წმიდანი 156 მოწამენი პალესტინაში

წმიდანი 156 მოწამენი: პელიოსი და ნილოსი – მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი (+დაახლ. 310) — 17 სექტემბერი – ძველი სტილით / 30 სექტემბერი – ახალი სტილით

✝ წმიდანი 156 მოწამენი: პელიოსი და ნილოსი – მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი (+დაახლ. 310)

17 სექტემბერი – ძველი სტილით / 30 სექტემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდანი ასორმოცდათექვსმეტი მოწამენი: პელიოსი და ნილოსი – მეგვიპტელი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ. მარტვილთა უმეტესობა ეგვიპტელი იყო, იყვნენ მათ შორის პალესტინელებიც. ისინი პალესტინის მმართველმა ფირმილიანემ შეიპყრო და სასტიკად აწამა: ნეტარებს თვალები დათხარეს, ფეხის ძარღვები დააჭრეს… ბოლოს ას მოწამეს თავი მოჰკვეთეს, დანარჩენები კი – დაწვეს.

✦ · ✦

წმიდანო ასორმოცდათექვსმეტნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.