთსაყუდელად ხსნისა გიცნობთ შენ მორწმუნენი, ქალწულო მარიამ, რომელმან შევ მაცხოვარი ჩუენ ყოველთაი გამოუთქუმელად, მისა მიმართ მეოხ გუეყავ, რაითა მიხსნეს განსაცდელთაგან.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა მათ ქრისტეს მოყუარეთა მხედრობათათვის.

რამეთუ არა მშვილდსა ჩუენსა ვესავთ, არცა მახვილმან ჩუენმან მაცხოვნნეს ჩუენ, უფალო, არამედ შენსა ყოვლად ძლიერსა შეწევნასა ვითხოვთ და ძალსა შენსა ზედა მსასოებელნი, მტერთა ზედა ჩუენთა აღვიჭურვით და სახელსა შენსა სარწმუნოდ ვხადით და ლმობიერად გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მართლმადიდებელთა შესავედრებელო უფალო, მოავლინე ისარნი შენნი და შეაძრწუნენ მტერნი ჩუენნი, გამოაბრწყინვენ ელვანი და განიოტენ იგინი, მოჰყავ ხელი შენი მაღლით, და დაამონენ იგინი, და ხელთა შინა მორწმუნესა შენსა მხედრობასა და ერსა მოეც, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: რომელი უკუნისამდე ჰგიე, მოწყალეო უფალო, შერისხენ წარმართთა, სამკვიდრებელთა შორის შენსა შემომავალთა, და შემამწიკულებელთა წმიდისა ეკლესიისა შენისათა, სდევნე მათ ნიავქარითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნე იგინი, აღავსე პირი მათი უპატიოებითა, რაითა სირცხვილეულ და კდემულ იქმნენ უკუნითი უკუნისამდე, და რცხვენოდეთ, და ძლიერებითა მსჯავრთა შენთაითა ამპარტავნებაი მათი შეიმუსროს და წმიდაი სახელი შენი იდიდებოდეს ჩუენ შორის, გულსმოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.  

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: რაითა უძლეველად და მძლედ ეგოს მარადის ქრისტეს მოძულეთა მტერთა ზედა, მართლმორწმუნე ერი და მხედრობაი ჩუენი, და მშვიდობაი და დიდებაი დაემკვიდროს ქუეყანასა შინა ჩუენსა, და ყოველთა ერთა შორის მართლმადიდებელთა. გულსმოდგინედ გევედრებით, უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: რაითა შეისმინოს ეკლესიათაგან წმიდათა თვისთა ოხრუაი და სულთქუმაი ერთმორწმუნეთა ჩუენთა, წინა-აღმდგომთა მტერთა მიერ დამონებულთა მონათა თვისთა, ჭირთა და ურვათა შინა თვისთა შენდამი მღაღადებელთა, აღმოიყვანე ხრწნილებისაგან ცხორებაი მათი. გულსმოდგინედ გევედრებით, უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამენ.

წარდგომაი, ხმაი 3

ვითარცა გესლი გუელისაი მოსწამლავს და მოაკუდინებს კაცსა, ეგრეთცა ჰაშიში, თრიაქი და ბანგი მოსწამლავს გულსა და სულსა კაცისასა, და მოაკუდინებს სიყუარულსა ღმრთისა და მოყუასისასა, ამისთვის ყოველთა ბოროტთა ამათ ვნებათაგან ღელვაგვემულნი (სახელები), შეიწყნარენ და თავი გუელისაი შეჰმუსრე, განმგმერელი მათი გესლითა ცოდვისაითა, რაითა გულისხმა-მოგებულნი განეშორნენ ბილწთა მათ ჩვეულებათა თვისთა, და გადიდებდენ შენ, სახიერო იესუ, ვითარცა ყოვლისმპყრობელსა მაცხოვარსა და მხსნელსა.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: რაჟამს წინაისწარმეტყუელმან იხილა საიდუმლოი დაფარული, განკვირვებულმან ღაღად-ყო: რამეთუ დასდევ წყალობით სიყუარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი მოეც ძეთა კაცთასა მომტევებელად ცოდვათა.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

არარაი არს ესრეთ საყუარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ თრიაქითა და ჰაშიშითა დაბანგვაი კაცისაი, გარნა შენ გამოიტაცე ხელთაგან მისთა (სახელი) და შთაუნერგე გულსა შინა მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

შენ, რომელმან განანათლენ კაცთა ნათესავი მოსლვითა შენითა, ქრისტე, და განსწმიდენ კიდენი ქუეყანისანი ჯუარითა, აწ, მეუფეო, დაიცევ მახლობელნი ჩუენნი (სახელები) მონებისაგან ბოროტისა, და განუღე კარი სარწმუნოებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარ არა შევძრწუნდეთ მხედველნი მემთვრალეთა და ბანგისაგან გაბრუებულთა, მხსნელო იესუ, ვერცავის ძალუძს რაი ხსნაი მათი თვინიერ შენსა, ამისთვის გევედრებით: ძალითა თვისითა შეაგონე, რაითა იჯმნენ ცოდვისაგან და შეუდგნენ ქრისტესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

საკვირველითა მით შეწევნითა შენითა განზრახვანი წარმართთანი განაქარვენ, ჰოი, შესავედრებელო ჭირვეულთაო ღმრთივ-მომადლებულო, და კუალად ძლიერნი და ბოროტნი მბრძოლნი ჩუენნი დაამხუენ, ქალწულო, და მზაკუვარებანი მათნი განაქიქენ.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ბნელისაგან ცოდვათაისა გიღაღადებენ შენ სულნი ჩუენნი, მრავალ-მოწყალეო ღმერთო, ნათლითა მით მიუაჩრდილებელითა განგუანათლენ და წარგვიმართენ სლვანი ჩუენნი, მახარობელო მშვიდობისაო.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ნათელი მოხუედ, ქრისტე, სოფლად, და ჰნათობ რაი აღმსარებელთა შენთა, აღანთე გულთა შინა უმეცართა და უძლურთასა (სახელები) საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა შეიყვარონ სიწმიდე და აღიძრნენ მსახურებად შენდა.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

მეუფეო ღმერთო, რომელი მოწყალებითა ჰრიდებ ერსა შენსა, და კუალადვე მოაქცევ შენდამი მწუხარებათა მიერ და განსაცდელთა, აწ დაიცევ მახლობელნი ჩუენნი (სახელები), მომკუდარნი ვნებათა მძლავრებისაგან და განაცხოველე სადიდებელად შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარ დასთრგუნე მტერობაი მთავრისა მის ბნელისაი და განანათლე სოფელი თვით მაღლით გამოჩინებულმან იესუ, მზემან სიმართლისამან, გარე-შეუწერელმან ღმერთმან, ეგრეთვე აწ დაამხუე მძლავრებაი კაცთა მათ უკეთურთა, განმხრწნელთა ერისა ჩუენისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

შეგვიწყალე, ქალწულო წმიდაო მარიამ, და ნუ მიმცემ ჩუენ ხელთა მძლავრთა მათ უკეთურთასა, რაითა არა ჰსთქუან ყოველთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი, და სამწყსოი შენი დაიფარე უბრძოლუელად.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მუცლად იღო იონა ვეშაპმან და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამ-დღე დაფლვისა შენისაი, რომელმანცა დაფლვაი თავს იდევ ჩუენვის, სახიერ, და ეტყოდა იგი მცველთა მათ: ჰოი, ცრუნო, წყალობაი თქუენი დაუტევეთ თქუენ დღეს.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

კლდესა ზედა აღაშენე ეკლესიაი და მას შინა წარმართნი შეკრიბენ რაი მგალობლად შენდა, წინააღმდგომნი ძალნი აღძრულ არიან განქარვებად ძალისა შენისა, ქრისტე, გარნა აწ გარე-შეზღუდენ ძალთა მიერ ზეცისათა.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

შენდა მოვივლტით, ქრისტე, განწირულთა სასოო, და გევედრებით: აწ მგელნი მტაცებელნი გარე-მოგვადგენ სიტყვიერთა ცხოვართა შენთა განხრწნად, გარნა შენ გვიხსენ და მოგვეც მწყემსნი და განმგენი სარწმუნონი და მართალნი, წინამძღურად სამწყსოთა თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ბელიარ დასითურთ თვისით მოაუძლურე, ქრისტე, ეგრეთცა ერი ჩუენი, ძილისა დახსნილებასა შინა შთავრდომილი, განაფრთხვე, და ყოველთა წარმწყმედელთა მათ საქმეთა ეშმაკისათა, დაფარულთა და საჩინოთა, სრულიად განაშორე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

შენ მხოლოი გვივი უხრწნელი საფარველი, ქალწულო, გარნა არა იციან ხელმწიფებაი შენი უღმრთოთა ერთა, რომელნი გვაჭირვებენ წილხვედრთა შენთა, არამედ შეჰსძრენ და შეაძრწუნენ იგინი, დედოფალო, და განგვარინე ყოველთა ძვირთა და განსაცდელთა.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.             

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                         

გუნდი: ამენ.                      

კონდაკი, ხმაი 4

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაი მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისაი, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.

მღდელმან:  მოხედენ. სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 7: უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

მუხლი: შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.        

გუნდი: ამენ.                        

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა. 

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან, ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თვისი პურსა, ნუ ქვაი მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროისღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდეს მას.

დიდებაი შენდა უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: რომელმან მრავალგზის მოეც ძლევაი მეფეთა ჩუენთა, ქრისტე, და ადიდე ეკლესიაი მართლმადიდებლობასა შინა, ეგრეთვე აწ შეიწირე ლოცვანი ჩუენნი და ეკლესიაი შენი დაიცევ შეუძრველად; მოანიჭე ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა; სიმტკიცე მორწმუნეთა და აღმაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა პეტრესა და პავლესითა; ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინა დაჭრილისა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.   

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამენ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ვცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა და არა დავიმარხეთ აწ, არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩუენ, გარნა ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად, მაღალო, მამათა ჩუენთა ღმერთო.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

რომელმან მრავლითა კაცთ-მოყუარებითა თვისითა არა ინებე დატევებაი კაცისაი ხელმწიფებასა ქუეშე ეშმაკისასა, მოწყალეო, დასასრულსა საუკუნეთასა წარწყმედად მიწევნულნი ღელვათაგან ცოდვათაისა (სახელები), იხსენ მხეცისაგან სულთა მომსრველისა.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დასცენ, უფალო, მტერნი ცხოველსმყოფელისა ჯუარისა შენისანი და ღმრთისმშობელისანი, და იხსენ ერი ჩუენი ბოროტისაგან და გარემომზღუდენ ყოვლისაგან სიბილწისა და საცთურისა, ვითარცა მხოლოი ქველისმოქმედ ხარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მხსნელო იესუ, უძლურ ყვენ ყოვლისა ბანგისა განმავრცელებელნი – ურწმუნონი და შემწენი ეშმაკისანი, და დააკუეთე იგინი, ხოლო ვინაი მოეგოს გულისხმასა, მსგავსად ნინეველთაისა, მარადის აქებდეს ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ვითარცა ზღუდე შეუძრუელი და დაურღუეველი, და გოდოლი შეურყეველი ხარი შენ ქრისტეანეთა ერთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა შენ გხადით, დედოფალო, რაითა გვიხსნნე ყოველთაგან ჭირთა, სენთა და სატანჯველთა.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონსა შინა, ქერაბინთა მიმსგავსებულნი სამსა წმიდასა გალობასა იტყოდეს: გაკურთხევთ შენ, გიგალობთ და აღგამაღლებთ ყოველთა ღმერთსა.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

აჰა, ლომებრ გუექადიან მტერნი ჩუენნი და გვაჭირვებენ, არამედ შენ დაამდაბლე სიმაღლე მათი და გვიხსენ უკეთურთა ბოროტისყოფისაგან, რაითა ცნან, ვითარმედ ერნი ვართ სამწყსოისა შენისა.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

თუალითა შენითა ყოვლისა მხედველითა მოიხილე გესლითა  დაბანგულთა და მარადის გონება-დახშულთა ზედა (სახელები). შეიწყალე და განჰკურნე აღურაცხელითა მოწყალებითა შენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაი ეკლესიისაი სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა, და მას შინა განაძლიერე ერი ჩუენი და მოანიჭე ძლევაი მბრძოლთა ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ღმრთისმშობელო, ყოვლად საგალობელო, შენ ყოველივე ძალგიძს, პირველ საუკუნისა ძისა შენისა თანა, ევედრე უკუე მას, ვითარცა მოწყალე დედაი, ხსნად ჩუენდა ყოველთა ურვათაგან.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ მხოლოო სანატრელ ხარ თესლებსა შორის, ქალწულო, რამეთუ გამოგვიბრწყინდა შენგან ნათელი მსხდომარეთა ბნელსა მას შინა, და განანათლნა სულნი ჩუენნი. ამისთვის ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ვითარცა ძუელ-ოდესმე ყოვლადძლიერითა მხედართმძღუანველობითა შენითა იხსენ სამეფოი ქალაქი მტერისაგან, ეგრეთვე აწ დაჰხსენ მზაკუვარებანი ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა, უბიწოო, და გვიხსენ შინა-განცემისაგან ანგართა მმართველთასა.

უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ჰოი, დედოფალო წმიდაო, ქრისტეს მტვირთუელო წიაღითა, მოგუფინე წყალობაი შენი, ვითარცა ღრუბელი ნათლისაი, და ახალნერგნი შვილნი ერისა ჩუენისანი განარინე ყოველთა ცნობის მიმხდელთა და წარწყმედელთა მათ ვნებათა და უკეთურებათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ზეცისა ძალთა, გუნდთა უხილავთა მიერ გარე-შეზღუდენ ვნებულნი ესე მონანი (სახელები) და უჩინო-ჰყუენ სასტიკი სნეულებაი იგი მათი, ქალწულო წმიდაო ღმრთისმშობელო, და კუალად განამტკიცე, რაითა დაიცვან მცნებანი ძისა შენისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ძალ და სიმტკიცე, მფარუელ და განმაძლიერებელ ექმენ ერსა შენსა, ქალწულო – წიაღითა მტვირთუელო ქრისტეს ღმრთისაო, და მოწყალე-ჰყავ იგი, რაითა დაგვიფაროს ღელვათა და ჭირთაგან, და გვიხსნნეს ცეცხლისა მისგან მერმისა მოსლუადისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს  მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

თვით მასწავე რაი, მხსნელო ჩუენო და მაცხოვარო, ლოცვად ესრეთ ღმრთივ ბრწყინვალედ ყოლადსამარადისოდ: `მამაო ჩუენო ზეცათაო, შეგვინდვენ და მოგვიტევენ თანანადებნი ჩუენნი, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა მას წინამდებარესა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისა მისგან ამპარტავანისა მტერისა, სულთა და ხორცთა ჩუენთა მომსრველისა, სოფლისმპყრობელისა, ბნელისა ბელიარისა~.

მაცხოვარო ჩუენო, სიტყუაო და ძალო მამისაო, შეგვიწყალენ და დააცხურე რისხუაი შენი ცოდვათათვის ჩუენთა, ქრისტე, და დაამხუე სილაღე ორგულთა და ანგართა, ფრიად მოაუძლურეს რაი საზეპუროი ერი ესე შენი მრავლსახეთა მიერ ვნებათაგან, და მიაგე მათ სასჯელი შენი სამართლად.

აწ ზარგანხდილ არიან და მთრთოლვარენი დედანი, და დანი და შვილნი საწყალობელთა მათ ვნებულთა, და ბანგითა და ჰაშიშითა გონებაწართმეულთა და აღიმსთობენ რაი შენდა მომართ, ყოვლად-ძლიერო იესუ, მხსნელო ჩუენო, ცრემლთა მდინარესა ამცვრევენ, და გევედრებიან მახლობელთა თვისთა კურნებასა და ვნებისა მისგან გათავისუფლებასა.

აჰა, აწ მრავალნი უღმრთონი და წარმართნი ექადიან ერსა შენსა, წმიდაო მარიამ, და განიზრახვენ რაი მისთვის ბოროტსა, ნუ მისცემ ხელთა მათსა, რაითა არა ჰსთქუან: სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუსთ სასოებაი, და სამწყსოსა შენსა მოეც კეთილდღეობა და მშვიდობაი, რაითა უვნებელად დაცულნი გმადლობდეთ შენ და ვადიდებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან ერი ესე ჩუენი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთ-მოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.     

გუნდი: ამენ.

სავედრებელი ლოცვა

 ჰოი, კაცთ-მოყუარეო უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო სულთა ჩუენთაო, რომელი წარწყმედულთა მოიძიებ და შეცთომილთა მოაქცევ, სნეულთა ჰკურნებ, მონანულთა შეიწყალებ, მკუდართა აღადგენ, და გლახაკთა ნუგეშინისცემ, აწ ჩუენცა გხადით მხსნელად ჭირთა და განსაცდელთა შინა, და გიღაღადებთ: მიითუალე სულთქუმაი და ვაებაი დედათა და დათაი, და პატიოსანთა მეუღლეთაი, ქმართა ზედა თვისთა მგოდებელთაი და ყრმათა შეჭირვებულთაი, და შენდამი აქა შევედრებულნი (სახელები) იხსენ მონებისაგან მომაკუდინებელისა მის ვნებისა და განჰკურნე საკვირველად, რაითა ვცნათ ყოველთა, ვითარმედ შენ ხარ ძალი ჩუენი და სიმტკიცე.

ჰოი, უფალო ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო იესუ ქრისტე, მტერნი და მოძულენი შენნი განძლიერდენ, და ზაკულებითა იღუწიან, რაითა ერიცა საუფლოი განხრწნან და გამოაჩინონ ერად ბნელისა, გარნა ჩუენ ვჰსასოებთ შენ ზედა და გევედრებით: მოგუმადლენ მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ყოველნი მოწყლულნი ვნებათა მძლავრებისაგან და ცოდვათა ბილწებითა წარტაცებულნი (სახელები) აღმოიტაცე სიღრმეთაგან წარწყმედისაითა და უბოძე ხსნაი სულისა და ხორცისაი. დაიფარე და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. დაიცევ, სახიერო უფალო, წმიდა ეკლესიაი ჩუენი და ყოველთა შვილთა მისთა კეთილად წარგვიმართე სლუაი გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა, რაითა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა შენსა, რამეთუ მეუფებაი შენი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. 

მღდელმან: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი.. აწდა…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

განტევებისა შემდგომი საგალობელი

უფალო იესუ ქრისტე, სიმტკიცეო და სასოებაო ჩუენო, ნუ მოიხსენებ ცოდვათა ჩუენთა და ნუცა უკუნ-იქცევი რისხვითა შენითა, არამედ წყალობითა მოხედენ ერსა ჩუენსა, და შეჰმუსრენ და დაამხუენ უღმრთონი იგი მზაკუვარნი, რომელნი განიზრახუენ შვილთა ჩუენთა წარწყმედასა თრიაქითა, ჰაშიშითა და ბანგითა, რაითა სცნან ყოველთა, ვითარმედ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ – ერნი შენნი – ყოვლადვე დაცულნი ძლიერებითა შენითა.

ყოვლადუბიწოო ღმრთისმშობელო დედოფალო მარიამ, დედაო იესუ ტკბილისაო, გუაკურთხენ ჩუენ, სარწმუნოებითა შევრდომილნი დედობრივსა მას შენსა მადლსა და შეწევნასა, და ღირს-მყუენ დაუსრულებელსა დიდებასა ძისა შენისასა. ამენ!

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა