აშოტ კურაპალატი

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოწამისა მეფისა აშოტ კურაპალატისა.

პარაკლისი წმიდისა მოწამისა მეფისა აშოტ კურაპალატისა

მღდელი:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მკითხველი: ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

 მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

უშიშ იყავ, ვითარცა უხორცოი, და მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, ბრძოდი რაი ურიცხუთა მტერთა მცირედითა მით ლაშქრითა, განიოტნე აგარისა ნათესავნი და აღადგინე სამეფოი ქართლისაი, ხოლო მოიკალ რაი ხელითა ორგულთაითა, ვითარცა მსხვერპლი შეიწირე წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა, წმიდაო მეფეო აშოტ, ყოვლისაგან ჭირისა და მზაკუვარებათაგან ბოროტისა.

დიდებაი… ტროპარი (იგივე)  აწდა…

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 4 გუერდი

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქებით შეგამკობთ შენ, მხნეო მეფეო, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა წარმწყმედელთა მათ გზათაგან განგვარინნეს და წარგვიძეღუს გზასა მას უცთომელსა, ზეცად აღმყვანებელსა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძირთაგან ღმრთისმსახურთა მათ ბაგრატოვანთა მთავართაგან აღმოსცენდი და გამოცდილი მხედრობითსა წყობასა და კუეთებასა, ახოვნად წინა-აღუდეგ და ბრძოდი მხდომთა მათ უსჯულოთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უშიშ იყავ, ვითარცა უხორცოი, და ბრძოლათა შინა ფიცხელთა ტფილისი და ბარდავი წარუღე მტერსა, აწ ჩუენცა მოგვეც სიბრძნეი, სიმხნეი და ძალი დაცვად სამშობლო ქუეყანისა ჩუენისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოისაო, განმიხვენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიხსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განძლიერდენ უსჯულონი და იწყეს რაი ძიებაი შენი, ივლტოდი საბერძნეთად, გარნა გეწივნეს სარკინოზნი ჯავახეთსა და შეგეწია რაი ღმერთი, მოსცა ძლევაი კნინსა ლაშქარსა შენსა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მიიწივნე რაი აოხრებულსა მას ხევსა შავშეთისასა, სიხარულითა შეგიწყნარეს მუნ დაშთომილთა, და დაემკვიდრე რაი, წმიდაო აშოტ, განამრავლე დაბანი და სოფელნი, და ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, კეთილად იღუწიდი სამწყსოთა შენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კლარჯეთისა ტყეთა შინა პოვე ციხეი გორგასლისაი არტანუჯი, დაერღვია რაი უსჯულოსა მას მურვან ყრუსა, და განაახლე, სანატრელო, და აღაშენე ქალაქი ქუეშე მისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დასჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დასჯისა მიხსენ და მაცხოვნე მე.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…   

 

წარდგომაი, ხმაი 4.

გამოსჩნდი რაი სუეტად კეთილმსახურებისად და მფარველად ეკლესიისა, მარადღე იღუწიდი მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა, და კუალად აღძარ იგინი მსახურებად ღმრთისა, მეფისა და მამულისა, და სისხლი შენი დაათხიეს რაი ქუეყანასა ზედა ორგულთა, ვითარცა სისხლი აბელ მართლისაი, ზეცისა მხედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ ქრისტესა ღმერთსა, და აწ მის თანა ჰსუფევ სასუფეველსა.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღაგე რაი ეკლესიაი თავთა მათ მოციქულთაი ციხესა მას შინა არტანუჯისასა, დაემკვიდრე მუნ სახლობითა და ჰყავ სამფლობელოდ ხელმწიფეთა მათ დავითიან-ბაგრატოვანთა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგანიჭა ღმერთმან ძლიერებაი და გახელმწიფა რაი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა, განამტკიცა მეფობაი შენი ნებითა ბერძენთა მეფისაითა, რომლისა მიერ მოგეცა პატივი კურაპალატობისაი.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამო ძლევისა მომღებელმან სარკინოზთა ზედა დაიცევ ერი შენი მძვინვარეთა მხდომთაგან, აწ ჩუენცა გვექმენ საფარველად ურვათა და ხდომათა შინა მტერისათა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზეი სიმართლისაი, მარადის ქალწულო.  

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი:  განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაიდგ რაი სასანთლესა ზედა მაღალსა, განანათლე შენდა რწმუნებული ერი, ქრისტეის მოსახელეი, აწცა კარნი წყალობისანი განგვიხუენ ჩუენ ლოცვითა შენითა, მეფეო აშოტ, გევედრებით.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გეუწყა რაი, ნეტარო, ღუაწლი ხანძთელისა მის ბერისაი, გულისხმა-ყავ მადლი ღირსებისა მისისაი, და სურვიელ იყავ ხილვასა მისსა. აწ ჩუენცა მოგუმადლე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იწვიე რაი ნეტარი გრიგოლ არტანუჯსა, სიმდაბლითა მიეგებე წინა, და იხილე რაი ბრწყინვალებაი პირისა მისისაი, ვითარცა მოსე წინისწარმეტყუელისაი, შეიწყნარე სიყუარულითა და პატივითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაითა გარდამოგვივლინოს სიმრავლეი მოწყალებათაი, ვითარცა გაქუს კადნიერებაი.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარუდგინე რაი სამნი ძენი თვისნი ბერსა მას მოღუაწესა, დალოცა სიყუარულითა და შეავედრა ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრენით აწ ერთობითა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ საბრხეთაგან ეშმაკისაითა და მზაკუარებათაგან კაცთაისა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეიმოსე მოწყალებაი, მეფეო, და ნეტარსა მას გრიგოლის შესწირნე შატბერდისა სანახებნი აგარაკად ხანძთისა, ხოლო ძეთა შენთა დიდი საუნჯეი გაიღეს კლარჯეთისა სავანეთა აღსაორძინებლად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოიხსენა რაი ძირ-გუარობაი შენი, მეფეო, უფლისა მიერ ცხებულისა შვილად აღგიარა შენ, გრიგოლ – კაცმან ზეცისამან და ქუეყანისა ანგელოზმან, და განათლებული ხედვიდა რაი მომავალთა, უკუნისამდე მეფობისა დამკვიდრებაი აღუთქვა ნათესავსა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაითა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…   

 

კონდაკი

უნათლეს მზისა გამობრწყინდი რაი ჟამთა მათ სარკინოზთა ზეობისასა, ბრძოდი მათ საღმრთოითა მოშურნეობითა, და აღადგინე რაი დაქცეული ტაოი და კლარჯეთი თანადგომითა გრიგოლ ხანძთელისაითა, დაუდევ ლოდი საკიდური ახლად შენებასა ქუეყანისა ჩუენისასა, და განავრცე  რაი „სამეფოი ქართლისაი“, დასთხიე სისხლი შენი სჯულისათვის და მამულისა, და წარსდეგ რა წინაშე ღმრთისა, წმიდაო მეფეო აშოტ,  მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაი, და მეოხ ხარ ჩუენთვის წინაშე ღმრთისა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარება იოანესი

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ყოვლად ქებულისა მეფისა და წმიდისა მოწამისა აშოტ კურაპალატისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: განათლდების ივერთა ეკლესიაი ღუაწლითა შენითა და ვიხარებთ აწ კრებული მორწმუნეთაი და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოანიჭოს ქუეყანასა მშვიდობაი, ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა,  ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასი და მოწამეთა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა; წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასლანისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკისა, ეფთვიმისა და გიორგისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა და წმიდისა მოწამისა მეფისა აშოტ კურაპალატისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                            

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ფრიად გაცთუნებდა რაი ეშმაკი ტრფიალებისაი, ხორციელად ძლიერი ეგე ხელმწიფეი დაემორჩილე სულითა ძლიერთა მონაზონთა და განერე სულისა განმხრწნელსა მას ცოდვასა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეგზღუდა რაი წმიდამან გრიგოლ სწავლითა საღმრთოითა, გულსთქუმასა ხორცთა შენთასა აღვირასხენ და ძლევანი ყოვლად-დიდებულნი წარმართენ მის მიერ ახოვან-ქმნილმან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ შენ, ყოვლად სანატრელო მეფეო, რაითა მომმადლოს მე სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, ვითარცა შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროისა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ქალწულო.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი მოყუარულ ღმრთისა და მამულისა, გეწადა სარკინოზთა სრულიად განხდაი და აღორძინებაი ქართლისაი, აწ ჩუენთვისცა იმეოხე წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლდეს ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაითა ზრუნვიდენ ერისა ჩუენისათვის და დაიცვან სამწყსოი და ეკლესიაი ყოვლისაგან ბოროტისა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ფრიად აჭირვებდი რაი უსჯულოთა, მოვიდა ხალილ არაბი და ქართლი და ჰერეთი დაიპყრა, ხოლო შენ განხვედ შეკრებად ლაშქრისა და დაგესხნეს რაი სარკინოზნი ფარულად, მიისწრაფე ხევსა ნიგალისასა, არამედ წინა-უსწრეს ორგულთა მათ სპასა შენსა და შეივლტოდი რაი ეკლესიად, დაგკლეს, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხეველისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ქრისტემან ჯუარსა ზედა მიიღო ლახურისა მიერ წყლულებაი, ეგრეთვე შენცა მიეცი ხელსა მას ორგულთა კაცთასა, რომელნი-იგი მკლველ იქმნნეს იუდაისა მსგავსად შენ, მეფისა თვისისა, და განგმირეს რაი მისთვის ლახურითა, წმიდაი სისხლი შენი, მამულისათვის დათხეული, საჩინოდ სახილველ იყო მრავლსა ჟამსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაი და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშვიდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეის ცათა  საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს  ხარ, გადიდებენ შენ.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოიკალ რაი ხელითა ორგულთაითა, ზეცისა მხედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ ქრისტესა ღმერთსა, აწ ითხოვე მისგან მვედრებელთა შენთათვის გამოხსნაი ღელვათაგან მძვინვარეთა, რომელთა აღგვიძრავს მტერი იგი მოშურნეი, და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა.

წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ესმა რაი საქმეი ესე საზარელი ერსა შენსა, დევნაი უყვეს მკლველთა და მოსრნეს რაი ყოველნი, დაგკრძალეს ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა შინა, აწ დარღვეულსა უსჯულოთა მიერ, რამეთუ ტაო-კლარჯეთიცა არს ხელთა შინა მათსა, გარნა მეოხ გუეყავ ღმრთისა მიმართ, რათა ღირს გვყოს მას ზედა კუალად ქართველთა დავანებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აუწყეს რაი წმიდასა გრიგოლს სიკუდილი აშოტ კურაპალატისაი, გოდებდა მიცვალებისათვის დიდისა მის ხელმწიფისა და ნუგეშინის-სცემდა შვილთა მისთა და აკურთხევდა, რაითა უფალმა დაიცვნეს დღეგრძელებითა კეთილსა მას შინა ღმრთისმსახურებასა, ხოლო მათ აღაშენეს შატბერდისა მონასტერი სადიდებელად ღმრთისა და საცხოვნებელად ღმრთივცხებულისა მის მამისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთვისცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიხსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და აღმრაცხე მარჯვენითთა ცხოვართა თანა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელმა აკმიოს; წიგნისმკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ჰოი, დიდებული სიმხნეი შენი, კეთილმორწმუნეო მეფეო აშოტ, ახოვნებაი სულისაი და სიმტკიცეი გონებისაი და დიდ-სულობაი ყოველსა შინა, სიწრფოებაი გულისაი და წყურილი მამულის დაცვისაი და ერის აღორძინებისაი, რაისთვისცა ზეცათა შინა მიიღე გვირგვინი დიდებისაი და მადლი ჭირთაგან ხსნისაი და უძლურთა კურნებისაი.

ელვარებაი ღუაწლისა შენისაი, და მცხინვარებაი სიმხნეთაი ცისკროვან-ჰყოფს გულსა ჩუენსა და შენთანა ვევედრებით მამასა გრიგოლს – მოძღუარსა და თანაგამკაფველსა ყოველთა გზათა და საქმეთა შენთა: გაქუთ რაი შუა-მდგომელობაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიეთ მამობრივითა კადნიერებითა, რაითა მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაი.

ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო დიდო ხელმწიფეო, შენდამი სარწმუნოებითა მოლტოლვილნი შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს მამული ჩუენი – საქართველო – პირველსავე დიდებასა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ ღმრთისმბრძოლთა  ნათესავთაგან, და არცა მიმძლავრებულ უსამართლოთა  და უმსჯავროთა ხელისუფალთაგან.

ჰოი, საჩინოო, ბრძენ-მხნეო, მეფეო ბრწყინვალეო, აგარიანთა მრავალ ღონენი დააცხრვენ რაი ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, იქმენ შენ წინამორბედ და გზათა გამკვალავ წმიდისა მეფისა ჩუენისა დავითისა, აღმაშენებელად წოდებულისა, აწცა მეოხ-გუეყვენით ჩუენ ღმრთისა მიმართ, განაბრძვნოს მთავარნი და განმგენი ჩუენნი, რაითა არა განმცემელ ექმნენ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და საზღვარნი საქართველოისანი მოჰკრძალონ ოხითა ღმრთისმშობელისაითა.

ჰოი, ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, ახოვანო მეფეო ჩუენო და მოწამეო აშოტ კურაპალატო, განწმედილ იქმენ რაი ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა, იქმენ  ეკლესიათა სიმტკიცედ და ზღუდედ ქრისტიანობისა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, გარე-წარაქციოს ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და დაგვიცვას ზედა დასხმისაგან მტერთაისა და შინა-განცემისაგან ძმათაისა.

ჰოი, ღუაწლით შემოსილო მეფეო აშოტ, ვითარცა ძველად აჩუენე საკვირველი მფარველობაი ერსა შენსა, ეგრეთცა შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამ ღმრთისმშობელსა, თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვდომილთა თვისთა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და წინაპართა ჩუენთა წესისაებრ მარადის ვმსახურებდეთ და სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.   უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი:  რამეთუ შენი არს სუფევაი…    

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                         

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                  

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.       

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                 

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…   

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, მართლმადიდებლობისა სუეტო საღმრთოო და შეურყეველო გოდოლო ეკლესიისაო, კეთილმსახურო მეფეო ჩუენო აშოტ კურაპალატო! მეფეთა სიმტკიცეო და დიდებაო მთავართაო; მღდელთა და მონაზონთა პატივისმცემელო და  სიქადულო მხედართაო;  გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ღმრთისმშობლისაო!

ჰოი, მეფეო ჩუენო ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, წმიდაო აშოტ! რომელსა მოგიღიეს მადლი ზეგარდამოი ქრისტეის მიერ, მოგვიხსენე წინაშე მისა, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ძმათა მტერობისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რომელიცა განიპოხა სისხლითა შენითა, და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინოს ნათესავთაგან შენთა ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ქრისტეისთვის და მამულისა სისხლდათხეულო, და გვირგვინითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაითა განდიდებულო, წმიდაო აშოტ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი,  რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს.                    

 გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,  

ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მეფისა ჩუენისა, აშოტ დიდისა კურაპალატისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოვლითა ძალითა ბრძოდი რაი მტერთა და მხდომთა ერისა შენისათა, საქმენი შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განჰბრწყინდა, და განათლდა რაი ქრისტეს ეკლესიაი განშუენებული ღუაწლითა შენითა, ჰოი, ახოვანო მეფეო ჩუენო და მოწამეო აშოტ, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა, და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ქრისტეისმოყუარეთა ერთასა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნო ჩუენ და დაგვიფარო გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა და სურვილითა ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა მოწამისა მეფისა აშოტ კურაპალატისაისა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა