თორმეტ მოციქულთა კრება

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა — 30 ივნისი – ძველი სტილით / 13 ივლისი – ახალი სტილით

† კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა

30 ივნისი — ძველი სტილით / 13 ივლისი — ახალი სტილით

წმიდა მოციქულები

  • პეტრე
  • ანდრია
  • იაკობ ზებედესი
  • იოანე
  • ფილიპე
  • ბართლომე
  • თომა
  • მათე
  • იაკობ ალფესისა
  • იუდა იაკობისა, თადეოზი
  • სვიმონ მოშურნე
  • მატათია

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.

ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.