fbpx
ხარლამპი

სავედრებელო პარაკლისი წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისა მაგნეზიის ეპისკოპოსისა მღდელი: კურთხეულ არს–ი და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან;…

Read More

ხარლამპი

23 თებერვალი. წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსი

23 თებერვალი. ცხოვრება და ღვაწლი წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპისა მაგნეზიის ეპოსკოპოსისა წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპი მოღვაწეობდა II საუკუნეში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წ.წ.) ზეობისას. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის ეპისკოპოსი გახლდათ. როცა იმპერატორმა წამოიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქრისტეს სიტყვის უზადო მქადაგებელი უშიშრად ქადაგებდა სახარებას და მრავალ შეცდომილ სულს აყენებდა ჭეშმარიტების გზაზე, ხოლო ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ ეღალატათ უფლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ გარეგნობაც კი ამ ხანდაზმული მღვდელმთავრისა (იგი მაშინ 113 წლისა გახლდათ) განამტკიცებდა მორწმუნეებს.   როდესაც ამ „იმპერიისათვის სახიფათო პერსონის“ შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს ამცნეს, მღვდელმთავრის ასაკს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ შეეპყროთ იგი. სამსჯავროზე წარდგომილმა წმინდა მღვდელმთავარმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა, და მტკიცედ აღიარა ქრისტე, ხოლო როდესაც მისი წამება ბრძანეს, ღაღადყო: „არა უწყი, თუ რა არს ჩემდა სარგო და საცხოვნებელი, ამიტომ გამცნობ, რომ ამქვეყნად არარა მიჩნს ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბეს, ასე რომ, აჰა, ჩემი მხცოვანი სხეული და ყველაზე უარეს სატანჯველთ მიეც!“…

Read More

სოლომონ 2

20 თებერვალი. წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

20 თებერვალი   წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)   წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა –…

Read More

საშინელი სამსჯავრო

ხორციელის კვირა – საშინელი სამსჯავრო

ხორციელის კვირა – საშინელი სამსჯავრო არქიმანდრიტი რაფაელი   სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ძმანო და დანო! უფალი, რომელმაც ერთხელ შექმნა სიცოცხლე, საშინელ სამსჯავროზე მტვერისა და ხრწნილებისაგან აღადგენს კაცობრიობას ადამიდან ვიდრე უკანასკნელ დღემდე. მართალნი…

Read More

დავით აღმაშენებელი

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა მღდელი: კურთხეულ არს-ი და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა. მეუფეო…

Read More

მეზვერე და ფარისეველი

სიტყვა კვირიაკესა მეზვერისა და ფარისევლისა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კვირიაკესა მეზვერისა და ფარისევლისა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას:  ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).   ორნი კაცნი შევიდნენ ტაძარსა შინა ლოცვად, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა…

Read More