პარაკლისი წმიდისა შიო კაიშაურისა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა ახალმოწამისა და აღმსარებლისა

შიო კაიშაურისა

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

გუნდი: ამინ.

მღდელი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 6

მოწამემან შენმან, შიომან, უფალო, ღვიაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელობისაი შენ მიერ ღმრთისა ჩუენისაისა, რამეთუ აქვნდა მას შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხუა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

დიდებაი… ტროპარი (იგივე); აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 5

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დღესასწაულობს ივერთა ეკლესიაი პატიოსანსა ხსენებასა შენსა, ყოველთა ახალმოწამეთა თანა, და შემოჰკრებს შვილთა თვისთა, რომელნი ადიდებენ ყოვლადქებულთა საქმეთა შენთა.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაი ქრისტემან ღმერთმან, ღირსად სანატრელო, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოითა, და მადლი გულისხმისყოფისაი უხუად მოგანიჭა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა სათნოი ღმრთისაი და სარწმუნოი, აბრაჰამისა მსგავსად მოღუაწე იყავ უცხოთა და გლახაკთა, ამისთვის პატივს გცემთ შენ, ნეტარო, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვის გევედრებით: განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო. საღმრთონი კარნი სინანულისანი.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოვლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოწოდებული მსახურებად ღმრთისა, ხელდასხმულ იქმენ მღდლად, მამაო, და განგაწესეს რაი სოფელსა შენსა, დაუცხრომელითა ქადაგებითა და ღვაწლითა აღაგზებდი ცეცხლსა სარწმუნოებისასა შორის სამწყსოისა შენისასა.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დააარსე რაი სამკითხველოი და სასწავლელი, აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, აღაგე ეკლესიაი დიდმოწამისა გიორგისაი, ჰოი, ღვაწლმრავალო მამაო, და აღადგინე დარღვეული ტაძარი მისვე წმიდისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

საღმრთოითა განგებულებითა წინამძღვრად განგაწესეს რაი ეკლესისიასა მას ფასანაურისასა, ვითარცა მწყემსი მღვიძარე, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და ყოველთა ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტესა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

ზეობასა მას ღმრთისმბრძოლთასა დიდი ჭირი და იწროებაი მოაწიეს რაი ეკლესიათა და მორწმუნეთა, მრავალნი იძულებითა განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა და სამღდელოთა სამოსელთა სცვლიდენ საეროსა ზედა, ხოლო შენ აღირჩიე რაი სრბაი იწროსა მას გზასა, ქრისტეს სიყუარულითა აღვსილი უშიშად ქადაგებდი და გამოსჩნდი სუეტად კეთილმსახურებისად. აწ ისწრაფე და განგუარინენ ჩუენ ყოვლისაგან ძვირისა, ცოდვისა და საცთურისა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უფლისაგან შენდა მომადლებულნი ნიჭნი განამრავლნე სიბრძნითა, და კუალად დააფუძნე რაი წიგნისმკითხველთათვის სასწავლელი, სამწყსოი შენი გამოზარდე სიტყვითა და სწავლითა საღმრთოითა.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხედვიდი რაი ბილწთა მათ ღმრთისმგმობთა განძლიერებასა ქუეყანასა შენსა, ვითარცა მწყემსი კეთილი, სამწყსოსა შენსა განაკრძალებდი ყოვლისაგან უსჯულოებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ცხორებაი შენი განამტკიცენ რაი კეთილმსახურებითა, ჰოი, მამაო, ყოვლად ბრძენო, განდიდნა სახელი შენი, ვითარცა წმიდისა მღდლისა და მქადაგებლისაი, და მრავალნი მოისწრაფდენ სმენად შენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყუდროი და მდაბალ იყავ შენ, ნეტარო, და ნათელნი ქადაგებათა შენთანი სახედ შარავანდედთა განჰფინენ რაი მთიულეთსა, განდიდნა სახელი შენი, ვითარცა წმიდისა მღდლისა და მქადაგებლისაი.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ვარსკულავი ბრწყინვალე, სათნოებითა მოტყინარე, გამოსჩნდი შენ, განმანათლებელო მამაო, და ჰყავ სული შენი, ნეტარო, მიმსაგავსებული ანგელოსთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოშურნე იყავ რაი მსახურებად ღმრთისა, მინდობილი ძალსა მისსა, უფროის განბრწყინდი შორის სამღდელოთა, განანათლე რაი ერი შენი ღუაწლითა თვისითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთ-მოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალეო უფალო.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას დევნულებათა შინა ყოვლისავე საქმისა საღმრთოისა და ქართულისა, გამოსჩნდი ნუგეშად სამწყსოისა შენისა, და იღწვოდი, რაითა აღორძინდეს ყოვლითავე სულიერითა კეთილითა.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხედვიდი რაი საღმრთოისა სიყუარულისა განძარცვასა ერსა შორის შენსა, განხურდი ქრისტეს სიყუარულითა, და დღითიდღე იღუწიდი სადიდებელად მისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გიხილეს რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალი განსაცდელი შეგამთხვიეს შენ უღმრთოთა მათ მთავართა, გარნა ვერა შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე-რაი ჯუარსა ზედა ძე შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ. გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.           

კონდაკი (იბაკო), ხმაი 2

ვითარცა მწყემსი მღვიძარე, იღუწიდი რაი სამწყსოთა შენთა კეთილად, გამოჰზარდენ მრავალნი სწავლითა შენითა და განარინენ უსჯულოებასა და ცოდვასა, აწ ჩუენთვისცა ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, რაითა მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი და დაგვიცვას ყოველთა ვნებათა და განსაცდელთაგან.

იკოსი

სიწმიდითა გულისაითა იქმენ რაი სამკვიდრებელ სულისა წმიდისა, სურნელებაი ლოცვათა შენთაი, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ, მამაო, და აწ მადლითა მით რომელ გაქუს მისა მიმართ, მღდელმოწამეო შიო, გვითხოვე ხსნაი ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისაგან ბოროტისა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან:  მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება მათესი თ. 10

რქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა შიო მღდლისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ბრწყინვალედ შეამკვე ივერთა ეკლესიაი საღმრთოითა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა თავს ისხენ ქრისტესთვის, წმიდაო შიო მღდელო, და ქუეყანაი შენი განაშუენე მარტვილებრივითა ღუაწლითა, აწ ვითარცა მღდელმოწამემან გვითხოვე უფლისაგან შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, მტერთა ზედა, სიმტკიცე მორწმუნეთა და წყალობაი მოსავთა შენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაითა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისა და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდისა ახალმოწამისა შიო მღდლისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარე ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ოდეს განზრახვაი განცოფებულთაი ქრისტეს ეკლესიისათვის მძვინვარედ ბორგდა, სახე ექმენ ყოველთა, ვითარცა მობაძავი მაცხოვრისა, უშიშად ქადაგებდი რაი მაცხოვნებელთა სწავლათა მისთა და მრავალთა აღსძარცვიდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა..

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განმზადე რაი თავი თვისი განსაცდელთა მიმართ, ნეტარო, მწყემსობითა მოციქულებრითა მართალაღსარებასა ზედა ჰგიებდი შეუძრველად, და სიმდაბლითა იტვირთავდი ყოველსა შეურაცხებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ძეგლ იყავ ღმრთისმსახურებისაი და საფუძველ მტკიცე მართლმადიდებლობისაი, და ნავთსაყუდელად მორწმუნეთა იწოდე, ღირსო, და შეუძრველ სუეტად ეკლესიისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზე იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: `ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე~.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ბრძენმან მამამან და მწყემსმან კეთილმან სიმხნითა დაითმინე მოკუდინებაი ძისა შენისაი და წარტაცებაი ქონებისაი, და არცაღა დაუტევე სამწყსოი შენი გარეშე ქრისტეს ეკლესიისა.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გიხილეს რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, შეგიპყრეს შენ უღმრთოთა მათ და შეგსვეს რაი დილეგსა, ვერცაღა განაქარვეს მგზებარებაი შენი, და მოგაკვდინეს სიყუარულისათვის ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გულისხმა-ყავ რაი აღსასრული შენი, მამაო, შეჰვედრე სამწყსოი და მერმე სული თვისი უფალსა, და წარგიძღუა ანგელოზთა გუნდი, და აღგიყვანა წინაშე საყდარსა მისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაი და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმა-მაღლად გიგალობთ შენ.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ესაია, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძე დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პატივი სიწმიდისაი არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ყოვლად ღირსო, და შრომათა მათ შენთათვის, რომელნი თავს-ისხენ ღმრთისათვის და ერისა, შეგრაცხეს დასსა მას წმიდათასა.

წმიდაო მღდელმოწამეო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საქმენი შენნი, აღმსარებელო მამაო, არცაღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, რამეთუ წინა-გვიძს ჩუენ სიმხნენი ღუაწლთა მათ შენთანი და ჭეშმარიტი მარტვილობაი შენი წამეს ქართველთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ეჰა, ვითარნი ღუაწლნი აჩუენე ქრისტეს სამწყსოსათვის, რამეთუ უმეცრებისა ბნელითა დანთქმულთა უძღოდი სლვად გზასა მას ჭეშმარიტსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, რაითა ყოველთა უკეთურთა გზათაგან მოგუაქციოს და გვიხსნეს მერმეთა მათ სატანჯველთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ჰოი, აღმსარებელო მამაო ჩუენო, ახალმოწამეო შიო მღდელო, არა მხოლოი მკვიდრ ხარ შენ ზეცისაი, არამედ მლოცველი და მსწრაფლშემწე, და ყოვლად ძლიერი მფარველი მრავალჭირნახულისა ერისა ჩუენისა, ამისთვის აღგძრავთ შენ მეოხებად ღმრთისა მიმართ, წმიდაო, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და ძალი, სიბრძნე, და ერთსულოვნებაი მოჰმადლოს ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეულსა ერსა ქართველთასა.

ხატ იყავ რაი სიმშვიდისაი და სახე მოღვაწებისაი, ჰოი, მთავარხუცესო და მოძღვართმოძღვარო მამაო, მარადის ხვიდოდი გზასა მას ფრიად საჭირველსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, რომელსაცა ევედრე აწ, განგვიმრავლოს ერის-მძღუარნი და მამანი – ბრძენნი და სულიერნი, რაითა ჯერისაებრ უწინამძღვრონ ერსა ჩუენსა და ყოვლითურთ განწმენდილი და განათლებული მიუძღუნან ღმერთსა.

ზეობასა მას უღმრთოთასა დასდევ თავი შენი ქრისტესთვის და ცხოვართათვის მისთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, და თანა-ზიარ და მემკვიდრე იქმენ რაი საღმრთოისა დიდებისა მისისა, აწ მარტვილებრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე ყოვლადუბიწოსა დედასა მისსა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს ყოვლადწმიდასა საფარველსა თვისსა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.        

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ქრისტეს აღმსარებელო და თავისა თვისისა მისთვის შემწირველო ღვაწლმრავალო მამაო შიო, გლახაკთა და უპოვართა ნუგეშინისმცემელო და ქურივთა და ობოლთა გამომზრდელო; უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო; მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო, და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნიჭებელო!

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო, და მღდელმოწამეო შიო, რომელსაცა მოგიღებიეს მადლი შეწევნისაი ღმრთისაგან, აწ მტერთა მიერ ძლეულნი და ბოროტად ვნებულნი და მრავალთა განსაცდელთაგან გარე-შეცულნი შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაიცვას ერი ჩუენი მტერისა საფრხისა და ძმათა მტერობისაგან, და წმიდასა მართლმადიდებელსა ეკლესიასა შინა თვისსა განამტკიცოს სული მართლისა სარწმუნოებისაი და ღმრთისმოსაობისაი, მღდელთა მისთა მიანიჭოს მოშურნეობაი და მზრუნველობაი საცხოვნებელად სამწყსოთა თვისთა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი. მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე, მამაი ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ქრისტესთვის სისხლდათხეულო და  მოწამებრივითა სისხლითა განშუენებულო წმიდაო ახალმოწამეო შიო მღდელო, მარტვილებრივითა კადნიერებითა მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაი, სიმართლისმოყუარებაი, მრავალშვილიანობაი, და ქურივ-ობოლთა შეწყალებაი. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა შიო კაიშაურისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატის მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ხმაი 4

მწყემსო კეთილო ქრისტეს სამწყსოისაო, ღმერთშემოსილო, წმიდაო მღდელმოწამეო შიო კაიშაურო, თაყუანის-ვჰსცემთ ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით, რომელსა მოგენიჭა ღმრთისაგან კადნიერებაი მეოხებად ცოდვილთა, აწ ისწრაფე, და დაგვიფარე ყოველთაგან ვნებათა და ეშმაკთა საცთურთაგან, რაითა ღირს-ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა, და შენთანა ვადიდებდეთ უკუნისამდე ყოვლად-წმიდასა სამებასა.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა შიო მღდლისაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა