ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი (IV) — 16 ივლისი – ძველი სტილით / 29 ივლისი – ახალი სტილით

✝ წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი (IV)

16 ივლისი – ძველი სტილით / 29 ივლისი – ახალი სტილით

✦ · ✦
წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ – წმიდა

პლატონმა (ხს. 18 ნოემბერს) მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე

ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა

მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს

დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით… მოწამის ლოცვით მრავალი

სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.

ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე – მხედარი კვირიაკე შეძრა წმიდა

მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი

სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმიდა მოწამეები გვერდიგვერდ

დაკრძალეს.

✦ · ✦