სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა ათანასედიდისა
ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მღდელი: კურთხეულარს-ი
დაუკეთუერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუშენიარსსუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა და საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღდელთმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისაითა სირცხვილეულ-ყავ არიოზ, ღირსო მამო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
ჰბრწყინევდი რაი ხედვათა მიერ მაღალთა, ყოვლად ნეტარო, იქმენ მნათობ ეკლესიისაი უბრწყინვალეს მზისა, და შვილნი მისნი განგვანათლენ მართლითა სარწმუნოებითა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
ბაგეთა შენთა მიერ წყაროი მადლისაი დიოდა რაი თაფლისა უტკბილესი, მდიდრად აღმოაცენენ საღმრთონი მოძღურებანი, და ქრისტეს ეკლესიითგან განხადე ბნელი წვალებათაი.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა
სამებისა ერთარსებაი მართლმადიდებლობით ასწავე რაი სოფელსა, იქმენ კანონ მღდელთმოძღუართა წესითა საღმრთოითა, მამაო, და მოგუფენ მადლსა მას სწავლათა შენთასა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
ბუნებისა უაღრესთა კეთილთა მომატყუებელად ექმენ ქუეყანისათა, ღმრთისმშობელო, და გამოსჩნდი დედად ქრისტეის ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაითა შეგვიწყალნეს, და გვიხსნეს მოწევნადთა ძვირთაგან.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი ყოვლით ძლით მათით, სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
სიყრმითგან განსუენებულ იქმნა შენ ზედა მადლი ღმრთეებისაი, და სარკმლითგან გიხილათ რაი ყრმანი უმანკონი ალექსანდრიის პატრიარქმან, გალობდით წესითა საეკლესიოითა, და ნათელს სცემდი ყრმათა მათ, მსგავსად ეპისკოპოსისა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
რჩეულებაი შენი გულისხმაყო წმიდამან პატრიარქმან, და სცხო რაი მირონი ნათელღებულთა მათ ყრმათა, სიწმიდითა აღზრდაი შენი უბრძანა მშობელთა შენთა, და განგსწავლეს წმიდასა წერილსა და საღმრთოთა მეცნიერებათა შინა.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა
სიმხნით დაშრიტე სიჭაბუკითგან სახუმილი ვნებათაი, ღმერთშემოსილო ათანასე, და უდაბნოსა შინა მსახურებდი რაი წმიდასა ანტონი დიდსა, მის მიერცა განისწავლე, ნეტარო, და განაბრწყინე ქუეყანაი ნათლითა მით ღუაწლთა შენთაითა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
მახვილი ედემისა მცველი გზა-მცემს მე, ქალწულო, და ბჭენი სამოთხისანი განმეხუმიან ქრისტეს ღმრთისა აღდგომითა და გიღაღადებ შენ – უთესლოდ მშობელსა მისსა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცაგევედრებითღმრთივდაცულისაერისაჩუენისადამეუფებისამისისათვის (ქრისტეისმოყუარისამთავრობისადამხედრობისამისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცაგევედრებითუწმიდესისადაუნეტარესისა, სრულიადსაქართველოსკათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსისადაბიჭვინთისადაცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტისა, დიდისამეუფისა, მამისაჩუენისაილიასათვის, დაყოვლადუსამღდელოესისა (აქამოიხსენეთადგილობრივიმღდელთმთავარი), დაყოველთაქრისტეისმიერძმათაჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცავევედრნეთუფალსაღმერთსაჩუენსა, რაითაშეიწყალნეს… (აქამოიხსენეთსახელდებითისინი, ვისთვისაცევედრებითღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნიდაწელნიცხორებისამათისანიდაიხსნენიგინი, უფალო, ყოვლისაგანჭირისა, რისხვისადაიწროებისა, დაყოვლისაგანწყლულებისასულისადახორცთაისადამიუტევენმათყოველიშეცოდებანიმათნი, ნებსითნიდაუნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცაგევედრებითყოველთაძმათადაყოველთაქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 4
სიტყუათა შენთა სამკაულნი, ბრძენო, უფროის მარგარიტთა და თუალთაისა შეამკობს ქრისტეს ეკლესიასა, რომელსა შინა ძნიად მისაწდომელნი იგი საქმენი დაფარულნი, და იგავნი საღმრთონი სიბრძნითა განჰმარტენ რაი ყოველთათვის საცნაურად, აწ მოძღურებათა შენთა სიმდიდრეი განგვანათლებს და აღგვაორძინებს მაღლითა ღმრთისმეტყველებითა, და აღგვძრავს ხსენებად ღუაწლისა შენისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა ყოველი სასოებაი დაგვიძს შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოითა ვედრებითა შენითა.
გალობაი 4, უფალომესმასა
ძლისპირი: რაჟამს ესმა მოსლვაი შენი წინაისწარმეტყუელსა, ქრისტე, განკვირვებით ღაღად-ყო: მესმა მე სმენაი შენი, უფალო, რამეთუ მოხვედ ქუეყანად, რაითა აცხოვნო ცხებულნი შენნი.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
იყავ მართალ და უმანკოი, და განიწმიდენ რაი ყოველნი საცნობელნი შენნი ტრფიალებითა სიბრძნისაითა, მიგგუარეს წმიდასა პატრიარქსა ალექსანდრეს, და მოგანიჭა პატივი დიაკონობისაი.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
გამოიძიე რაი სიღრმეი წერილთაი ღმრთისმეტყველითა გონებითა, მოშურნეი იქმენ მართლმადიდებლობისაი და ამხილებდი მწვალებელთა საცთურსა, აწ ჩუენცა წარგვიმართე გზასა ჭეშმარიტსა.
დიდებამამასადაძესადაწმიდასასულსა
უწყოდი შენ უკეთურებაი არიოზისი, ნეტარო, ეგულებოდა რაი ზაკუვით შესლვაი ეკლესიად და აღძრვაი წვალებისაი, და აყენებდი პატრეარქსა შეწყნარებად მისა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
ყოვლად წმიდაო ქალწულო, მირონისა მის საღმრთოისა ჭურო პატიოსანო, აწ მეცა ღირს მყავ ყნოსად სურნელებისაგან მისისა, და მოძაგებად მწიკულისა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელი-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშუა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
იქმენ რაი მცნობელ საიდუმლოთა ზეცისათა და სამკვიდრებელ სიბრძნისა საღმრთოისა, ვითარცა თანა-შემწემან პატრიარქისამან, პირველსა მას კრებასა მამათასა დაუსაბამოისა მამისა ძეი ხმამაღლად ჰქადაგე, თანაარსად და თანასწორად მამისა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
წყაროი უკუდავებისაი დიოდა რაი პირით შენით, ჰოი, უკუდავებისა სეხნაო ათანასე, გაკურთხეს ხუცეს-მონაზონად, და ღმრთივბრწყინვალეთა მოძღურებათა და სწავლათა მიერ, ვითარცა მაღნიტი მოიზიდევდი შეცდომილთა.
დიდებამამასადაძესადაწმიდასასულსა
ღმრთისმსახურებისა მოძღურებანი დაჰნერგენ, ღირსო, და განამრავლე რაი თესლი წმიდაი სარწმუნოებისაი, არიოზ ბორგნეული მოძღურებათა შენთა მიერ ქრისტეის ძალითა დაამხუ და ეკლესიითგან განხადე უღმრთოებითა განმრყვნელი სარწმუნოებისაი.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
ჰოი, მარიამ, ყოვლად კურთხეულო დედოფალო, საყოფელო წმიდაო ღმრთისა დიდებისაო, ცათა შინა მკვიდრობისა და ცხორებისა სამარადისოისა დამკვიდრებად ღირს მყავ მე, მონაი და მოსავი შენი, და მადიდებელი შენგან შობილისაი.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა, ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა, სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
სავსეი საღმრთოითა მით სიბრძნითა აღრჩეულ იქმენ პატრიარქად ალექსანდრიისა, და სჯულიერად წინააღუდგებოდი რაი არიანელთა მღდელთმთავართა, ყოვლითა ღონითა გბრძოდენ, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ ცილსა, ვითარცა უღირსსა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
ურიცხუნი ჭირნი და გრძელნი ექსორიობანი თავს-იდევ, ღმერთშემოსილო მამაო, და ყოვლადვე არა შეირყია გონებაი შენი, რამეთუ უდაბნოთა და ქუაბთა შინა დაუცხრომელად იღუწიდი, და სამწყსოსა შენსა სამოძღვროთა ეპისტოლეთა მიერ განამტკიცებდი.
დიდებამამასადაძესადაწმიდასასულსა
განჰვლე რაი სახუმილი იგი განსაცდელთაი, ვითარცა სარწმუნოებისათვის მოღუაწემან, ცილისმწამებელნი შენნი, ვითარ მოქმედნი უკეთურებისანი, მრავალგზის განქიქებულ ყავ, აწ ჩუენცა შეგვეწიე და გვიხსენ უხილავთა და ხილულთა მტერთა საფრხეთაგან.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, მზაკუვარისა მტერისა საფრხეთა და საცთურთაგან განმარინე, და მომმადლე მშვიდობაი, რაითა სარწმუნოებითა მტკიცითა გადიდებდე შენ, ყოვლად დიდებულო ქალწულო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმედამერმემშვიდობითუფლისამიმართვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენდადაგვიცვენჩუენ, ღმერთო, შენითამადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისა, დაყოველთაწმიდათამომხსენებელთა, თავნითვისნიდაურთიერთარს, დაყოველიცხორებაიჩუენიქრისტესაღმერთსაჩუენსაშევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუშენხარმეუფეიმშვიდობისაი, დამაცხოვარისულთაჩუენთაი, დაშენდადიდებასააღუავლენთმამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი, ხმაი 2
მართლმადიდებლობისა მოძღურებანი დაჰნერგენ რაი, ბოროტად მადიდებლობისა ეკალნი აღმოსჭრენ, და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისაი წვიმითა სულისა წმიდისაითა, ღირსო, ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.
სხუაიკონდაკი
თანადაუსაბამოდ მამისა და თანაარსად სულისა წმიდისა ჰქადაგე შენ ქრისტე ღმერთი, ნეტარო ათანასე, და ამხილე რაი განცხადებულად მწვალებელთა და განხეთქილებისა მოქმედთა უკეთურთა, ჭირნი მრავალნი თავს ისხენ, და ძლევაი მოჰმადლე მართლმადიდებელთა.
იკოსი
ღირსად იწოდე რაი სეხნად უკუდავებისა, ჰოი, ათანასე, ვითარცა დიდმან მამათმთავარმან, განაქიქე სიცბილი მრავალსახეი მწვალებელთაი და გარე-განხადე რაი საცთური მათი სიბრძნითა შენითა, ყოვლად წმიდაი სული ღმრთისმეტყველე ყოველთა არსთა დამბადებელად და ქრისტე მეუფეი ჰქადაგე თანაარსად მამისა, ამისთვის აღგიარებთ ქადაგად ერთარსებისა ღმრთეებისა და სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა.
მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4
მღდელთაშენთაშეიმოსონსიმართლედაწმიდანიშენნიიხარებდენ.
მუხლი: პირმანმართლისამანიწუართოსსიბრძნეიდაენაიმისიიტყოდისმსჯავრსა.
მღდელი: უფლისამიმართვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუწმიდახარშენ, ღმერთოჩუენო, დარომელიწმიდათაშორისგანისუენებ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისადაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველისულიაქებდითუფალსა.
მუხლი: აქებდითღმერთსაწმიდათაშორისმისთა, აქებდითმასსამყაროთაძალისამისისათა.
მღდელი: ღირსყოფადჩუენდასმენადწმიდისასახარებისაუფალსაღმერთსაჩუენსავევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნითაღემართენითდაისმინეთწმიდასახარება, მშვიდობაიყოველთა.
გუნდი: დასულისაცაშენისათანა
მღდელი: მათესაგანწმიდისასახარებისასაკითხავი.
გუნდი: დიდებაიშენდა, უფალო, დიდებაიშენდა.
მღდელი: მოხედენ.
სახარებაიმათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მღდელთმთავარისა ათანასე დიდისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ნისლი წვალებათაი განჰხადე რაი ნათლითა მოძღურებათა შენთათა, ბრძენო ათანასე, მორწმუნეთა სულნი განაბრწყინვენ მართლმადიდებლობითა, და ასწავე თაყუანისცემაი წმიდისა სამებისაი. აწ ჩუენთვისცა ნუ დასცხრები ვედრებად მისა მიმართ, მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და ცოდვათა ლხინებაი სულთა ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერიშენი, დააკურთხესამკვიდრებელიშენი, მოხედენსოფელსაშენსაწყალობითადამოწყალებითა, აღამაღლერქაიქრისტეანეთამართლმადიდებელთაი, დაგარდამოავლინენჩუენზედამდიდარნიწყალობანიშენნი, მეოხებითაყოვლადწმიდისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისაითა, ძლიერებითაპატიოსნისადაცხოველსმყოფელისაჯუარისაითა, ძლიერებითაჯუარისავაზისაითა; მეოხებითაპატიოსანთაუსხეულოთაზეცისაძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისადანათლისმცემელისაიოანესითა, წმიდისაწინასწარმეტყუელისაილიათეზბიტელისადამართლისაენუქისითა, წმიდათადიდებულთა, დაყოვლად-ქებულთამოციქულთათავთა, პეტრესადაპავლესითა, წმიდისამოციქულისათომასიდასაქართველოსგანმანათლებელთამოციქულთა: ანდრიაპირველწოდებულისა, სვიმონკანანელისადამატათაისითა; წმიდისადედისაჩუენისა, მოციქულთასწორთაქალწულისანინოისადამეფისამირიანისადადედოფლისანანაისითა; წმიდათაშორისმამათაჩუენთა, დამსოფლიოთადიდთამოძღუართადამღდელთმთავართა, ბასილიდიდისა, გრიგოლიღმრთისმეტყუელისა, იოვანეოქროპირისადაკირილეალექსანდრიელისაითა; წმიდისამთავარმოწამისაძლევაშემოსილისაგიორგისადაწმიდათადიდთაქალწულ-მოწამეთაბარბარეეისადამარინეეისითა; წმიდათადიდებულთამოწამეთა: აბოტფილელისა, დავითდაკონსტანტინეარგველთელთაისა, შალვაახალციხელისა, ბიძინადაჭრილისადაშალვადაელიზბარქსნისერისთავთაითა; წმიდათაათთა-ბევრთამოწამეთა, ტფილისსხუარაზმელთაგანმოწყუედილთადაწმიდათაექვსიათასთაგარეჯელთამოწამეთაბერთა; ღირსისამამისაჩუენისაიოანეზედაზნელისა, დაათორმეტთამისთამოწაფეთა, დაღირსთამამათადავითდადოდოგარეჯელთაითა; ღმრთივგანბრძნობილთანეტართამამათაჩუენთა: ილარიონქართველისა, სერაპიონზარზმელისა; გრიგოლხანძთელისა; იოვანედაგაბრიელქართველთა, იოვანეთორნიკ-ყოფილისადაეფთვიმედაგიორგიმთაწმინდელთაითა; წმიდათაკეთილ-მორწმუნეთადადიდთამეფეთაჩუენთა: ვახტანგგორგასლისა, არჩილისა, აშოტკურაპალატისა, დავითაღმაშენებლისა, დემეტრესი, თამარისა, ლუარსაბისა, სოლომონისა, შუშანიკისადაქეთევანისაითა; წმიდისაილიამართლისაითა; წმიდათადამართალთამშობელთაღმრთისათაიოაკიმდაანნაისითა; დაწმიდათაშორისმამისაჩუენისადიდისაათანასესი, ალექსანდრიისმთავარეპიკოპოსისაითა, დაყოველთაწმიდათაშენთაითაგევედრებითშენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინეჩუენცოდვილთავედრებაი, დაშეგვიწყალენჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითადამოწყალებითადაკაცთმოყუარებითამხოლოდშობილისაძისაშენისაითა, რომლისათანაკურთხეულხარ, თანაყოვლადწმიდით, სახიერით, დაცხოველსმყოფელითსულითშენითურთ, აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: სახუმილსა რაი ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და ძლევითა შემოსილთა ესრეთ ღაღად-ყვეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
სძლისაგან უხრწნელისა შობილი ქრისტე ჰქადაგე სწორად მამისა და თანაარსად და თანამფლობელად სულისა, ჰოი, ღმრთისმეტყუელებისა ნესტვო შუენიერო, და აღწერე საკვირველი მოღუაწებაი ანტონი ნეტარისაი.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
მრავალგზის ეწადათ რაი მოკუდინებაი შენი, ჰოი, უკუდავებისა ქადაგო ათანასე, უფალმან დაგიფარა საკვირველად, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიცვას განსაცდელთაგან.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა
სასტიკნი დევნულებანი თავს-ისხენ რაი სარწმუნოებისათვის, ნეტარო, მრავალგზის დაითმინე შინა-განცემანი, შესმენანი, ადგილითი-ადგილად სივლტოლვანი, მსაჯულთაგან განკითხვანი, და ღმრთისმეცნიერ ყვენ კიდენი სოფლისანი.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, მაღლისა განწმედილო საღმრთოო საყოფელო, რამეთუ დახსნაი სიკუდილისაი შენ მიერ იქმნა ჭეშმარიტად, უსძლოო ქალწულო, და ცხორებაი საუკუნოი მოკუდავთა მოეცა, ღმრთისმშობელო მარიამ.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
სრულ-ყავ რაი ღვაწლმრავალი სრბაი შენი, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო, ვითარცა ოქროი, შვიდ წილად განწმედილი, წარსდეგ წინაშე ღმრთისა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი, ნუ დასცხრები მეოხებად მისა მიმართ, რაითა იხსნეს მრავალჭირნახული ერი ჩუენი ყოვლისაგან უსჯულოებისა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
ჭეშმარიტი მოძღუარი, ღმრთისა მიერ სწავლული შემდგომად მოციქულთა, და ბრძენი უბიწოი გპოვა რაი ეკლესიამან, წმიდათა შორის შეგრაცხა და გვიწესს რაი ქებად საკვირველისა ღუაწლისა შენისა, აწ ჩუენცა სამართლად გნატრით შენ, ვითარცა მნათობსა სოფლისასა, და სამებასა წმიდასა ვადიდებთ განუყოფელად.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა
ვითარცა ნესტვი ხმატკბილი ჭეშმარიტებისაი და საყვირი საღმრთოი ხმა-შუენიერად მგალობელი წლითი წლად მოგვიწოდს სულიერსა სერობასა დიდებულისა ხსენებისა შენისასა, აწ ჩუენცა სარწმუნოებით აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა, ჰოი, მწყემსო კეთილო, და ვადიდებთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
სიხარული შეიწყნარე, ქალწულო, წიაღსა შინა წმიდასა, და დახსენ მწუხარებაი კაცთა ნათესავისაი, ამისთვის, წმიდაო დედოფალო, აღგიარებთ ღმრთისმშობელად და ორითა ბუნებითა და ნებითა ღმრთად და კაცად ვჰქადაგებთ, და თაყუანისვჰსცემთ შენგან შობილსა ქრისტესა.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათაი. მოვედ, უბიწოო, ქალწულო ღმრთისმშობელო, შენგან შობილისა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
წმიდანი ნაწილნი შენნი უშურველად აღმოაცენებენ მადლსა ჭეშმარიტსა, ჰოი, ათანასე, და შეაცურევენ მართლმადიდებლობით აღმსარებელთა ერთა, რომელნი მიემთხვევიან მხურვალითა სარწმუნოებითა და გევედრებიან ხსნასა და კურნებასა.
წმიდაო, დიდომღდელთმთავაროათანასე, ევედრეღმერთსაჩუენთვის.
სუეტად საწმუნოებისა გამოგაჩინა შენ ქრისტემან, და გყო რაი წეს და კანონ და მოძღუარ უცთომელ წმიდისა ეკლესიისა, აწ ჩუენცა ქებით შევამკობთ ბრწყინვალეთა შრომათა შენთა, რაითა მეოხებითა შენითა მოგუანიჭოს მხსნელმან ცოდვათა ლხინებაი.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა
გნატრით შენ, სიბრძნით მეტყველსა მღდელთმოძღუარსა, არღარა სახელითა, არამედ ჭეშმარიტად საქმითა უკუდავქმნილსა, და გევედრებით ნუგეშინისცემასა და შეწევნასა წინაშე ღმრთისა, რაითა დაგვამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
მომმადლე მე ცხორებაი, დედაო ცხორებისაო, და ნათელო სოფლისაო, განმანათლე მონაი შენი, და ყოვლად ბრწყინვალისა მღდელთმოძღუარისა შენისა, ათანასე დიდისა თანა ევედრე ძესა შენსა, რაითა მომანიჭოს სინანული და შენდობაი ცოდვათაი.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელიაკმევს; მკითხველი (ანერისკაცი) კითხულობს:
მოეფინა რაი შენ ზედა სული წმიდაი, რომელი იგი პირველ ქრისტეს მოციქულთა ზედა მაღლით გარდამოხდა ქორსა მას ზედა საიდუმლოისა, ნეტარო ათანასე, გყო მეათცამეტე მოციქულად და მქადაგებელად მართლისა სარწმუნოებისა, შეამკვე რაი ქრისტეს ეკლესიაი სიტყუათა შენთა სამკაულითა, და სამგვამოვნად ღმრთისმეტყველე ერთი ღმრთეებაი სამებისა წმიდისაი, აწ მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რაითა გვიხსნნეს ყოველთა ვნებათაგან, რომელნი ვაქებთ ხსენებასა შენსა.
მიმსგავსებულ იქმენ რაი მოციქულთა, პავლეისებრ ქრისტეისა გსუროდა და პეტრეისებრ განკურნებდი რაი ცხედართა ზედა მდებარეთა, ვითარცა დიდი ელიაი ხორცითა, ღირსო, სიწმიდითა ჰქალწულებდი და ანგელოზთა თანა იხარებ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, აწ ჩუენცა შეგვიწყალოს ცოდვითა დაბნელებულნი ესე და მკურნალ ექმნნეს ყოველთა სენთა და უძლურებათა ჩუენთა.
მართლმადიდებლობითა აღჭურვილმან ცხადად ჰქადაგე რაი ერთ-ღმრთეებად სამებაი წმიდაი სამგვამოვანი, რომელმანცა შექმნა ხილულნი და უხილავნი სახიერებით, ქრისტეს ეკლესიითგან განხადე უღმრთონი არიოზ და საბელიოზ, და საღმრთოთა სიტყუათა შენთა მიერ განანათლენ გულნი მორწმუნეთანი, აწ ჩუენცა გაქებთ შენ, მამათა სიქადულო, ღმერთშემოსილო ათანასე, და გევედრებით მშვიდობისათვის სოფლისა და ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
ღმრთისმსახურებაი და ჭეშმარიტებაი საჭურველად შთაიცუ, ვითარცა ახოვანმან წინამძღუარმან მორწმუნეთა ერთამან, ბრძენო ათანასე, და ენითა საღმრთოითა ჰქადაგე რაი ქრისტე – სიტყუაი და სიბრძნეი ღმრთისაი, დახსენ უღმრთოი სწავლებაი არიოზისაი, და ვითარცა მწყემსმან მღვიძარემან სამწყსონი შენნი იხსნენ წვალებისაგან, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და დაგვიცვას ყოვლისაგან ურწმუნოებისა და სიცბილისა.
სარწმუნოებითა ვადიდებთ და მარადის თაყუანის-ვჰსცემთ ყოველთა მწყემსთმთავარსა ქრისტესა, რომელმანცა განგამტკიცა შენ, ჰოი, წმიდაო მღდელთმთავარო, და აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ მისისა, განგვანათლოს და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ერთარსებით თაყუანისვჰსცემდეთ სამებასა წმიდასა და ერთბუნებით ვადიდებდეთ სამგუამოვანსა ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცაგევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილადწარმართებისადამყუდროებისამონათა (ანუმხევალთა) ღმრთისაითადაყოველთაშვილთაჩუენისაეკლესიისაითა, რაითადაიცვასუფალმანღმერთმანჩუენმანსამეუფოიქალაქიესეჩუენიდაწმიდაიესეეკლესიაიდაყოველნიქალაქნიდასოფელნიივერიისასიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისადამახვილისა, უცხო-თესლთაზედამოსლვისაგან, ბრძოლისადასიკუდიდშემოსილისაწყლულებისა, რაითამოწყალეგუექმნესჩუენღმერთიკეთილადდგომისათვისსახიერებითადაკაცთმოყუარებითათვისითა, დაგარე-წარაქციოსრისხვაი, მარადდღეჩუენზედამომავალი, დაგვიხსნესჩუენსამართლადჩუენზედამოწევნულისარისხვისაგან, დაშეგვიწყალნესჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინეჩუენი, ღმერთო, მაცხოვაროჩუენო, სასოოყოველთაკიდეთაქუეყანისათაო, დარომელნიარიანზღუათაშინაშორს, დამლხინებელ, დამოწყალეექმენშეცოდებათაჩუენთა, დაშეგვიწყალენჩუენ, რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარდაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დასულისაწმიდისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელილოცვა
ჰოი, მღდელთმოძღუართა სამკაულო და მამათა თუალო ათანასე, ზღუდეო დაურღუეველო მადლისაო და სუეტო შეურყეველო ეკლესიისაო; წყაროო წყლისა ცხოველისაო და მდინარეო დაუშრეტელო სიბრძნისაო; ბრწყინვალეო მნათობო სოფლისაო და მახვილო მომკუეთელო წვალებისაო; ერთარსებით და სამგვამოვნებით ქადაგო სამებისაო და მადლითა სულისა წმიდისაითა აღმაყვავებელო მართლმადიდებლობისაო!
ჰოი, ღმრთივგანბრძნობილო მოძღუარო და ებანო სულიერო, ღირსო ათანასე ღმრთისმეტყველო! რომელი ქერობინთაებრ ხმამაღლად ადიდებდი ყოვლადწმიდასა სამებასა, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, გვითხოვე შენდობაი ცოდვათაი და ხსნაი საწუთროისა ჭირთა და ვნებათაგან, რომელნი ვაქებთ წმიდასა ხსენებასა შენსა, ხოლო ერი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, და წმიდაი ეკლესიაი ჩუენი დაიცვას შეუძრველად. შენ შორის დამკვიდრებულითა საღმრთოთა მადლითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი შიო, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, მამათა თავო, და მწყემსო ჭეშმარიტო, მღდელთმოძღუართა შორის ბრძენო ათანასე, ვითარცა წყაროისგან დაუწყვედელისა აღმოგვიცენდებიან ჩუენ მოძღურებათაგან შენთა ღმრთივსულიერთა წყალნი ცხოველნი სწავლათანი, რომელთა მიერ სამებასა ღმერთსა სამგვამოვანსა ერთარსებით უგალობთ და გევედრებით შეწევნასა მისა მიმართ, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი, დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი აღსაზრდელად ყრმათა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელი: სიბრძნითყოვლადწმიდაოღმრთისმშობელო, გუაცხოვნენჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსაქერუბიმთასადააღმატებითუზესთაესსასერაფიმთასა, განუხრწნელადმშობელსასიტყვიისაღმრთისასა, მხოლოსაღმრთისმშობელსაგალობითგადიდებდეთ.
მღდელი: დიდებაიშენდა, ქრისტეღმერთო, სასოებაოჩუენო, დიდებაიშენდა.
გუნდი: დიდებაი.. აწდა…
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.
მღდელი: ქრისტემანჭეშმარიტმანღმერთმანჩუენმან, მეოხებითა…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელთმთავრისა ათანასე დიდისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვაიხატისმთხვევასაზედა
ძალად და სიმტკიცედ და შესავედრებელად მოგვიგიე რაი, სიბრძნით მეტყველო ათანასე, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით: ვითარცა ყოვლად ქებულსა და ღმერთშემოსილსა მამასა ჩუენსა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნო, და დაგვიფარო გარე მოდგომილთა ურიცხუთა მტერთა და საფრხეთაგან.
დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისაითა ღირს-მყუენ ჩუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
სავედრებელი პარაკლისის ტექსტის შედგენისას გამოყენებულია წმინდა ათანასე დიდის ცხოვრება და სადღესასწაულო წეს განგება
